ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10881.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
პირველად ბევრ ადამიანს, მათ შორის თვით ისრაელსაც, მიაჩნდა, რომ, რადგან შავი ხვრელი იდეალურად სფერულია, ობიექტიც, რომლისგანაც ის წარმოიშვა, იდეალურად სფერული უნდა იყოს.
At first many people, including Israel himself, argued that since black holes had to be perfectly spherical, a black hole could only form from the collapse of a perfectly spherical object.
10882.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამ თვალსაზრისის შესაბამისად, ნებისმიერი ვარსკვლავი, რომელიც არ ბრუნავს, ცვლის თავის ზომასა და შინაგან სტრუქტურას ისე, რომ გრავიტაციული კოლაფსის შემდეგ გადავიდეს იდეალურად სფერულ შავ ხვრელში, რომლის ზომა მხოლოდ მის მასაზე იქნება დამოკიდებული.
According to this view, any non-rotating star, however complicated its shape and internal structure, would end up after gravitational collapse as a perfectly spherical black hole, whose size would depend only on its mass.
10883.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ისრაელის შედეგი ეხებოდა მხოლოდ შავ ხვრელებს, რომლებიც უძრავი ვარსკვლავებიდან მიიღება.
Israel’s result dealt with the case of black holes formed from non-rotating bodies only.
10884.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
1963 წელს ახალზელანდიელმა როი კერმა იპოვა ზოგადი რელატივიზმის განტოლებათა ამონახსნების რიგი, რომელიც აღწერდა მბრუნავ შავ ხვრელებს.
In 1963, Roy Kerr, a New Zealander, found a set of solutions of the equations of general relativity that described rotating black holes.
10885.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
„კერის“ ეს შავი ხვრელები მუდმივი სიჩქარით ბრუნავენ და მათი ზომა და ფორმა დამოკიდებულია მხოლოდ მათ მასაზე და ბრუნვის სიჩქარეზე.
These “Kerr” black holes rotate at a constant rate, their size and shape depending only on their mass and rate of rotation.
10886.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
თუ ბრუნვის სიჩქარე ნულის ტოლია, შავი ხვრელი იდეალურად სფერულია და ამოხსნა შვარცშილდის ამოხსნის იდენტურია.
If the rotation is zero, the black hole is perfectly round and the solution is identical to the Schwarzschild solution.
10887.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
თუ ბრუნვის სიჩქარე ნულისგან განსხვავდება, შავი ხვრელი გამობერილია ეკვატორის არეში (მზისა და დედამიწის მსგავსად, რომლებიც ბრუნვის გამო ეკვატორთან უფრო ფართონი არიან) და რაც უფრო ჩქარა ბრუნავენ, ეს გამობერვა მით მეტია.
If the rotation is non-zero, the black hole bulges outward near its equator (just as the earth or the sun bulge due to their rotation), and the faster it rotates, the more it bulges.
10888.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამგვარად, ისრაელის შედეგის განზოგადებისთვის, მბრუნავი სხეულის ჩასართავად მის სქემაში, საჭიროა, წარმოვიდგინოთ, რომ ნებისმიერი მბრუნავი სხეული, რომელიც განიცდის კოლაფსს შავი ხვრელის წარმოსაქმნელად უნდა საბოლოოდ მივიდეს სტაციონარულ მდგომარეობამდე, რომელიც კერის ამოხსნით აიწერება.
So, to extend Israel’s result to include rotating bodies, it was conjectured that any rotating body that collapsed to form a black hole would eventually settle down to a stationary state described by the Kerr solution.
10889.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
მან აჩვენა – თუ ვიგულისხმებთ, რომ მბრუნავ შავ ხვრელს აქვს სიმეტრიის ღერძი ე.ი. იგი ბზრიალასავით ბრუნავს, მისი ფორმა და ზომა დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის მასასა და ბრუნვის სიჩქარეზე.
He showed that, provided a stationary rotating black hole had an axis of symmetry, like a spinning top, its size and shape would depend only on its mass and rate of rotation.
10890.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
შემდეგ, 1971 წელს მე დავამტკიცე, რომ ნებისმიერ მბრუნავ სტაციონარულ შავ ხვრელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ასეთი ბრუნვის ღერძი.
Then, in 1971, I proved that any stationary rotating black hole would indeed have such an axis of symmetry.
10891.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ბოლოს, 1971 წელს დევიდ რობინსონმა ლონდონის კინგ კოლეჯიდან კარტერისა და ჩემი შედეგების გამოყენებით აჩვენა, რომ ეს წარმოდგენა სწორი იყო: ასეთი შავი ხვრელები აუცილებლად უნდა წარმოადგენდნენ „კერის“ ამოხსნას.
Finally, in 1973, David Robinson at Kings College, London, used Carter’s and my results to show that the conjecture had been correct: such a black hole had indeed to be the Kerr solution.
10892.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამგვარად, გრავიტაციული კოლაფსის შემდეგ შავი ხვრელი გადადის სტაციონარულ მდგომარეობაში, რომელშიც მას შეუძლია ბრუნვა, მაგრამ არა პულსირება.
So after gravitational collapse a black hole must settle down into a state in which it could be rotating, but not pulsating.
10893.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ეს შედეგი შეიძლება გამოისახოს აფორიზმით: „შავ ხვრელს არავითარი თმები არა აქვს“.
This result became known by the maxim: “A black hole has no hair.”
10894.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
„არავითარი თმების“ თეორემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი მნიშვნელოვნად ზღუდავს შავი ხვრელების შესაძლო ტიპებს.
The “no hair” theorem is of great practical importance, because it so greatly restricts the possible types of black holes.
10895.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამგვარად, შესაძლებელია შევქმნათ იმ ობიექტების დეტალური მოდელი, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ შავ ხვრელებს და შევადაროთ მოდელის წინასწარმეტყველება დაკვირვების შედეგებთან.
One can therefore make detailed models of objects that might contain black holes and compare the predictions of the models with observations.
10896.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ეს, აგრეთვე, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს ვარსკვლავის შესახებ შავი ხვრელის ფორმირების შემდეგ, რადგან ერთადერთი, რის გაზომვასაც ჩვენ შევძლებთ არის მისი მასა და ბრუნვის სიჩქარე.
It also means that a very large amount of information about the body that has collapsed must be lost when a black hole is formed, because afterward all we can possibly measure about the body is its mass and rate of rotation.
10897.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
მეცნიერების ისტორიაში შავი ხვრელები ერთ-ერთია იმ მეტად უმნიშვნელო რაოდენობის შემთხვევებს შორის, რომლებიც დეტალურად ჩამოყალიბდა მათემატიკურ მოდელად, ვიდრე ნათელი გახდებოდა, რომ იგი სწორია.
Black holes are one of only a fairly small number of cases in the history of science in which a theory was developed in great detail as a mathematical model before there was any evidence from observations that it was correct.
10898.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ცხადია, ეს იყო შავი ხვრელების მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი: როგორ შეიძლება იმ ფაქტის დაჯერება, რომლის ერთადერთი დასაბუთება არის გათვლები, დაფუძნებული ზოგადი რელატივიზმის საეჭვო თეორიაზე?
Indeed, this used to be the main argument of opponents of black holes: how could one believe in objects for which the only evidence was calculations based on the dubious theory of general relativity?
10899.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
მაგრამ ისინი ძალიან შორს არიან, ამდენად შავი ხვრელების არსებობაზე საბოლოო დასკვნების გამოსატანად მათზე დაკვირვება ძალიან ძნელია.
But they are all too far away and therefore too difficult to observe to provide conclusive evidence of black holes.
10900.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
შავი ხვრელების არსებობის შემდგომი დასაბუთება გამოჩნდა 1967 წელს, როდესაც კემბრიჯის ასპირანტმა – ჯოსელაინ ბელმა აღმოაჩინა ციური ობიექტები, რომლებიც რადიოტალღების იმპულსებს რეგულარულად გამოასხივებდნენ.
Further encouragement for the existence of black holes came in 1967 with the discovery by a research student at Cambridge, Jocelyn Bell-Burnell, of objects in the sky that were emitting regular pulses of radio waves.