ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
821.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რაც მთავარია, არსებობდა და ზემოქმედების უნარი ჰქონდა.
What mattered was that it existed and could influence him.
822.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაშინ უფრო თამამები იყვნენ და უფრო ახლოს იყვნენ მიზანთანაც, რომელიც ამდენი წლის მერე აღარც კი არსებობდა.
They were bolder then and nearer a goal which after so many years ceased to exist.
823.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ დაინახა თუ არა მღვიმე, ფეხი მოეკვეთა, რადგან ქაჯური, არაადამიანური, არარსებული ალღოთი იგრძნო, მღვიმეში ვიღაც იყო.
But as soon as he saw the cave, he felt weak at the knees: a demonic, non-human, non-existent intuition told him that someone was there.
824.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს მსგავსება ადასტურებდა, უხეიროც ასეთ ქვეყანას რომ ხედავდა; თუ არ ხედავდა, უნდოდა მაინც, ასეთი ყოფილიყო იგი.
This resemblance proved that Ukheiro had seen the same world, or at least wanted such a world to exist.
825.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
და ხვალ შეიძლება კიდევ მიმატებოდათ ვინმე, თუკი ის ვინმე სინამდვილეში არსებობდა და ახლა ისიც ამ ჩიტის სტვენას უსმენდა.
And so another might tomorrow join them if that other man actually existed and was now listening to the bird whistling.
826.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არა, ინომ, ალბათ, არც იცოდა ამ თხის არსებობა და გინდაც სცოდნოდა, სად ეცალა სამწყემსავად.
Not even Ino would have known of the goat's existence; even if she had, how could she have found time to look after it?
827.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ის „რაღაცაც“ ამ ჭიშკრის იქით არსებობდა მხოლოდ.
That "something" existed only inside the gate.
828.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ზღვა ახლაც არსებობდა.
The sea still existed.
829.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მეთევზეთა უბანიც ისევ არსებობდა, ისევ მეთევზეთა უბანი ერქვა.
The fishermen's quarter still existed and still bore that name.
830.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ტახტს არ უნდა დავიწყნოდა მათი არსებობა და ყოველთვის ფხიზლად უნდა ყოფილიყო.
The throne must not forget about their existence and must always be on the alert.
831.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
იქნებ მეც აღარა ვარ და ჩემს მაგივრად სხვა დააბოტებს ამ ტალანებშიო.
"Perhaps I don't exist any more, either, and someone else is walking these corridors in my place".
832.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მათ გაჩენამდეც, როგორც მონაყოლით იცოდნენ, ბოჩია სულ იყო, სულ ასეთი იყო, ერთი ხნისა, ერთი სისქისა და სიმაღლისა.
Before they were born, they had been told, Bochia existed, always the same, the same age, width, and height.
833.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სადღაც, არარაობის ჯურღმულებში შეერეკა აწივლებულ შოლტსა და გალახული ბავშვის ღნავილს.
It had been driven out somewhere in the chasms of non-existence by the swishing leather straps and the howling of thrashed children.
834.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაშინ თინას სხვანაირად არც შეეძლო ეფიქრა ბავშვზე, რომელიც ჯერ არ არსებობდა.
At the time Tina could not have thought differently about a child who did not yet exist.
835.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი თხაზე ბრაზობდა, თითქოს თხის ბრალი იყო, რძეს რომ არ შეეძლო თან ჩაეტანა არარსებული თმა.
Parnaoz got angry with the goat, as if it was the goat's fault that the milk wouldn't wash away the non-existent hair.
836.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ღმერთებსა და ბუნებას ასე დაუდგენია: ხე იმიტომ არის ხე, ნაყოფი გამოიღოს, მეორე ხეს ჰგავდეს და, აქაო და მე სხვებზე კარგი ვარო, უშნოდ არ გაიფარჩხოს.
The gods and nature have decreed: a tree exists to bear fruit, to be like the next tree, not to sprawl untidily all over the place and think it's better than the others.
837.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან ამგვარი დანაშაულის არსებობა ტახტსაც აყენებდა ჩრდილს და ტახტზე მჯდომარესაც.
Because the existence of such a crime cast a shadow on the throne and whoever sat on it.
838.
აველუმი | თავი XV
ამდენად, აღარც ეგონა მართლა თუ არსებობდა ბუნებაში ასეთი ადამიანი, მისგან დამოუკიდებლად - საკუთარი ცხოვრებით მცხოვრები, საკუთარი სახისა და სახელის მატარებელი.
In fact he no longer thought that anyone existed in nature independently of himself, living their own life, with their own appearance and name.
839.
აველუმი | თავი XV
ამიტომაცაა, ყველა ლიტერატურული გმირი, ავტორივით, ყოველთვის მიუღწევლისკენ, არარსებულისკენ რომ მიისწრაფვის.
That is why all literary heroes, like the author, always strive for the unattainable, the non-existent.
840.
აველუმი | თავი XV
ცხოვრებისგან დაკნინებული, მაგრამ სიყვარულით ამაღლებული ნებისმიერ ცხოვრებაზე, იმ ზღაპრული მღვიმისკენ მიისწრაფვის, რომელიც მის ოცნებაში არსებობს მხოლოდ და რომელშიც მთელი კაცობრიობისათვის საკმარისი სიყვარულის მარაგი აქვს გადამალული ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, იმ ბედნიერი დღისათვის, როცა გაპირუტყვებული, საკუთარი ხორცის მჭამელი ადამიანი მოულოდნელად გამოფხიზლდება და ერთხელ კიდევ მიხვდება, ასე ცხოვრება რომ აღარ შეიძლება, უსიყვარულოდ აზრი რომ არა აქვს არაფერს - არც დაბადებას, არც სიკვდილს.
Humiliated by life, but exalted by love above anything in life, the hero heads for the fairytale cave which exists only in his dreams and in which, since time immemorial, he’s hidden a stock of love sufficient for all humanity, for the happy day when bestialized, autophagous humans suddenly sober up and once more understand that one cannot going on living like this any more, that nothing, neither birth nor death, makes sense without love.