ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7001.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ამავე დროს, ბაზრის ლოგიკა პრესის საქმიანობას ცვლიდა და პოლიტიკაში მის ჩართულობას ზღუდავდა, მედია მფლობელებს ღია მხარდაჭერის შემცირებისკენ უბიძგებდა; მეტიც, შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ხოლო შემდგომ ატლანტიკის მეორე მხარესაც, საზოგადოების განწყობებზე გამოხმაურებას და რეკლამის დამკვეთებზე ორიენტირებას აიძულებდა.
At the same time, the logic of the marketplace clearly modified and limited the political involvement of the press, encouraging the media owners to play down open partisanship; More, in the United States and Canada than on the other side of the Atlantic – forcing them to respond to public sentiment.
7002.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ისინი მეტწილად მარგინალურები იყვნენ, თუმცა შინ ფეინის ჟურნალ An Phoblacht/Republican News-ს საკმაო გავლენა ჰქონდა.
They have been mainly marginal, though the magazine of Sinn Fein, An Phoblacht/Republican News, has had important influence.
7003.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. „შავი გაზეთები“, Chicago Defender და Pitsburg Courier მეოცე საუკუნის დასაწყისში 200 00-300 00 ტირაჟით იყიდებოდა.
The most important black papers, the Chicago Defender and the Pittsburgh Courier, reached circulations of 200,000–300,000 in the first half of the twentieth century.
7004.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ბრიტანელმა, შვედმა, გერმანელმა და იტალიელმა ჟურნალისტებმა მათი ქვეყნების საერთო ნაციონალური გაზეთები არსებული პოლიტიკური სპექტრის გასწვრივ გადაანაწილეს, ხოლო მათმა ამერიკელმა კოლეგებმა კი ახალი ამბების ყველა ორგანიზაცია, ორ პოლიტიკურ პარტიას – დემოკრატიულსა და რესპუბლიკურს შორის არსებულ მცირე დიაპაზონში განიხილეს.
The journalists in Britain, Sweden, Germany, and Italy placed the major national newspapers across a wide political spectrum, and their American counterparts located all the major news organizations in a small range between the Democratic and Republican parties.
7005.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
კანადურ მედიაზე გაკეთებული არაერთი მოხსენებიდან ჩანს, რომ ფრანკოფონური კვებეკის ჟურნალისტური კულტურა გარკვეულად განსხვავებულია და მასში ფრანგული ჟურნალისტური კულტურის მსგავსად, კომენტარი აქცენტირებულია.
Most accounts of the Canadian media also make the point that the culture of the Francophone journalism in Quebec is somewhat different, with a greater emphasis placed on commentary, similar to the French press.
7006.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ნეიტრალური პრესის იდეის დამკვიდრება ირლანდიაში მოგვიანებით დაიწყო.
In Ireland the shift toward a neutral press took place later.
7007.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
„რაც უფრო სტრუქტურირებულია ბრიტანეთის პარტიული სისტემა, მით უფრო მკაფიოა ამ პარტიების იდეოლოგია და აქედან გამომდინარე, ბრიტანული საზოგადოების, როგორც ერთი მთლიანის, პოლიტიზირების მაღალი დონე საზოგადოებაში პოლიტიკური აქტივობის მიმართ პატივსცემას იწვევს“.
"The more structured character of the British party system has, the clearer ideological character of these parties is and thus, the higher degree of politicization of British society as a whole might place political activity in a relatively higher position in the public’s esteem".
7008.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
შეერთებულ შტატებში, როდესაც მაუწყებლობის რეგულირების თაობაზე პირველი დებატები დაიწყო, კომერციულმა მაუწყებლებმა დაასაბუთეს, რომ სიხშირეები მათ უნდა ეკონტროლებინათ, რადგან ისინი მთლიანად საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ მაშინ, როდესაც არამომგებიანი სადგურები, რომლებიც პროფკავშირების, ეკლესიების და უნივერსიტეტების ინსტიტუციებს წარმოადგენდნენ, „პროპაგანდის“ ინსტრუმენტები იყვნენ და პარტიკულარულ ინტერესებს ემსახურებოდნენ.
In the United States, when the initial debates took place over the regulation of radio broadcasting, commercial broadcasters were successful in arguing that they should control the airwaves because they served the public as a whole, while nonprofit stations that institutions such as trade unions, churches, and universities were trying to establish, were characterized as “propaganda” stations, serving particular interests.
7009.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ამის წინაპირობა ის გაძლიერებული კონკურენცია იყო, რომელიც საგაზეთო ინდუსტრიის შიგნით მიმდინარეობდა. ეს იყო სენსაციონალიზმისა და „ყვითელი ჟურნალისტიკის“ ეპოქა, რამაც, თავის მხრივ, რეფორმირების არაერთი ვერსია წარმოშვა, მათ შორის ისეთი, რომელიც გაზეთების ფინანსურ უზრუნველყოფას და ჟურნალისტების ლიცენზირებას გულისხმობდა.
This took place against the background of intensified competition in the newspaper industry. This was the era of sensationalism and “yellow journalism”, that led to numerous proposals for reform, including proposals for endowed newspapers and for licensing of journalists.
7010.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
მეორე მხრივ, ხადსონი აქცენტს ამერიკულ პოლიტიკაში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის მომხდარ ცვლილებებზე აკეთებდა.
Schudson , on the other hand, stresses changes in American political culture that took place in the late nineteenth and early twentieth centuries.
7011.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ანალოგიურად კანადაში, თავისი გაზეთების პოლიტიკაზე კონტროლი კონრად ბლეკმაც დაამყარა. მას კანადის ლიბერალ პრემიერთან ჟან კრეტიენთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
In Canada, Conrad Black has similarly asserted his right to control his papers politically. He had strongly hostile relations with Liberal Prime Minister Jean Chretien.
7012.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
2001 წელს ბლეკმა, რომელიც ბრიტანულ Daily Telegraph-საც ფლობდა, კანადის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა და მისი კუთვნილი გაზეთები კანადის მთავარ მედია გაერთიანებას Can West-ს მიჰყიდა, რომლის მფლობელები ლიბერალური პარტიის მხარდამჭერები არიან.
In 2001 Black, who also owned the Daily Telegraph in Britain, renounced his Canadian citizenship and sold his Canadian papers to Canada’s dominant media conglomerate, Can West, whose owners support the Liberal party.
7013.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
პროფესიული თვითრეგულირება არაფორმალურია და ის მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანასწორობის კულტურის მეშვეობით ხორციელდება.
Professional self-regulation takes place informally, implemented within particular news organizations and in the peer culture of journalism.
7014.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ბრიტანეთი ინდუსტრიული კაპიტალიზმის სამშობლო იყო, ხოლო მეოცე საუკუნეში შეერთებული შტატები – ინდუსტრიული კაპიტალიზმის ზრდის ცენტრი.
Britain was the birthplace of industrial capitalism and the twentieth-century United States was the center of the growth of the industrial capitalism.
7015.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
დამოუკიდებელი სატელევიზია კომისია (ITC), რომელმაც IBA ჩაანცვლა, ლიცენზირების ბერკეტს არ ფლობს, მას პროგრამირების საკითხებსა და რეკლამაზე წვდომა არ აქვს და მიუხედავად ამისა, მაინც FCC-ზე გაცილებით უფრო გავლენიან ორგანიზაციად რჩება.
The Independent Television Commission (ITC), which replaced the IBA no longer holds the broadcast licenses itself, nor is it required to approve program schedules or advertising, though it still has more influence over these than the FCC.
7016.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
კანადამ საკუთარი ბეჭდური მედია სპეციალური კანონმდებლობით დაიცვა, რომლის თანახმადაც, რეკლამაზე საგადასახადო შეღავათები მხოლოდ კანადაში მოქმედ ბეჭდურ მედიაზე ვრცელდებოდა და ამით შეზღუდა ე.წ. „დანაწევრებული გამოცემების“ პრაქტიკა.
Canada has protected its domestic print media through legislation that made advertising expenses tax deductible only when placed in Canadian-owned publications, and that restricted the practice of “split-run”.
7017.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
სასარგებლო იქნება, თუ მოვიხმობთ ლუის ჰართსის ნაშრომს „ლიბერალური ტრადიცია ამერიკაში“. აგრძელებს რა ტოკვილის მოსაზრებას, რომ ამერიკის ისტორიაში ფეოდალიზმი არ ყოფილა, ჰართსი მიიჩნევს, რომ ამერიკულ პოლიტიკაში, ევროპულისგან განსხვავებით, იდეოლოგიური დაყოფა არ არსებობს.
It is useful here to recall the argument of LouisHartz’s The Liberal Tradition in America .Taking off from Tocqueville’s observation about the lack of a feudal past in American history, Hartz argues that American politics lacks the ideological divisions that characterize European politics.
7018.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
იდელოგიური განსხვავებების ნაკლებობა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური კონფლიქტი არ არსებობს.
The fact that it lacks ideological differences does not, of course, mean that the United States lacks political conflict.
7019.
მედიასისტემების შედარება | ჩრდილო ატლანტიკური ანუ ლიბერალური მოდელი
ეს პროცესი მოგვიანებით, ირლანდიის ახალგაზრდა სისტემაშიც განვითარდა, სადაც სახელმწიფო კონტროლისგან იზოლირება 1961 წელს მოხდა.
This process developed later in the younger Irish system, where separation from government control took place in 1961.
7020.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისისათვის, მხოლოდ ერთი თაობის შემდეგ, განსხვავებები იმდენად შემცირდა, რომ ლოგიკურია ვიკითხოთ, თუ რამდენად შესაძლებელია, ერთმა გლობალურმა მედია მოდელმა წარსულის ყველა ეროვნული ვარიაცია ჩაანაცვლოს, როგორც მინიმუმ იმ წამყვან, კაპიტალისტური დემოკრატიის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ წიგნშია წარმოდგენილი.
a generation later, by the beginning of the twenty-first century, the differences have eroded to the point that it is reasonable to ask whether a single, global media model is displacing the national variation of the past, at least among the advanced capitalist democracies discussed in this book.