ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2541.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
ნიჭიერი უბრალო მოქალაქე უკვე ვეღარ აღწევდა მაღალ თანამდებობას რეკომენდაციის ან გამოცდის წარმატებით ჩაბარების გზით, ეს თანამდებობები წინასწარ იყო დაკავებული მოქმედი მაღალჩინოსნების შვილებისთვის.
No longer would it be possible for a talented commoner to rise to a position of high office through recommendation or examination, these offices would be reserved for the children of existing officeholders.
2542.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
მოგვიანებით ჩინეთის მმართველებმა ისწავლეს თავიანთი ამბიციების მოთოკვა და არსებულ საზოგადოებრივ ძალებთან თანაცხოვრება, ამ თვალსაზრისით, აღნიშნული მმართველობები უფრო ავტორიტარული იყო ვიდრე ტოტალიტარული.
Later Chinese governments learned to moderate these ambitions and to live with existing social forces, in this respect they were authoritarian rather than totalitarian.
2543.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
უფრო მეტიც, ბრაჰმანების ვარნა ითვლებოდა წმინდა კანონის მცველად, რომელიც პოლიტიკურ წესრიგამდე და მისგან დამოუკიდებლად არსებობდა.
Moreover, the Brahmin varna was regarded as the guardian of the sacred law that existed prior to and independently of political rule.
2544.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
კასტები ჩამომავლობების არსებულ სტრუქტურას დაედო თავზე, რითაც მან კლანურ ეგზოგამიას საზღვრები დაუდგინა.
The jatis were superimposed on top of the existing lineage structure, fixing limits on clan exogamy.
2545.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
ბიძაშვილების ჯვარედინი ქორწინების დრავიდული პრაქტიკა განამტკიცებს მცირე მასშტაბის, ჩაკეტილი ხასიათის სოციალურ ურთიერთობებს, რაც ყველა ტომურ საზოგადოებაში არსებობს.
The Dravidian practice of cross-cousin marriage reinforces the small-scale, inward-looking characteristic of social relationships that exist in all tribal societies.
2546.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
როგორც ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა: ყველა ინდიკანური რელიგიური სისტემა თავის საბოლოო მიზნად სიცოცხლის ტრანსცენდენტურობას (მოკშა) მიიჩნევს, რადგან ყველა თვლის, რომ შეგრძნებების მქონე არსებობა რეალობის მცდარი აღქმაა (მაია), ერთგვარი ფასადია, რომელიც მალავს იმ ერთადერთს (ტატ ეკამ), ბრაჰმანს, რომელიც უფორმოა, და რადგან უფორმოა, ანუ მარადიული, ერთადერთი შესაძლო რეალობაა.
In the words of one observer, All Indic religious systems have as their ultimate purpose life transcendence (moksha) because all assume that sentient existence is a false perception of reality (maya), the facade behind which lies The One (tat ekam), brahman, who, formless, and because formless eternal, is the sole reality.
2547.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
ყველაფერი, რაც გრძნობისმიერია, რასაც ფიზიკური არსებობით ვართ მიჯაჭვული, გარდამავალია (კვდომას და ხრწნას ექვემდებარება), ამიტომაც არარეალურია (მაია).
All that is perceived by the senses, all that we are attached to by virtue of our physical existence, is transitory (subject to death and decay) and therefore unreal (maya).
2548.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
არსებობის „დანიშნულება“ იმ ერთადერთთან იდენტურობის „მიღწევა“ კი არაა, როგორც ამას ზოგიერთები განმარტავენ, მაგრამ ყველა იმ დაბრკოლების მორღვევა, რომელიც წინ ეღობება ინდივიდის არსებობაში (ატმანი) ყოველივე ნამდვილისა და მარადიულის აღმოჩენას, უკვე სხვა არაფერია თუ არა საბოლოო არსება ბრაჰმანი.
The “purpose” of existence is actually not to “attain” identity with this ultimate being, as some interpreters claim, but to simply tear away all impediments standing in the way of discovering that what is true and permanent in individual being (atman) is already nothing more than ultimate being brahman.
2549.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
სწორედ ეს იყო ბრაჰმანების მიერ საკუთარი თავისათვის სოციალურ იერარქიაში პრივილეგირებული როლის მინიჭების გამართლება: „მოკვდავი სიცოცხლე გაჟღენთილი იყო დამაბინძურებელი მატერიებით, რისი გაკონტროლება და დროთა განმავლობაში მუდმივი შემცირება მოითხოვდა ბრაჰმანების მეთვალყურეობის ქვეშ რიტუალების აღსრულებას ადამიანის ამქვეყნიური არსებობისას და მისი სპირალისებური ხელახალი დაბადებების ხანგრძლივ პროცესშიც (სამსარა), სწორედ ეს იყო გათავისუფლების (მოკშა) აუცილებელი ინგრედიენტები.
This was the justification for awarding themselves a privileged role in the social hierarchy: “Mortal existence was permeated with polluting substances whose control and systematic reduction through time, requiring Brahmansupervised rituals in one’s present life and upward-spiraling rebirth (samsara) over the long pull, were the essential ingredients for finding a way out (moksha).”
2550.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
სოციალური მობილობა შესაძლებელია, მაგრამ არა ერთი სიცოცხლის განმავლობაში, არამედ სიცოცხლეებს შორის, რადგან ადამიანის კარმა მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეზე გადასვლის დროს შეიძლება შეიცვალოს.
The only possibilities for social mobility existed not in this life but between lifetimes, since one’s karma can change only from one lifetime to the next.
2551.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
სწორედ ამიტომ, საგვარეულოები და ადგილობრივი თემები თავიანთი ვაჟების განათლებაში ინვესტირებას არ ერიდებოდნენ, რათა სისტემისგან ამ გზით რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ, ინდოეთში მსგავსი რამ არ არსებობდა.
Lineages and local communities therefore invested heavily in educating sons to take advantage of the system, nothing like this existed in India.
2552.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
ისინი ვერ ახერხებდნენ, შეეღწიათ თვითმმართველი, კარგად ორგანიზებული კასტების შიგნით, რომლებიც ყველა სოფელში არსებობდა.
They could not penetrate the self-governing, highly organized jatis that existed in every village.
2553.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
ისტორიკოსებმა ბევრი იდავეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის სახელმწიფო არსებობდა უძველეს ინდოეთში.
Historians have debated at great length the question of what kind of state existed in ancient India.
2554.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
სხვა უმრავლეს შემთხვევაში დაპყრობა უბრალოდ იმას ნიშნავდა, რომ ბრძოლაში დამარცხებული მმართველები მაურიების უზენაესობას აღიარებდნენ.
In most other cases conquest simply meant that the existing ruler after defeat in battle accepted the nominal sovereignty of the Mauryas.
2555.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
იმპერიაში არ არსებობდა „ფეოდალიზმი“ მისი ჩინური და ევროპული მნიშვნელობით, როდესაც დამარცხებულ მმართველს ტერიტორიებს ჩამოართმევდნენ და მას ჯილდოს სახით გამარჯვებული სამეფო ოჯახის ნათესავებს ანდა მათ ვასალებს გადასცემდნენ.
There was no “feudalism” in the Chinese or European sense where a conquered domain would be dispossessed of its existing rulers and donated as a benefice to a royal kinsman or household retainer.
2556.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
„აღმოსავლური დესპოტიზმის“ კონცეფციის მომხრეთა საწინააღმდეგოდ, ინდოეთში მეფე არ 'ფლობდა' მთელი სამეფოს მიწებს, მას გააჩნდა თავისი დომენი, საკუთრად აცხადებდა უნაყოფო მიწებს, გაუკაფავ ტყეებს და მსგავსს, მაგრამ, როგორც წესი, არ უპირისპირდებოდა ჩვეულებითი საკუთრებით განმტკიცებულ უფლებებს.
Contrary to believers in “Oriental despotism,” the king did not “own” all the land in his realm, he had his own domains and asserted direct control over wasteland, uncleared forests, and the like, but he generally did not challenge existing customary property rights.
2557.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
მონარქია არ მონაწილეობდა მასიური სოციალური ინჟინერიის პროცესში, არამედ, პირიქით, არსებული სოციალური წესრიგის დაცვას ცდილობდა მთელი მისი მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით.
The monarchy did not engage in massive social engineering but rather protected the existing social order in all of its variety and complexity.
2558.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
გუპტას იმპერიის ბიუროკრატია კიდევ უფრო ნაკლებად ცენტრალიზებული და ქმედითი იყო, ვიდრე წინამორბედი მაურიებისა, ის კრეფდა გადასახადებს სოფლის მეურნეობის ნაწარმიდან და აკონტროლებდა ყველაზე პროდუქტიულ აქტივებს, მაგალითად, მარილის საბადოებსა და მაღაროებს, სხვა მხრივ, სახელმწიფო არსებულ სოციალურ წყობაში ჩარევას არ ცდილობდა.
The Guptan bureaucracy was, if anything, less centralized and capable than its Mauryan predecessor, it collected taxes on agrarian output and owned key productive assets like salt works and mines but otherwise did not seek to intervene in existing social arrangements.
2559.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
მუსლიმთა მმართველობის მემკვიდრეობის გამოძახილია ისეთი სახელმწიფოების არსებობა, როგორებიცაა პაკისტანი და ბანგლადეში, ასევე ინდოეთის 150 მილიონამდე მუსლიმი მოქალაქე, თუმცა, ინდოეთის ტერიტორიაზე მუსლიმური ინსტიტუტებიდან ბევრი არ შემორჩენილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, თუნდაც მიწის ფლობის პრაქტიკა ზამინდარის.
The legacy of Muslim rule is felt today in the existence of the states of Pakistan and Bangladesh, as well as in the more than 150 million Indian citizens who are Muslim, but the Muslim political legacy in terms of surviving institutions is not terribly large, apart from some practices like the zamindari landholding system.
2560.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
კავირაჯი ინდოელი ნაციონალისტების ნარატივის საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ „ბრიტანელებს არ დაუპყრიათ ინდოეთი, მათ დაიპყრეს დამოუკიდებელი ინდური სამეფოების მთელი წყება, პოლიტიკური ინდოეთი სწორედ ამ დაპყრობებისა და გარკვეულწილად, მასზე რეაქციის შედეგად გაჩნდა“.
Kaviraj argues that, contrary to the Indian nationalist narrative, “The British did not conquer an India which existed before their conquest, rather, they conquered a series of independent kingdoms that became political India during, and in part as a response to their dominion”.