ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2501.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
დუგლას ნორთის სიტყვებით, „ზრდა, უბრალოდ, არ მოხდება, სანამ არსებული ეკონომიკური წყობა ეფექტიანი არ იქნება“, რაც „გულისხმობს ინსტიტუციური წესების დამკვიდრებას და კერძო საკუთრებას“.
In the words of Douglass North, “Growth will simply not occur unless the existing economic organization is efficient,” which “entails the establishment of institutional arrangements and property rights”.
2502.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
მარქსი და ენგელსი, ნაწილობრივ ანთროპოლოგ ლუის ჰენრი მორგანის ნაშრომების არასწორი ინტერპრეტაციის გამო, ამტკიცებდნენ, რომ ექსპლუატატორული კლასობრივი ურთიერთობების გაჩენამდე არსებობდა „პრიმიტიული კომუნიზმის“ ადრეული ეტაპი და ეს იყო იდეალური ვითარება, რომელიც კომუნიზმს ისევ უნდა დაებრუნებინა.
Based in part on a misreading of anthropologists like Lewis Henry Morgan, Marx and Engels argued that an early stage of “primitive communism” existed prior to the rise of exploitative class relationships, an idealized state that communism sought to recover.
2503.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
გარეტ ჰარდინმა თავის გავლენიან სტატიაში აღნიშნა, რომ საერთო საკუთრების ტრაგედია არსებობს არაერთ გლობალურ რესურსთან მიმართებითაც, როგორიცაა სუფთა ჰაერი, თევზის რესურსები და მსგავსი.
In an influential article, Garrett Hardin argued that the tragedy of the commons exists with respect to many global resources, such as clean air, fisheries, and the like.
2504.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ძალადობრივმა კოლექტივიზაციამ მოინდომა საათის ისრის უკან გადაწევა წარმოსახვითი წარსულისაკენ, რომელსაც არასდროს უარსებია, რადგან არანათესავებს საერთო საკუთრება არასოდეს ჰქონიათ.
Forced collectivization by the Soviet Union and China in the twentieth century sought to turn back the clock to an imagined past that never existed, in which common property was held by nonkin.
2505.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
მიწის ფლობის ჩვეულებითი ფორმები დღევანდელ მელანეზიაშიცაა შენარჩუნებული.
Customary property held by kin groups still exists in contemporary Melanesia.
2506.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
ამგვარი ორგანიზაცია კაცობრიობის შემდგომ ისტორიაში ფაქტობრივად უნივერსალურად იქცა და დღესაც განაგრძობს არსებობას ვორლორდებისა და მათი მიმდევრების, სახალხო ლაშქრების, ნარკოკარტელების და ქუჩის ბანდების სახით.
Such organizations became virtually universal in subsequent human history, and continue to exist today in the form of warlords and their followers, militias, drug cartels, and street gangs.
2507.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
იარაღის ხმარებისა და სამხედრო ორგანიზაციის სპეციალიზებული ცოდნის წყალობით, მათ ხელთ იგდეს იძულების უნარები, რაც პირველყოფილი ჯოგის დროს არ არსებულა.
Because of their specialized skills in using weapons and organizing for war, they began to wield the power to coerce that did not exist at the band level of organization.
2508.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
ჩინეთში, ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთსა და კოლუმბამდელ ამერიკაში სახელმწიფო ინსტიტუტები ზემოდან იყო დაფენილი გვაროვნულ ინსტიტუტებს და ეს ორი შრე დიდი ხანი განაგრძობდა არცთუ ადვილ თანაარსებობას.
In China, India, the Middle East, and pre-Columbian America, state institutions were merely layered on top of tribal institutions and existed in an uneasy balance with them for long periods of time.
2509.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
ზოგჯერ ეს კავშირები გვაროვნულია ამ სიტყვის მკაცრი აზრით, რადგან ქვეყნის ღარიბ და ნაკლებად განვითარებულ ნაწილებში საზოგადოება კვლავ გვაროვნულ ხასიათს ატარებს.
Sometimes these ties are tribal in a strict sense, since tribalism still exists in some of the poorer and lessdeveloped parts of the country.
2510.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 5
ზოგჯერ ამ კლასს სეკულარული მმართველი აკონტროლებს და ამას ეწოდება "ცეზაროპაპიზმი" და ზოგჯერ კი სასულიეროთა კლასი თანაარსებობს სეკულარულ მმართველობასთან და მასთან ინაწილებს ძალაუფლებას.
Sometimes it is controlled by the secular ruler, in which case it is labeled "caesaropapist" and sometimes it coexists with secular rule under some form of power sharing.
2511.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 5
ვიტფოგელმა, რომელიც ადრე მარქსისტი იყო და მერე ანტიკომუნისტი გახდა, განავრცო მარქსის თეორია აზიური წარმოების წესის შესახებ და შეიმუშავა არადასავლურ საზოგადოებებში დიქტატურის წარმოშობის ეკონომიკური ახსნა.
Wittfogel, a former Marxist turned anticommunist, expanded on Marx’s theory of the Asiatic mode of production, providing an economic explanation for the emergence of dictatorships outside the West.
2512.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 5
მოსახლეობის მცირე სიმჭიდროვის მქონე პირველყოფილჯოგური ან გვაროვნული საზოგადოებები კონფლიქტის მოგვარებას ერთმანეთთან დაშორიშორებით ახერხებენ, რის დროსაც სეგმენტი, რომელსაც სხვებთან თანაცხოვრება არ შეუძლია, უბრალოდ სხვაგან მიდის.
Low-density band-or tribal-level societies can mitigate conflict simply by moving away from one another, hiving off segments when they find they can’t coexist.
2513.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 5
მაგრამ უდაბნოთი და ოკეანით შემოსაზღვრული მდინარე ნილოსის ხეობაში, ისევე როგორც უდაბნოთი, ოკეანით, ჯუნგლებითა და მაღალი მთებით შემოსაზღვრულ პერუს ხეობებში ეს შეუძლებელია.
But in places like the Nile valley, bounded by deserts and the ocean, or in the mountain valleys of Peru, that were bounded by deserts, jungles, and high mountains, this option didn’t exist.
2514.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 5
ომაიანები გარდაიქმნენ მმართველ დინასტიად, ხოლო მათმა სახელმწიფომ ხალიფების, უსმანის და მუავიას მმართველობისას დაიპყრო სირია, ეგვიპტე და ერაყი, ანუ არაბული მმართველობა მანამდე არსებულ სახელმწიფოს მქონე საზოგადოებებზე განავრცო.
The Umayyads did evolve into a dynasty, and the Umayyad state under Uthman and Mu’awiya quickly went on to conquer Syria, Egypt, and Iraq, imposing Arab rule over these preexisting state-level societies.
2515.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 5
ეს ნიშნავს, რომ ჰერბსტის მიხედვით, ძალაუფლების გვაროვნულიდან ტერიტორიულ კონცეფციაზე გადასვლა, თავისი ნათლად განსაზღვრული ადმინისტრაციული საზღვრებით, რაც ევროპისთვისაა დამახასიათებელი, აფრიკაში არ მომხდარა.
This meant, according to Herbst, that the transition from a tribal to a territorial conception of power with clearly conceived administrative boundaries of the sort that existed in Europe did not take place.
2516.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
ტრაიბალიზმი ჩინეთში იმ დროიდან არსებობს, რის შესახებაც ისტორიული წყაროები მოგვეპოვება.
Tribalism has existed in China from the beginning of its recorded history.
2517.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
ჩინური ოჯახი ძალიან მდგრადი გამოდგა და აგნატურ ჩამომავლობაზე აგებული ჯგუფები ჩინეთის გარკვეულ ნაწილებში კვლავ არსებობს.
The Chinese family proved very resilient, and agnatic descent groups still exist in parts of China.
2518.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
ისინი, ისევე როგორც ერთი გვარის მქონე ადამიანების ჯგუფები, ხშირად მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ მათი მეშვეობით ეგზოგამია განესაზღვრათ.
They, just like related surname associations often existed only to define exogamy.
2519.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
კარლ მარქსიდან მომდინარე ტრადიციის მიხედვით, „ფეოდალიზმი“ ხშირად გამოყენებულია ბატონსა და გლეხს შორის ექსპლუატაციური ეკონომიკური ურთიერთობების აღმნიშვნელად, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა და მამულის გამოყენების წესიდან გამომდინარეობდა.
In a tradition that starts with Karl Marx, “feudalism” is often taken to refer to an exploitative economic relationship between lord and peasant that existed in medieval Europe, centering around the manor.
2520.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
მარქსისტული ისტორიოგრაფიის დიდი ნაწილის სიხისტემ აიძულა ამ ტრადიციის ფარგლებში მომუშავე მეცნიერები, ფეოდალიზმი განეხილათ, როგორც აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე კაპიტალიზმის წარმოშობისთვის მათ შორის ისეთ საზოგადოებებში, სადაც ეს ცნება რელევანტური სულაც არაა.
The rigidity of a lot of Marxist historiography has made scholars in that tradition look for a feudal stage of development as an inevitable precursor to the rise of modern capitalism in a host of societies where the concept is not relevant.