ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10841.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 2
1915 წლამდე სივრცე და დრო ითვლებოდა ფიქსირებულ ასპარეზად, რომელშიც ვითარდება მოვლენები და ეს მოვლენები არ ახდენენ გავლენას სივრცე-დროზე.
Before 1915, space and time were thought of as a fixed arena in which events took place, but which was not affected by what happened in it.
10842.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 2
ძველი იდეა არსებითად უცვლელი სამყაროს შესახებ, რომელიც არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, შეიცვალა დინამიკური გაფართოებადი სამყაროს ცნებით, რომელიც, როგორც ეტყობა, შეიქმნა სასრული დროის წინ და შეიძლება დასრულდეს რაღაცა დროის შემდეგ მომავალში.
The old idea of an essentially unchanging universe that could have existed, and could continue to exist, forever was replaced by the notion of a dynamic, expanding universe that seemed to have begun a finite time ago, and that might end at a finite time in the future.
10843.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 3
ერთი შეხედვით ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამყარო ყველა მიმართულებით ერთნაირი ჩანს, რადგან ჩვენ მას ვაკვირდებით სამყაროს მეტად სპეციფიკური წერტილიდან.
Now at first sight, all this evidence that the universe looks the same whichever direction we look in might seem to suggest there is something special about our place in the universe.
10844.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 3
ფრიდმანის მოდელებში გალაქტიკები ერთმანეთს შორდებიან ზუსტად სწორი ხაზის გასწვრივ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წარსულის რაღაც მომენტში ისინი ყველანი თავს ერთ წერტილში იყრიდნენ.
In Friedmann’s models, the galaxies are all moving directly away from each other—so it is not surprising that at some time in the past they were all at the same place.
10845.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 3
ამიტომ არ არის საჭირო, რომ ისინი ოდესღაც ყოფილიყვნენ თავმოყრილი ზუსტად ერთ წერტილში, უბრალოდ, ახლოს იქნებოდნენ ერთმანეთთან.
So in reality they need never have been all at exactly the same place, only very close together.
10846.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 3
სხვა სიტყვებით, არსებობს სინგულარობა სივრცე-დროის არეში, რომელიც შავი ხვრელის სახელით არის ცნობილი.
In other words, one has a singularity contained within a region of space-time known as a black hole.
10847.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
მეცნიერული თეორიების წარმატებამ, კერძოდ, ნიუტონის გრავიტაციის თეორიამ, ფრანგი მეცნიერი მარკიზ დე ლაპლასი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიიყვანა დასკვნამდე, რომ სამყარო სავსებით განსაზღვრულია ანუ, როგორც ამბობენ, დეტერმინირებულია.
The success of scientific theories, particularly Newton’s theory of gravity, led the French scientist the Marquis de Laplace at the beginning of the 19th century to argue that the universe was completely deterministic.
10848.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
ლაპლასს მიაჩნდა, რომ არსებობს მეცნიერული კანონების ერთობლიობა, რომლებიც საშუალებას იძლევა ვიწინასწარმეტყველოთ ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს სამყაროში, თუ ვიცით სამყაროს სრული მდგომარეობა რაღაც მომენტში.
Laplace suggested that there should be a set of scientific laws that would allow us to predict everything that would happen in the universe, if only we knew the complete state of the universe at one time.
10849.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
ამ შემთხვევაში დეტერმინიზმი ცხადია, მაგრამ ლაპლასი უფრო შორს მიდიოდა და ამტკიცებდა, რომ არსებობს ანალოგიური პირობები, რომლებიც მართავენ ყველაფერს, მათ შორის ადამიანის ყოფაქცევასაც.
Determinism seems fairly obvious in this case, but Laplace went further to assume that there were similar laws governing everything else, including human behaviour.
10850.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
განუზღვრელობის პრინციპმა დაასამარა ლაპლასის მეცნიერების თეორიის ოცნება – სამყაროს სრულად დეტერმინირებული მოდელის შესახებ: შეუძლებელია მომავალი მოვლენის წინასწარმეტყველება, რადგანაც შეუძლებელია სამყაროს ახლანდელი მდგომარეობის ზუსტად განსაზღვრა!
The uncertainty principle signaled an end to Laplace’s dream of a theory of science, a model of the universe that would be completely deterministic: one certainly cannot predict future events exactly if one cannot even measure the present state of the universe precisely!
10851.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
ფირფიტის ერთ მხარეს მოთავსებულია განსაზღვრული ფერის (რაც განსაზღვრული ტალღის სიგრძეს ნიშნავს) სინათლის წყარო.
On one side of the partition one places a source of light of a particular colour (that is, of a particular wavelength).
10852.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
წარმოვიდგინოთ, რომ ფირფიტის მეორე მხარეს მოთავსებულია ეკრანი.
Now suppose one places a screen on the far side of the partition from the light.
10853.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
აღსანიშნავია, რომ ასეთივე სახის ზოლები მიიღება, თუ სინათლის წყაროს შევცვლით ნაწილაკების წყაროთი, მაგალითად, განსაზღვრული სიჩქარის მქონე ელექტრონებით (რაც ნიშნავს, რომ შესაბამის ტალღებს აქვთ განსაზღვრული ტალღის სიგრძე).
The remarkable thing is that one gets exactly the same kind of fringes if one replaces the source of light by a source of particles such as electrons with a definite speed (this means that the corresponding waves have a definite length).
10854.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეორე ხვრელის გახსნა გაზრდის ელექტრონების რიცხვს, რომლებიც ეცემა ეკრანის ყოველ წერტილზე, მაგრამ ინტერფერენციის გამო, სინამდვილეში, ეს გაზრდა მხოლოდ გამორჩეულ ადგილებში მოხდება.
One might therefore think that opening another slit would just increase the number of electrons hitting each point of the screen, but, because of interference, it actually decreases it in some places.
10855.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 4
თუმცა, ზემოთ განხილული სინგულარობის თეორიები მიუთითებს, რომ გრავიტაციული ძალები, სულ მცირე, ორ შემთხვევაში მაინც – შავ ხვრელებში და დიდი აფეთქების დროს – მეტად ძლიერი იყოს უნდა.
However, the singularity theorems discussed earlier indicate that the gravitational field should get very strong in at least two situations, black holes and the big bang.
10856.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 5
ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელიც ოჰაიოს შტატის მორტონის მარილის მაღაროში ჩატარდა (კოსმოსური სხივებით გამოწვეული დაშლების თავიდან ასაცილებლად), გამოყენებული იყო რვა ათასი ტონა წყალი.
One experiment used eight thousand tons of water and was performed in the Morton Salt Mine in Ohio (to avoid other events taking place, caused by cosmic rays, that might be confused with proton decay).
10857.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 5
არსებობს მათემატიკური თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა თეორია, თავსებადი კვანტურ მექანიკასა და რელატივიზმთან, უნდა ემორჩილებოდეს კომბინირებულ CPT სიმეტრიას ანუ სამყარო მოიქცევა იმნაირადვე, თუ მასში ნაწილაკებს შევცვლით ანტინაწილაკებით, ავიღებთ მის სარკულ ანარეკლს და დროს შევუცვლით მიმართულებას.
There is a mathematical theorem that says that any theory that obeys quantum mechanics and relativity must always obey the combined symmetry CPT, the universe would have to behave the same if one replaced particles by antiparticles, took the mirror image, and also reversed the direction of time.
10858.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 5
მაგრამ კრონინმა და ფიტჩმა აჩვენეს, რომ თუ ნაწილაკებს შევცვლით ანტინაწილაკებით და ავიღებთ სარკულ ანარეკლს დროის მიმართულების შეუცვლელად, სამყარო ისეთივე არ იქნება.
But Cronin and Fitch showed that if one replaces particles by antiparticles and takes the mirror image, but does not reverse the direction of time, then the universe does not behave the same.
10859.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 5
ჩემი 1970 წლის შრომა მიეძღვნა შავ ხვრელებს, რომლებიც შეიძლება ამ კოლაფსის შედეგი იყოს და ინტენსიურ გრავიტაციულ ველს მათ გარშემო.
My work in the 1970s focused on the black holes that can result from such stellar collapse and the intense gravitational fields around them.
10860.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
შავი ხვრელები.
Black Holes.