ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3321.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
მაგრამ თუ ეს საკითხები მარქსისტებისთვის თეორიულად იყო საინტერესო, ხორვატებისა და სერბებისთვის ან მაკედონიელებისა და ბულგარელებისთვის იმას, თუ რა გზით განისაზღვრებოდა სამხრეთელი სლავების ნაციონალობა, პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
But if such questions concerned Marxist theorists, it was also a matter of acute practical importance to, say, Croats and Serbs, Macedonians and Bulgarians, whether the nationality of Southern Slavs was defined in one way or another.
3322.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მსოფლიოს მრავალ კუთხეში, სახელმწიფოებს და ეროვნულ მოძრაობებს შეეძლოთ კოლექტიური მიკუთვნილობის განცდების იმ კონკრეტული ვარიანტების მობილიზება, რომლებიც უკვე არსებობდნენ და პოტენციურად, თანამედროვე სახელმწიფოს და ერს მორგებული ნებისმიერი მაკროპოლიტიკური მასშტაბით, ქმედითად იქცეოდნენ.
One reason may be that, in many parts of the world, states and national movements could mobilize certain variants of feelings of collective belonging which already existed and which could operate, as it were, potentially on the macro-political scale which could fit in with modern states and nations.
3323.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ჩვენ შეგვიძლია, დროებით თავი ავარიდოთ შედარებით მცირე, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვან პრობლემას, თუ როგორაა შესაძლებელი ამგვარი, ძველი „ნაციონალური“ ლიტერატურული იდიომების მოდერნიზება თანამედროვეობასთან მორგების მიზნით, რასაც ფრანგული აკადემია და დოქტორი ჯონსონი არც კი განიხილავდნენ.
We may leave aside, for the time being, the lesser, but also urgent problem, of how to modernize even such old 'national' literary idioms as exist in order to suit them for a contemporary life not envisaged by the French Academy or Dr Johnson.
3324.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
სადაც რამდენიმე ენა ერთდროულად არსებობდა, მულტილინგუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რაც რომელიმე ამ ენასთან თვითნებური იდენტიფიკაციის საშუალებას იძლეოდა (ეს ფაქტი სახალხო აღწერებს საკმაოდ არასანდო წყაროდ აქცევს ენათა შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად).
Where several languages coexist, multilingualism may be so normal as to make an exclusive identification with any one idiom quite arbitrary (This makes censuses requiring such an exclusive choice unreliable sources of linguistic information.)
3325.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ფაქტობრივად, ნაციონალობის და ენის პლატონური იდეის – რომელიც მისი ყველა ვარიანტის და დაუსრულებელი ვერსიის ზემდგომია – მისტიკური იდენტიფიკაცია უფრო მეტად ნაციონალისტი ინტელექტუალების იდეოლოგიური კონსტრუქციებისთვისაა დამახასიათებელი – რაც ჰერდერმა იწინასწარმეტყველა – ვიდრე ამ ენის რეალური მომხმარებლებისთვის, უბრალო ხალხისთვის.
In fact, the mystical identification of nationality with a sort of platonic idea of the language, existing behind and above all its variant and imperfect versions, is much more characteristic of the ideological construction of nationalist intellectuals, of whom Herder is the prophet, than of the actual grassroots users of the idiom.
3326.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
იგი არის ლიტერატურული და არა ეგზისტენციალური ცნება.
It is a literary and not an existential concept.
3327.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
მიუხედავად ამისა, ვერ იქნება უარყოფილი პოლონურ და სლოვენიურენოვანი ჯგუფების არსებობა, რომლებსაც, ამა თუ იმ მიზეზით, ერჩივნათ საკუთარი თავი პოლიტიკურად გერმანელად ან ავსტრიელად ეცნოთ.
Nevertheless the existence of groups of linguistic Poles and Slovenes who, for whatever reason, preferred to consider themselves politically German or Austrian, cannot be entirely denied.
3328.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
რადგანაც იქ, სადაც ელიტების ლიტერატურული ან ადმინისტრაციული ენა არსებობდა, რაც უნდა მცირე ყოფილიყო ამ ენის აქტუალურ გამომყენებელთა რაოდენობა, პირველადი ნაციონალიზმის შექმნაში იგი იმ სამი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლებსაც ბენედიქტე ანდერსონი ამომწურავად აყალიბებს.
For where an elite literary or administrative language exists, however small the number of its actual users, it can become an important element of proto-national cohesion for three reasons which are well set out by B. Anderson.
3329.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
პირველ ყოვლისა, იგი ქმნის ამ კომუნიკაბელური ელიტის ერთობას, რომელსაც, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ ტერიტორიულ სახელმწიფოსთან და ადგილობრივი ენის ზონასთან ერთად არსებობს, აქვს უნარი, იქცეს ჯერჯერობით არარსებული, ურთიერთკომუნიკაბელური, უფრო დიდი ერთობის – „ერის“ მოდელად ან პროტოტიპად.
First, it creates a community of this intercommunicating elite which, if it coincides with or can be made to coincide with a particular territorial state area and vernacular zone, can be a sort of model or pilot project for the as yet non-existent larger intercom municating community of 'the nation'.
3330.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
შავკანიანობის განცდა რეალურად არსებული გრძნობაა, რომელიც არა მხოლოდ შავკანიანი ინტელექტუალებისთვის და ელიტებისთვის არსებობს, არამედ ყველგან, სადაც მუქკანიან ადამიანთა ჯგუფი თეთრკანიანებთან შედის კონფრონტაციაში.
Negritude is a feeling which really exists, not only among black intellectuals and elites, but whenever an assembly of the more dark-skinned confront those of lighter skin.
3331.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
თანამედროვე ტენდენცია ორივეს ასიმილირებას ახდენს, რამდენადაც ჩვენთვის აღარ არის ჩვეული მულტიკორპორაციულ სახელმწიფოთა მოდელი, სადაც სხვადასხვა რელიგიური ერთობა, გარკვეული ავტონომიით და თვითადმინისტრირებით, უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ არსებობს, როგორც, მაგალითად, ოტომანთა იმპერიაში.
The modern tendency is to assimilate the two, since we are no longer familiar with the model of the multi-corporate state, in which various religious communi ties coexist under a supreme authority as in some senses autono mous and self-administering entities; as under the Ottoman empire.
3332.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ეს, რა თქმა უნდა, არ უარყოფს იმას, რომ პირველადი ნაციონალური იდენტიფიკაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია შემდგომი ნაციონალიზმი აშენდეს, არ არსებობდა სომხებში ან, ალბათ, უფრო მცირე ხარისხით, XIX საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ ხორვატ გლეხებში.
This is not, of course, to deny that proto-national identification, on which later nationalism could build, existed among Armenians or, though probably to a distinctly smaller extent, pre-XIX -century Croat peasants.
3333.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პირველადი და თანამედროვე ნაციონალიზმების სრულ შეუთავსებლობას, მაშინაც კი, თუ ისინი ერთდროულად და კომბინირებულად არსებობენ.
Sometimes indeed we can see the total non-congruence of proto nationalism and nationalism even when the two exist simultaneously and in combination.
3334.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ყოველ შემთხვევაში, თუნდაც მხოლოდ ბერძენთა მაგალითიდან, აშკარად ჩანს, რომ იქ, სადაც პირველადი ნაციონალიზმი არსებობდა, თანამედროვე ნაციონალიზმის ამოცანა გაცილებით ადვილდებოდა, რაც უნდა დიდი განსხვავება ყოფილიყო მათ შორის, პრენაციონალურ საზოგადოებაში არსებული სიმბოლოები და სენტიმენტები თანამედროვე იდეისთვის ან თანამედროვე სახელმწიფოსთვისაც შეიძლებოდა მობილიზებულიყო.
Nevertheless it is evident - if only from the Greek example just cited — that proto-nationalism, where it existed, made the task of nationalism easier, however great the differences between the two, insofar as existing symbols and sentiments of proto-national com munity could be mobilized behind a modern cause or a modern state.
3335.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 2
ერების მსოფლიო ვერ იარსებებს, იარსებებს მხოლოდ ისეთი მსოფლიო, სადაც ზოგი პოტენციური ნაციონალური ჯგუფი, რომელიც ამ სტატუსს მიიღებს, ხელს უშლის სხვებს ამავე სტატუსის მიღებაში, რომელთა უმრავლესობაც, როგორც წესი, ამას არც ითხოვს.
A world of nations cannot exist, only a world where some potentially national groups, in claiming this status, exclude others from making similar claims, which, as it happens, not many of them do.
3336.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
რას უნდა მოეხდინა ისეთ სახელმწიფოთა მონარქიების ლეგიტიმაცია, როგორიც იყო საბერძნეთი, იტალია ან ბელგია, რომლებიც აქამდე არც არსებობდნენ, ან ყველა ისტორიულ პრეცედენტს არღვევდა და როგორადაც გვევლინება 1871 წლის გერმანული იმპერია.
What else could legitimize the monarchies of states which had never previously existed as such, like Greece, Italy, or Belgium, or whose existence broke with all historical precedents, like the German empire of 1871?
3337.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
წმინდა სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი აუცილებლად არაეფექტური არ არის, იმდენად, რამდენადაც თანამედროვე ტერიტორიული სამოქალაქო სახელმწიფოს არსებობა და ფუნქციონირება, რისი მეოხებითაც მისი მცხოვრებნი მუდმივად ჩართული არიან ქვეყნის საქმეებში, გარდაუვალად ქმნიან ინსტიტუციურ ან პროცედურულ „ლანდშაფტს“, რომელიც არ ჰგავს სხვა ამგვარ „ლანდშაფტებს“ და ამ მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილია.
A purely state-based patriotism is not necessarily ineffective, since the very existence and functions of the modern territorial citizen-state constantly involve its inhabitants in its affairs, and, inevitably, provide an institutional or procedural 'landscape' which is unlike any other such landscape and is the setting for their lives, which it largely determines.
3338.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
ადამიანის სიცოცხლის დროზე ნაკლებ ხანს, სულ რამდენიმე დეკადის მანძილზე არსებობაც კი შეიძლება საკმარისი იყოს ახალ, ეროვნულ სახელმწიფოსთან პასიური იდენტიფიკაციის ჩამოსაყალიბებლად.
The mere fact of existing for a few decades, less than the length of a single human lifetime, may be enough to establish at least a passive identification with a new nation-state in this manner.
3339.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
ხოლო la patrie, რომელსაც პატრიოტთა ლოიალობა მიეკუთვნებოდა, იყო პრეისტორიულად არსებული, ეგზისტენციალური მმართველი ერთეულის საპირისპიროდ არსებული ერი, რომელიც მისი წევრების პოლიტიკური არჩევანის შედეგად იყო შექმნილი და რომელმაც მათი ყოფილი ლოიალობის ობიექტები დაანგრია ან შეასუსტა მაინც.
And the patrie to which their loyalty lay, was the opposite of an existential, pre-existing unit, but a nation created by the political choice of its members who, in doing so, broke with or at least demoted their former loyalties.
3340.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ადამიანის „პატარა სამშობლოსთან“ ჭეშმარიტი, ეგზისტენციალური იდენტიფიკაციის სენტიმენტების უფრო დიდ სამშობლოზე (სიტყვა, რომელიც ფილოლოგიურ ექსპანსიაში იხმარებოდა, როგორც “pays”, “paese”, “pueblo” ან თუნდაც “patrie” და რომელსაც 1776 წლამდე საფრანგეთის აკადემია წმინდა ლოკალურ განმარტებას აძლევდა) უბრალო პროეცირებით.
This, of course, was often possible, by the mere projection of the sentiments of genuine, existential, identification with one's 'little' homeland on to the big one, which is recorded in the philological expansion of the scope of such words as 'pays', 'paese', 'pueblo', or indeed 'patrie', a word which as late as 1776 had been defined in local terms by the French Academy.