ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
881.
აველუმი | თავი XII
ახლა ამან შეაწუხა და - ძალიან კარგად ვარო - თქვა ხმამაღლა, უფრო ღრმად რომ არ ჩაფლულიყო ამ ახალ საგონებელში, და ხაზგასმული გულისხმიერებით გააყოლა თვალი სტიუარდესას ჯიშიან ფეხებს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, მიწის არსებობას ადასტურებდნენ აქ, ღრუბლებს ზემოთ, სულეთში, საკუთარი ძრავების ყრუ გუგუნს მიყურადებულ თვითმფრინავში.
Now she worried him and he spoke loudly, "I’m feeling very well", so as not to sink deeper into new thoughts, and with obvious interest inspected the cabin attendant’s well-bred legs, which proved above all the existence of the earth up here in the clouds, in Elysium, in a plane eavesdropping on the muffled roar of its own engines.
882.
აველუმი | თავი XI
თავისთავად ცხადია, საკუთარ პირის ღრუში, კბილებს შორის, ენის წვერით მოსინჯული ღრიჭო გაცილებით დიდი გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია, მაგრამ თუნდაც მარტო ჩვენ ვიცოდეთ ამის შესახებ, აშკარად არსებობს და, ადვილი შესაძლებელია, კიდევ უფრო გაიზარდოს.
A crevice that we feel between our teeth with the tip of our tongue naturally seems far larger than it really is; but even if we alone know about it, it clearly exists and can easily get bigger.
883.
აველუმი | თავი XI
მათი სახელოვანი წინაპარი, შემცბარი და ნირწამხდარი, უკვე უნებლიეთ, უაზროდ იმეორებს, ესა და ესა ვარ, ამისა და ამის შემქმნელიო, და თავადაც დაეჭვებულია, თავადაც უჭირს დაჯერება, მართლა რომ არსებობს, ანდა მართლა რომ არსებობდა ოდესღაც.
Their famous ancestor, aghast and abashed, now senselessly, automatically repeats, "I’m this and that, the creator of this and that", then suddenly doubts, has trouble believing that he even exists, or ever did.
884.
აველუმი | თავი XI
კი ბატონო, ასე იყოს, მაგრამ უაფხაზეთოდ არც საქართველო არსებობს.
That’s all very well, so be it, but without Abkhazia Georgia doesn’t exist, either.
885.
აველუმი | თავი XI
სისტემათა ბრძოლა კი შეწყდა (თუნდაც, დროებით), მაგრამ არსებობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა.
The battle of systems is over (if only temporarily), but the struggle for existence has got even harsher.
886.
აველუმი | თავი XI
როგორც არ უნდა გაგიკვირდეს, მოცლილო მკითხველო, ბოროტების იმპერიას ზოგიერთთა „უმოქმედობისა“ და „დუმილისა“ უფრო ეშინოდა, ვიდრე იმ „გამბედავი“, „თავზეხელაღებული“ ოპონენტების ლეგიონისა, ხმამაღლა, საქვეყნოდ, კრებებსა თუ სესიებზე, კონფერენციებსა თუ ყრილობებზე (რომლებსაც, ცხადია, თავად იმპერია წარმართავდა), „გულწრფელად“, „უანგაროდ“ რომ ამხელდნენ და აქიაქებდნენ არსებული წეს-წყობილების „ზოგიერთ ჩრდილოვან მხარეებს“.
However amazing it is to you, idle reader, the Empire of Evil was more afraid of some people’s "inertia" and "silence" than of the "daring", "reckless" legion of opponents, who loudly, publicly, at meetings and sessions, at conferences or gatherings (all, of course, run by the Empire), "sincerely", "selflessly" exposed and dispersed "certain shady sides" of the existing order.
887.
აველუმი | თავი XI
უპირველეს ყოვლისა, არსებული ხელისუფლების, მისი უფლებამოსილების აღიარებას ნიშნავდა ისევ, როცა ზოგიერთთა დაუოკებელი „უმოქმედობა“ და ჩაუხშობელი „დუმილი“ სწორედ არსებული წეს-წყობილების შეგნებულად არშემჩნევა, არცნობა, არმიღება იყო და სხვა არაფერი.
Firstly, this meant recognizing the rightfulness of the existing state, whereas the unbridled "inertia" and intransigent "silence" of some people was in fact a deliberate nonrecognition, non-acknowledgement, non-acceptance of the existing order.
888.
აველუმი | თავი XI
ეტყობა, ყვავილებმა თავიანთი ნაზი, გულუბრყვილო ღეროებით შეიწოვეს და „დააკონსერვეს“ ის საიდუმლო, დაუდგენელი ნივთიერება, რომელიც არათუ არსებობდა ჩვენს სინამდვილეში, არამედ კვლავინდებურად ამართლებდა თავის პირვანდელ დანიშნულებას, მიუხედავად ტრაგედიის მიზეზთა და შედეგთა გამომკვლევი კომისიების უშედეგო ძიებებისა.
Apparently, the flowers’ tender, naïve stems had sucked up and "preserved" the secret unidentified substance which existed not only in our reality, but was again carrying out its original purpose, despite the inconclusive inquiry of the investigatory commission into the cause and consequences of the tragedy.
889.
აველუმი | თავი XI
ამისათვის არსებობს საერთოდ „ცაიერადიც“.
That’s what Downpour exists for.
890.
აველუმი | თავი XI
ევროპული თავაზიანობით ელოდებოდა, როდის გაბედავდა მამამისი და როდის აღიარებდა სახალხოდ, - დიახ, ნამდვილად არსებობს, ხელებიც ნორმალური აქვს, ტან-ფეხიც და, რაც მთავარია, ნამდვილად ჩემი სისხლი და ხორციაო.
With European politeness waited for her father to have the courage to announce publicly, "Yes, she really exists, she has normal arms, legs and body and, what’s important, she really is my flesh and blood".
891.
აველუმი | თავი X
ერთი მელოტი იყო (ან სამართებლით ჰქონდა თავი გადაპარსული, თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა თბილისმა „შესანიშნავი შვიდეულის“ არსებობა), მეორეს კი მუქი ფერის ფეტრის შლიაპა ეხურა რატომღაც.
One was bald (or he’d shaved his head with a razor, although Tbilisi was not yet aware of the existence of The Magnificent Seven), the other was wearing, for some reason, a darkcoloured felt hat.
892.
აველუმი | თავი X
ძიება არარსებულის, არყოფილის დანატოვარი კვალისა; გაუთავებელი წვნევა და შეფერება ჩაუდენელი დანაშაულის შედეგებისა თუ ამაო მცდელობა განცდილის განმეორებისა.
Searching for non-existent traces of what had never been; all the detailed investigation of the consequences of a crime that was never committed; the vain attempts to repeat experiences.
893.
აველუმი | თავი IX
შენ და შენი შვილი ერთ ჭერქვეშ კი ცხოვრობდით თითქოს, მაგრამ სულ ერთმანეთს დაეძებდით ამაოდ, რადგან სწორედ ეს არის, ამას გულისხმობს არსი ლაბირინთისა - განუყოფლის გაყოფას, არსებულის უარყოფას და განუწყვეტელ, გაუთავებელ წანწალს არარსებულისკენ.
While you and your child apparently lived under the same roof, you sought each other in vain, for this is what the essence of the labyrinth means: separating the inseparable; making the existent non-existent; tottering non-stop, endlessly towards non-existence.
894.
აველუმი | თავი IX
ხოლო, რაკი გამონაკლისი არსებობს, შეიძლება როდისმე წესადაც იქცეს, ანუ, ყველამ ის აკეთოს მხოლოდ, რაც თავად მიაჩნია სწორად, რაც კი არ დაავალეს, თავად დაივალა.
But since exceptions exist, it’s possible that eventually they may become the rule, that everyone may do what they themselves consider right, not what they are obliged to do, but what they have themselves undertaken to do.
895.
აველუმი | თავი IX
ანდა, მარადიულობა მხოლოდ სიმბოლოების სახით არსებობს.
Or, eternity exists only as symbols.
896.
აველუმი | თავი IX
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ერთის სიმტკიცე განაპირობებდა მეორის სიმტკიცესაც, ერთის სიცოცხლისუნარიანობა მეორესაც სასიცოცხლოდ აღაგზნებდა მხოლოდ და ერთის სიკვდილი მეორის სიკვდილსაც გულისხმობდა თავისთავად, ოღონდ იმიტომ კი არა, ერთმანეთზე რომ ამოსდიოდათ მზე და მთვარე, განუწყვეტლივ ნერწყვს რომ უღებდნენ ერთმანეთს პირიდან, გაძლება რომ არ შეეძლოთ უერთმანეთოდ, არამედ იმიტომ, უერთმანეთოდ, უბრალოდ, აზრიც რომ აღარ ექნებოდა მათ არსებობას, რაკი ორივეს მიზანიცა და მისწრაფებაც მეორის მოსპობა იყო სწორედ.
However monstrous it may seem to you, the strength of the former determined the strength of the latter, the viability of the former kept the latter alive, and just the death of the former would imply the death of the latter, not because the same sun and moon rose and fell over both, or they were constantly taking the saliva from each other’s mouth, or they couldn’t bear to live without each other, but because there simply was no sense going on existing without each other, since the purpose and aspiration of both empires happened to be mutual destruction.
897.
აველუმი | თავი VIII
ამას უაზრო, უზნეო, სამარცხვინო, ყოვლადგაუმართლებელი სიგიჟე მოჰყვება მხოლოდ, ანუ, წინ და უკან ფრენა გალიაში, ერთი ჩამოსკინტლული ხარიხიდან მეორემდე - განუწყვეტელი, მაგრამ ყოველთვის მოუმზადებელი, სახელდახელო, გულს აყოლილი, ვარაუდზე დაფუძნებული და ამიტომაც წინასწარვე განწირული ექსპედიციები გაუფასურებული, უგულებელყოფილი, ათვალწუნებული, გამოუსადეგარი და ლამის საერთოდ არც არსებული გრძნობის აღმოსაჩენად.
This is followed by pointless, depraved, shameful, quite unjustifiable madness, flying round and round a cage, from one bird-shit covered perch to another, constant expeditions, but never prepared, always on the spur of the moment, based on assumptions and therefore doomed to be a waste of time, meant to revive devalued, spurned, unfit and almost non-existent feelings.
898.
აველუმი | თავი VII
ასე და ამგვარად, ნელ-ნელა, თანდათანობით, ყლუპიდან ყლუპამდე, ცდილობს განეწყოს ფრანსუაზას გასაგებად და საკუთარი არსებობის მოსათმენად.
In this way, gradually, sip by sip, he tries to get into the right frame of mind to understand Françoise and to endure his own existence.
899.
აველუმი | თავი VII
ეს ის დროა სწორედ, როდესაც ტელეგრაფში ყველას დაამახსოვრა თავი (რაც მერე სონიასთან დაკავშირებითაც განმეორდა).
It was at this time that he used the post and telegraph office to remind everyone of his existence (this happened again when Sonia surfaced).
900.
აველუმი | თავი VII
უმალ ეგუებოდა ამგვარ უსამართლობას, ვიდრე უჯანყდებოდა, რაკი სამუდამო პატიმრობა არა მარტო ამა თუ იმ რეჟიმს მიესაჯა მისთთვის, არამედ ყველასა და ყველაფერს, რაც მის არსებობას განაპირობებდა და რაც მისი მეშვეობით არსებობდა, რაც საერთოდ არსებობდა, უიმისოდაც, და მის მერეც იარსებებდა, რასაც სული ედგა, სახე ჰქონდა.
He accepted, rather than rebelled against such injustice, because it wasn’t just a government that had sentenced him to life imprisonment but everybody and everything which determined his existence and which existed thanks to him, which existed anyway, without him and would go on existing after him, which had a soul, a face.