ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9481.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
მართლაც, რაციონალურ აგენტებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სახის გრძნობა პიროვნებათა მიმართ და მიჯაჭვულობა ერთობებისა თუ ადგილების მიმართ, მაგალითად, უყვარდეთ ქვეყანა და ბუნება.
Indeed, rational agents may have all kinds of affections for persons and attachments to communities and places, including love of country and of nature.
9482.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
ის, რაც აკლიათ რაციონალურ აგენტებს, ესაა მორალური მგრძნობელობის ერთი ფორმა, კერძოდ, სურვილი, ჩაერთონ სამართლიან თანამშრომლობაში.
What rational agents lack is the particular form of moral sensibility that underlies the desire to engage in fair cooperation.
9483.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
თუ აგენტები მხოლოდ რაციონალურნი იქნებოდნენ, არ ექნებოდათ სამართლიანობის განცდა და ვერ გააცნობიერებდნენ, რომ სხვებსაც შეიძლება ჰქონდეთ დამოუკიდებელი და მართებული მოთხოვნები.
Merely rational agents lack a sense of justice and fail to recognize the independent validity of the claims of others.
9484.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
მხოლოდ ფილოსოფიაში ან იმ დისციპლინაში, რომელშიც რაციონალურს დიდი ადგილი უკავია (ვთქვათ, ეკონომიკაში ან სოციალური არჩევანის თეორიაში), შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ აუცილებელია გონივრულის რაციონალურიდან გამოყვანა.
Only as a result of philosophy, or a subject in which the rational has a large place (as in economics or social decision theory), would anyone think it necessary to derive the reasonable from the rational.
9485.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
როგორც რაციონალურმა არსებებმა, ჩვენი მიზნები უნდა დავაბალანსოთ და განვსაზღვროთ მათი შესაბამისი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში; არადა, სწორედ მაშინ, როცა გვინდა სწორად, რაციონალურად ვიმსჯელოთ, მთავარ სიძნელეს ვაწყდებით.
As rational we have to balance our various ends and estimate their appropriate place in our way of life; and doing this confronts us with grave difficulties in making correct judgments of rationality.
9486.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
ეს იმიტომაა ასე, რომ, გონივრული პლურალიზმის პირობებში, დემოკრატიული საზოგადოების საჯარო კულტურას არ გააჩნია დასაბუთების საზოგადო და აღიარებული მეთოდი, რომელსაც ყოვლისმომცველ დოქტრინებზე გამოიყენებდა.
This is because, given the fact of reasonable pluralism, a public and shared basis of justification that applies to comprehensive doctrines is lacking in the public culture of a democratic society.
9487.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
ჩვენი აზრით, როცა ასე არ იქცევიან, საკუთარი თავის პატივისცემას კარგავენ და ხასიათის სისუსტეს ავლენენ.
We think they show a lack of self-respect and weakness of character in not doing so.
9488.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
პიროვნების ის თვისებები, რომლებიც კავშირშია მათ სოციალურ მდგომარეობასთან, ბუნებრივ მონაცემებთან, ბიოგრაფიასთან და, ასევე, სიკეთის შესახებ მათი წარმოდგენების შინაარსთან − პოლიტიკის ენაზე რომ ვთქვათ − არარელევანტურია, და, მაშასადამე, არცოდნის საბურვლის მიღმა უნდა გავიტანოთ.
Features relating to social position, native endowment, and historical accident, as well as to the content of persons’ determinate conceptions of the good, are irrelevant, politically speaking, and hence placed behind the veil of ignorance.
9489.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
მართალია, კონსტრუქტივისტულ თვალსაზრისებს სრულიად ლეგიტიმური ადგილი უჭირავს მორალისა და პოლიტიკის ფილოსოფიაში, გარკვეულწილად, ისინი მაინც ენათესავებიან მათემატიკის ფილოსოფიის კონსტრუქტივისტულ იდეებს.
While constructivist views have a legitimate place within moral and political philosophy, they also have some affinity with constructivist ideas in the philosophy of mathematics.
9490.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
ერთმანეთისაგან რიცხვები განსხვავდება ამ წესით აგებულ მიმდევრობაში მათივე ადგილით.
Different numbers are distinguished by their place in the series thus generated.
9491.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
საზოგადოებისა და პიროვნების შესახებ კონცეფციების გარეშე უფლებებისა და სიკეთის შესახებ კონცეფციები ვერ გვექნება.
Without the ideas of society and person, conceptions of the right and the good have no place.
9492.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
კონსტრუქტივიზმს არ გააჩნია ჭეშმარიტების შესაფერისი კონცეფცია მორალური მსჯელობის შესაფასებლად.
Constructivism lacks a proper conception of the truth of moral judgments.
9493.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
ეს მოთხოვნა რომ არ არსებობდეს, არ იქნებოდა დასაბუთების საჯარო ბაზისიც.
Were this not required, a shared basis of public justification would be lacking.
9494.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
უთანხმოება დისკუსიაში მონაწილე პირების მხრიდან გონივრულობის, რაციონალობის ანდა ცნობიერების სიცხადის ნაკლებობამაც შეიძლება წარმოშვას.
Yet disagreement may also arise from a lack of reasonableness, or rationality, or conscientiousness of one or more of the persons involved.
9495.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
ამის მიუხედავად, როგორც ქვემოთ, §4-ში ვნახავთ, შეიძლება მთლიანად ვერც ავიცილოთ მინიშნება ჭეშმარიტების ნაკლულობაზე, მაშინაც კი, როცა კონსტიტუციის არსებით ელემენტებს ვიხილავთ.
However, as we see below in §4, there may be no way to avoid entirely implying its lack of truth, even when considering constitutional essentials.
9496.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
სამართლიანობა, როგორც პატიოსნება, ვერ იქნება გონივრული, ვიდრე მისაღები ფორმით − თითოეული მოქალაქის გონებაზე მიმართვით − ვერ მოიპოვებს მათ მხარდაჭერას, როგორც ეს ახსნილია მის საკუთარ ჩარჩოში.
Rather, justice as fairness is not reasonable in the first place unless in a suitable way it can win its support by addressing each citizen’s reason, as explained within its own framework.
9497.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
ძალაუფლების განაწილებასთან მიმართებით სტაბილურობა ვერ შენარჩუნდებოდა.
Stability with respect to the distribution of power is lacking.
9498.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
როცა საყოველთაო კონსენსუსი ამგვარად არის დახასიათებული, სამართლიანობას, როგორც პატიოსნებას, განსაკუთრებული როლი ექნება კონსენსუსის საფუძვლის განმსაზღვრელ კონცეფციათა შორის.
When overlapping consensus is characterized this way, the role of justice as fairness will have a special place within conceptions defining the focus of the consensus.
9499.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
ამ განსაკუთრებულ როლზე ქვემოთ ვისაუბრებ.
This special place I define below.
9500.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
რაც შეეხება სიღრმეს, როცა სახეზეა კონსტიტუციური კონსენსუსი, პოლიტიკური ჯგუფები უნდა შევიდნენ პოლიტიკური დისკუსიის საჯარო ფორუმზე და მიმართონ სხვა ჯგუფებს, რომლებიც არ იზიარებენ პირველთა ყოვლისმომცველ დოქტრინებს.
As for depth, once a constitutional consensus is in place, political groups must enter the public forum of political discussion and appeal to other groups who do not share their comprehensive doctrine.