ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2681.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ამის მიზეზიც არსებული აქტორების ინტერესები უნდა ყოფილიყო.
The reason for this would again appear to be the vested interests of existing stakeholders.
2682.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ამრიგად, საზოგადოების მხრიდან ინსტიტუციური ინოვაციის უნარი იმით იზომება, თუ რამდენად ძალუძს მას რეფორმების დამბლოკავი დამკვიდრებული ელიტების გავლენის დაძლევა.
The ability of societies to innovate institutionally thus depends on whether they can neutralize existing political stakeholders holding vetoes over reform.
2683.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ხანდახან ეკონომიკური ცვლილებები ასუსტებს არსებული ელიტების პოზიციებს განსხვავებული ინსტიტუტების შემოღებისთვის მებრძოლი ახალი ჯგუფების სასარგებლოდ.
Sometimes economic change weakens the position of existing elites in favor of new ones, who push for new institutions.
2684.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
კონსტიტუციით დამკვიდრებული ინსტიტუციური წესები მათ ამაში ეხმარებოდა კიდეც, სანამ ქვეყნის დასავლეთისკენ გაფართოება სამხრეთელთა ვეტოს დასაძლევად საკმარისი რაოდენობის თავისუფალ შტატებს შექმნიდა.
The existing institutional rules under the Constitution allowed them to do this as long as the westward expansion of the country did not lead to the admission of enough free states to permit an override of their veto.
2685.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ამერიკის და საფრანგეთის რევოლუციებიდან გასულ ორ საუკუნეზე ცოტა მეტი დროის შემდეგ მსოფლიომ ინდუსტრიული რევოლუცია და ახალი ტექნოლოგიების გაჩენის პერიოდი გამოიარა, რამაც საზოგადოებებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი არსებითად შეცვალა.
In the slightly more than two centuries since the American and French revolutions, the world has experienced both the Industrial Revolution and the advent of technologies that have vastly altered the degree of interconnectedness that exists among societies.
2686.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
მისი აზრით, პოლიტიკური დაკნინება მაშინ ხდება, როდესაც ეკონომიკური და სოციალური მოდერნიზაცია წინ უსწრებს პოლიტიკურ განვითარებას და ახლად მობილიზებული საზოგადოებრივი ჯგუფები ვეღარ ერგებიან არსებულ პოლიტიკურ სისტემას.
Political decay, he argued, occurred when economic and social modernization outran political development, with the mobilization of new social groups that could not be accommodated within the existing political system.
2687.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
მარქსისტული მოსაზრების საპირისპიროდ, რომ ფეოდალიზმი განვითარების უნივერსალურ საფეხურს შეადგენდა ბურჟუაზიის აღზევებამდე, ეს, არსებითად, ევროპისთვის უნიკალურად დამახასიათებელი ინსტიტუტი იყო.
Contrary to the Marxist view that feudalism was a universal stage of development preceding the rise of the bourgeoisie, it was in fact an institution that was largely unique to Europe.
2688.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
მართლაც, ასეთი წინსვლა თითქმის საერთოდ არ არსებულა.
Indeed, it barely existed at all.
2689.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
საზოგადოებებში, სადაც რელიგიაზე დაფუძნებული სამართლის უზენაესობა არსებობდა, რელიგია ადგენდა დამოუკიდებლად ორგანიზებულ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც თავის მხრივ აძლევდა ან ართმევდა ლეგიტიმაციას სახელმწიფოს.
In societies where religiously based rule of law existed, religion legitimated an independently constituted legal order, which could then grant or withhold legal sanction to the state.
2690.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
არსებულ საზოგადოებაში ახალი სოციალური ჯგუფების მობილიზაციის შესაძლებლობები თანამედროვე სამყაროსთან შედარებით გაცილებით შეზღუდული იყო.
The possibilities for the mobilization of new social groups within an existing society were much more limited than in the contemporary world.
2691.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
მალთუსის სამყაროში პოლიტიკური განვითარების შესაძლებლობები ორ ძირითად კალაპოტს მიუყვებოდა.
In a Malthusian world, the possibilities for political development existed in two primary channels.
2692.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
მათ შორის კორელაციის არსებობას უზარმაზარი ლიტერატურა ადასტურებს.
There is a large literature demonstrating that this correlation exists.
2693.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
ბევრ საზოგადოებაში საკუთრების მყარი უფლება მხოლოდ გარკვეული ელიტებისთვის არსებობს, მაგრამ ეს, რაღაც დროით მაინც, საკმარისია ზრდის უზრუნველსაყოფად.
In many societies, stable property rights exist only for certain elites, and this is sufficient to produce growth for at least certain periods of time.
2694.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
ალექსის დე ტოკვილიდან მოყოლებული არსებობს დემოკრატიული თეორიის უზარმაზარი კორპუსი, რომლის მტკიცებით თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ვერ იარსებებს მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე.
From Alexis de Tocqueville onward there has been a large body of democratic theory arguing that modern liberal democracy cannot exist without a vigorous civil society.
2695.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
ამ პერიოდში ეროვნული შემოსავალი სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ საკუთრების უფლება მხოლოდ მდიდარი ელიტისთვის არსებობდა, რამაც საფუძველი მოუმზადა მექსიკის 1911 წლის რევოლუციას და სამოქალაქო ომისა და არასტაბილურობის ხანგრძლივ პერიოდს, რომლის დროსაც არაპრივილეგირებული ჯგუფები ეროვნული შემოსავლის წილისთვის იბრძოდნენ.
National income grew rapidly in this period, but property rights existed only for a wealthy elite, which set the stage for the Mexican Revolution of 1911 and a long period of civil war and instability as underprivileged groups fought for their share of national income.
2696.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
ინდუსტრიალიზაციამ სამხრეთ კორეა ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში გარდაქმნა აგრარული პროვინციიდან წამყვან სამრეწველო სახელმწიფოდ, რითაც ხელი შეუწყო ახალი, ტრადიციულ კორეაში არარსებული ძალების – პროფკავშირების, საეკლესიო ჯგუფების, უნივერსიტეტის სტუდენტების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების სოციალურ მობილიზაციას.
South Korea’s industrialization transformed the country from an agrarian backwater into a major industrial power in the space of a generation, setting in motion the social mobilization of new forces—trade unions, church groups, university students, and other civil society actors who had not existed in traditional Korea.
2697.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
ევროპასა და ამერიკაში სამართლის უზენაესობა წინ უსწრებდა სახელმწიფოს კონსოლიდაციას, ხოლო ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გარკვეული ხარისხი წინ უსწრებდა ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას.
In Europe and America, rule of law existed before the state was consolidated, and in England and the United States, some form of democratic accountability predated industrialization and economic growth.
2698.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
თუ ერთმანეთს შევადარებთ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივებს, ერთი მხრივ, მალთუსიანური ეკონომიკური პირობების მქონე სამყაროში და, მეორე მხრივ, სამრეწველო რევოლუციის შემდგომ, მრავალგვარი განსხვავება გვეცემა თვალში.
If we consider the prospects for political development during historical periods characterized by Malthusian economic conditions with the situation that has existed since the onset of the Industrial Revolution, we immediately see a host of differences.
2699.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
1980-იანი წლების სამხრეთ კორეაში ურთიერთგადანასკვული სამხედრო და ბიზნეს-ელიტების დომინირება შეარყია რამდენიმე ახალი სოციალური მოთამაშის გაჩენამ, რომელთაგან მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, კორეის ეკონომიკური ზრდის გარიჟრაჟზე, თითქმის არც ერთი არ არსებულა.
In South Korea during the 1980s, the power of the interlocked military and business elites was broken by the emergence of a host of new social actors, almost none of which had existed at the beginning of South Korea’s period of post–World War II growth.
2700.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 30
ეკონომიკური ზრდა, ახალი საზოგადოებრივი მოთამაშეების მობილიზაცია, საზღვრების სხვადასხვა მხარეს მყოფი საზოგადოებების ინტეგრაცია, შეჯიბრისა და უცხო მოდელების წარმმართველი როლი – ყოველივე ეს პოლიტიკური ცვლილების მასტიმულირებელი ფაქტორებია, რომლებიც სამრეწველო რევოლუციამდე არ არსებულა ან მხოლოდ უკიდურესად შეზღუდული ფორმით გვხვდებოდა.
Economic growth, the mobilization of new social actors, integration of societies across borders, and the prevalence of competition and foreign models all provide entry points for political change that either did not exist, or existed in a much attenuated form, before the Industrial Revolution.