ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10721.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეორია გვთავაზობს საკმაოდ არასასიამოვნო ხედვას – იდეოლოგიას ჩაანაცვლებს იდენტობა, როგორც საერთაშორისო კონფლიქტების ძირითადი წყარო, ხოლო კონფლიქტების მთავარი ზოლი გაივლის დასავლეთსა და ისლამურ სამყაროებს შორის.
Huntington’s own “clash of civilizations” theory offered a much bleaker view of identity replacing ideology as the main source of international conflict with the main fault line between the West and the Islamic World.
10722.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
1990-იანი წლების ბოლოს, როჯერ ალტმანმა, გამოჩენილმა საინვესტიციო ბანკირმა, ყურადღება მიაპყრო „გლობალური საფინანსო ბაზრის გასაოცარ ძალას“ და ეროვნული მთავრობებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკის მასშტაბს შორის მზარდ სხვაობას.
In the late 1990s, Roger Altman, a prominent investment banker, drew attention to the widening gap between the “awesome force of the global financial marketplace” and the more limited reach of the policies of national governments and international institutions such as the International Monetary Fund (IMF).
10723.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
ყველა ქმედება ხორციელდება „კანონების, ნორმების და სტრუქტურების ფარგლებში.“ ქმედებებში ჩართულია არა მხოლოდ მთავრობები, არამედ მათთან ერთად მუშაობს მრავალეროვნული ინსტიტუტები, თავისი კორპორაციული და აკადემიური კვლევითი ერთეულებით და ასევე ენ-ჯი-ო-ები.
It takes place through “laws, norms and architectures,” not necessarily the field of action of governments alone but rather in association with one another, with multinational bodies, with corporate and sometimes academic research entities and NGOs.
10724.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
ეს სტრატეგია დიდწილად ეყრდნობა „ბაზრის სასწაულს“, რომელიც, თუ ადამ სმიტს და მისი „უხილავი ხელის“ კონცეფციას გავიხსენებთ, ეკონომიკის და შესაბამისად, სარგებლის მაქსიმალურ ზრდას განაპირობებს ყველასთვის.
This strategy relied largely on the “magic of the marketplace,” which traces back to Adam Smith and his concept of the “invisible hand” by which growth would be maximized and all would benefit accordingly.
10725.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
ახლა ამას ემატება წნეხი მომხმარებლების მხრიდანაც, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი სხვა სწრაფად განვითარებადი ქვეყნები, და ისევ რჩება ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელი არასტაბილურობის ფონიც.
Now, though, along with the continuing possibility of Middle East instability there is much more demand-side pressure on oil supplies and prices, reflecting the entry of India, China, and other rapidly growing countries into the global marketplace.
10726.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
„ყურადღების ნაკლებობა ენერგეტიკული სექტორისადმი ძირს უთხრის ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას,“ – ნათქვამია ზეპარტიული გუნდის დასკვნაში, რომელსაც ორი ყოფილი ენერგეტიკის მდივანი თავმჯდომარეობდა.
Yet “the lack of sustained attention to energy issues,” a bipartisan task force chaired by two former secretaries of energy stressed, continues “undercutting U.S. foreign policy and national security.”
10727.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
უმეტეს ადგილებში, სადაც ჩვენ ჩავერიეთ, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ან ზოგან გაუარესდა კიდეც.
[T]he majority of places we have meddled [with] the most are in fact no better off or are even worse off than they were before.
10728.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაქცინაციას და ბავშვთა იმუნიზაციას.
Particular emphasis is placed on vaccine development and the immunization of children.
10729.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
კოლექტიური ქმედების დროს ადამიანები ერთად მოქმედებენ საერთო პრობლემასთან გასამკლავებლად, მაგრამ კოლექტიური ქმედება შეზღუდულია, ყოველი მონაწილე ელოდება, რომ ვინმე სხვა გადადგამს პირველ ნაბიჯს, პრობლემაა ასევე უთანხმოება, თუ რა უნდა გაკეთდეს.
Collective-action problems are those in which everyone would benefit by taking joint action to deal with a problem, but collective action is impeded by each waiting for the other to act first or by lack of agreement on what should be done.
10730.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
2-3 გრადუსით დათბობაც კი გაადნობს ყველაზე დიდ მყინვარებს და გრენლანდიის ყინულის საფარს, რასაც მოჰყვება ცხოველთა სახეობების 40%-ის გაქრობა.
Even a 2- to 3-degree rise would melt major glaciers and the Greenland ice sheet, and could cause 40% of animal species to become extinct.
10731.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
ზოგიერთი კვლევა ფოკუსირებულია მსოფლიოს მთიანი მყინვარწვერების დნობის შესწავლაზე.
Some studies have focused particularly on the melting of the world’s glacial ice caps.
10732.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
იმ ამერიკელებს, ვისაც ჰგონია, რომ სიტუაცია შეეხება მხოლოდ რომელიღაც მთას აზიაში ან მყინვარებს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე, კვლევები აჩვენებს გლობალური კლიმატის ერთმანეთზე გადაბმულ ჯაჭვის რგოლებს – დნობას მოჰყვება გვალვა ამერიკის შუა ნაწილში, წყალდიდობები წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთში, ყველა ბუნებრივ კატაკლიზმს ექნება დამანგრეველი ეფექტი ამერიკულ ცხოვრებაზე, ამერიკულ ეკონომიკასა და ამერიკის ეკოლოგიაზე.
For Americans who might try to take comfort in this being relevant only to mountains in Asia or glaciers at the North and South Poles, the report went on to stress how the interlinking chain of global climate could also increase droughts in the American Midwest, floods in the Pacific Northwest, and could have other destructive effects on American life, the American economy, and the American environment.
10733.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
აქ დასრულდა აპართეიდის რეჟიმი, რომელიც თეთრ მოსახლეობას ანიჭებდა მთელი მოსახლეობის სრული კონტროლის უფლებას და შავ მოსახლეობას აცხოვრებდა ჩაგვრაში, უსამართლობასა და სიღარიბეში.
The apartheid system had ensured the white minority’s total control of the government and the economy, and condemned the black majority to oppression, injustice, and poverty.
10734.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
შემდგომში ცნობილი გახდა რეჟიმის მიერ ჩადენილი კიდევ უფრო მძიმე დანაშაულები – შავკანიანი ლიდერების წამება და მკვლელობა.
Later revelations pointed to torture and assassination plots ordered by government officials against black leaders.
10735.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
1994 წელს არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მოვიდა ნელსონ მანდელა, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი და დაიწყო შავკანიანი უმრავლესობის მმართველობა.
Yet by 1994 Nelson Mandela, a former political prisoner, had been elected president of South Africa and black majority rule was established.
10736.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
ამის მაგალითია ყირგიზეთი, სადაც ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურმა კონფლიქტმა იფეთქა 2010 წლის ივნისში, როცა ასობით ადამიანი დაიღუპა და 300 ათასი უზბეკი დევნილად იქცა.
One example involved Kyrgyzstan, where ethnic violence exploded between the Kyrgyz and Uzbeks in June 2010, killing hundreds and displacing some 300,000 Uzbeks.
10737.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 8
სტენლი ჰოფმანი საპირისპირო აზრს გამოხატავს, ინტერესებსა და ღირებულებებს შორს განსხვავებაზე საუბარი „მცდარია“, რადგან „ზესახელმწიფოს ინტერესი მსოფლიო წესრიგია, რაც მის ეროვნულ ინტერესებს აღემატება, ხოლო მსოფლიო წესრიგის დეფინიცია კი ღირებულებებს გულისხმობს.“
Stanley Hoffmann countered that the very distinction between interests and values is “largely fallacious,” because “a great power has an ‘interest’ in world order that goes beyond strict national security concerns and its definition of world order is largely shaped by its values.”
10738.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
შავკანიან კონგრესმენთა კოკუსისა და რამდენიმე ლიბერალი დემოკრატების გარდა, კონგრესი არ უჭერდა მხარს აღნიშნულ სამხედრო ოპერაციას, თუმცა არც ღიად გამოდიოდა ჰაიტიში ინტერვენციის წინააღმდეგ.
Other than the Congressional Black Caucus and some other liberal Democrats who had been pushing for military action, Congress was nonsupportive if not outright opposed to a Haiti intervention.
10739.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
საერთაშორისო სისტემის ობამასეული კონცეფცია აღიარებს აშშ-ს ცენტრალურ როლს, რომელიც ამავდროულად გამოკვეთილად მულტილატერალურ კონტექსტშია გააზრებული.
Obama’s conception of the international system recognizes America’s central role, but places it within a heavily multilateral context.
10740.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 9
ობამამ თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ორი წლით დატოვა რობერტ გეიტსი, რომელმაც ბუშის ადმინისტრაციის დროს შეცვალა რამსფელდი და მათ შორისაც დიდწილად თანამშრომლობა სუფევდა.
Obama kept Robert Gates, who had replaced Rumsfeld as Defense Secretary in the Bush administration, in that position for the first two years and this relationship also proved largely cooperative.