ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
12641.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინისა და მისი კოლეგების აღმოჩენების პრაქტიკული გამოყენება მაშინ იქნება სწორი, თუ ინსტრუქციები იქ განთავსდება, სადაც საჭიროება მოითხოვს და სადაც რესპონდენტი დაინახავს.
The implications of the findings from Redline et al. is that instructions should be placed where they are to be used and where they can be seen.
12642.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
როდესაც გამოკითხული შერჩევა პოპულაციის რეპრეზენტაციულია, ჩვეულებრივია, რომ შერჩევის წევრებს გაუგებრად მიაჩნდეთ მკვლევრის სამეტყველო ენა და ის, რაც მას სრულიად გასაგებად ეჩვენება.
Where the sample being surveyed is representative of the whole adult population, misunderstandings of what researchers take to be clear, unambiguous language are commonplace.
12643.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინი და მისი კოლეგები მიუთითებენ, რომ სავარაუდო პასუხების იქვე, კითხვის ტექსტის მარჯვნივ განთავსება, პასუხების მიღების შესაძლებლობას ზრდის (ვიზუალური ლოკაცია), ხოლო მასალის უფრო თვალსაჩინოდ მოწოდება (მაგალითად, გამსხვილებული შრიფტის ან დიდი ასოების გამოყენებით) - მათი შემჩნევის შესაძლებლობას (ხილვადობის საკითხი).
Redline et al. indicate that the placing of the response categories to the immediate right of the text increases the chance of it being answered (the visual location), and making the material more salient (e.g. through emboldening and capitalization) can increase the chances of it being addressed (the visibility issue).
12644.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინი და მისი კოლეგები იმასაც აღნიშნავენ, რომ გვერდის ბოლოს განთავსებული კითხვები უფრო ხშირად რჩება უპასუხოდ, ვიდრე გვერდის ზედა ნაწილში მოცემული.
Redline et al. also note that questions placed at the bottom of a page tend to receive more non-response than questions placed further up on the page.
12645.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინი და მისი კოლეგები გვირჩევენ, განშტოებების ინსტრუქციები გვერდის ბოლოში არ განვათავსოთ.
Redline et al. suggest that questions with branching instructions should not be placed at the bottom of a page.
12646.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
კითხვარი შეგიძლიათ მოათავსოთ ჩემი ინსტიტუტის მთავარი კორპუსის საფოსტო ყუთში, გამოგზავნოთ ფოსტით (მარკიანი და უკანა მისამართიანი კონვერტი თან ერთვის) ან ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.
You may either place it in the collection box at the General Office at my institution or send it by post (stamped addressed envelope enclosed), or by fax or email attachment.
12647.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
უხეში ფრაზა „ოჯახური მდგომარეობა“, სასურველია და უმჯობესია ჩაანაცვლოთ უფრო რბილი და ზრდილობიანი ფორმით: „გთხოვთ, მიუთითოთ, დაქორწინებული ხართ, პარტნიორთან ერთად ცხოვრობთ თუ დაუოჯახებელი ხართ“ ან „მადლიერი დაგრჩებით, თუ მეტყვით, ხართ თუ არა დაოჯახებული, პარტნიორთან ერთად ცხოვრობთ თუ მარტო“.
It might be advantageous to replace a blunt phrase like ‘marital status’ with a gentler ‘Please indicate whether you are married, living with a partner, or single’ or ‘I would be grateful if would tell me if you are married, living with a partner, or single’.
12648.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
• სენსიტიური კითხვები მოგვიანებით დასვით, რათა რესპონდენტებში პასუხებზე წინასწარი განწყობა არ შეექმნათ. მაგრამ, არც ისე გვიან, რომ რესპონდენტს უკვე მობეზრებული ჰქონდეს კითხვებზე პასუხი და კონცენტრაციის უნარი დაკარგული.
• Put sensitive questions later in the questionnaire in order to avoid creating a mental set in the mind of respondents, but not so late in the questionnaire that boredom and lack of concentration have set it.
12649.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
თვით-ადმინისტრირებადი კითხვარის ორი ტიპი არსებობს: კითხვარები, რომლებიც მკვლევრის თანდასწრებით ივსება და კითხვარები, რომლებსაც მკვლევრის დაუსწრებლად ავსებენ რესპონდენტები (მაგალითად, სახლში, სამსახურში).
There are two types of self-administered questionnaire: those that are completed in the presence of the researcher and those that are filled in when the researcher is absent (e.g. at home, in the workplace).
12650.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
მკვლევრის თანდასწრება მკვლევარს უქმნის დროის პრობლემას: ის უნდა იყოს შეთანხმებულ დროსა და ადგილზე, რაც ასევე დიდ დროსა და ბევრ მოგზაურობას შეიძლება მოითხოვდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონაცემების მოგროვება გაცილებით მეტ დროს წაიღებს.
Having the researcher present also places pressure on the researcher to attend at an agreed time and in an agreed place, and this may be time-consuming and require the researcher to travel extensively, thereby extending the time frame for data collection.
12651.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
მეორე შეხსენებაც სასურველია და ის პირველის გაგზავნიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიგზავნოს.
A second follow-up is also advisable, and this should take place one week after the first follow up.
12652.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
მაგალითად, საჭიროა ინტერვიუს კოგნიტიური ასპექტის მოგვარება: უზრუნველყოფა და დარწმუნება იმაში, რომ ინტერვიუერმა საკმარისად იცის საკვლევი თემა იმისათვის, რომ ინტერვიუ ინფორმირებულობის ატმოსფეროში ჩაატაროს და არ დააფრთხოს რესპონდენტი, თუ მას საკმარისი ცოდნა არ აქვს.
For example, there is the need to address the cognitive aspect of the interview, ensuring that the interviewer is sufficiently knowledgeable about the subject matter that she or he can conduct the interview in an informed manner, and that the interviewee does not feel threatened by lack of knowledge.
12653.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
ბეილი აღნიშნავს, რომ ქალი ინტერვიუერები უფრო გულწრფელ პასუხებს იღებენ, ვიდრე - მამაკაცები; იმასაც ამბობს, რომ თეთრკანიანი ინტერვიუერის შავკანიან რესპონდენტთან მუშაობის შედეგები განსხვავდება იმ შედეგებისგან, როცა ორივე - ინტერვიუერიც და რესპონდენტიც - შავკანიანია.
Bailey reports that having women interviewers elicited a greater percentage of honest responses than having male interviewers, that having white interviewers interviewing black respondents yielded different results from having black interviewers interview black respondents.
12654.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
აუდიო ჩანაწერის ვიდეო ჩანაწერით შეცვლა უფრო მდიდარ მასალას და არავერბალური კომუნიკაციის დაფიქსირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამის ანალიზს ძალიან დიდი დრო მიაქვს.
To replace audio recording with video-recording might make for richer data and catch non-verbal communication, but this then becomes very time-consuming to analyse.
12655.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
სქორიჩის აზრით, სანდოობის მიღწევის ტრადიციული პროცედურებიც კი არაადეკვატურია აქ - კითხვების, ინტერვიუერის, რესპონდენტის, დროისა და ადგილის უცვლელად შენარჩუნება არ არის სტაბილური და ცალსახა მონაცემების გარანტი.
Scheurich suggests that even conventional procedures for achieving reliability are inadequate here, for holding constant the questions, the interviewer, the interviewee, the time and place does not guarantee stable, unambiguous data.
12656.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
ჩვენ ტრანსკრიპტების წინააღმდეგი კი არ ვართ, არამედ მხოლოდ ვაფრთხილებთ მკვლევრებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ტრანსკრიპტში არის ყველაფერი, რაც ინტერვიუს დროს მოხდა.
Weare not arguing against transcriptions, rather we are cautioning against the researcher believing that they tell everything that took place in the interview.
12657.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
ხმის მოდულაცია მაგალითად, აწევა-დაწევა, კითხვის ინტონაცია თუ დებულება, ხმის დაწევა თუ პაუზა, შემაჯამებელი თუ ძიებითი ტონი, საუბრის მიმართულების წამოწყება და დასრულება, მოსაუბრის მიერ გაკეთებული აქცენტები.
The inflection of the voice for example rising or falling, a question or a statement, a cadence or a pause, a summarizing or exploratory tone, opening or closing a line of enquiry, emphases placed by the speaker.
12658.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ერთდროულად, მოსაუბრე უწყვეტად ლაპარაკობს თუ მოკლე ფრაზებით, ვინ ვის ელაპარაკება, გაურკვეველი მეტყველება, სხვა მოვლენები, რომლებიც ინტერვიუს პარალელურად ხდებოდა და ახსენდება მკვლევარს.
How many people were speaking simultaneously, whether a speaker was speaking continuously or in short phrases, who is speaking to whom, indecipherable speech, any other events that were taking place at the same time that the researcher can recall.
12659.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
თუ ვიდეოჩანაწერის ტრანსკრიპტი გვაქვს, მაშინ ეს მკვლევარს, აუდიო ჩანაწერში აღნიშნული ყველა მახასიათებლის გარდა, დამატებით არავერბალური კომუნიკაციის განხილვის საშუალებას აძლევს.
If the transcript is of videotape, then this enables the researcher to comment on all of the non-verbal communication that was taking place in addition to the features noted from the audiotape.
12660.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
თემების კონტექსტუალიზება: ამ დროს სასარგებლოა თემების იმ კონტექსტში ან გარემოში დაბრუნება, საიდანაც წარმოიქმნა ისინი.
Contextualization of themes: at this point it is helpful to place these themes back within the overall contexts or horizons from which these themes emerged.