ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8901.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
ჰილბერტი ფიქრობდა, რომ ასეა; სხვები ფიქრობდნენ, რომ − არა; კიდევ სხვები ფიქრობდნენ, რომ ეს კითხვა უაზროა, თუკი ინტუიციური დასაბუთების ცნება არ შეიცვლება ცალკეულ სისტემაში ფორმალური დასაბუთების ცნებით.
Hilbert thought so; others have thought not; still others have thought the question unintelligible unless the notion of intuitive proof is replaced by that of formal proof in a single system.
8902.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
ჯერ ერთი, მართალია, ჩვენ შეიძლება ვცადოთ სამყაროს აღწერა მოლეკულების დონეზე, მაგრამ არაფერია არასწორი მის აღწერაში უფრო მსხვილი არსებების დონეზე: დებულება, რომ ეს მაგიდა შეიძლება სხვა ოთახში ყოფილიყო მოთავსებული, სრულყოფილად წესიერი დებულებაა თავისთავად, როგორც ასეთი, არ გვჭირდება მოლეკულების ან, თუნდაც, მაგიდის უფრო მსხვილი ნაწილების დონეზე აღწერის გამოყენება, თუმცა შეგვიძლია ასე მოვიქცეთ.
First, although we can try to describe the world in terms of molecules, there is no impropriety in describing it in terms of grosser entities: the statement that this table might have been placed in another room is perfectly proper, in and of itself We need not llse the description in terms of molecules, or even grosser parts of the table, though we may.
8903.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
უფრო მნიშვნელოვანია, რომ მაშინაც კი, როცა შეგვიძლია ობიექტის შესახებ კითხვების შენაცვლება მისი ნაწილების შესახებ კითხვებით, არ გვჭირდება ამის გაკეთება.
Most important, even when we can replace questions about an object by questions about its parts, we need not do so.
8904.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
თითქმის უეჭველია, რომ ფრეგეს და რასელს ჰქონდათ სრულფასოვანი თეორია, რომლის თანახმად საკუთარი სახელი არ არის ხისტი აღმნიშვნელი და სინონიმურია დესკრიფციისა, რომლითაც შეიძლება მისი შენაცვლება.
Frege and Russell certainly seem to have the full blown theory according to which a proper name is not a rigid designator and is synonymous with the description which replaced it.
8905.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
როგორც ვთქვი, თავის ზოგიერთ ნაშრომში ამის მსგავს ანალიზს გვთავაზობს რასელიც.
As I have said, Russell in some places gives a similar analysis.
8906.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
ჩემთვის არისტოტელეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები მის ფილოსოფიურ მოღვაწეობას უკავშირდება, ხოლო ჰიტლერისა პოლიტიკაში მის პირსისხლიან როლს, როგორც ვთქვი, შეიძლება არც ერთ მათგანს საერთოდ არ ჰქონოდა ეს თვისებები.
To me Aristotle's most important properties consist in his philosophical work, and Hitler's in his murderous political role, both, as I have said, might have lacked these properties altogether.
8907.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
იქნებ, სინამდვილეში რეფერენცია საერთოდ არ ხორციელდება, რადგან ბოლოს და ბოლოს, რეალურად ჩვენ სულაც არ ვიცით, მართლა სრულდება თუ არა რომელიმე იმ თვისებებიდან, რომელთაც ჩვენ ადამიანის იდენტიფიცირებისთვის ვიყენებთ.
Maybe reference doesn't really take place at all, because after all, we don't really know that any of the properties we use to identify the man are right.
8908.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
მოსაუბრე, რომელიც ამ ჯაჭვის შორეულ ბოლოსთანაა, ვისაც, ვთქვათ, რიჩარდ ფეინმანის შესახებ სავაჭრო ცენტრში ან სხვაგან გაუგია, შეიძლება რიჩარდ ფეინმანზე რეფერირებდეს, თუნდაც არ ახსოვდეს, ვისგან გაიგო პირველად ფეინმანის შესახებ, ან, საერთოდაც, ვისგან სმენია ოდესმე ფეინმანის შესახებ.
A speaker who is on the far end of this chain, who has heard about, say Richard Feynman, in the market place or elsewhere, may be referring to Richard Feynman even though he can't remember from whom he first heard of Feynman or from whom he ever heard of Feynman.
8909.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
რის შემოთავაზებასაც მე ვცდილობ, არის უკეთესი სურათი − სურათი, რომელიც, თუ მას მეტად შევავსებთ დეტალებით, შესაძლებელია ისე დაიხვეწოს, რომ რეფერენციის განხორციელების უფრო ზუსტი პირობები მოგვცეს.
What I am trying to present is a better picture-a picture which, if more details were to be filled in, might be refmed so as to give more exact conditions for reference to take place.
8910.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
თეორიის უხეში ფორმულირება შეიძლება ასეთი იყოს: ხდება საწყისი „მონათვლა“.
A rough statement of a theory might be the following: An initial 'baptism' takes place.
8911.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
თუ ცოტა მეტი სიფრთხილე გვინდა, შეგვიძლია, დებულება „ჰესპეროსი არის ფოსფოროსი“ შევცვალოთ პირობითი დებულებით „თუ ჰესპეროსი არსებობს, მაშინ ჰესპეროსი არის ფოსფოროსი“ და, მეტი სიფრთხილის გამო, მხოლოდ ეს უკანასკნელი მივიჩნიოთ აუცილებლად.
If we wish to be somewhat more careful, we could replace the statement 'Hesperus is Phosphorus' by the conditional, 'If Hesperus exists then Hesperus is Phosphorus', cautiously taking only the latter to be necessary.
8912.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ამის გამო ზოგიერთმა შეიძლება მაშინვე იფიქროს, რომ სინამდვილეში ლითონის ორ ცნებასთან გვაქვს საქმე, რომელთაგან ერთი ფენომენოლოგიურია, ხოლო მეორე მეცნიერული, რომელიც მომავალში დაიკავებს პირველის ადგილს.
This may make some people think right away that there are really two concepts of metal operating here, a phenomenological one and a scientific one which then replaces it.
8913.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
მეტიც, შეიძლება არსებობდეს ნივთიერება, რომელსაც აქვს ყველა ის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელთაც ჩვენ ჩვეულებრივ ოქროს მივაწერდით და რომელთაც ოქროს იდენტიფიკაციისთვის ვიყენებდით უწინარეს ყოვლისა, მაგრამ რომელიც არ არის იმავე სახის საგანი, არ არის იგივე ნივთიერება.
Further, there might be a substance which has all the identifying marks we commonly attributed to gold and used to identify it in the first place, but which is not the same kind of thing, which is not the same substance.
8914.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ეს, ჩემი აზრით, ასეა არა იმიტომ, რომ, როგორც ზოგიერთი იტყოდა, ვეფხვის ძველი ცნება შეიცვალა ახალი მეცნიერული დეფინიციით.
Now this, I think, is not because, as some people would say, the old concept of tiger has been replaced by a new scientific definition.
8915.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
დავუშვათ, რომ ყველა ის საბადო, რომელიც ახლა რეალურად შეიცავს ოქროს, სანაცვლოდ შეიცავს პირიტს, ან რაღაც სხვა ნივთიერებას, რომელიც ოქროს ზედაპირულ თვისებებს იმეორებს, მაგრამ არ აქვს მისი ატომური სტრუქტურა.
Suppose that all the areas which actually contain gold now, contained pyrites instead, or some other substance which counterfeited the superficial properties of gold but lacked its atomic structure.
8916.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
არ უნდა ვთქვათ, რომ ის მაინც ოქრო იქნებოდა ამ შესაძლო სამყაროში, თუმცა მაშინ ოქროს ატომური ნომერი არ იქნებოდა 79.
We should not say that it would still be gold in this possible world, though gold would then lack the atomic number 79.
8917.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
წარმოიდგინეთ კონტრფაქტობრივი სიტუაცია, რომელშიც ამ არსებების − ამ ცხოველების − ნაცვლად, ფაქტობრივად, გვყავს პატარა დემონები, რომელთაც, მოახლოებისას, მართლა ცუდი იღბალი მოაქვთ ჩვენთვის.
Consider the counterfactual situation in which in place of these creatures-these animals-we have in fact little demons which when they approached us brought bad luck indeed.
8918.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
უფრო გვიანდელი ფილოსოფია ამ კვალს გაჰყვა, იმ განსხვავებით, რომ საკუთარი სახელებისა და ბუნებრივი გვარების აღმნიშვნელი სიტყვების შემთხვევაში, ხშირად, განმსაზღვრელი თვისებების ცნება ჩანაცვლებულია თვისებათა კლასტერის ცნებით, რომელთაგანაც მხოლოდ ზოგიერთი უნდა სრულდებოდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
More recent philosophy has followed suit, except that, in the case of both proper names and natural kind terms, it often replaces the notion of defining properties by that of a cluster of properties, only some of which need to be satisfied in each particular case.
8919.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
მომდევნო პერიოდის თეორეტიკოსები ფრეგეს და რასელს მისდევენ და მათ თვალსაზრისში მხოლოდ ერთი ცვლილება შეაქვთ: საზრისის, როგორც თვისებების კონკრეტული კონიუნქციით მოცემულის, გაგებას ცვლიან საზრისის გაგებით, როგორც მოცემულია თვისებების „კლასტერით“, რომელთაგანაც მხოლოდ საკმაო რაოდენობა უნდა სრულდებოდეს.
More recent theorists have followed Frege and Russell, modi fying their views only by replacing the notion of a sense as given by a particular conjunction of properties with that of a sense as given by a 'cluster' of properties, only enough of which need apply.
8920.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
მესამე: ბუნებრივი გვარების შემთხვევაში გარკვეული თვისებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, უხეშად მაინც ახასიათებს გვარს და სრულდება საწყისი ნიმუშებისთვის, გამოიყენება იმისათვის, რომ გვარს მივაკუთვნოთ ახალი ნივთები, რომლებიც არ მიეკუთვნება საწყისი ნიმუშების სიმრავლეს.
Third, in the case of natural kinds, certain properties, believed to be at least roughly characteristic of the kind and believed to apply to the original sample, are used to place new items, outside the original sample, in the kind.