ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8541.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ტემპერატურა მატულობს, მყინვარები დნება და ზღვის დონე მაღლა იწევს, რის გამოც შემდგომ წლებში ბევრი დასახლებული ცენტრი წყალქვეშ აღმოჩნდება.
As temperatures rise, glaciers will melt and sea levels will rise, putting many population centers under water in the coming years.
8542.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, მალარია, სწრაფად გავრცელდება, რადგან მისი გადამტანი მწერები იმ ადგილებსაც მოედებიან, სადაც მანამდე გრილი ტემპერატურა იყო.
Certain diseases, like malaria, will proliferate when the insects that carry them migrate to formerly cool places.
8543.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ესე იგი, ამ გაფრთხილებებში ბუნდოვანი რჩებოდა, რაში მდგომარეობდა საფრთხე, გაურკვეველი იყო თავდასხმის დრო და ადგილი, გაურკვეველი იყო, რა უნდა მოემოქმედებინათ ადამიანებს, რომ თავდასხმის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ.
That is, the warnings were vague about the nature of the attack, vague about the time and place, and vague about what people should do to avoid becoming victims.
8544.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ამიტომ, ასეთი ბუნდოვანი გაფრთხილება ცრუ განგაში რომ აღმოჩნდეს, ადამიანთა უმრავლესობა უარყოფს მას, მოსწყინდებათ, მოჰბეზრდებათ და სხვა დროს აღარ მოუსმენენ.
Thus, if vague warnings recur and prove to be false alarms, most of us will eventually drift into a state of denial and become bored and complacent and will eventually stop listening.
8545.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ჯერ საწვავის მიწოდების სისტემა გაუფუჭდა; შემდეგ ტრანსმისია გამოვიდა მწყობრიდან; ძრავა საშინელ ხმებს გამოსცემს; ახლა კი უკვე ზეთიც გასდის და ვერც ხვდებიან, საიდან.
First, the fuel injection system broke down; then the transmission fell out; then strange noises started to come from the engine; finally, oil started to drip from some unknown place.
8546.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ამ ჩანაწერის შეკვეცილი ვერსია ისე იყო აგებული, რომ ბრალდების არგუმენტები ერთად იყო თავმოყრილი ერთ ბლოკში და დაცვის არგუმენტები იყო მეორე ბლოკში.
The condensed version of this transcript was arranged so that all of the pro arguments were placed in one block and all of the con arguments were placed in another block.
8547.
სოციალური ცხოველი | თავი 3
არასწორხაზოვანში ვგულისხმობ, რომ როდესაც მცირე განსხვავებულობა ოდნავ იზრდება, ასევე ოდნავ იცვლება შეხედულებები; მაგრამ როცა განსხვავებულობა აგრძელებს ზრდას, შეხედულებების ცვლილება თანდათან ნელდება; და ბოლოს, როცა განსხვავებულობა ძალიან დიდია, შეხედულებების ცვლილება ძალიან მცირეა.
By curvilinear, I mean that, as a small discrepancy increased somewhat, so did the degree of opinion change; but as the discrepancy continued to increase, opinion change began to slacken; and finally, as the discrepancy became large, the amount of opinion change became very small.
8548.
სოციალური ცხოველი | თავი 3
შეგვიძლია, შევკრიბოთ ერთნაირი შედეგების მქონე ყველა ექსპერიმენტი და სხვა მიმართულებით წამყვანი ყველა ექსპერიმენტი და გულდასმით (წარმოვიდგინოთ ხელში გამადიდებელი შუშა) შევისწავლოთ თითოეული, მოვძებნოთ ერთი რაიმე ფაქტორი, რომელიც საერთოა „ა“ ჯგუფის ექსპერიმენტებისთვის და რომელიც არ არის „ბ“ ჯგუფის ექსპერიმენტებში; შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, კონცეპტუალურად ვიმსჯელოთ და ვცადოთ დადგენა, რატომაა ეს ფაქტორი განსხვავების მიზეზი.
We can begin by assembling all the experiments that show one result and all those that show the other result and (imaginary magnifying glass in hand) painstakingly scrutinize them, looking for the one factor common to the experiments in group A and lacking in group B; then we can try to determine, conceptually, why this factor should make a difference.
8549.
სოციალური ცხოველი | თავი 3
მესამე ექსპერიმენტულ სიტუაციაში ესეის ავტორი არ აქებს ამ ლექსებს და მსუბუქად აკრიტიკებს – ამ კომუნიკაციის ცდის პირები მცირედი განსხვავების პირობებში იმყოფებიან.
In a third condition, the essayist was mildly scornful in his treatment of the stanza—which placed the recipients of this communication in a mild-discrepancy situation.
8550.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ეს საკმაოდ ლოგიკური ჩანს; თუ ადამიანს არ მოსწონს საკუთარი თავი, აქედან გამომდინარე, ის დიდად არ აფასებს საკუთარ აზრებს და ნაკლებადაა დარწმუნებული მათ ჭეშმარიტებაში.
This seems reasonable enough; after all, if people don’t like themselves, then it follows that they don’t place a very high premium on their own ideas and have less confidence in their convictions.
8551.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ამგვარად, მათ უფრო მეტად დაარწმუნებს არგუმენტები, რომლებიც უკავშირდება შიშს, საკითხებს მარტივ ტერმინებში აღწერს და შავად და თეთრად ყოფს.
Thus, they are far more moved by arguments that induce fear and cast issues in simple black and white terms.
8552.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ამგვარი მოსაზრებები ძირითადად შემეცნებითია; ეს უფრო ისეთი რამეებია, რომლებიც თავში იბადება და არა გულში.
Such opinions are primarily cognitive; that is, they take place in the head rather than in the gut.
8553.
სოციალური ცხოველი | თავი 3
კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ რაც უფრო ხანგრძლივად უყურებენ ადამიანები ტელევიზორს, მით უფრო მეტად ფიქრობენ, რომ სამყარო დაწყევლილი ადგილია, სადაც ადამიანები ცდილობენ უმტრონ ერთმანეთს და, თუ შეძლებენ, მოერიონ სხვას.
Perhaps most troubling, research continually shows that the more television you watch the more you see the world as a sinister place, where people are just looking out for themselves and would take advantage of you if they had a chance.
8554.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ამ რწმენის გამო იყო, რომ რომაელების ყოველდღიური ბანაობის ჩვეულება ევროპაში უარყვეს და წელიწადში ერთხელ ბანაობით შეცვალეს.
Because of that belief, the Roman practice of daily bathing was abandoned throughout Europe and replaced by a once-a-year bath.
8555.
სოციალური ცხოველი | თავი 4
საუკუნეები გავიდა, ვიდრე ადამიანები უარყოფდნენ დაავადების „ავი სულებით“ გამოწვევის თეორიას და თანამედროვე თეორიაზე გადავიდოდნენ, რომელიც დაავადების გამოწვევას ვირუსებით და ბაქტერიებით ხსნის.
It was centuries later that the “spirit” theory of disease was replaced by modern theory based on viruses and bacteria.
8556.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების განმავლობაში მილიონობით ადამიანი იღუპებოდა შიმშილით − იმიტომ კი არა, რომ საკვების ნაკლებობა იყო, არამედ იმიტომ, რომ მათი საკვები მოწამლული იყო წლების განმავლობაში ნიადაგში ჩადენილი ქიმიკატებით, რომლებიც საკვებ პროდუქტებში გროვდებოდა.
During the twentieth and twenty-first centuries, millions died of famine—not from lack of food, but because their food had been poisoned by years of chemical runoff gradually building up in the food chain.
8557.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თანამედროვე მკითხველს, შეიძლება, გაუკვირდეს, როგორ შეეძლოთ იმავე კულტურის ადამიანებს, რომლებიც მთვარეზე მოგზაურობდნენ და უამრავ საშინელ დაავადებას კურნავდნენ, ასე სულელურად მოქცეულიყვნენ.
The modern reader may be wondering how a culture that could place people on the moon and cure a plethora of dangerous diseases could behave so foolishly.
8558.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ამ სახლში ამდენი უნდათ?
They want that much for this place?
8559.
სოციალური ცხოველი | თავი 4
იმიტომ, რომ მისი არსებობა დანარჩენ ღვინოებს შედარებით იაფად დაგვანახებს; და რადგან ადამიანთა უმეტესობას არ სურს ყველაზე იაფიანი ღვინის შეკვეთა, წარმოუდგენლად ძვირიანი სატყუარას სტრატეგიული განლაგება საშუალებას აძლევს რესტორანს, ასწიოს ფასები მეორე და მესამე ღვინოზე და გადაგახდევინოთ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ღვინოები ღირს.
Because its existence makes the other wines look cheaper by comparison; and because most people don’t want to feel cheap by ordering the least expensive bottle on the list, the strategic placement of the outrageously pricey decoy allows the restaurant to jack up the price of the secondand third-cheapest bottles, charging you a good deal more than they are worth.
8560.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ნახმარი მანქანებით მოვაჭრემ, შეიძლება, ძველი დრანდულეტი ჩააყენოს მანქანებს შორის, რომ ამით „გაუუმჯობესოს გარეგნობა“ ახლო მდგომ მანქანებს.
A usedcar dealer may place an old clunker on the lot to “improve the appearance” of the autos in its immediate vicinity.