ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10981.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ეს შეზღუდვა ნიშნავს, რომ პირველადი შავი ხვრელების მასა შეადგენს სამყაროს მატერიის მასის ერთ მემილიონედს.
This limit means that primordial black holes could make up at most one millionth of the matter in the universe.
10982.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
პირველადი შავი ხვრელების ასეთი სიმცირის გამო, ნაკლებად დასაშვებია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს საკმაოდ ახლოს ჩვენთან მისი გამა გამოსხივების დაკვირვებისათვის.
With primordial black holes being so scarce, it might seem unlikely that there would be one near enough for us to observe as an individual source of gamma rays.
10983.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
მაგრამ, რადგან გრავიტაციის გამო, მატერია იზიდავს პირველად შავ ხვრელებს, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი უნდა იყოს გალაქტიკების შიგნით და გარშემო.
But since gravity would draw primordial black holes toward any matter, they should be much more common in and around galaxies.
10984.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუმცა გამა სხივების ფონი გვეუბნება, რომ არ შეიძლება იყოს 300-ზე მეტი პირველადი შავი ხვრელი ერთ კუბურ სინათლის წელიწადში, იგი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რა ხშირად შეიძლება გვხვდებოდნენ ისინი ჩვენს გალაქტიკაში.
Although the gamma ray background tells us that there can be no more than 300 primordial black holes per cubic light-year on average, it tells us nothing about how common they might be in our own galaxy.
10985.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ისინი მილიონჯერ უფრო ხშირადაც რომ გვხვდებოდნენ, მაშინაც უახლოესი პირველადი შავი ხვრელი იქნებოდა ათასი მილიონი კილომეტრით დაშორებული ჩვენგან ან, დაახლოებით, დღეისთვის ცნობილი ყველაზე შორეული პლანეტის, პლუტონის მანძილზე.
If they were, a million times more common than this, then the nearest black hole to us would probably be at a distance of about a thousand million kilometers, or about as far away as Pluto, the farthest known planet.
10986.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ამ მანძილზეც კი ძალიან ძნელია შავი ხვრელის მდგრადი გამოსხივების დეტექტირება, მისი სიმძლავრე ათი ათასი მეგავატიც რომ იყოს.
At this distance it would still be very difficult to detect the steady emission of a black hole, even if it was ten thousand megawatts.
10987.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
რა თქმა უნდა, თუ შავი ხვრელი პლუტონის მანძილზე სიცოცხლეს დაასრულებს და აფეთქდება, ადვილი იქნება ფინალური აფეთქების გამოსხივების დეტექტირება.
Of course, if a black hole as close as Pluto were to reach the end of its life and blow up, it would be easy to detect the final burst of emission.
10988.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
პირველადი შავი ხვრელების ძებნამ უარყოფითი შედეგიც რომ მოგვცეს, რაც, ალბათ, ასეც არის, მაინც მივიღებთ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას სამყაროს არსებობის ძალიან ადრეულ სტადიაზე.
Even if the search for primordial black holes proves negative, as it seems it may, it will still give us important information about the very early stages of the universe.
10989.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუ ადრეული სამყარო ქაოსური ან არარეგულარული იყო, ან თუ მატერიის წნევა დაბალი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წარმოიშვა გაცილებით მეტი პირველადი შავი ხვრელი, ვიდრე ამას გვაძლევს ზღვარი, უკვე დადგენილი ჩვენი დაკვირვებით გამა სხივების ფონზე.
If the early universe had been chaotic or irregular, or if the pressure of matter had been low, one would have expected it to produce many more primordial black holes than the limit already set by our observations of the gamma ray background.
10990.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუმცა, თუ ადრეული სამყარო ძალიან გლუვი და ერთგვაროვანი იყო მაღალი წნევით, მაშინ შეიძლება აიხსნას პირველადი შავი ხვრელების არარსებობა იმ რაოდენობით, რომელზედაც შესაძლებელია დაკვირვება.
Only if the early universe was very smooth and uniform, with a high pressure, can one explain the absence of observable numbers of primordial black holes.
10991.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
შავი ხვრელის გამოსხივების იდეა იყო წინასწარმეტყველების პირველი მაგალითი, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მე-20 საუკუნის ორ დიდ თეორიაზე – ზოგად რელატივიზმზე და კვანტურ მექანიკაზე.
The idea of radiation from black holes was the first example of a prediction that depended in an essential way on both the great theories of this century, general relativity and quantum mechanics.
10992.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ეს თავიდანვე წარმოშობდა ბევრ წინააღმდეგობას, რადგან არღვევდა მოარულ წარმოდგენას: „როგორ შეიძლება, შავმა ხვრელმა რაიმე გამოასხივოს?“.
It aroused a lot of opposition initially because it upset the existing viewpoint: “How can a black hole emit anything?”
10993.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
რა თქმა უნდა, ბოლოს ბევრი მეცნიერი, მათ შორის ჯონ ჯ. ტეილორიც, მივიდნენ დასკვნამდე, რომ შავი ხვრელი უნდა გამოასხივებდეს ცხელი სხეულის მსგავსად, თუ კი ჩვენი წარმოდგენები ზოგად რელატივიზმსა და კვანტურ მექანიკაზე სწორია.
However, in the end most people, including John Taylor, have come to the conclusion that black holes must radiate like hot bodies if our other ideas about general relativity and quantum mechanics are correct.
10994.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ამგვარად, თუმცა, პირველადი შავი ხვრელების აღმოჩენა ჯერ არ მომხდარა, ნამდვილად არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ თუ აღმოვაჩენთ, მათ უნდა გამოასხივონ გამა სხივებისა და X-სხივების დიდი რაოდენობა.
Thus, even though we have not yet managed to find a primordial black hole, there is fairly general agreement that if we did, it would have to be emitting a lot of gamma rays and X rays.
10995.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
შავი ხვრელის რადიაციის არსებობა გულისხმობს, რომ გრავიტაციული კოლაფსი არ არის საბოლოო და შეუქცევადი, როგორც აქამდე ვფიქრობდით.
The existence of radiation from black holes seems to imply that gravitational collapse is not as final and irreversible as we once thought.
10996.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუ ასტრონავტი ჩავარდება შავ ხვრელში, მისი მასა გაიზრდება, მაგრამ, საბოლოოდ, ზედმეტი მასის ენერგეტიკული ეკვივალენტი დაბრუნდება სამყაროში რადიაციის ფორმით.
If an astronaut falls into a black hole, its mass will increase, but eventually the energy equivalent of that extra mass will be returned to the universe in the form of radiation.
10997.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ის ნაწილაკებიც კი, რომელიც საბოლოოდ გამოსხივდება შავი ხვრელიდან, ზოგადად განსხვავებული იქნება ასტრონავტის ნაწილაკებისაგან: ასტრონავტის ერთადერთი თვისება, რომელიც დარჩება მისგან, ეს იქნება მისი მასა ან ენერგია.
Even the types of particles that were eventually emitted by the black hole would in general be different from those that made up the astronaut: the only feature of the astronaut that would survive would be his mass or energy.
10998.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
მიახლოებები, რომელსაც ვიყენებდი შავი ხვრელის გამოსხივების გამოსათვლელად, კარგად მუშაობს, როდესაც შავი ხვრელის მასა მეტია გრამის ნაწილზე.
The approximations I used to derive the emission from black holes should work well when the black hole has a mass greater than a fraction of a gram.
10999.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
რა თქმა უნდა, ისინი აღარ ივარგებს შავი ხვრელის სიცოცხლის დასასრულისათვის, როდესაც მისი მასა ძალიან პატარა გახდება.
However, they will break down at the end of the black hole’s life when its mass gets very small.
11000.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ყველაზე უფრო მოსალოდნელი შედეგი, ჩანს, ისეთია, რომ შავი ხვრელი უბრალოდ გაქრება, ყოველ შემთხვევაში, სამყაროს ჩვენი რეგიონიდან და გაიყოლებს თან ასტრონავტსა და ნებისმიერ სინგულარობას, რომელიც შეიძლება მის შიგნით იყოს, თუ, ცხადია, იგი მასში არის.
The most likely outcome seems to be that the black hole will just disappear, at least from our region of the universe, taking with it the astronaut and any singularity there might be inside it, if indeed there is one.