ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2561.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
ეს მოსაზრება ემთხვევა სუნილ ხილნანის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური „ინდოეთის იდეა“ ბრიტანელი რაჯას მმართველობამდე არ არსებობდა.
This echoes the view of Sunil Khilnani, that the “idea of India” as a political, as opposed to a social, entity did not exist before the British Raj.
2562.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
განსხვავებული ვითარება იყო ჩინეთში, სადაც ძლიერი სახელმწიფო თანამედროვე ინსტიტუტებით ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე განვითარდა, ამ სახელმწიფოს არსებული სოციალური წესრიგის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ინტერვენციები ძალუძდა, რითაც ეროვნული კულტურისა და იდენტობის მნიშვნელობის განსაზღვრაში მიაღწია წარმატებას.
The same was not the case in China, where a strong state with modern institutions developed early on, that state could aspire to wide-ranging interventions against the existing social order, which succeeded in shaping a sense of national culture and identity.
2563.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 13
წინასწარმეტყველის სწავლებანი გარკვეულწილად დაგეგმილად ანტიტრაიბალისტური იყო, იმდენად, რამდენადაც მასში განცხადდა უნივერსალური უმას ანუ მორწმუნეთა საზოგადოების არსებობა, სადაც მთავარი იყო ღმერთის და მისი სიტყვის და არა საკუთარი ტომის მიმართ ერთგულება.
The Prophet’s teachings were in a certain sense deliberately antitribal, insofar as they proclaimed the existence of a universal umma or community of believers whose first loyalty was to God and God’s word, and not to their tribe.
2564.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 13
უფრო რთულია იმის მტკიცება, რომ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა მართლაც შექმნა ტომთა გაერთიანებებისაგან განსხვავებული სახელმწიფო, რადგან არც ერთი ზემოთჩამოთვლილი ინსტიტუციური ელემენტი მის დროს არ არსებობდა.
It is harder to assert that the Prophet Muhammad himself founded a state, as opposed to a tribal coalition, since none of these institutional elements existed in his time.
2565.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 13
დისკუსიის მიზანი იყო, წარმოეჩინა ის მუდმივი დაპირისპირება, რაც პირად ნათესაურ კავშირებსა და უფრო ფართო პოლიტიკური წესრიგის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობებს შორის არსებობს.
The purpose of the discussion was to highlight the permanent tensions that exist between people’s private kinship ties and their obligations to a broader public political order.
2566.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
იგივე შეზღუდვები არსებობდა სპარსეთის მიმართულებითაც.
Similar constraints existed with regard to the Persian front.
2567.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
ქალაქებში არსებულ იანიჩართა კორპუსებს, რომელთაც ძლივს გაჰქონდათ თავი, უფლება მიეცათ, დაკავებულიყვნენ სამოქალაქო ხელობებით – ემუშავათ ხელოსნებად ან ვაჭრებად, ასკერისა და რეაიას შორის არსებული ფორმალური ზღვარი გაქრა.
The urbanbased Janissary corps, to make ends meet, were allowed to take on civilian occupations as craftsmen or merchants, eroding the bright line that had formerly existed between the askeri and reaya classes.
2568.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
1638 წელს სულთანმა მურად IV-მ ფორმალურადაც გააუქმა დევშირმეს რეკრუტირების სისტემა, რადგან უკვე ისეთი ვითარება იყო შექმნილი, რომ იანიჩრები თანამდებობებს მემკვიდრეობით გადასცემდნენ საკუთარ ვაჟებს.
Sultan Murad IV formally abolished the devshirme as a recruitment system in 1638, simply confirming the existing situation in which Janissaries replenished their ranks with their own children.
2569.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
ერთი რამ, რითაც ოსმალების სახელმწიფო და მისი არაბული წინამორბედები განსხვავდებოდნენ ჩინეთის იმპერიისაგან, იყო კანონშემოქმედების სფეროში სახელმწიფოსაგან სულ მცირე თეორიულად დამოუკიდებელი რელიგიური საფუძვლების არსებობა.
The one area in which the Ottoman state and its Arab precursors differed from China was in the existence of a lawmaking religious establishment that was, theoretically at least, independent of the state.
2570.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ამგვარად, მარქსისტები ინდივიდუალიზმისა და ნუკლეარული ოჯახის აღზევებას უფრო ეკონომიკურ ცვლილებებს უკავშირებდნენ, ხოლო ვებერიანელები მთავარ წამყვან ძალად პროტესტანტობას მიიჩნევდნენ.
Thus Marxists tended to see the rise of individualism and the nuclear family driven by economic change, whereas Weberians saw Protestantism as the main driver.
2571.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ნათესაობა იმ ფორმით, რომლითაც მაშინ არსებობდა, იყო ძალიან ბუნდოვანი და ცვალებადი კონტურების მქონე, ძირგამოთხრილი შთამომავლობის ქალისა და მამაკაცის ხაზით გადაცემის ორმაგი ბუნებით.
In the form in which it then existed, it was too vague and too variable in its outlines, too deeply undermined by the duality of descent by male and female lines.
2572.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
სოფლის თემი გაჭირვებით ახერხებდა თავისი საზღვრების შიგნით წესრიგის უზრუნველყოფას, ურბანული თემები თითქმის საერთოდ აღარ არსებობდა.
The village community was barely strong enough to maintain order within its own boundaries; the urban community scarcely existed.
2573.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
შეიძლება ითქვას, რომ სამართლის უზენაესობა არსებობს მხოლოდ იქ, სადაც სამართლის მანამდე არსებული კორპუსი სამართალშემოქმედებაზე მაღლა დგას, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალაუფლების ინდივიდუალური მფლობელიც თავს შებოჭილად გრძნობს სამართლის მიერ.
The rule of law can be said to exist only where the preexisting body of law is sovereign over legislation, meaning that the individual holding political power feels bound by the law.
2574.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
მაგრამ, თუ სამართლის უზენაესობის ფარგლებში დარჩენა სურთ, მათ ახალი კანონები მანამდე არსებულ სამართალთან თანხმობით უნდა შეიმუშაონ და არა საკუთარი სურვილისამებრ.
But if they are to function within the rule of law, they must legislate according to the rules set by the pre-existing law and not according to their own volition.
2575.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
სახელმწიფოს მშენებლობა და სამართლის უზენაესობა გარკვეული დაპირისპირების პირობებში თანაარსებობენ.
State building and the rule of law therefore coexist in a certain tension.
2576.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
მასში ასახულია მნიშვნელოვანი საბაზისო მიგნება, კერძოდ ის, რომ თანამედროვე სამყაროს გაჩენა, მათ შორის კაპიტალისტური ეკონომიკის წარმოშობა, დიდწილად დამოკიდებული იყო სამართლის უზენაესობის მანამდე არსებობაზე.
This literature reflects at base an important insight, namely, that the emergence of the modern world, including the emergence of a capitalist economy, was broadly dependent on the prior existence of a rule of law.
2577.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
გარდა ამისა, სამართლის უზენაესობის სხვადასხვა კომპონენტების ეკონომიკურ ზრდასთან დამაკავშირებელი თეორია ემპირიული თვალსაზრისით საკმაოდ საეჭვოა და კიდევ უფრო საეჭვო ხდება, თუ მას მალთუსიანური ეკონომიკის პირობებში მცხოვრებ საზოგადოებებს მივუსადაგებთ.
In addition, the theory that links the different components of the rule of law to economic growth is empirically questionable, and becomes doubly so when projected back onto societies that existed under Malthusian economic conditions.
2578.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
რასაკვირველია, თუკი მთავრობა არ გრძნობს თავს მოქმედი სამართლის წინაშე ვალდებულად და მიაჩნია, რომ ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად სუვერენულია, მას არაფერი შეუშლის ხელს, საკუთრება ჩამოართვას საკუთარ მოსახლეობას ან იმ უცხოელებს, რომლებიც მის ქვეყანაში საქმიანობენ.
Obviously, if a government does not feel bound by a pre-existing rule of law, but considers itself fully sovereign in all respects, nothing will prevent it from taking the property of its citizens, or of foreigners who happen to be doing business with it.
2579.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
მეორე მხრივ, სრულიად შესაძლებელია, გქონდეს „საკმაოდ კარგი“ საკუთრების უფლებები და ხელშეკრულების აღსრულების მექანიზმები, რომლებიც ეკონომიკური განვითარების საშუალებას იძლევა, მაგრამ არ გქონდეს ჭეშმარიტი სამართლის უზენაესობა იმ თვალსაზრისით, რომ სამართალი არ იყოს ბოლომდე სუვერენული.
On the other hand, it is perfectly possible to have “good enough” property rights and contract enforcement that permit economic development without the existence of a true rule of law in the sense of the law being the final sovereign.
2580.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
ჩინეთის ამჟამინდელმა მთავრობამ ქვეყანაში არსებული უცხოური ინვესტიციების ნაციონალიზაცია ან კერძო საკუთრების რენაციონალიზაცია და სახელმწიფოს მაოიზმის იდეოლოგიისკენ მიბრუნება რომ მოინდომოს, არ არსებობს ამის ხელშემშლელი სამართლებრივი ჩარჩო.
If the current Chinese government wanted to nationalize all existing foreign investments, or renationalize the holdings of private individuals and return the country to Maoism, there is no legal framework preventing it from doing so.