ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8621.
სოციალური ცხოველი | თავი 6
ინსტრუმენტული აგრესია არის სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, მაგრამ ეს ზიანი მიზნის მიღწევის საშუალებაა და ტკივილის მიყენების სურვილით არაა გამოწვეული.
In instrumental aggression there is an intention to hurt the other person, but the hurting takes place as a means to some goal other than causing pain.
8622.
სოციალური ცხოველი | თავი 6
ამავდროულად, უფრო „ცივილიზებულ“ საზოგადოებებში, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი საზოგადოება ჩვენი არჩეული ლიდერები რესურსების დიდ პროცენტს სამხედრო პერსონალსა და შეიარაღებაზე ხარჯავენ, ოჯახში ძალადობა ჩვეულებრივი ამბავია, მიმავალი მანქანებიდან სროლის ატეხა ქალაქური ცხოვრების ტრაგიკული რეალობაა, სასტიკი მკვლელობები ხდება სკოლებში, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტების არსებობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
Meanwhile, in a more “civilized” society like our own, our elected leaders choose to spend a huge percentage of our resources on military hardware and personnel, family violence is commonplace, drive-by shootings have become a tragic aspect of urban life, rampage killings take place in our high schools, and in several parts of the world suicide bombers have emerged as a fact of life.
8623.
სოციალური ცხოველი | თავი 6
მოთხრობას დასასრული აკლდა, თინეიჯერებს თავად უნდა დაესრულებინათ ის.
The stories lacked their ending, and the teenagers were asked to complete them on their own.
8624.
სოციალური ცხოველი | თავი 6
მაგრამ, როგორც უკვე იცით, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ბუნებრივ პირობებში მომხდარ მოვლენებს ვხსნით.
But, as you know by now, we have to be cautious about interpreting events that take place in natural settings.
8625.
სოციალური ცხოველი | თავი 6
როგორც მოსალოდნელი იყო, მათ უკან მდგომი ადამიანები უფრო მეტი აგრესიულობით რეაგირებდნენ, როცა სტუდენტი მეორე ადგილს იკავებდა რიგში.
As we would expect, the responses of the people standing behind the intruder were much more aggressive when the student cut into the second place in line.
8626.
სოციალური ცხოველი | თავი 6
ამის მსგავსად, 1960-იან წლებში აფროამერიკელთა ინტენსიური აჯანყებები არ დაწყებულა იმ გეოგრაფიულ ადგილებში, სადაც ისინი ყველაზე მეტ სიღატაკეში ცხოვრობდნენ.
Similarly, in the 1960s, the most intense riots by African Americans did not take place in the geographical areas of greatest poverty.
8627.
სოციალური ცხოველი | თავი 6
ეს აჯანყებები ხდებოდა ლოს-ანჯელესსა და დეტროიტში, სადაც შავკანიანებს სულაც არ უჭირდათ ისე, როგორც ქვეყნის სხვა მხარეებში.
These riots took place in Los Angeles and Detroit, where black people were not as poor as they were in many other sections of the country.
8628.
სოციალური ცხოველი | თავი 6
ეს, მხოლოდ, ყველაზე შთამბეჭდავი და გამანადგურებელი იყო იმ 11 ასეთივე შემთხვევას შორის, რომლებიც სამი წლის განმავლობაში ხდებოდა ჩვენს სკოლებში.
It was merely the most dramatic and most devastating of 11 such incidents that took place in our schools in less than three years.
8629.
სოციალური ცხოველი | თავი 6
თუმცა, შეგვიძლია, ვირწმუნოთ, რომ დეინდივიდუაცია ლაბორატორიის გარეთაც ხდება.
Nevertheless, we can believe that deindividuation takes place outside the laboratory.
8630.
სოციალური ცხოველი | თავი 6
თუ თეთრკანიანი მოკრივე აგებდა ბრძოლას, თეთრკანიანთა მკვლელობების რაოდენობა იზრდებოდა და არა შავკანიანთა
After white boxers lost fights, there was a corresponding increase in the murder of white men but not of black men.
8631.
სოციალური ცხოველი | თავი 6
თუ შავკანიანი მოკრივე აგებდა ბრძოლას, შესაბამისად იზრდებოდა შავკანიანთა მკვლელობების რაოდენობა, მაგრამ არა თეთრკანიანთა.
After black boxers lost fights, there was a corresponding increase in the murder of black men but not of white men.
8632.
სოციალური ცხოველი | თავი 6
როგორც ჩანს, საპაემნო გაუპატიურებების უმეტესობა იმიტომ ხდება, რომ მამაკაცი არ იღებს სიტყვა „არა“-ს პირდაპირი მნიშვნელობით, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ შეიძლება, იმ „სექსუალურ სცენარებში“ არსებული გაურკვევლობაა, რასაც მოზარდები სქესობრივი მომწიფებისას სწავლობენ.
It appears that many date rapes take place because the male refuses to take the word “no” at face value, in part because of some confusion about the “sexual scripts” adolescents learn as they gain sexual maturity.
8633.
სოციალური ცხოველი | თავი 6
მართალია, ეს შედეგი დამაიმედებელია, მან არ უნდა მოგვადუნოს და დაგვაკმაყოფილოს, რადგან მონაცემები იმასაც ადასტურებს, რომ მხოლოდ ძალადობრივი პორნოგრაფიის ყურება იწვევს ემოციური მგრძნობიარობის შესუსტებას და უგრძნობ დამოკიდებულებას ქალების მიმართ ძალადობისადმი.
Although this finding is encouraging, it should not dull us into complacency, for the data also suggest that watching only the violent pornography can lead to emotional desensitization and call used attitudes regarding violence against women.
8634.
სოციალური ცხოველი | თავი 6
ეს აგრესია, ჩვეულებრივ, სახლის გარეთ ვლინდება, როდესაც ბავშვი შორსაა დამსჯელისგან.
This aggression usually takes place outside the home, where the child is distant from the punishers.
8635.
სოციალური ცხოველი | თავი 6
როდესაც მკვლევრებმა კოლეჯის სტუდენტები ისეთ სიტუაციაში ჩააყენეს, რომ შეეძლოთ ელექტროდენის დარტყმა მეორე სტუდენტისთვის, ის სტუდენტები, რომლებსაც ნასწავლი ჰქონდათ სხვა ადამიანთა გრძნობების ემპათიური თანაგრძნობა, ნაკლებ დენს ურტყამდნენ, ვიდრე ის სტუდენტები, რომლებიც ემპათიურები არ იყვნენ.
When the researchers placed college students in a situation in which they were instructed to deliver electric shocks to a fellow student, those who had learned to experience empathic concern for the feelings of others delivered less severe shocks than those who were less empathic.
8636.
სოციალური ცხოველი | თავი 7
როცა 2006 წელს, სენატორობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯორჯ ალენმა აღმოსავლეთ ინდური წარმომავლობის ადამიანს „მაკაკა“ უწოდა, პრესამ მას, ფაქტობრივად, ტყავი გააძრო და არჩევნებშიც, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო დამარცხდა.
When, in the fall of 2006, Republican senatorial candidate George Allen called a young man of East Indian descent a “macaca” (a pejorative for blacks that means “monkey”), he was excoriated in the press, and he probably lost the election because of it.
8637.
სოციალური ცხოველი | თავი 7
საკმაოდ მალე, ჩამომდნარი და განადგურებული რიჩარდსი ნაციონალურ ტელეარხზე გამოვიდა და ამერიკას ბოდიში მოუხადა, მეორე დღეს, „რასობრივი განკურნების“ ძიებაში, ის შავკანიან ლიდერებს, ალ შერპტონსა და ჯეს ჯექსონს შეხვდა, მერე კი, „შინაგან დემონებთან“ საბრძოლველად, ფსიქოლოგიურ კონსულტირებას მიმართა.
Soon after, a drawn and beaten-looking Richards appeared on national television to apologize to America, the next day, seeking “racial healing,” he met with black leaders Al Sharpton and Jesse Jackson, next, he sought psychological counseling to confront his “inner demons”.
8638.
სოციალური ცხოველი | თავი 7
უდავოა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ამერიკულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
Without question, significant changes have taken place in American society in the last few decades.
8639.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ყოველი ახალი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც სურვილი აქვთ, აღიარონ საკუთარი წინასწარგანწყობა ქალების, შავკანიანების, გეი კაცების, ლესბოსელების და სხვა უმცირესობების მიმართ, მკვეთრად ეცემა.
On survey after survey, the percentages of people willing to admit that they hold prejudices toward women, blacks, gay men, lesbians, and other minorities have been dropping sharply.
8640.
სოციალური ცხოველი | თავი 7
1987-ში, შავკანიანებისა და თეთრკანიანების რომანტიკულ-პარტნიორული ურთიერთობა გამოკითხულ თეთრკანიან ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებისთვის იყო მისაღები, სულ რაღაც 15 წლის შემდეგ კი, ამ საკითხზე თეთრკანიანთა სამ მეოთხედზე მეტი თანხმდებოდა.
In 1987, fewer than half of white Americans surveyed said that it was acceptable for blacks and whites to date each other, only 15 years later, more than three quarters of whites agreed.