ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
6921.
მედიასისტემების შედარება | წინათქმა
ჩვენ ასევე არაერთ კოლეგას ვთხოვეთ, კონკრეტული ქვეყნების შესახებ ინფორმაციით დაგვხმარებოდნენ, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა.
We asked many colleagues to help us with information we lacked about particular countries.
6922.
მედიასისტემების შედარება | შესავალი
ჩვენ მთავარი ყურადღება მედია და პოლიტიკური სისტემების ურთიერთობაზე გადავიტანეთ და ამდენად, აქცენტი ჟურნალისტიკასა და ახალი ამბების მედიის ანალიზზე მეტად გავაკეთეთ, ვიდრე მედია პოლიტიკასა და კანონზე.
We place our primary focus on the relation between media systems and political systems, and therefore emphasize the analysis of journalism and the news media, and, to a somewhat lesser extent, media policy and law.
6923.
მედიასისტემების შედარება | შესავალი
შედარებითი ანალიზი სოციალურ კვლევებში უპირველესად იმიტომ არის ღირებული, რომ ის უფრო გვიმძაფრებს ცვლილებებისა და მსგავსებების აღქმას, რაც თავის მხრივ, დიდ როლს თამაშობს კონცეფციის ფორმირებაში და უფრო დახვეწილს ხდის კონცეფტუალიზაციის მეთოდს.
Comparative analysis is valuable in social investigation, in the first place, because it sensitizes us to variation and to similarity, and this can contribute powerfully to concept formation and to the refinement of our conceptual apparatus.
6924.
მედიასისტემების შედარება | შესავალი
იმედი გვაქვს, რომ მკვლევრები ჩვენ მიერ წარმოდგენილი ზოგადი არგუმენტებით დაინტერესდებიან და გაგებით მოეკიდებიან იმ შეცდომებს და უზუსტობებს, რომლებსაც შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში დავუშვებთ.
We hope that scholars will find our general arguments interesting enough to excuse occasional errors or lack of subtlety in dealing with particular cases.
6925.
მედიასისტემების შედარება | შესავალი
არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ ოთხი თეორია ახლებურად დაჯგუფებული ისეთი მოდელებით ჩავანაცვლოთ, რომელთაც უკეთესი ემპირიული დასაბუთება და იმავდროულად ორიგინალების არსი შეუნარჩუნდებათ?
Is it possible to replace the four theories with a new set of models, better-grounded empirically but sharing something of the parsimony of the originals?
6926.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
წიგნში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ გაზეთის კითხვის მხრივ არსებულ ფართო სხვაობებზე.
We place particular emphasis in this book on the wide differences in newspaper readership.
6927.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
ერთ-ერთი ასეთი ასპექტი, რომელიც პრესის მასობრივი გავრცელების განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია, არის მკვეთრი განსხვავებები მედიასისტემებს შორის, სენსაციური მასობრივი პრესა და „ხარისხიანი“ გაზეთები, რომლებიც თავის მხრივ, ელიტურ მკითხველზეა ორიენტირებული (ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბრიტანეთი) და ის სისტემები, სადაც მედიაბაზარი ასეთი სტრატიფიცირებული არ არის (ან შეზღუდულად არის განვითარებული).
One of these, closely related to the development of a mass-circulation press, is the distinction between media systems characterized by a clear separation between a sensationalist mass press and “quality” papers addressed to an elite readership (Britain is the strongest example) and those that lack such stratification of the newspaper market (or where it is developed to only a limited extent).
6928.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
ასევე შესაძლებელია, რომ მიზეზი იყოს მასობრივად ტირაჟირებადი პრესის დეფიციტი, ან ის, რომ პრესა ერთდროულად ელიტასაც ემსახურება და ფართო აუდიტორიასაც.
Either because they lack a mass-circulation press altogether or because they are dominated by newspapers that serve elite and mass readerships simultaneously.
6929.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
ჟურნალისტიკას ასეთი ეზოთერული ცოდნა არ აქვს, თუმცა პროფესიის სტრატეგიული პოზიცია ინფორმაციის ნაკადში, ზოგჯერ ნაწილობრივ ავსებს მას.
Journalists lack esoteric knowledge, though their strategic position in the flowof information sometimes provides a partial substitute.
6930.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
პარსონსი, პროფესიონალიზმის საზოგადოებრივ სამსახურზე ორიენტირებას მარქსისტული თეორიის კრიტიკის ნაწილად განიხილავდა, რომლის თანახმად, კაპიტალიზმის განვითარება „ცივი კალკულაციის“ გარდა, ყველა სხვა მოტივაციის არსებობას უგულებელყოფდა.
Parsons stressed the public service orientation of professionalism as part of a critique of the Marxist idea that the development of capitalism displaces all motivations other than those of “cold calculation.”
6931.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
რადგან ჟურნალისტიკა არ არის ეზოთერული ცოდნის მატარებელი და იმიტომაც, რომ ჟურნალისტები ავტონომიურობის დეკლარირებას ახდენენ და მათი გავლენა დიდწილად დამოკიდებულია სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის მსახურებაზე.
Because journalism lacks esoteric knowledge, journalists’ claims to autonomy and authority are dependent to a particularly great extent on their claim to serve the public interest.
6932.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
ჟურნალისტების ავტონომიურობა უზრუნველყოფილი არ არის და ჟურნალისტურ პრაქტიკას, ნაცვლად ჟურნალისტური კრიტერიუმებისა, პოლიტიკური ფაქტორები განსაზღვრავენ.
Journalists will lack autonomy, political rather than distinctively journalistic criteria will guide the practice of journalism.
6933.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
მედია ორგანიზაციები ხშირად სხვადასხვა ფორმის კომერციულ ინსტრუმენტალიზაციას განიცდიან, ფილმებსა და სატელვიზიო პროგრამირებაში „პროდაქთ პლეისმენთის“ აშკარა ფორმით დაწყებული და რეკლამის დამკვეთების მიერ სარედაქციო შინაარსზე გავლენის მოხდენის უფრო ფარული ფორმებით დამთავრებული.
Media organizations are often subject to broader forms of commercial instrumentalization, ranging from more blatant examples such as product placement in film and television programming and demands from advertisers for influence over editorial content, to more subtle kinds of pressures.
6934.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
ჟურნალისტები მოკლებული არიან ავტონომიურობას და სარგებლობენ დამოუკიდებლობის მხოლოდ იმ ხარისხით, რომელსაც მათ მათივე პოლიტიკური პოზიცია ანიჭებთ.
Journalists are likely to lack autonomy, except to the extent that they enjoy it due to high political positions.
6935.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
მათ აკლიათ მკაფიო საერთო კულტურა და სოციალური მიზნის ერთიანი ხედვა, რომელიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს იმ პოლიტიკოსთა მიზნებისაგან, რომლებთანაც მედიასაშუალება არის აფილირებული.
They are likely to lack a distinct common culture and distinct sense of social purpose, apart from the purposes of the political actors with which media are affiliated.
6936.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
ისინი ავტონომიურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მწვავე პოლიტიკური კონფლიქტების დროსაც კი პროფესიული სოლიდარობის დაცვას ახერხებდნენ.
They placed a high value on autonomy, had a strong sense of professional solidarity that persisted even in periods of sharp political conflict.
6937.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
მათ მიაჩნდათ, რომ ფაქტების მშრალად გადმოცემა შეუთავსებელი იყო ნამდვილ პროფესიონალურ საქმიანობასთან და განსაკუთრებულ მნიშვნელობას კომენტარებს ანიჭებდნენ.
They considered the mere reporting of facts not to be real professional work, and practiced a style of writing that placed heavy emphasis on commentary.
6938.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
ჰოლინჯერის მფლობელი კორნარდ ბლექი პოლიტიკურად კონსერვატორი იყო.
Conrad Black, then the owner of Hollinger, is politically conservative.
6939.
მედიასისტემების შედარება | კონცეფციები და მოდელები
შემდგომი განსჯის გზით, ჟურნალისტი ცდილობს, ამბავს მეტი კონტექსტუალური დამაჯერებლობა და აღწერილობითი სიცხადე შესძინოს.
And it seeks, by further interpretive judgment, to help place those events in a more explicit context of narrative understanding.
6940.
მედიასისტემების შედარება | მედიასისტემების პოლიტიკური კონტექსტი
ამ ქვეყნების მონარქებმა, არმიების გაფართოებასთან ერთად, მმართველი აპარატების შექმნის აუცილებლობა დაინახეს და შეეცადნენ, შეექმნათ „მოდერნული, ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სახელმწიფო, რათა ჩაენაცვლებინათ დეცენტრალიზებული standerstaat [რომელშიც ადმინისტრაციული თანამდებობები ტრადიციულად მიწათმფლობელებს ჰქონდათ მონოპოლიზებული]“.
Monarchs felt the need for larger-scale armies and regulatory apparatuses, and attempted to create “a modern, centralized bureaucratic state to replace the decentralized standerstaat [which involved monopolization of administrative positions by the traditional landholding class]”.