ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9941.
სისხლიანი სპორტი | თავი მეთექვსმეტე
ველური, ულმობელი, იმედგამომცლელი ადგილი იყო.
A wild, uncompromising, lonely place.
9942.
სისხლიანი სპორტი | თავი მეჩვიდმეტე
ნაქირავები შავი პატარა მანქანა და მისი საკუთარი ცისფერი „ფორდი“ სახელოსნოს ეზოში ერთმანეთის გვერდით იდგა.
The black saloon he had hired and his own blue Ford were both standing there in the forecourt.
9943.
სისხლიანი სპორტი | თავი მეჩვიდმეტე
ყველაზე უიმედოდ მიტოვებულ, უკაცრიელ ადგილას ვიყავით გაჩერებულები.
Of all hopeless, dangerous places for his van to break down.
9944.
სისხლიანი სპორტი | თავი მეჩვიდმეტე
— მაინცდამაინც დიდი მიწა არ ჰქონია, — ჩუმად ლაპარაკობდა, თითქმის ჩურჩულით.
'Not much of a place.' His voice was as low as a whisper.
9945.
სისხლიანი სპორტი | თავი მეჩვიდმეტე
ფარები, რომლებიც თვალებს მიბრმავებდა, ჩაქრა.
The stabbing lights went black.
9946.
სისხლიანი სპორტი | თავი მეჩვიდმეტე
მატს გასვლისას კარი არ ჩაეკეტა და ოთახში შევედი, რომ მენახა, ფერმის ოფიციალური დასახელება და მისამართი ხომ არ იყო რომელიმე ქაღალდზე მითითებული.
Matt hadn't locked the house when he went out, I went in to look for one essential piece of information; the address of the place, and the name of its owner.
9947.
სისხლიანი სპორტი | თავი მეთვრამეტე
— იოლა, შენ ხარ? მოსასმენი აპარატურიდან რაღაც გაჩხაკუნება გაისმა.
'Yola, is that you?' A faint clacking reached the bug.
9948.
სისხლიანი სპორტი | თავი მეთვრამეტე
საწოლს მივაშურე, მაგრამ დიდხანს ვიტრიალე.
I went to bed and lay awake, feeling feverish from lack of sleep.
9949.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
მდინარეები შრება და შავი ყვავები გალურსულ, მტვრიან-მწვანე ხეებში გამოკიაფებულ მანგოებს მიაძღებიან ხოლმე.
The river shrinks and black crows gorge on bright mangoes in still, dustgreen trees.
9950.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
პანაშვიდის მსვლელობისას რაჰელი უყურებდა, როგორ აბობღდებოდა პატარა, შავი ღამურა, მოკაუჭებული ბრჭყალების ფრთხილი მოძრაობით, ციცქნა-კოჩამას ძვირფას სამგლოვიარო სარის.
During the funeral service, Rahel watched a small black bat climb up Baby Kochamma’s expensive funeral san with gently clinging curled claws.
9951.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
როცა სარისა და მოკლე ჟილეტს შორის დარჩენილ ადგილს მიადგა, ციცქნაკოჩამა აკივლდა და ლოცვანის აქეთ-იქით ქნევა დაიწყო.
When it reached the place between her sari and her blouse, Baby Kochamma screamed and hit the air with her hymnbook.
9952.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
იქაურობას უკვე იცნობდნენ, რადგანაც წინა დღის უმეტესი ნაწილი იქ გაატარეს.
They were familiar with the place, they had spent a good part of the previous day there.
9953.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
ამუ აიძულეს, ის მამასთან გაეგზავნა, რომელსაც იმ დროისათვის უკვე თავი გაენებებინა ასამის ერთ-ერთ განაპირა ჩაის პლანტაციაში მუშაობისათვის და კალკუტაში გადასულიყო ტექნიკური ნახშირბადის დამამზადებელ საწარმოში სამუშაოდ.
Ammu was made to send him back to their father, who had by then resigned his lonely tea estate job in Assam and moved to Calcutta to work for a company that made carbon black.
9954.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
წერილი ამბობდა, რომ ის, მათი მამა, საწარმოდან წამოსულიყო და ავსტრალიაში გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც დაცვის უფროსად გაეფორმებინათ კერამიკული ნაწარმის რომელიღაც ფაბრიკაში, და რომ ესტას თან ვერ წაიყვანდა.
The letter said that he, their father, had retired from his carbon-black job and was emigrating to Australia, where he had got a job as Chief of Security at a ceramics factory, and that he couldn’t take Estha with him.
9955.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
სხვა დროს ქუჩას დაუყვებოდა ხოლმე და იმ ახლად გამომცხვარ, მოჭიქულ სახლებს ჩაუვლიდა, ნავთობის ფულით რომ აეშენებინათ შორეულ ადგილებში გადახვეწილ, მძიმედ და უსიხარულოდ მომუშავე მედდებს, ქვის ოსტატებს, ელექტრიკოსებს და ბანკის მოხელეებს.
Other days he walked down the road, past the new, freshly baked, iced, Gulf-money houses built by nurses, masons, wire-benders and bank clerks, who worked hard and unhappily in faraway places.
9956.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
წიგნებსა და საჭმელში იმალავდა თავს, მამაჩის ვიოლინოს ფუტლარში, ჩაკოს დაწყლულებული ფეხების ფუფხებში, რომლებზეც წარამარა ღელავდა და თავად მის თანთალა, ქალურ ფეხებში.
It hid in books and food, in Mammachi’s violin case, in the scabs of the sores on Chacko’s shins that he constantly worried, in his slack, womanish legs.
9957.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
რაჰელი შავ სიაში პირველად თერთმეტი წლის ასაკში მოხვდა, ნაზარეთის სამონასტრო სკოლაში სწავლისას, როდესაც ძროხის ვეება ფუნის ყვავილებით მორთვის ფაქტზე წაასწრეს უფროსი აღმზრდელის ბაღის ჭიშკართან.
Rahel was first blacklisted in Nazareth Convent at the age of eleven, when she was caught outside her Housemistress’s garden gate decorating a knob of fresh cow dung with small flowers.
9958.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
სხვა სტუდენტებს, განსაკუთრებით ბიჭებს, რაჰელის თავნება ხასიათი და მისი ლამის აგრესიული არაამბიციურობა აფრთხობდა.
The other students, particularly the boys, were intimidated by Rahel’s waywardness and almost fierce lack of ambition.
9959.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ზოგან, მაგალითად, ისეთ ადგილებში, საიდანაც რაჰელი იყო წარმოშობით, ათასი სახის უსასოობა ებრძვის ერთმანეთს პირველობისათვის.
He didn’t know that in some places, like the country that Rahel came from, various kinds of despair competed for primacy.
9960.
წვრილმანების ღმერთი | თავი 1
მამა მალიგანს უაღრესად სიამოვნებდა, რომ ამ ახალგაზრდა, მიმზიდველ გოგონაში, რომელიც მის წინ იდგა მთრთოლარე, საკოცნელად გამზადებული ტუჩებითა და მოელვარე, მუგუზალივით შავი თვალებით, გარკვეული გრძნობები გააღვიძა.
Father Mulligan was more than merely flattered by the emotion he aroused in the attractive young girl who stood before him with a trembling, kissable mouth and blazing, coal-black eyes.