ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9741.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
1862 წელს ტოლსტოიმ ცოლად სოფია (სონია) ბერსი, მოსკოვის კრემლის სასახლის ექიმის, ანდრეი ბერსის ქალიშვილი შეირთო, ჯვრისწერის ცერემონია კრემლის მიძინების ტაძარში ჩატარდა.
In 1862, Tolstoy married Sofya (Sonya) Behrs, the daughter of Dr Andrei Behrs, the house doctor of the Kremlin Palace in Moscow, in a ceremony at the Kremlin’s Cathedral of the Assumption.
9742.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
რუსულ არისტოკრატიაში შვილების გარიგებით დაქორწინება კიდევ დიდხანს გრძელდებოდა მას შემდეგ, რაც ევროპაში ოჯახების შექმნა მხოლოდ რომანტიკული მოტივებით დაიწყეს.
In the aristocracy arranged marriages remained the norm in Russia long after they had been replaced in Europe by romantic ones.
9743.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
კიტი მშობლების სახლიდან საოჯახო ხატის თანხლებით ეკლესიაში მიდის, სადაც ლევინი უნდა ელოდეს (რომელიც იგვიანებს, ისევე, როგორც ტოლსტოიმ დაიგვიანა საკუთარ ქორწილში, რადგან მსახურმა ცერემონიისთვის მომზადებული პერანგი ვერ იპოვა).
Kitty leaves her parents’ house and travels with the family icon to the church to meet Levin (who is late, as Tolstoy was at his own wedding, because his man servant had misplaced his shirt).
9744.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
გლეხის ცხოვრება ესთეტიკურ სიამოვნებებს – მუსიკას, თეატრს, ჟურნალების კითხვას მოკლებულია და ბუნებრივია, ეს დანაკლისი რამენაირად უნდა შეივსოს.
Peasant life lacks aesthetic pleasures – music, theatres, magazines and naturally this gap has to be filled somehow.
9745.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
მაგალითად, როცა შეიტყო, რომ საავადმყოფოებიდან გაწერილი ღარიბები სათანადო მოვლის უქონლობის გამო შინ იხოცებოდნენ, ეჟოვთან, ყოველდღიური გამოცემის „ნოვოე ვრემიას“ ცნობილ მემარჯვენე ჟურნალისტთან წერილი აფრინა, რომელშიც სწერდა, რომ რაკი ღარიბი ადამიანების გალოთებას და გამეძავებას სწორედ მდიდრები უწყობენ ხელს, მათი ჯანმრთელობის აღსადგენი ხარჯებიც მდიდრებს უნდა დაჰკისრებოდათ.
For example, on learning that the poor discharged from hospital were dying for lack of proper aftercare, Chekhov delivered a tirade to Yezhov, a well-known columnist for the rightwing daily Novoe vremia, in which he maintained that, since the rich got richer by turning the poor peasants into drunks and whores, they should be made to meet the costs of their health care.
9746.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
ნოველაში „სოფელი“ მოქმედება 1905 წელს, სოფელ დურნოვოში ხდება.
The Village is set in 1905 in a place called Durnovo.
9747.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
დურნოვოში თითქმის არაფერი ხდება.
Nothing much takes place in Durnovo.
9748.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
„ღმერთო, რასა ჰგავს აქაურობა! საპყრობილეა!“ – ამბობს იგი ერთგან.
‘God, what a place! It’s a prison!’ - he concludes.
9749.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
იგივე ხდებოდა ტალაშკინოს საფეიქრო სახელოსნოებში, რომლებიც 1898 წელს კნიაგინია მარია ტენიშევამ სმოლენსკში, საკუთარ მამულში დააარსა.
The same change took place at the textile workshops of Talashkino, established by Princess Maria Tenisheva on her estate in Smolensk in 1898.
9750.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
რევოლუციურ 1905 წელს დიაგილევმა მეთვრამეტე საუკუნის რუსული პორტრეტის გამოფენა მოაწყო, ექსპოზიცია ტავრიდის სასახლეში განთავსდა, რომელშიც მალე დუმა, შემდეგ კი პეტროგრადის საბჭო დაიდებს ბინას.
In the revolutionary year of 1905, Diaghilev mounted an exhibition of eighteenthcentury Russian portraits in the Tauride Palace, shortly to become the home of the Duma and the Petrograd Soviet.
9751.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
თუმცა რუსეთის ზოგიერთ ნაწილში ეს ჩვეულება შემდეგი რიტუალით იყო ჩანაცვლებული: გლეხები ლამაზ გოგონას ტანისამოსს ხდიდნენ, ტანზე მცენარეებისგან დაწნულ გირლანდებს ახვევდნენ (ასე გამოიყურებოდა იარილო ხალხის წარმოდგენაში), ცხენზე სვამდნენ და მინდორ-მინდორ დაატარებდნენ, სოფლის უხუცესი წევრები კი თვალს ადევნებდნენ.
But in parts of Russia this custom had been replaced by a ritual that involved a beautiful maiden: the peasant would strip the young girl naked, dress her up in garlands (as Yarilo was pictured in the folk imagination), put her on a horse, and lead her through the fields as the village elders watched.
9752.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
ორი მსოფლიო ომის შუა პერიოდის პარიზის კოსმოპოლიტური კულტურის გავლენით, რომლის ატმოსფერო სტრავინსკისთვის ბუნებრივი გახდა და, ამასთან ერთად, საბჭოთა რეჟიმის დიდი სიძულვილის გამო კომპოზიტორს, ხალხის დასანახად, თავი შორს ეჭირა ყოველივე რუსულისგან, მაგრამ მის გულგრილობას დამაჯერებლობა აკლდა.
Immersed in the cosmopolitan culture of interwar Paris, and driven by his hatred of the Soviet regime, he made a public show of distancing himself from his Russian heritage, but his indifference lacked persuasiveness.
9753.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
ევრაზიანელთა წრეებში, რომლებთანაც სტრავინსკის პარიზში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, გავრცელებული იყო აზრი, თითქოს რუსი ხალხის განსაკუთრებული ძალა, თვისება, რომელიც მას დასავლური კულტურის ხალხებისგან გამოარჩევდა, კოლექტიური რიტუალებისა და ცხოვრების ფორმებისადმი პიროვნული ნების ნებაყოფლობით დაქვემდებარებაში მდგომარეობდა.
It was a commonplace in the Eurasian circles in which Stravinsky moved in Paris that the greatest strength of the Russian people, and the thing that set them apart from the people of the West, was their voluntary surrender of the individual will to collective rituals and forms of life.
9754.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
პიროვნულობის სუბლიმაცია იყო სწორედ ის თემა, რაც სტრავინსკის საკუთარ ბალეტში იზიდავდა – ამ თემას შესანიშნავად ესადაგებოდა გლეხური მუსიკა, რომელსაც იგი „კურთხეული გაზაფხულიდან“ მოყოლებული ქმნიდა.
This sublimation of the individual was precisely what had attracted Stravinsky to the subject of the ballet in the first place – it was a perfect vehicle for the sort of peasant music he had been composing since The Rite of Spring.
9755.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
თვით ეკლესიას წმინდა სინოდი მართავდა, 1721 წელს გაუქმებული საპატრიარქოს ჩასანაცვლებლად მეფის მიერ დანიშნული ორგანო, რომელიც რამდენიმე საერო და რამდენიმე სასულიერო პირისაგან შედგებოდა.
The Church itself was governed by the Holy Synod, a body of laymen and clergy appointed by the Tsar to replace the Patriarchate, which was abolished in 1721.
9756.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
რუსული ეკლესიის მისტიკური მიდგომის მეორე შედეგი ის იყო, რომ რიტუალსა და ხელოვნებას, ლიტურგიის ემოციურ თანაგანცდას, როგორც ღვთის სასუფეველში სულიერი შესვლის სიმბოლოს, უზარმაზარი დატვირთვა მიენიჭა.
The second consequence of this mystical approach was the burden that it placed on ritual and art, on the emotional experience of the liturgy, as a spiritual entry to the divine realm.
9757.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
ისეთებიც იყვნენ, ვინც დაუსრულებლად წინ და უკან მიმოდიოდა, თითქოს რაღაცას ეძებდა.
There were people scuttling from one place to another, and then hanging about as if they were looking for something.
9758.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
მოსმენილი ლოცვების ენერგიით აღივსო, ცოცხალ ორგანიზმად იქცა, უფლისა და კაცთა შეხვედრის ადგილად.
It was filled with the energy of all these prayers, become a living organism, a meeting place between the Lord and men.
9759.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
ხაზებისა და ფერების სადა ჰარმონიულობითა და „შებრუნებული პერსპექტივის“ (როცა ხაზები ერთმანეთს ნახატის წინ არსებულ წერტილში კვეთს) ოსტატური გამოყენებით, რაც, რუსეთის უდიდესი ხატთმცოდნის, ლეონიდ უსპენსკის სიტყვებით, „ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მოქმედება, რომელიც შენ თვალწინ ხდება, მიწიერი არსებობის კანონებს არ ემორჩილება“.
A simple harmony of line and colour and a captivating use of ‘inverse perspective’ (where lines seem to converge on a point in front of the picture) to draw the viewer into the picture space and to symbolize the fact, in the words of Russia’s greatest icon scholar Leonid Ouspensky, that ‘the action taking place before our eyes is outside the laws of earthly existence’.
9760.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
წინა ოთახიდან მცენარეები გაჰქონდათ და მათ ადგილას ხატის დასასვენებლად ხის ტახტს დგამდნენ.
The plants would be moved from the corner in the front room and a wooden divan put in their place, on which the icon could rest.