ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8001.
შანტარამი | თავი 23
მისი გავლენის სფეროში არცთუ ბოლო ადგილზე იდგა, აგრეთვე, პოლიტიკოსებისა და მსხვილი ჩინოვნიკების დაშინება ძალისა და შანტაჟის გამოყენებით.
Not least in the spheres of his influence was intimidation, through force or blackmail, of political and bureaucratic recalcitrants.
8002.
შანტარამი | თავი 23
ცხადია, ის, რაც სამყაროსა და მასში ჩვენს ადგილზე ვიცით, ჩვენი ცოდნის დაგროვებისა და გაღრმავების კვალობაზე იცვლება.
Of course, what we know about the universe, and our place in it, is constantly changing as we add more information and gain new insights.
8003.
შანტარამი | თავი 23
მას შემდეგ, რაც ვალუტით იატაკქვეშა ვაჭრობის ოთხთვიანი კურსი გავიარე, ქადერბჰაიმ გადაწყვიტა, რომ ოქროს კონტრაბანდას უნდა გავცნობოდი და ამ საქმის შესასწავლად მადჯიდ რუსტემთან გამიშვა.
After four months in the black-market currency business, Khaderbhai had decided that I should learn the gold-smuggling trade, and he'd sent me to Madjid Rhustem.
8004.
შანტარამი | თავი 23
არალეგალურად კი მადჯიდის აგენტები უზრუნველყოფდნენ, რომ ინდოელებს სამშობლოში ოქროს ძეწკვები, სამაჯურები, გულსაბნევები, ბეჭდები და სხვა ნაკეთობები შემოეტანათ: ერთ ადამიანს – ასიდან სამას გრამამდე.
On the black-market side, Madjid's agents arranged for most of the returning workers to wear from one to three hundred grams of our gold, per person, in chains, bracelets, rings, and brooches.
8005.
შანტარამი | თავი 23
ფრანკფურტში, იოჰანესბურგსა თუ ლონდონში მოპარული ოქროს ნაწილი „შავი“ ბაზრის გავლით, სპარსეთის ყურის ნავსადგურებში ხვდებოდა.
A percentage of that gold, stolen in Frankfurt or Johannesburg or London, found its way through black marketeers to the Gulf ports.
8006.
შანტარამი | თავი 23
ტროტუარს გაუყვა კაფესკენ, გზად გრძელი თმა შეიკრა და მაჯიდან საათი მოიხსნა.
He strolled along the footpath toward the men, pulling his long black hair into a ponytail and removing his watch as he walked.
8007.
შანტარამი | თავი 23
შავჩარჩოიანი მზის სათვალე ეკეთა, ფერფლივით ქერა თმაზე შარფი მოეხვია.
She was wearing black-framed sunglasses, and there was a scarf tied around her head, covering her ash-blonde hair.
8008.
შანტარამი | თავი 24
შემდეგ გეგმა შეცვალეს და იმ ხალხს სამივენი ერთად სხვა ადგილას შევხვდით.
Then, they changed their plans and we had the meeting all together, in another place.
8009.
შანტარამი | თავი 24
დაღლილობისა და შიშისგან ტუჩები მოშვებოდა, თუმცა ეტყობოდა, რომ იმედი ჯერ არ გადასწუროდა.
Her mouth was slack with exhaustion and fear, but her eyes were drawn to a distant hope.
8010.
შანტარამი | თავი 24
ველური, შავი, ბანჯგვლიანი ღორები დაფუსფუსებდნენ და იქ მოხვედრილ ყოველგვარ სიბინძურეს თქვლეფდნენ.
Wild, hairy, black Goan pigs roamed the lanes, eating the waste.
8011.
შანტარამი | თავი 24
ვგულისხმობ, რომ პოლიციელებმა იმ ღამეს ზუსტად მას შემდეგ დამიჭირეს, რაც შენგან წამოვედი ულასთან შესახვედრად.
I mean, the cops picked me up the night I left your place to meet Ulla.
8012.
შანტარამი | თავი 24
ლუნგი ეცვა. უამრავი ყელსაბამი, ავგაროზი და დეკორატიული სამაჯური აესხა.
he wore a loincloth and was adorned with dozens of necklaces, amulets, and decorative bracelets.
8013.
შანტარამი | თავი 24
სველი შავი თმა მცხუნვარე მზეზე უბზინავდა.
Her black hair gleamed sleek and wet under the soaring sun.
8014.
შანტარამი | თავი 25
ზოგჯერ პასპორტს აკურატულად შლიდნენ და მის ერთ ან რამდენიმე გვერდს სხვა პასპორტის სუფთა გვერდებით ცვლიდნენ.
Sometimes the stitching that bound a passport was carefully removed, and whole groups of pages were replaced, using clean pages from a second passport.
8015.
შანტარამი | თავი 25
ლიზა კარტერი, რომელიც თითქმის ყოველდღე სტუმრობდა ულას აბდულას ბინაში – და გაცილებით თბილად თვითონ აბდულას ხვდებოდა, – დათანხმდა, რომ ახალ ბინაში ერთად ეცხოვრათ.
Lisa Carter, who'd visited Ulla almost every day at Abdullah's apartment–and visited, far more warmly, with Abdullah himself- agreed to share the new place.
8016.
შანტარამი | თავი 25
სად არ გეძებდი – შიშველი ქალებით სავსე სასტუმროებში, ბარებში, სადაც თაღლითები და საქმოსნები ირევიან, ყოველ ბინძურ შესახვევებში...
I was looking for you in every place, every hotel with naked ladies, every drinking bar with black-market peoples, every dirty slum...
8017.
შანტარამი | თავი 25
– სანაპიროზეა, აი, იმ ადგილას, ქვებზე, სადაც განმარტოებით ჯდომა უყვარს.
He is down at the seashore, you know, at the place where he sits on the rocks, for being lonely.
8018.
შანტარამი | თავი 25
დასახლების განაპირას, სადაც კაჭრები ზღვისკენ ეშვებოდა, ჯონი სიგარს მივაგენი.
At the edge of the slum, where black boulders tumbled to the sea, I found Johnny Cigar.
8019.
შანტარამი | თავი 25
– არა, ლინ, დროა, უფრო მეტი ხანი გაატარო ისეთ ადგილებში, სადაც რიგიან ალკოჰოლს ჰყიდიან.
”Well, Lin, you really must try to spend more time in places where they serve a decent alcohol.
8020.
შანტარამი | თავი 25
როდესაც გამოვხედე, მან სერიოზული სახით თავი დამიკრა და შავი კულულები შეარხია.
I looked back over my shoulder to see him nodding gravely, the curly black hair trembling about his face.