ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10861.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ჩვენ გვჯერა, რომ სამყაროში არსებობს გაცილებით უფრო დიდი ობიექტები, როგორიცაა გალაქტიკის ცენტრალური ნაწილები, რომელიც აგრეთვე განიცდიან გრავიტაციულ კოლაფსს და წარმოქმნიან შავ ხვრელებს; ასტრონავტი, მოხვედრილი ერთ-ერთ მათგანზე არ იქნება გაგლეჯილი შავი ხვრელის ფორმირების პროცესში.
However, we believe that there are much larger objects in the universe, like the central regions of galaxies, that can also undergo gravitational collapse to produce black holes; an astronaut on one of these would not be torn apart before the black hole formed.
10862.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
შრომაში, რომელიც მე და პენროუზმა დავწერეთ 1965-1970 წლებში ნაჩვენებია, რომ შავ ხვრელში ზოგადი რელატივიზმის შესაბამისად, უნდა არსებობდეს უსასრულო სიმკვრივისა და სივრცე-დროის სიმრუდის სინგულარობა.
The work that Roger Penrose and I did between 1965 and 1970 showed that, according to general relativity, there must be a singularity of infinite density and space-time curvature within a black hole.
10863.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ცხადია, შავი ხვრელის გარეთ დარჩენილი ნებისმიერი დამკვირვებელი წინასწარმეტყველების უნარს არ დაკარგავს, რადგან არც სინათლე და არც რამე სხვა სიგნალი არ მიაღწევს მასთან სინგულარობიდან.
However, any observer who remained outside the black hole would not be affected by this failure of predictability, because neither light nor any other signal could reach him from the singularity.
10864.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
სხვა სიტყვებით, გრავიტაციული კოლაფსით წარმოშობილი სინგულარობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ რაღაც შავი ხვრელის მსგავს ადგილას, სადაც იგი საიმედოდ არის დამალული მოვლენათა ჰორიზონტით.
In other words, the singularities produced by gravitational collapse occur only in places, like black holes, where they are decently hidden from outside view by an event horizon.
10865.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
უფრო ზუსტად ეს ცნობილია კოსმოსური ცენზურის სუსტი ჰიპოთეზის სახელით: იგი იცავს შავი ხვრელის გარეთ მყოფ დამკვირვებელს წინასწარმეტყველების იმ დარღვევის შედეგებისგან, რომელიც ხდება სინგულარობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერაფერს უშველის შავ ხვრელში ჩავარდნილ კოსმონავტს.
Strictly, this is what is known as the weak cosmic censorship hypothesis: it protects observers who remain outside the black hole from the consequences of the breakdown of predictability that occurs at the singularity, but it does nothing at all for the poor unfortunate astronaut who falls into the hole.
10866.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
მოვლენათა ჰორიზონტი სივრცე-დროის იმ არის საზღვარია, რომლიდანაც შეუძლებელია გამოსვლა და იგი შავი ხვრელის გარშემო მოქმედებს ცალმხრივი გამტარებლობის მემბრანის მსგავსად: საგნებს, მაგალითად, დაუფიქრებელ ასტრონავტს, შეუძლიათ გავიდნენ მოვლენათა ჰორიზონტით შავ ხვრელში, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერასოდეს ვერ დააღწევს თავს.
The event horizon, the boundary of the region of space-time from which it is not possible to escape, acts rather like a one-way membrane around the black hole: objects, such as unwary astronauts, can fall through the event horizon into the black hole, but nothing can ever get out of the black hole through the event horizon.
10867.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
გავიხსენოთ, რომ მოვლენათა ჰორიზონტი არის სინათლის სხივის ტრაექტორია, რომლის გასწვრივ ის ცდილობს თავის დაღწევას შავი ხვრელიდან და რომ არ არსებობს სინათლის სიჩქარეზე უფრო დიდი სიჩქარე.
Remember that the event horizon is the path in space-time of light that is trying to escape from the black hole, and nothing can travel faster than light.
10868.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
თუ შავი ხვრელები ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი წარმომქმნელი ვარსკვლავები, მაშინ ძალიან ძნელი იქნება მათზე ზოგადად რაიმეს თქმა.
And if black holes were as varied as the objects that collapsed to form them, it might be very difficult to make any predictions about them in general.
10869.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამის მიუხედავად, 1967 წელს შავი ხვრელების შესწავლაში რევოლუციური გარღვევა გააკეთა კანადელმა მეცნიერმა – ვერნერ ისრაელმა (რომელიც დაიბადა ბერლინში, გაიზარდა სამხრეთ აფრიკაში და თავისი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ირლანდიაში).
In 1967, however, the study of black holes was revolutionized by Werner Israel, a Canadian scientist (who was born in Berlin, brought up in South Africa, and took his doctoral degree in Ireland).
10870.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ისრაელმა აჩვენა, რომ შავი ხვრელი, რომელიც არ ბრუნავს, ძალიან მარტივი შეიძლება იყოს; მას აქვს იდეალური სფეროს ფორმა, მისი ზომა მხოლოდ მასაზეა დამოკიდებული და ორი ასეთი შავი ხვრელი სავსებით იდენტურია.
Israel showed that, according to general relativity, non-rotating black holes must be very simple; they were perfectly spherical, their size depended only on their mass, and any two such black holes with the same mass were identical.
10871.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
პირველად ბევრ ადამიანს, მათ შორის თვით ისრაელსაც, მიაჩნდა, რომ, რადგან შავი ხვრელი იდეალურად სფერულია, ობიექტიც, რომლისგანაც ის წარმოიშვა, იდეალურად სფერული უნდა იყოს.
At first many people, including Israel himself, argued that since black holes had to be perfectly spherical, a black hole could only form from the collapse of a perfectly spherical object.
10872.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამ თვალსაზრისის შესაბამისად, ნებისმიერი ვარსკვლავი, რომელიც არ ბრუნავს, ცვლის თავის ზომასა და შინაგან სტრუქტურას ისე, რომ გრავიტაციული კოლაფსის შემდეგ გადავიდეს იდეალურად სფერულ შავ ხვრელში, რომლის ზომა მხოლოდ მის მასაზე იქნება დამოკიდებული.
According to this view, any non-rotating star, however complicated its shape and internal structure, would end up after gravitational collapse as a perfectly spherical black hole, whose size would depend only on its mass.
10873.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ისრაელის შედეგი ეხებოდა მხოლოდ შავ ხვრელებს, რომლებიც უძრავი ვარსკვლავებიდან მიიღება.
Israel’s result dealt with the case of black holes formed from non-rotating bodies only.
10874.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
1963 წელს ახალზელანდიელმა როი კერმა იპოვა ზოგადი რელატივიზმის განტოლებათა ამონახსნების რიგი, რომელიც აღწერდა მბრუნავ შავ ხვრელებს.
In 1963, Roy Kerr, a New Zealander, found a set of solutions of the equations of general relativity that described rotating black holes.
10875.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
„კერის“ ეს შავი ხვრელები მუდმივი სიჩქარით ბრუნავენ და მათი ზომა და ფორმა დამოკიდებულია მხოლოდ მათ მასაზე და ბრუნვის სიჩქარეზე.
These “Kerr” black holes rotate at a constant rate, their size and shape depending only on their mass and rate of rotation.
10876.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
თუ ბრუნვის სიჩქარე ნულის ტოლია, შავი ხვრელი იდეალურად სფერულია და ამოხსნა შვარცშილდის ამოხსნის იდენტურია.
If the rotation is zero, the black hole is perfectly round and the solution is identical to the Schwarzschild solution.
10877.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
თუ ბრუნვის სიჩქარე ნულისგან განსხვავდება, შავი ხვრელი გამობერილია ეკვატორის არეში (მზისა და დედამიწის მსგავსად, რომლებიც ბრუნვის გამო ეკვატორთან უფრო ფართონი არიან) და რაც უფრო ჩქარა ბრუნავენ, ეს გამობერვა მით მეტია.
If the rotation is non-zero, the black hole bulges outward near its equator (just as the earth or the sun bulge due to their rotation), and the faster it rotates, the more it bulges.
10878.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამგვარად, ისრაელის შედეგის განზოგადებისთვის, მბრუნავი სხეულის ჩასართავად მის სქემაში, საჭიროა, წარმოვიდგინოთ, რომ ნებისმიერი მბრუნავი სხეული, რომელიც განიცდის კოლაფსს შავი ხვრელის წარმოსაქმნელად უნდა საბოლოოდ მივიდეს სტაციონარულ მდგომარეობამდე, რომელიც კერის ამოხსნით აიწერება.
So, to extend Israel’s result to include rotating bodies, it was conjectured that any rotating body that collapsed to form a black hole would eventually settle down to a stationary state described by the Kerr solution.
10879.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
მან აჩვენა – თუ ვიგულისხმებთ, რომ მბრუნავ შავ ხვრელს აქვს სიმეტრიის ღერძი ე.ი. იგი ბზრიალასავით ბრუნავს, მისი ფორმა და ზომა დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის მასასა და ბრუნვის სიჩქარეზე.
He showed that, provided a stationary rotating black hole had an axis of symmetry, like a spinning top, its size and shape would depend only on its mass and rate of rotation.
10880.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
შემდეგ, 1971 წელს მე დავამტკიცე, რომ ნებისმიერ მბრუნავ სტაციონარულ შავ ხვრელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ასეთი ბრუნვის ღერძი.
Then, in 1971, I proved that any stationary rotating black hole would indeed have such an axis of symmetry.