ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2661.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ამდენად, სახელოვანი რევოლუციის წარმატება კერძო საკუთრების უკვე არსებული ძლიერი და სანდო უფლებების შედეგი უფრო იყო, ვიდრე მისი წარმოშობის მიზეზი.
The success of the Glorious Revolution was therefore more a consequence of the existence of strong, credible property rights than a cause of them.
2662.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ჩინეთში ადრიდანვე განვითარდა ძლიერი სახელმწიფო; სამართლის უზენაესობა არსებობდა ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, ხოლო ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ანგარიშვალდებული მმართველობა.
China had developed a powerful state early on; the rule of law existed in India, the Middle East, and Europe; and in Britain, accountable government appeared for the first time.
2663.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
სახელმწიფოს შეეძლო საკუთარი ძალაუფლების სფეროს გაფართოება ეცადა, ხოლო მის გარეთ მყოფი ჯგუფები საკუთარი პრივილეგიების სახელმწიფოსგან და ერთმანეთისაგან დაცვასა და კიდევ უფრო გავრცობას ცდილობდა.
The state could try to expand its dominion, while the groups outside the state sought to protect and enlarge their existing privileges against the state and against one another.
2664.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
საფრანგეთისა და ესპანეთის მონარქების მიერ ძალაუფლების გაზრდის შესაძლებლობები შეზღუდული იყო ორივე ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არსებობით.
The ability of both the French and Spanish monarchs to accumulate power was strictly limited by the prior existence of a rule of law in both countries.
2665.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
როგორც წესი, ახალი ინსტიტუტები ახალ შრეს ქმნის უკვე არსებულების თავზე, რომლებსაც უკვე ძალიან დიდი დროსთვის გაუძლიათ.
New institutions are more typically layered on top of existing ones, which survive for extraordinarily long periods of time.
2666.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
მაგალითად, სეგმენტური ჩამომავლობები სოციალური ორგანიზაციის ერთ-ერთი უადრესი ფორმაა, მაგრამ თანამედროვე სამყაროს მრავალ ნაწილში განაგრძობს არსებობას.
Segmentary lineages, for example, are one of the most ancient forms of social organization and yet they continue to exist in many parts of the modern world.
2667.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ეს საერთო ბუნება შეიძლება შემდეგი დებულებებით წარმოვადგინოთ: ადამიანებს წინასოციალურ მდგომარეობაში არასოდეს უარსებიათ.
This shared nature can be described in the following propositions: Human beings never existed in a presocial state.
2668.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
აზრი, თითქოს ერთ დროს ადამიანები იზოლირებულ ინდივიდებად ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან ან ანარქიული ძალადობის მეშვეობით (ჰობსი) ან მშვიდობიანი განურჩევლობის საფუძველზე (რუსო) ურთიერთობდნენ, არასწორია.
The idea that human beings at one time existed as isolated individuals, who interacted either through anarchic violence (Hobbes) or in pacific ignorance of one another (Rousseau), is not correct.
2669.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
აქედან გამომდინარე, კოლექტიური ქმედების რაციონალურ არჩევანზე დაყრდნობილი მოდელი, რომლის თანახმადაც ინდივიდები გამოითვლიან, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობით მეტ წარმატებას მიაღწევენ, უაღრესად აკნინებს ადამიანურ საზოგადოებებში არსებულ სოციალური თანამშრომლობის ხარისხს და არასწორად წარმოაჩენს მის საფუძვლად მდებარე მოტივებს.
This means that a rationalchoice model of collective action, in which individuals calculate that they will be better off by cooperating with one another, vastly understates the degree of social cooperation that exists in human societies and misunderstands the motives that underlie it.
2670.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ამავე დროს, ყოველთვის არსებობდა სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც ძალადობას აკონტროლებდნენ და კალაპოტში აქცევდნენ.
At the same time, social institutions have always existed to control and channel violence.
2671.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
კოლექტიური ქმედების მხოლოდ რაციონალური თვითინტერესით ახსნა სრულიად არაადეკვატურია სოციალური თანამშრომლობის და ალტრუიზმის იმ დონის გასაგებად, რაც მსოფლიოში რეალურად არსებობს.
Collective action based merely on rational self-interest is wholly inadequate in explaining the degree of social cooperation and altruism that actually exists in the world.
2672.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
აშკარაა, რომ რელიგიური რწმენები რაღაცნაირად უნდა უკავშირდებოდეს მათი მატარებელი ჯგუფების ცხოვრების მატერიალურ პირობებს.
Religious beliefs must obviously be related in some manner to the material conditions of existence of the groups that maintain them.
2673.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
კონკრეტული მეტაფიზიკური წარმოდგენები, რომლებიც ამ რელიგიის საფუძველია, მეტად რთული და დახვეწილია და მცდელობა, მისი შინაარსი ჩრდილოეთ ინდოეთის კონკრეტული ეპოქის ეკონომიკური და გეოგრაფიული პირობებიდან გამოგვეყვანა, დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა.
The specific metaphysical propositions that underlie that religion are highly complex and sophisticated, and it is a fool’s errand to try to relate them in any detail to the specific economic and environmental conditions existing in northern India at that particular time.
2674.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
თუმცა ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ბიზანტიის იმპერიაში მეტ-ნაკლებად მსგავსი რელიგიური ინსტიტუტები არსებობდა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო დამოუკიდებელი სამართლებრივი წესრიგის დაფუძნება იმავე ხარისხით, როგორც ეს დასავლურ ეკლესიას გამოუვიდა.
While comparable independent religious institutions existed in India, the Middle East, and the Byzantine Empire, none succeeded to the extent of the Western church in institutionalizing an independent legal order.
2675.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
მე-17-19 საუკუნეების იაპონიაში, ტოკუგავას სიოგუნატის ხანაში, ქვეყნის სათავეში მყოფმა ფეოდალებმა პორტუგალიელ და სხვა მოგზაურებთან ურთიერთობის წყალობით ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა შეიტყვეს.
During Japan’s Tokugawa shogunate from the17th to the 19th century, the feudal lords who ran the country knew about the existence of firearms from their early contacts with the Portuguese and other travelers.
2676.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
კონკურენცია რომ არა, ინსტიტუტები გადარჩევის პროცესით განპირობებული ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩნდებოდნენ, მაშასადამე, არც ინსტიტუტების განახლების, გადმოღების თუ რეფორმირების მოტივაცია იარსებებდა.
If competition did not exist, there would be no selection pressure on institutions, and therefore no incentives for institutional innovation, borrowing, or reform.
2677.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ინსტიტუტების განგრძობადობაში ჩადებული ინვესტიცია არა მხოლოდ ყავლგასული ინსტიტუტების გარდაქმნას უშლის ხელს, არამედ თვით იმის აღიარებასაც, რომ მათი უცვლელობა წამგებიანია.
Legacy investments in existing institutions lead to failures not simply in changing outmoded institutions but also in the very ability to perceive that a failure has taken place.
2678.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
პოლიტიკური დაკნინების ეს ორი ტიპი – ინსტიტუციური სიხისტე და რეპატრიმონილიზაცია – ხშირად გადაიკვეთება, როდესაც პატრიმონიალური თანამდებობის პირები, ვისაც არსებული სისტემის შენარჩუნების ძლიერი პირადი ინტერესი აქვს, რეფორმირებისაგან იცავენ მას.
The two types of political decay—institutional rigidity and repatrimonialization—oftentimes come together as patrimonial officials with a large personal stake in the existing system seek to defend it against reform.
2679.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ასეთი ელიტური ჯგუფები დაინტერესებული არიან არსებული ინსტიტუციური სისტემის შენარჩუნებით და, სანამ ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებენ, სტატუს კვოს დაიცავენ.
Those elite groups have a stake in existing institutional arrangements and will defend the status quo as long as they continue to remain cohesive.
2680.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
როდესაც მოპუს და ტიურგოს მსგავსმა რეფორმატორმა მინისტრებმა სისტემის შეცვლა და ნაყიდი თანამდებობების გაუქმება სცადეს, დაინტერესებულ პირებს საკმარისი ძალა აღმოაჩნდათ ამგვარი ნაბიჯების დასაბლოკად.
When reformist ministers like Maupeou and Turgot sought to change the system by abolishing venal office altogether, the existing stakeholders were strong enough to block any action.