ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2961.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
თუ ვინმე უარყოფს, რომ სინდისის თავისუფლება ბაზისური თავისუფლებაა, ამტკიცებს, რომ ადამიანთა ინტერესები თანაზომადია და ორი ადამიანის ინტერესებს შორის მუდამ შეიძლება მოინახოს რაციონალური შუალედი, იმ თვალსაზრისით, რომ ერთის ინტერესები მეორეს ინტერესებით გაწონასწორდეს, მაშინ ჩიხში შევალთ.
If someone denies that liberty of conscience is a basic liberty and maintains that all human interests are commensurable, and that between any two there always exists some rate of exchange in terms of which it is rational to balance the protection of one against the protection of the other, then we have reached an impasse.
2962.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
ნებისმიერ მოცემულ მომენტში ეს უნარი ემსახურება სიკეთის შესახებ განმსაზღვრელ კონცეფციას, რომელიც უკვე საყოველთაოდ გაზიარებულია; მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ამ უნარს განსაკუთრებული როლი აქვს სიკეთის შესახებ სხვა, უფრო რაციონალური კონცეფციების შექმნისა და უკვე შექმნილთა გადასინჯვის პროცესში.
At any given moment this power serves the determinate conception of the good then affirmed; but the role of this power in forming other and more rational conceptions of the good and in revising existing ones must not be overlooked.
2963.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
კონსტიტუციის მიღების ამ პროცესს წარმართავს ზოგადი ცოდნა იმისა, თუ როგორ მუშაობს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტები, და, ასევე, არსებული სოციალური პირობების ზოგადი სინამდვილე.
This adoption of a constitution is guided by the general knowledge of how political and social institutions work, together with the general facts about existing social circumstances.
2964.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
თუკი საჯარო პირის/ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამება დანაშაულად მიიჩნევა, საჯარო პრესა და თავისუფალი დისკუსია ვერ ასრულებს ამომრჩევლის ინფორმირების ფუნქციას.
So long as this crime exists the public press and free discussion cannot play their role in informing the electorate.
2965.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
თუ ეს დანაშაული არსებობს, მაშინ იგი პირველი შემაკავებლის როლს ასრულებს და შეიძლება მოიცავდეს ძირგამომთხრელ პროპაგანდასაც.
If this crime does exist, it can serve as a prior restraint and may easily include subversive advocacy.
2966.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
მაგალითად, ის ფაქტი, რომ ქვეყანა ომობს და ასეთი საგანგებო სიტუაცია არსებობს, არ ნიშნავს გარდაუვალ კონსტიტუციურ კრიზისს.
For example, the fact that the country is at war and such an emergency exists does not entail that a constitutional crisis of the requisite kind also exists.
2967.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
კონსტიტუციური დოქტრინა, რომელიც პრიორიტეტს პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებას და სხვა ბაზისურ თავისუფლებებს ანიჭებს, უნდა ამბობდეს, რომ ამგვარი შეჩერების დაწესება ისეთი კონსტიტუციური კრიზისის არსებობას უნდა მოითხოვდეს, როდესაც თავისუფალ პოლიტიკურ ინსტიტუტებს აღარ შეუძლიათ ეფექტიანად მოქმედება ანდა თავის შესანარჩუნებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
A constitutional doctrine which gives priority to free political speech and other basic liberties must hold that to impose such a suspension requires the existence of a constitutional crisis in which free political institutions cannot effectively operate or take the required measures to preserve themselves.
2968.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
მათთვისაც, ვინც ხელისუფლებაშია, არაა საკმარისი, განაცხადონ, რომ უდიდესი საფრთხე არსებობს და ისინი საქმიან ნაბიჯებს დგამენ მის აღსაკვეთად.
It is not enough for those in authority to say that a grave danger exists and that they are taking effective steps to prevent it.
2969.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
ამდენად, როგორც კონსტიტუციური დოქტრინის საკითხი, თავისუფლების პრიორიტეტულობა გულისხმობს, რომ პოლიტიკური სიტყვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, ვიდრე გონივრულობის ფარგლებში არ საბუთდება: შექმნილია განსაკუთრებული ვითარება კონსტიტუციური კრიზისის სახით, რომელშიც დემოკრატიული ინსტიტუტები ნაყოფიერად ვეღარ მოქმედებენ და საგანგებო სიტუაციებთან გასამკლავებლად შექმნილი პროცედურები გამოუსადეგარია.
Thus as a matter of constitutional doctrine the priority of liberty implies that free political speech cannot be restricted unless it can be reasonably argued from the specific nature of the present situation that there exists a constitutional crisis in which democratic institutions cannot work effectively and their procedures for dealing with emergencies cannot operate.
2970.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
ეს მიდგომა მხედველობიდან უშვებს იმას, რომ პოლიტიკური სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად უნდა არსებობდეს კონსტიტუციური კრიზისი და საჭირო უნდა იყოს დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების დროებით შეჩერება, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ამ ინსტიტუტებისა და სხვა ბაზისური თავისუფლებების შესანარჩუნებლად.
It failed to recognize that for free political speech to be restricted, a constitutional crisis must exist requiring the more or less temporary suspension of democratic political institutions, solely for the sake of preserving these institutions and other basic liberties.
2971.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
1862-64 წლებში ასეთი კრიზისი არ არსებობდა; და თუ არ არსებობდა, მაშასადამე არ არსებობდა არც მანამდე და არც მას შემდეგ.
Such a crisis did not exist in 1862— 64; and if not then, surely at no other time before or since.
2972.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
სამართლიანობის, როგორც პატიოსნების, კონცეფციას ვიაზრებ სამართლიანობის დემოკრატიული რეჟიმისათვის გამოყვანილ ლიბერალურ პოლიტიკურ კონცეფციად: ისეთად, რომელიც შეიძლება გაიზიაროს – არსებობს ამის იმედიც – ყველა გონივრულმა, ყოვლისმომცველმა დოქტრინამ, რომლებიც ასეთი ან ამდაგვარი კონცეფციით მართულ დემოკრატიაში არსებობს.
I think of justice as fairness as working out a liberal political conception of justice for a democratic regime: one that might be endorsed—so it is hoped—by all reasonable comprehensive doctrines that exist in a democracy regulated by it or some similar view.
2973.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
საუკუნის შემდეგ, რომელმაც ყველაზე მეტად გვასწავლა უგუნური არსებობის საშინელება, გონებისადმი ესენციალისტური ნდობის უკანასკნელი ნარჩენებიც განადგურებულია.
After a century that more than any other has taught us the horror of existing unreason, the last remains of an essentialist trust in reason are destroyed.
2974.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
უფრო მეტიც, ისინი ითვალისწინებენ და წონას ანიჭებენ მხოლოდ გონივრული საყოველთაო კონსენსუსის არსებობის ფაქტს.
Rather, they take into account and give some weight to only the fact—the existence—of the reasonable overlapping consensus itself.
2975.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
ითვალისწინებს რა არსებულ ინტერესებსა და მოთხოვნებს, პოლიტიკოსი ცდილობს შეკრას კოალიცია ან გამოვიდეს ინიციატივით, რომელსაც ყველა დაუჭერს მხარს ან იმდენი მაინც, რომ უმრავლესობა მოიპოვოს.
Looking to various existing interests and claims, the politician tries to put together a coalition or policy that all or a sufficient number can support to gain a majority.
2976.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
კონსენსუსის იდეა დამთხვევის იდეაა: ინტერესთა დამთხვევა უკვე არსებობს ღიად თუ ფარულად და პოლიტიკოსის უნარზეა დამოკიდებული, მისთვის კარგად ნაცნობი ეს ინტერესები ერთად შეკრას.
This idea of consensus is the idea of an overlap that is already present or latent, and could be articulated by the politician’s skill in bringing together existing interests the politician knows intimately.
2977.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
პოლიტიკურ ლიბერალიზმში კონსენსუსის ძალიან განსხვავებული იდეაა, რომელსაც მე გონივრულ საყოველთაო კონსენსუსს ვუწოდებ - სამართლიანობის პოლიტიკური კონცეფცია, უპირველეს ყოვლისა, ყალიბდება თვითკმარ თვალსაზრისად, რომელიც შეიძლება pro tanto დასაბუთდეს ისე, რომ არც ჩავიხედოთ არსებულ ყოვლისმომცველ დოქტრინებში, არც კი ვცადოთ მათი მორგება; შეიძლება საერთოდ არ ვიცოდეთ, რომლებია ისინი.
The very different idea of consensus in political liberalism—the idea I call a reasonable overlapping consensus—is that the political conception of justice is worked out first as a freestanding view that can be justified pro tanto without looking to, or trying to fit, or even knowing what are, the existing comprehensive doctrines.
2978.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
მაშასადამე, მოქალაქეებს კარგად შეუძლიათ განსაჯონ, თავიანთი ყოვლისმომცველი დოქტრინების ფარგლებში, რომ პოლიტიკური ღირებულებები დიდებული ღირებულებებია და მათი რეალიზება პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში უნდა მოხდეს, იმ თანაზიარ საჯარო ცხოვრებაში, რომლის პირობებზე დათანხმებას, გონივრულობის ფარგლებში, ყველა გონივრული მხარისგან უნდა ველოდეთ.
Hence, they may well judge from within their reasonable comprehensive doctrines that political values are very great values to be realized in the framework of their political and social existence, and a shared public life on terms that all reasonable parties may reasonably be expected to endorse.
2979.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
მაგრამ იმ დროს, როდესაც ავტონომიურობის ფორმას ეძლევა – როგორც იგი უწოდებს – „ვირტუალური არსებობა“ იმ პოზიციასა და, შესაბამისად, თეორიაში, როცა ავტონომიურობის ფორმა „სრულად არ იშლება სამართლიანად მოწყობილი საზოგადოების შუაგულში“, ჩამოყალიბებულია ვრცელ აბზაცში, რომელიც თითქმის მთლიანად უნდა მოვიყვანო სამ ნაწილად; თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე განვმარტავ.
But while the form of this autonomy is given what he calls “virtual existence” in that position and so in theory, that form of autonomy does not “fully unfold in the heart of the justly constituted society.” The reason for this is stated in a long passage I shall cite nearly entirely though in three parts, commenting on each part separately.
2980.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IX ლექცია
აქ შევეხები რთულ კითხვას: რა არის ეს შესაბამისი ინფორმაცია, როდესაც არსებული საზოგადოება შეიცავს მრავალ დიდ უსამართლობას, როგორსაც საზოგადოებები ყოველთვის შეიცავდნენ და როგორსაც ამერიკული საზოგადოება შეიცავდა 1787-91 წლებში (და დღემდე შეიცავს) – მაგალითად, მონობას, ქალებისთვის და ქონებრივი ცენზის არმქონეთათვის ხმის უფლების არმიცემას?
Here I skip over a difficult question: What is the relevant information when the existing society contains grave injustices as societies always do, as American society did in 1787—91436 (and still does)— such as slavery and denying suffrage to women and those who did not meet property qualifications?