ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3341.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
ენა ან ენები, რომლებსაც Celje-ს (Cilli) საშუალო სკოლებში იყენებდნენ, სადაც გერმანულ და სლოვენიურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა, ადმინისტრაციული საქმეებისთვის სრულიად უსარგებლო იყო (ეს კონკრეტული საკითხი აშფოთებდა ავსტრიის პარლამენტს 1895 წელს).
What language or languages were to be used in the secondary schools of Celje (Cilli) where speakers of German and Slovene coexisted was far from a matter of administrative convenience, (Indeed this particular issue convulsed Aus trian politics in 1895.)
3342.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 3
რამდენადაც სწორედ სახელმწიფო წარმოადგენდა იმ მექანიზმს, რომელიც „ნაციონალობას“ „ერად“ აქცევდა ან უკვე არსებულს ისტორიული ეროზიისა და ასიმილაციისგან იცავდა.
For the state was the machine which had to be manipulated if a 'nationality' was to turn into a 'nation', or even if its existing status was to be safeguarded against historical erosion or assimilation.
3343.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
შეცდომა იქნება, ჰროშის A ფაზა B ფაზაში ავურიოთ, როდესაც „ეროვნული იდეის“ პოლიტიკური აგიტაციის ერთგულ აქტივისტთა ჯგუფები გაჩნდნენ და არა C ფაზაში, როდესაც „ეროვნულმა იდეამ“ მასების მხარდაჭერა მოიპოვა.
It is a mistake to confuse Hroch's phase A with his phase B, when a body of activists devoted to the political agitation in favour of the 'national idea' has come into existence, and still less his 'phase C, when mass support for 'the national idea' can be counted on.
3344.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
როგორც უნდა იყოს, თუ ევროპით და მისი გარემოთი შემოვიფარგლებით, ჩვენ ვიპოვით ძალზე ბევრ ნაციონალურ მოძრაობას 1914 წელს, რომლებიც 1870 წლისათვის გაჭირვებით ან საერთოდ არ არსებობდნენ.
However, even if we confine ourselves to Europe and its environs, we find plenty of movements in 1914 that had existed hardly or not at all in 1870.
3345.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
1894 წელს, კარლისტთა ომის შემდეგ ოცი წელიც არ იყო გასული, რომ საბინო არანამ ბასკური ნაციონალური პარტია დააარსა (PNV) და ამასთან ერთად, ქვეყნისთვის აქამდე არარსებული ბასკური სახელწოდება მოიფიქრა.
In 1894, less than twenty years after the end of the Second Carlist War, Sabino Arana founded his Basque National Party (PNV), incidentally inventing the Basque name for the country which had hitherto not existed.
3346.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
პირიქით, როგორც იდიშის მაგალითი გვიჩვენებს და XIX საუკუნის დიალექტური ლიტერატურის ოქროს ხანა ადასტურებს, სალაპარაკო ან თუნდაც სამწერლობო დიალექტების ფართო გავრცელება, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ აუცილებლად ენის ფაქტორზე დაფუძნებულ ნაციონალიზმს გამოიწვევდა.
Conversely, as the example of Yiddish shows, and that golden age of dialect literatures, the nineteenth century, confirms, the existence of a widely spoken or even written idiom did not necessarily generate language-based nationalism.
3347.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
თუ არა სახელმწიფო მხარდაჭერით და საგანმანათლებლო-ადმინისტრაციული აღიარებით, როგორ შეძლებდნენ ადგილობრივი, აგრარული იდიომები ისეთ ენებად გარდაქმნას, რომლებიც კონკურენციას გაუწევდნენ ნაციონალური ან მსოფლიო კულტურის გაბატონებულ ენებს, არაფერი რომ არ ვთქვათ არარსებული ენებისთვის სიცოცხლის მიცემაზე?
How, except through support by the public authorities and recognition in education and administration, were domestic or rural idioms to be transformed into languages capable of competing with the prevailing languages of national or world culture, let alone virtually non-existent languages to be given reality?
3348.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
კომუნიკაციის პირად სფეროში გამოყენებული ენა, არანაირ სერიოზულ პრობლემას არ ქმნიდა, თუნდაც სხვა, საჯარო ენასთან თანაარსებობის შემთხვევაში, რამდენადაც ის მხოლოდ საკუთარი სივრცის ოკუპაციას ახდენდა.
The language spoken within the private sphere of communication raise no serious problems even when it coexists with public languages, since each occupies its own space.
3349.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
ლათინურ ამერიკაში არსებული ძალდატანება, რომ სკოლაში ადგილობრივი ინდიელების ენა (რომელიც სულაც არ იყო სამწერლობო) გამოეყენებინათ, არა ინდიელების, არამედ ინდიელი ნაციონალისტი ინტელექტუალების მოთხოვნა იყო.
Such pressure as exists in Latin America for schooling in vernacular Indian languages lacking a written language has not come from Indians but from indigenista intellectuals.
3350.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
ძირითად ენასთან თანაარსებული ლოკალური ან დაბალი ცირკულაციის მქონე ენების დასუსტება, ნაციონალური ლინგვისტური შევიწროების ჰიპოთეზებით ახსნას აღარ საჭიროებს.
The decline of localized or small-circulation languages existing by the side of major languages, does not need to be explained by the hypothesis of national linguistic oppression.
3351.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ბევრად უფრო მომგებიან მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე უძველეს და განვითარების გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგომ იდიომებზე, მაგალითად ირლანდიურზე, ბრეტონულზე, ბასკურზე, ფრიზულზე, რომანულზე ან თუნდაც უელსურზე მოლაპარაკე ხალხები, რომლებიც, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები, წმინდა დარვინისტული ინტერლინგვისტური გადარჩენისთვის ბრძოლაში, ვერანაირ კონკურენციას ვერ უძლებდნენ.
After all, in this respect they were more favoured than the speakers of ancient and declining rural idioms like Irish, Breton, Basque, Frisian, Romansch or even Welsh which, left to themselves, plainly did not look like effective competitors in a purely Darwinian interlingual struggle for existence.
3352.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 4
„ნაციონალიზმის საკითხის“ შესახებ მარქსისტთა ცნობილი საერთაშორისო დებატები მარტო იმას როდი ეხებოდა, თუ რა მიმზიდველი იყო ნაციონალისტთა ლოზუნგები მუშათათვის, რომელთაც მხოლოდ ინტერნაციონალიზმის და კლასთა ბრძოლის მოწოდებებისთვის უნდა ესმინათ.
The well-known international Marxist debates on 'the national question' are not merely about the appeal of nation alist slogans to workers who ought to listen only to the call of internationalism and class.
3353.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
მიუხედავად ყველაფრისა, ეჭვგარეშეა, რომ არსებობდნენ პოლონელები, რომლებიც აღორძინებულ პოლონეთში ცხოვრებას გერმანიაში ყოფნას ამჯობინებდნენ, ან ის სლოვენიელები, რომლებიც ავსტრიას ანიჭებდნენ უპირატესობას და არა ახალ იუგოსლავიას.
Nevertheless the existence of Poles who preferred living in Germany to living in reborn Poland, of Slovenes who chose Austria over the new Yugoslavia could not be denied.
3354.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
ვარაუდი, რომ ერთადერთი ირლანდიელი ერი მხოლოდ ერთადერთი ირლანდიის საზღვრებში არსებობდა, ან უფრო სახარბიელო მოსაზრება, რომ კუნძულის ყველა მოსახლე იზიარებდა ფენიების სურვილს, რომლებიც ისწრაფოდნენ, შეექმნათ ერთიანი და დამოუკიდებელი ირლანდია, მცდარი აღმოჩნდა.
The assumption that a single Irish nation existed within a single Ireland, or rather that all the inhabitants of the island shared the aspiration of a single, united and independent Ireland, proved mistaken.
3355.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
იმ ქვეყნების გათავისუფლებას, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როგორც „მესამე სამყარო“, ახლა უკვე ყველა აღიქვამდა, როგორც „ეროვნულ გათავისუფლებას“, მარქსისტები კი, როგორც „ნაციონალურ და სოციალურ გათავისუფლებას“.
Liberation in what was not yet known as the Third World was now seen everywhere as 'national liberation' or, among the Marxists, 'national and social liberation'.
3356.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
კოლონიური დაპყრობით და ადმინისტრირებით თავს მოხვეულ ერთიანობას, საბოლოო ანგარიშით, შეეძლო შეექმნა ხალხი, რომელიც თავის თავს „ერად“ მიიჩნევდა, ზუსტად ისე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ხანდახან სამოქალაქო პატრიოტიზმის გრძნობას წარმოშობდა.
The unity imposed by conquest and administration might sometimes, in the long run, produce a people that saw itself as a 'nation', just as the existence of independent states has sometimes created a sense of citizen patriotism.
3357.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
აღმოსავლეთ ევროპის პარადოქსულად ახალმა ეთნიკურმა და სეპარატისტულმა მოძრაობებმა სოციალისტურ-რევოლუციური და მარქსისტულ-ლენინისტური ფრაზეოლოგია კომფორტულად შეითავსეს.
Paradoxically, the new ethnic and separatist movements in western Europe thus came to adopt the social revolutionary and Marxist-Leninist phraseology.
3358.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
ადგილობრივი კოლონიური საზოგადოებები დასავლური მოდელის მსგავსად გასაანალიზებელ კლასობრივ სტრუქტურას ქმნიდნენ, რაც მარქსისტული ანალიზისთვის დამატებით სირთულეებს წარმოშობდა.
Indigenous colonial societies possessed a class structure which lent itself to analysis in western-derived terms, a situation which raised further complexities for Marxist analysis.
3359.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
საკუთარი თავისუფლებისთვის მებრძოლი „ერების“ მოქმედი განსაზღვრება ისე, რომ ღრმად არავის გაუაზრებია, ძირითადად, ამგვარი ეროვნული მოძრაობებიდან იყო გადმოღებული.
The actual definition of the 'nations' fighting for their freedom was generally taken over from such nationalist movements as existed without much enquiry.
3360.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 5
რამდენადაც მესამე სამყაროს მხოლოდ რამდენიმე „ეროვნული მოძრაობა“ დაემთხვა იმპერიალისტთა მოსვლამდე არსებულ პოლიტიკურ ან ეთნიკურ ერთობებს, ნაციონალიზმის განვითარება XIX საუკუნის ევროპული გაგებით, აქ დეკოლონიზაციის შემდეგ, ანუ ძირითადად 1945 წლიდან დაიწყო.
Since few Third World anti-imperial 'national' movements coincided with a political or ethnic entity existing before the coming of the imperialists, the development of nationalism in the nineteenth century European sense of the term has occurred largely since decolonization, i.e. mainly since 1945.