ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10301.
შიშველი საუზმე | ხოსელიტო
სადმე პატარა წარმოება ამიწყვეთ.
Start me a little business someplace.
10302.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
მას შავი, მწერული სიცილით გაეცინა – ეტყობოდა, მისთვის სიცილი იგივე იყო, რაც ღამურებისთვის ჭყივილი – ორიენტირების გაუგებარ ფუნქციას ასრულებდა.
He laughed, black insect laughter that seemed to serve some obscure function of orientation like a bat's squeak.
10303.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
განათებული კაფე მყვინთავის კაფსულსავით, რომელსაც კაბელი გაუწყდა, ნელ-ნელა შავ მორევში იძირებოდა.
The lighted cafe was a diving bell, cable broken, settling into black depths.
10304.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
იქიდან ნისლის შავი ღრუბელი გადმოიქცა და ჰაერში მდუღარე ბეწვის ნაკუწივით დაეკიდა.
A black mist poured out and hung in the air like boiling fur.
10305.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
პირი წინ ტალღისებურად წამოუვიდა, გრძელ მილაკს გარს შემოერტყა, ზებგერითი პერისტალტიკური ცახცახით შავი ბეწვის შესრუტვა იწყო და უხმაურო აფეთქების ვარდისფერ კვამლში გაქრა.
His mouth undulated forward on a long tube and sucked in the black fuzz, vibrating in supersonic peristalsis disappeared in a silent, pink explosion.
10306.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
თხელი, მოლურჯო-მეწამული ტუჩები სამართებელივით ბასრ შავ ნისკარტებს უფარავთ. როდესაც კლიენტებს ვერ იყოფენ, ამ ნისკარტებით ერთმანეთს ნაფლეთებად აქცევენ ხოლმე.
Thin, purple-blue lips cover a razor-sharp beak of black bone with which they frequently tear each other to shreds in fights over clients.
10307.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
რამდენიმე ასეთი, თავისი მოქნილი ძვლებითა და მოშავო-მოვარდისფრო სხეულით სკამზე გადაედინება ხოლმე.
A number of these flow over chairs with their flexible bones and black-pink flesh.
10308.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
ამ რუხი ტერორის დღეებში რეპტილიებს შფოთვა იპყრობთ, ღნავიან და ერთმანეთს ზებგერითი სიჩქარით ეხლებიან, მათი მოქნილი თავის ქალები მწერის აგონიის შავ ქარებში ფართხალებენ.
In those days of grey terror the Reptiles dart about faster and faster, scream past each other at supersonic speed, their flexible skulls flapping in black winds of insect agony.
10309.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
რეპტილიას ორი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ შავი ღინღლით შემოსილი სამი ვარდისფერი, გამჭვირვალე თითი ზემოთ აეწია.
It took two hours for the Reptile to raise three pink transparent fingers covered with black fuzz.
10310.
შიშველი საუზმე | შავი ხორცი
შავი ხორცი დაობებულ ყველს ჰგავს, წარმოუდგენლად გემრიელია და თან გულისამრევი, ამიტომ მისი მოყვარულები ჭამენ და არწყევენ, მერე ისევ ჭამენ და ასე, იქამდე, ვიდრე ძალაგამოცლილები ძირს არ დაეყრებიან.
The Black Meat is like a tainted cheese, overpoweringly delicious and nauseating so that the eaters eat and vomit and eat again until they fall exhausted.
10311.
შიშველი საუზმე | საავადმყოფო
ვეძებ ადგილს, სადაც შეიძლება დავიძინო...
I am looking for a place to sleep....
10312.
შიშველი საუზმე | საავადმყოფო
ადამიანის ტყავის უნიფორმაში გამოწყობილი დარაჯი, შავ ქურთუკზე ყვითელი, კარიესიანი კბილებისგან გაკეთებული ღილებით, ინდური, გაპრიალებული სპილენძისფერი, ყელიანი, ელასტიკური პულოვერით, მოზარდის მუქი ფერის ნორდიკული შლაქსით, ახალგაზრდა მალაიზიელი ფერმერის კოჟრებიანი, გახეშეშებული ტერფის კანისგან დამზადებული სანდლებით, პერანგში ჩატანებული მორუხო-მოყავისფრო, მღვრიე ფერის შარფით.
A guard in a uniform of human skin, black buck jacket with carious yellow teeth buttons, an elastic pullover shirt in burnished Indian copper, adolescent- nordic-sun-tan slacks, sandals from calloused foot soles of young Malayan farmer, an ash-brown scarf knotted and tucked in the shirt.
10313.
შიშველი საუზმე | საავადმყოფო
მას მეზოამერიკელისთვის დამახასიათებელი მოლამაზო სახე აქვს, გლუვი კანით, ფანქრით გავლებული ხაზის მსგავსი პატარა ულვაშებით, წვრილი და შავი, ხარბი და უაზრო, უსიზმრო და მწერული თვალებით.
He has a Latin handsome smooth face with a pencil line mustache, small black eyes, blank and greedy, undreaming insect eyes.
10314.
შიშველი საუზმე | საავადმყოფო
ერთი ადგილი ვიცი, იქიდან ნემსს პირდაპირ ვენაში შევასრიალებ ხოლმე.
I have a place where I can slip my needle right into a vein.
10315.
შიშველი საუზმე | შიშველი საუზმე. ლაზარე, წადი სახლში
ავტორი ფიქრობს, რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს სექსუალური ენერგიის არასწორ ადგილებში მოდინება, რასაც ფილტვის ერექცია და საბოლოოდ გაგუდვა მოსდევს.
It has occurred to the author that the cause of death is a misplacement of sexual energy resulting in a lung erection with consequent strangulation....
10316.
შიშველი საუზმე | ჰასანის ხმაურიანი ოთახი
ბროლის მაღალფეხიანი ორთომელიდან შემთბარ თაფლს შავი ენით ლოკავს.
He licks warm honey from a crystal goblet with a long black tongue.
10317.
შიშველი საუზმე | ჰასანის ხმაურიანი ოთახი
ბიჭი მას შიგ ცარიელ თვალებში უყურებს – ობსიდიანის ორი სარკე, შავი სისხლის ორი გუბე, საპირფარეშოს ორი ხვრელი, უკანასკნელ ერექციაში მინაბული.
The boy looks into his eyes blank as obsidian mirrors, pools of black blood, two holes in a toilet wall closing on the Last Erection.
10318.
შიშველი საუზმე | ჰასანის ხმაურიანი ოთახი
დაავადებული ზვიგენები შავ წყალში ცურავენ, დამპალი ღვიძლებიდან გოგირდს აბოყინებენ, ყურადღებას არ აქცევენ გასისხლიანებულ, დამტვრეულ იკარუსს.
Sick sharks swim through the black water, belch sulphur from rotting livers, ignore a bloody, broken Icarus.
10319.
შიშველი საუზმე | ჰასანის ხმაურიანი ოთახი
თეთრ ჰალსტუხსა და გამოსასვლელ პერანგში გამოწყობილი კაცი, წელსქვევით შიშველი, შავ წვივსაკრავებს თუ არ ჩავთვლით, დედა ფუტკარს ელეგანტური ინტონაციებით ემუსაიფება.
A man with white tie and dress shirt, naked from the waist down except for black garters, talks to the Queen Bee in elegant tones.
10320.
შიშველი საუზმე | ინტერზონის უნივერსიტეტის კამპუსი
ძერები შავ ჭანჭრობსა და კვიპაროსის კუნძებს თავს დასტრიალებენ...
vultures out over the black swamp water and cypress stumps....