ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10781.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 14
თუმცა ვინმესთან დაპირისპირება მხოლოდ იმის გამო, რომ ის განსხვავებულ ტომს მიეკუთვნება ან სხვა წინასწარმეტყველს აღიარებს, 21-ე საუკუნეში მიუღებელია.
But defining oneself in opposition to someone who belongs to a different tribe, or who worships a different prophet, has no place in the twenty-first century.
10782.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 14
აპართეიდის სისტემა ხელისუფლებასა და ეკონომიკაზე თეთრკანიანი მოსახლეობის ტოტალურ კონტროლს უზრუნველყოფდა, შავკანიანი მოსახლეობა კი რეპრესიების, უსამართლობისა და სიღარიბისთვის იყო განწირული.
The apartheid system had ensured the white minority’s total control of the government and the economy, and condemned the black majority to oppression, injustice, and poverty.
10783.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 14
დამყარდა შავკანიანი უმრავლესობის მმართველობა, სადაც დაცული იყო თეთრკანიანი უმცირესობის უფლებებიც.
Black majority rule was established, with protections for white minority rights.
10784.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 14
შავკანიანი მოსახლეობის შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი თეთრკანიანთა მაჩვენებლის ერთ მეექვსედს შეადგენს.
The average income of black households is one-sixth that of whites.
10785.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 14
აპართეიდმა, რომელიც სიტყვა-სიტყვით "გაყოფას" გულისხმობს, თეთრკანიანი უმცირესობა შავკანიან უმრავლესობაზე გააბატონა.
Literally meaning “separateness,” apartheid gave the white minority power over the black African majority.
10786.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 14
შავკანიანი მოსახლეობის უმრავლესობას ჩამოერთვა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, მათ მოუხდათ ეკონომიკური უთანასწორობის გადატანა და ცხოვრება სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ადგილებში.
The black majority was denied meaningful political participation, relegated to economic inequality, and confined to living in designated areas.
10787.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | თავი 14
რეჟიმმა საპროტესტო ტალღის შავკანიანი ლიდერები დააპატიმრა, მათ შორის შავკანიანთა უდიდესი პოლიტიკური ორგანიზაციის – აფრიკის ეროვნული კონგრესის (ANP) ხელმძღვანელები.
His regime arrested key black leaders, including the leaders of the largest black political organization, the African National Congress (ANC).
10788.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
ბოლო ათწლეულებში მომხდარი ფაქტები ადასტურებს, რომ მას რაიმე სხვა ინსტიტუტი ან სუპერძალა ვერ ჩაანაცვლებს.
Evidence from recent decades suggests that the alternative is not that some other institution or major power will take its place, but that none will.
10789.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
მეტიც, თუ ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდება წარმომადგენლობითი მთავრობები, შეიძლება ახალაღმოცენებული რეჟიმები გაცილებით უფრო ცუდი პარტნიორები აღმოჩნდნენ, ვიდრე მათ მიერ ჩანაცვლებული ავტოკრატიები.
Moreover, should participatory governments spread in the Middle East, the regimes that emerge may well be much tougher customers than the autocracies they replace.
10790.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
მაგრამ დასავლეთის აღმავლობა კონკრეტული დროისა და კონკრეტული ვითარების საკითხი იყო, ახლა ისტორია წინ მიიწევს.
But the West’s rise was a function of time and place, and history is now moving on.
10791.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
თუმცა ელიტური ჯგუფები თავიანთ ძალაუფლებას მიმართავენ ნაწილობრივი დემოკრატიების არასრულყოფილი ინსტიტუტების ფაქტის წინაშე დასაყენებლად, აკონტროლებენ პოლიტიკური დღის წესრიგს და აყალიბებენ ისეთ ინფორმაციულ გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს აგრესიული ინტერესთა ჯგუფების ან მილიტარისტული ნაკადების აღზევებას მთელ მოსახლეობაში.
Rather, elites exploit their power in the imperfect institutions of partial democracies to create faits accomplis, control political agendas, and shape the content of information media in ways that promote belligerent pressure-group lobbies or upwellings of militancy in the populace as a whole.
10792.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
კარგად ინსტიტუციონალიზებული დემოკრატიები, რომლებიც მაქსიმალურ ძალაუფლებას რიგით ამომრჩეველს ანიჭებს, თეორიულად არასოდეს დაიწყებს ომს ერთმანეთის წინააღმდეგ.
Well-institutionalized democracies that reliably place ultimate authority in the hands of the average voter virtually never fight wars against each other.
10793.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
ამ ტენდენციების ახსნა გამომდინარეობს რიგითი ამომრჩევლის ინტერესებიდან, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის ომისგან მიყენებული ზარალის სიმძიმეს, ასევე დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის დარეგულირების ნორმებიდან, კონსტიტუციური შეკავებისა და დაბალანსების მასტაბილიზებელი ფაქტორიდან და იდეათა გაცვლა-გამოცვლის თავისუფალი სივრციდან.
Explanations for these tendencies focus variously on the self-interest of the average voter who bears the costs of war, the norms of bargaining and conflict resolution inherent in democracy, the moderating impact of constitutional checks and balances, and the free marketplace of ideas.
10794.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
ამიტომ, მათ არც დამკვიდრებული ჩვევები და არც სათანადო ინფორმაცია არ გააჩნიათ.
Because they lack established habits and good information.
10795.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
იდეოლოგიამ შეიძლება მოიტანოს მაღალი სარგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არსებობს იდეების გაცვლა-გამოცვლის თავისუფალი და ეფექტიანი სივრცე, რომელშიც ყალბ განცხადებებს სანდო ფაქტები დაუპირისპირდება.
Ideology can yield particularly big payoffs, moreover, when there is no efficient free marketplace of ideas to counter false claims with reliable facts.
10796.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
დემოკრატიზაციას ან ომისკენ მივყავართ, ან მშვიდობისკენ, ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა, მაგალითად, ძველი ელიტის მოტივაცია გარდამავალ პერიოდში, საგარეო პოლიტიკური იდეების გაცვლა-გამოცვლის სივრცის სტრუქტურა, დემოკრატიული ტრანზიციის სიჩქარე და აკურატულობა, ის საერთაშორისო გარემო, რომელშიც მიმდინარეობს დემოკრატიზაციის პროცესი.
Democratization can lead either to war or to peace, depending on a variety of factors, such as the incentives facing the old elites during the transition process, the structure of the marketplace of foreign policy ideas, the speed and thoroughness of the democratic transition, and the character of the international environment in which democratization occurs.
10797.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
ასევე პრიორიტეტი უნდა გახდეს თავისუფალი, კონკურენტული, ამავდროულად საპასუხისმგებლო იდეების გაცვლა-გამოცვლის სივრცის შექმნა დემოკრატიზაციის გზაზე დამდგარ ქვეყნებში.
A top priority must also be placed on creating a free, competitive, yet responsible marketplace of ideas in the newly democratizing states.
10798.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
ჩეჩნეთის საქმეში ერთ-ერთი იმედი იყო მზადყოფნა, რომლითაც რუსმა ჟურნალისტებმა ნათელი მოჰფინეს ამ ბრძოლის ჭეშმარიტ საზღაურსა და მის შესახებ მთავრობისა და სამხედრო ელიტის ტყუილს.
One of the rays of hope in the Chechen affair was the alacrity with which Russian journalists exposed the true costs of the fighting and the lies of the government and the military about it.
10799.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
თუ კონგრესი სათანადოდ ვერ იმოქმედებს, არაფერი ექნება საწუწუნო იმაზე, რომ, მის ხელთ არსებული მექანიზმები არ გამოიყენა ომის საწინააღმდეგოდ.
If Congress fails to act, it can hardly complain about the war effort when this clear mechanism for acting was squarely in place.
10800.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევნის დინამიკა 21-ე საუკუნეში | საკითხავი II ნაწილისათვის
რადგანაც ღირებულებები ადვოკატირების ქსელების მთავარი აზრია, გავლენის ამ ეტაპისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს „ღირებულების კონტექსტის“ მოდიფიკაცია, რომელშიც პოლიტიკური დებატები გაიმართება.
Because values are the essence of advocacy networks, this stage of influence may require a modification of the “value context” in which policy debates takes place.