ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8681.
სოციალური ცხოველი | თავი 7
საავადმყოფოში მიმდინარე პროცესების 85-დღიანი შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ უფრო მკაცრი მეთოდი (პაციენტის ფიზიკური შებოჭვა და სედატივის მიცემა) შავკანიანთა მიმართ ოთხჯერ უფრო ხშირად იყო გამოყენებული, ვიდრე თეთრკანიანთა მიმართ და ეს მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანებისა და თეთრკანიანების მიერ ჩადენილ ძალადობრივ ინციდენტთა რაოდენობას შორის სხვაობა, პრაქტიკულად, არ იყო.
An examination of hospital records over an 85-day period revealed that the harsher method—physical restraint and sedation—was used against black patients nearly four times as often as against white patients, despite the fact that there was virtually no difference in the number of violent incidents committed by blacks and whites.
8682.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მეტიც – ამ დისკრიმინაციულ მკურნალობას მაშინაც ჰქონდა ადგილი, როცა შავკანიანი პაციენტები საავადმყოფოში თავდაპირველი რეგისტრაციის დროს, საშუალოდ, ნაკლებ აგრესიულ პაციენტებად იყვნენ დიაგნოსტირებულნი, ვიდრე თეთრკანიანები.
Moreover, this discriminatory treatment occurred even though the black patients, on average, had been diagnosed as being less violent than the white patients when they were first admitted to the hospital.
8683.
სოციალური ცხოველი | თავი 7
საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში, მედპერსონალმა შავკანიანებისა და თეთრკანიანების თანაბარი მკურნალობა დაიწყო და შავკანიანებთან ე.წ. გიჟის პერანგის გამოყენების შემთხვევებმა მათი საავადმყოფოში ყოფნის პირველი თვის მერე სულ უფრო იკლო.
Over time, fortunately, the staff came to treat black and white patients equally, with the use of restraint against blacks declining after the first month of residence in the hospital.
8684.
სოციალური ცხოველი | თავი 7
როცა ადამიანები სტერეოტიპის გამო სწრაფად მოქმედებენ და არ აქვთ დრო და შესაძლებლობა, მიხვდნენ, რომ არასწორები იყვნენ, შედეგები შეიძლება, კატასტროფული იყოს, ფატალურიც კი.
When people act rashly because of a stereotype, however, and lack the time and opportunity to learn they were wrong, the consequences can be disastrous, even fatal.
8685.
სოციალური ცხოველი | თავი 7
1999 წელს, 23 წლის შავკანიანი კაცი, სახელად ამადუ დიალო, ნიუ იორკში, ბრონქსში, საკუთარ ბინასთან ახლო იდგა, როცა ის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა და ჩვეულებრივ მანქანაში მსხდარმა ოთხმა პოლიციელმა შენიშნა.
In 1999, a 23-year-old black man named Amadou Diallo was standing near his apartment in the Bronx section of New York City when he was spotted by four plainclothes policemen who were driving by in an unmarked car.
8686.
სოციალური ცხოველი | თავი 7
სამწუხაროდ, ამის შემდეგ კიდევ არაერთი შემთხვევა იყო, პოლიციამ რომ უდანაშაულო შავკანიანი კაცები მოკლა.
Sadly, numerous police shootings of innocent black men have taken place since then.
8687.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ჯოშუა ქორელმა და მისმა კოლეგებმა მოიფიქრეს ექსპერიმენტი, რათა მოეხდინათ იმ პოლიციელთა გამოცდილების გარდაქმნა, რომლებსაც ხშირად უწევდათ შავკანიან ან თეთრკანიან ეჭვმიტანილებთან კონფრონტაციის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
Joshua Correll and his associates designed an experiment to re-create the experience of police officers who have to make quick decisions when confronted with black or white suspects.
8688.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მკვლევრებმა რეალისტური ვიდეოთამაში გამოიყენეს, სადაც მონაწილეებს დაუყოვნებელი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, გაეხსნათ თუ არა, ცეცხლი ეჭვმიტანილისთვის, აღმოჩნდა, რომ მონაწილეები უფრო სწრაფად იღებდნენ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილებას, თუ ეჭვმიტანილი შეიარაღებული შავკანიანი იყო, ვიდრე, როცა ამ როლში შეიარაღებული თეთრკანიანი ევლინებოდათ.
Using a realistic video game, in which participants had to make immediate decisions whether to shoot a suspect, the researchers found that participants were quicker to shoot at armed black suspects than at armed white suspects.
8689.
სოციალური ცხოველი | თავი 7
გარდა ამისა, ცეცხლს უფრო სწრაფად უხსნიდნენ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ მობილური ტელეფონი ეჭირა ხელში, თუ ეს ადამიანი შავკანიანი იყო.
They also shot more quickly at a man who was merely holding a cell phone if the man was black rather than white.
8690.
სოციალური ცხოველი | თავი 7
საინტერესოა, რომ ეს შედეგები ერთნაირად მძლავრი იყო, როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი მონაწილეების შემთხვევაში.
Interestingly, the results were just as strong among black participants as among white participants.
8691.
სოციალური ცხოველი | თავი 7
როცა რიგით მოქალაქეს აქვს სტერეოტიპი, რომ შავკანიანები მოძალადეები არიან, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თუ ეს რიგითი ადამიანი აღმოჩნდა, რომ პოლიციელიც არის, მაშინ შედეგები შეიძლება, ტრაგიკული იყოს.
If an ordinary citizen holds the stereotype that blacks are violent, it is unfortunate but if that ordinary person happens to be a police officer, the results can be tragic.
8692.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ხოლო თუ კარგად ჩაცმულ შავკანიანს იდენტურ ვითარებაში დაინახავს, მიდრეკილი იქნება, ამ კაცის შესახებ შემდეგი დასკვნა გამოიტანოს: ის უმუშევარია, ეს კი მისტერ ფანატიკოსს, სავარაუდოდ, ძალიან გააჯავრებს, რადგან იფიქრებს, რომ მისი შრომითა და ოფლით ნაშოვნი ფული იბეგრება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უმაქნისი, უხეირო ადამიანი სოციალური კეთილდღეობით უზრუნველყოს, რათა მერე ის ადგეს და ძვირფასი ტანსაცმელები იყიდოს.
If he sees a well-dressed black man doing the same thing, he is apt to leap to the conclusion that the man is unemployed—and Mr. Bigot is likely to become infuriated because he assumes his own hard-earned money is being taxed to pay that shiftless, good-for-nothing enough in welfare subsidies to keep him in fancy clothes.
8693.
სოციალური ცხოველი | თავი 7
თვით-აღსრულებადი წინასწარმეტყველებები ყოველდღიურად ჩვენ ათასგვარ ადამიანებთან გვიწევს ურთიერთქმედება – კაცებთან, ქალებთან, ახალგაზრდებთან, ასაკოვან ადამიანებთან, გეი კაცებთან, ლესბოსელებთან, მსუქან ადამიანებთან, გამხდარ ადამიანებთან, მუსულმანებთან, კათოლიკეებთან, ებრაელებთან და ა.შ.
Self-Fulfilling Prophecies We interact with all kinds of people every day—men, women, young people, old people, blacks, whites, Asians, Latinos, heterosexuals, gay men and lesbians, fat people, thin people, Muslims, Catholics, Jews, and so on.
8694.
სოციალური ცხოველი | თავი 7
თუ ადამიანებს ქალების შესახებ აქვთ სტერეოტიპი, რომ მათ მათემატიკა არ ეხერხებათ და ზედმეტად ემოციურები არიან ან შავკანიანები ზარმაცი და სულელი ადამიანები ჰგონიათ, მაშინ მათ, შესაძლოა, ამ სტერეოტიპების ადეკვატურად მოექცნენ და უნებურად ამ სტერეოტიპებთან დაკავშირებული ქცევებისა თუ მახასიათებლების პროვოცირება მოახდინონ.
If people hold stereotypes of women as math challenged and overemotional, or of blacks as lazy and stupid, they may treat them as such and inadvertently create the very behaviors or characteristics associated with these stereotypes.
8695.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მოდით, ერთ მეტად ნიშანდობლივ მაგალითზე განვიხილოთ: მარტივად რომ ვთქვათ, კოლეჯში, შავკანიან და თეთრკანიან სტუდენტებს შორის აკადემიური წარმატების თვალსაზრისით არის სხვაობა.
Let us highlight one striking example: Put simply, among college students, there is an academic performance gap between blacks and whites.
8696.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მართალია, ამ ფენომენს მრავალი შესაძლო ისტორიული და სოციალური ახსნა აქვს, მაგრამ კლოდ სტილმა და ჯოშუა არონსონმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს შესაძლო მიზეზები ვერ იქნება იმ ფაქტზე პასუხისმგებელი, რომ შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის აკადემიურ მოსწრებაში სხვაობა თანაბრად საგრძნობია მაშინ, როცა სტუდენტები კარგად ემზადებიან (როგორც ეს წინარე ნიშნებითა და ტესტის ქულებით არის დადგენილი) და მაშინ, როცა ისინი ცუდად ემზადებიან.
Although there are many possible historical and societal explanations for this phenomenon, Claude Steele and Joshua Aronson have argued that they cannot account for the fact that the gap in school achievement between blacks and whites is as great for students with high preparation (as measured by earlier grades and test scores) as it is for those with low preparation.
8697.
სოციალური ცხოველი | თავი 7
რაღაც სხვას უნდა ჰქონდეს აქ ადგილი, რაც ჭკვიან, მოტივირებულ და კარგად მომზადებულ შავკანიან სტუდენტებს ხელს უშლის იმავე უნარებისა და მომზადების დონის მქონე თეთრკანიანი სტუდენტებივით კარგი შედეგი აჩვენონ.
Something else seems to be happening that keeps even bright, motivated, and well-prepared black students from performing as well as white students at the same level of ability and preparation.
8698.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამ პრობლემის შესწავლის დროს, სტილმა და არონსონმა ივარაუდეს, რომ მთავარი პასუხისმგებელი ფაქტორი მოიცავს შავკანიან სტუდენტთა წინასწარ შიშს, რომ მათ, თავისი ქცევით, შესაძლოა, დაადასტურონ არსებული ნეგატიური სტერეოტიპი შავკანიანთა „ინტელექტუალურ ნაკლოვანებებზე“.
In researching this problem, Steele and Aronson reasoned that a major contributing factor might involve apprehensiveness among black students about confirming the existing negative stereotype of “intellectual inferiority”.
8699.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მაგრამ შავკანიან სტუდენტებზე ძალიან იმოქმედა იმან, თუ როგორ იყო ტესტი დახასიათებული: სიტუაციის შეფასებითი ბუნება მათ გონებაში სტერეოტიპებს ააქტიურებდა, მათ შფოთვას აძლიერებდა და შესაბამისად, ორჯერ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ ტესტის გამოყენება მათ შესაფასებლად არ ხდებოდა.
However, black students were highly affected by the way the test was described: The evaluative nature of the situation activated stereotypes in their minds and made them anxious and they performed about half as well as those led to believe the test was not being used to evaluate them.
8700.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ეგზოტიკური სიტუაცია, რომელშიც თეთრკანიანი ელექტროტექნიკის სტუდენტები ჩააყენეს ,ანუ ეს არასახარბიელო შედარება სავარაუდოდ უპირატეს ჯგუფთან, შავკანიანებისა და ლათინოსებისთვის ჩვეული ამბავია: ინტეგრირებულ აკადემიურ ინსტიტუციებში, მათ ყოველდღიურად უწევთ მსგავს შედარებებში მონაწილეობის მიღება.
The exotic situation imposed upon the white engineering majors, an unflattering comparison with a supposedly superior group, is commonplace for blacks and Latinos, they contend daily with such comparisons in any integrated academic setting.