ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2481.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
თანამედროვე ბიოლოგია და ანთროპოლოგია დღეს ბუნებითი მდგომარეობის შესახებ სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: არასოდეს ადამიანური ევოლუციის განმავლობაში ადამიანებს არ უარსებიათ როგორც იზოლირებულ ინდივიდებს.
Everything that modern biology and anthropology tell us about the state of nature suggests the opposite: there was never a period in human evolution when human beings existed as isolated individuals.
2482.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
ღამურები და ბაბუინები შემჩნეული არიან უცხო კოლონიის ნაშიერთა გამოკვებაში და მზრუნველობაში, ხოლო რიგ შემთხვევებში, მაგალითად, როგორიცაა ლოცმანი თევზი, რეციპროკულობა ჩნდება სრულიად განსხვავებულ სახეობებს შორის.
Vampire bats and baboons have been observed feeding and protecting offspring within a colony not their own, while in some cases like cleaner fish and the fish they clean, bonds of reciprocity exist between completely different species.
2483.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანები არასოდეს არსებობდნენ როგორც იზოლირებული ინდივიდები და რომ სოციალური გაერთიანება ნათესაური ჯგუფების საფუძველზე მათი ქცევის ნაწილი იყო თანამედროვე ადამიანის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე.
It is much more plausible to assume that human beings never existed as isolated individuals, and that social bonding into kin-based groups was part of their behavior from before the time that modern humans existed.
2484.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
რელიგია, ანუ უხილავი, ზებუნებრივი წესრიგის რწმენა, ყველა ადამიანურ საზოგადოებაში არსებობს.
Religion or the belief in an invisible, supernatural order, exists in all human societies.
2485.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
პასკალის მოსაზრება, რომ ადამიანს უნდა სჯეროდეს ღმერთის, იმიტომ რომ ის შესაძლოა მართლაც არსებობდეს, აქტუალურობა არ დაუკარგავს ადამიანთა მთელი ისტორიის განმავლობაში, თუმცა, სავარაუდოა, რომ ადრეულ პერიოდში სკეპტიკოსთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
Pascal’s wager that one should believe in God because he may actually exist has been operative throughout human history, though in its earlier stages the number of skeptics was probably small.
2486.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
კოგნიტიური თვალსაზრისით, ნებისმიერი რელიგიური რწმენა შეიძლება დახასიათდეს როგორც რეალობის მენტალური მოდელი, რომელშიც მიზეზშედეგობრიობას უკავშირებენ უხილავ ძალებს მეტაფიზიკურ სამყაროში, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მიღმა მდებარეობს.
From a cognitive point of view, any given religious belief can be described as a type of mental model of reality, in which causality is attributed to invisible forces that exist in a metaphysical realm beyond the phenomenal world of everyday experience.
2487.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
აბსტრაქტული თეორიზების ადამიანური შესაძლებლობა წარმოშობს მთელ რიგ ახალ წესებს გარემოს ასათვისებლად და სოციალური ქცევის დასარეგულირებლად, რომელიც უკან იტოვებს ყველაფერს, რაც შიმპანზეებს შორის არსებობს.
The human capacity for abstract theorizing soon produces a host of new rules for mastering the environment and regulating social behavior that go well beyond anything that exists among chimpanzees.
2488.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
საზოგადოებები შეიძლება გაიჭედოს დისფუნქციური ინსტიტუციური წონასწორობის მდგომარეობაში, რომელშიც მთავარ მოთამაშეებს შეუძლიათ დაბლოკონ აუცილებელი ინსტიტუციური ცვლილებები.
Societies can get stuck in a dysfunctional institutional equilibrium, in which existing stakeholders can veto necessary institutional change.
2489.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
თავად აფრიკა გენეტიკური ხაზების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, დანარჩენი სამყაროს მოსახლეობა ერთ-ერთი იქ არსებული ხაზიდან წამოვიდა.
There is a greater variety of lineages in Africa itself, since the rest of the world was seeded from one of several existing there at the time.
2490.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 2
ერთი ჯგუფი არაბეთისა და ინდოეთის სანაპიროს გაუყვა, გადაიარა დღეს არარსებული კონტინენტები სუნდა, რომელიც დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებს აკავშირებდა ერთმანეთთან და საჰული, რომელიც მოიცავდა ახალ გვინეასა და ავსტრალიას.
One group followed the coastline around Arabia and India, and crossed over into the now nonexistent continents of Sunda linking the islands of what is now Southeast Asia and Sahul which included New Guinea and Australia.
2491.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
ამ თეორიების გაჩენა, პირველ რიგში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ახალი დისციპლინის, ანთროპოლოგიის დამაარსებლების, ლუის ჰენრი მორგანისა და ედუარდ ტაილორის მიერ იმდროინდელი პრიმიტიული საზოგადოებების შესახებ ემპირიული ცოდნის დაგროვებასთანაა დაკავშირებული.
The creation of these theories was driven first in the late nineteenth century by the accumulation of empirical knowledge about existing primitive societies by founders of the new discipline of anthropology, such as Lewis Henry Morgan and Edward Tylor.
2492.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
მარქსმა და ენგელსმა ერთად შექმნეს განვითარების ყველაზე ცნობილი თანამედროვე თეორია, რომელიც ევოლუციის სტადიების არსებობას ადგენდა, როგორებიცაა: პრიმიტიული კომუნიზმი, ფეოდალიზმი, ბურჟუაზიული საზოგადოება და ჭეშმარიტი კომუნიზმი.
Together, Marx and Engels propagated the most famous developmental theory of modern times, which posited the existence of a series of evolutionary stages, such as : primitive communism, feudalism, bourgeois society, and true communism.
2493.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
განვითარების მარქსისტული მოდელის შესახებ შექმნილმა მცდარმა და მეტისმეტად გამარტივებულმა წარმოდგენებმა მეცნიერთა შემდგომი თაობები ჩიხში შეიყვანა, როცა ისინი ეძებდნენ „წარმოების აზიური მოდელს“ ან ინდოეთში „ფეოდალიზმს“.
The misconceptions and oversimplifications of the Marxist development model led generations of later scholars down blind alleys, looking for an “Asiatic mode of production” or trying to find “feudalism” in India.
2494.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
მართლაც, უშუალოდ დარვინის შემდგომი პერიოდის განვითარების თეორია არსებული კოლონიური მსოფლიო წესრიგის გასამართლებლად გამოიყენებოდა.
Indeed, development theory in the immediate post Darwin period succeeded in justifying the existing colonial world order.
2495.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
მაგრამ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ევოლუციურ ფორმებში კანონზომიერებები და მსგავსება საერთოდ არ არსებობს.
However, this does not mean that regularities and similarities in evolutionary forms do not exist across different societies.
2496.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
შემდგომში ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა „განვითარებადი“ ან „განვითარება“ იმ ფართოდ გავრცელებული წარმოდგენის ანარეკლია, რომ დღეს არსებული მდიდარი ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკური ფორმების უფრო ღრმა ევოლუციის პროდუქტია, რომელშიც, რომ შესძლებოდათ, ღარიბი ქვეყნებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.
Our continuing use of terms like “developing” or “development” is testimony to the widespread view that existing rich countries are the product of a prior evolution of socioeconomic forms, and that poor countries would participate in this process if they could.
2497.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
მათ საფუძვლად ედო მომთაბარე პატარა ოჯახები, რომლებიც თავიანთი მასშტაბებით პრიმატების ჯოგებს წააგავდა და ასეთი საზოგადოებები დღემდე არსებობენ მარგინალურ ეკოლოგიურ ნიშებში – ესკიმოსები, კალაჰარის უდაბნოს ბუშმენები და ავსტრალიელი აბორიგენები.
Such societies still exist in marginal environmental niches, and they include the Eskimos, the Bushmen of the Kalahari Desert, and Australian Aborigines.
2498.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ჭეშმარიტი მატრიარქალური საზოგადოება ოდესმე არსებობდა.
There does not seem to be any evidence that a true matriarchal society has ever existed.
2499.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
თუ აწმყოში მცხოვრები ადამიანი მემკვიდრის გარეშე კვდება, მისი წინაპრებისა და მისი მომავალი შთამომავლების მთელი უსასრულობა მასთან ერთად კვდება მისი ინდივიდუალური არსებობა აუცილებელია, მაგრამ არაარსებითია, მთლიანის ნაწილად ყოფნის მიღმა.
If the man alive now dies without heir, the whole continuum of ancestors and unborn descendants dies with him his existence as an individual is necessary but insignificant beside his existence as the representative of the whole.
2500.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 3
რადგანაც რელიგია ფართომასშტაბიანი კოლექტიური ქმედების ხელშემწყობ ფუნქციურ როლს ასრულებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: გვაროვნულ-ტომობრივი ორგანიზაცია მანამდე ჩამოყალიბებული რელიგიური რწმენის შედეგი იყო, თუ ეს რელიგიური რწმენა მერე, საზოგადოებრივი ორგანიზაციის უკვე არსებული ფორმის გასამყარებლად დაამატეს?
Since religion plays an important functional role in facilitating large-scale collective action, the question naturally arises: Was tribal organization a consequence of previously formulated religious beliefs, or were the religious beliefs somehow added later to reinforce a preexisting form of social organization?