ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1281.
ჯუნიორ ეჩივმენტი | კომერციული და ეკონომიკური განათლების პროგრამები
18 ორსათიანი სემინარის განმავლობაში, რომლებიც სამუშაო ადგილზე ჩატარდება, მუშაკები გაეცნობიან მრავალ სხვადასხვა თემას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელთა მიზანია დაეხმაროს მათ საბაზრო ეკნონმიკის სისტემაში მუშაკისა და საწარმოს როლის საფუძვლიანად გაგებაში.
Through a series of 18 two-hour workshops conducted at the place of employment, employees tackle a wide range of topics and activities designed to provide a fundamental understanding of the role of the employee and business in a market economic system.
1282.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
მიუხედავად იმისა, ფული ნიჟარებით იყო წარმოდგენილი, მონეტებით თუ ქაღალდის ბანკნოტებით, მათ, ვისაც იგი ჰქონდათ, მისი შენარჩუნება სურდათ და მის შესანახად საიმედო ადგილი ესაჭიროებოდათ.
Whether money was represented by shells, coins, or paper, those who had it wanted to keep it and needed a safe place to put it.
1283.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ბანკირებმა დაინახეს, რომ ფულის უბრალოდ შენახვის ნაცვლად შეეძლოთ გაცილებით უფრო მეტი მოგება ენახათ, თუკი ფულს გაასესხებდნენ მათზე, ვინც ფულის დაბანდებას გეგმავდა მომავალში მეტი ფულის გაკეთების მიზნით.
Bankers learned that rather than just keeping money in one place, they could earn higher fees by loaning the money to those who had plans to invest it to make more money in the future.
1284.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ეს საუკეთესო წყაროა, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, თუკი გსურთ შეიტყოთ, რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები.
This is the best place to look to find out what your competitors are doing.
1285.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ბანკს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც კომერციული საქმიანობის წარმოება შეეძლება, სათავო ოფისისა და ფილიალების ჩათვლით.
Banks must have a place to do business, including headquarters locations and branch offices.
1286.
საბანკო საქმე | ბანკები და საბანკო საქმე
ავტომატურმა სალაროებმა (ATM-ებმა) და საბანკო ოპერაციების კომპიუტერის მეშვეობით საშინაო პირობებში წარმოებამ ჩაანაცვლა ბანკის მუშაკები, ან მათი ფუნქციების ნაწილი იტვირთა, გაზარდა საბანკო ოფისებისა და ფილიალების რიცხვი და საათების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც ბანკები კომერციულ საქმიანობას ეწევიან.
Automatic Teller Machines (ATMs) and home banking by computer have replaced or supplemented employees and expanded the number of a bank's locations and the hours during which it transacts business.
1287.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
თუ თქვენი დაგეგმვის პროცესი სუსტია, ან ასეთი საერთოდ არ გაგაჩნიათ, ეს სახელმძღვანელო საშუალებას მოგცემთ, ისარგებლოთ საკმაოდ მარტივი, ეტაპობრივი პროცესით ისეთი გეგმების შესადგენად, რომლებიც ერთდროულად თქვენი საბაზრო მოღვაწეობის სფეროსაც ერგება და ჩვენს საერთო „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო ხედვასთანაც“ არის კოორდინირებული.
If your planning process is weak or you don’t have one, this guide will provide a fairly straightforward, step-by-step process for establishing plans that are simultaneously right for your marketplace and aligned to our overall JA Worldwide Vision.
1288.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
- როდესაც დაგეგმვასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს წააწყდებით, როგორიცაა ჩვენი საქმიანი ოპერაციებისა და საბაზრო მოღვაწეობის დინამიკის ანალიზი და გაგება, შეიძლება სასარგებლოდ მოგეჩვენოთ გარეშე დახმარების მოთხოვნა სხვა თვალით დანახული პერსპექტივებისა და სხვათა გამოცდილების გაზიარების მიზნით.
- As you encounter planning issues such as the analysis and understanding of your business operations and marketplace dynamics, you may find it beneficial to solicit outside perspectives or professional expertise.
1289.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
ორგანიზაციების მიერ ამ დილემისთვის თავის გართმევის ერთ-ერთი გზაა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მოფიქრება, რომელიც საშუალებას აძლევს JA ოფისებს, შეადგინონ ისეთი გეგმები, რომლებიც ერთდროულად „შესაფერისია მათი ბაზრისთვის“ და „კოორდინირებულია“ ჩვენს საერთო საორგანიზაციო ამოცანებთან და საოპერაციო სტანდარტებთან.
One way organizations address this dilemma is to design a strategic planning process that allows JA Offices to build plans that are simultaneously "right for their marketplace" and "aligned" with overall organizational goals and operational standards.
1290.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
სტუდენტებისთვის განათლების მიღების არც ერთი ხელსაყრელი შესაძლებლობა ხელიდან არ იქნება გაშვებული კარგად ნასწავლი, კარგად მომზადებული მოხალისეების ნაკლებობის გამო.
No student learning opportunity will go unmet due to a lack of well-trained, well-prepared volunteers.
1291.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
ჩვენი მუშაკებისთვის დამახასიათებელი იქნება თავდადება, გუნდური მუშაობა, მრავალფეროვნება, მეგობრული სულისკვეთება და ყურადღების კონცენტრაცია ორგანიზაციის საერთო კეთილდღეობაზე, ხოლო „ჯუნიორ ეჩივმენტი“ ჩაითვლება „საუკეთესო სამუშაო ადგილად“ არაკომერციულ ორგანიზაციათა შორის.
Our workforce will be characterized by passion, teamwork, diversity, camaraderie, and a focus on the common good of the organization, and Junior Achievement will be considered "a best place to work" among non-profit organizations.
1292.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
• წარმატებისთვის კრიტიკულ ფაქტორებს - ფუნდამენტურ ელემენტებს, რომლებიც სახეზე უნდა იყოს ჩვენი ორგანიზაციის როგორც ადგილობრივ, ასევე შტაბ-ბინის დონეებზე ჩვენი ამბიციების განსახორციელებლად.
• Critical Success Factors - the fundamental elements of operation that must be in place at both the local and Headquarters levels of our organization to assure accomplishment of our ambitions.
1293.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
• რომლებია საოპერაციო მოღვაწეობის აუცილებელი ელემენტები, რომლებიც სახეზე უნდა იყოს ჩვენი ორგანიზაციის ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო წარმატება?
• What are the essential elements of operation that must be in place at all levels of our organization to ensure ultimate success?
1294.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
საზომების ამ საწყისი კომპლექტის დადგენისას ჩვენ პერსპექტივაში გავითვა-ლისწინეთ, რომ ყველა საზომი ერთეული, რომელიც „წარმადობის უმთავრეს ინდიკატორად“ (KPI) განისაზღვრა, ყველა მოცემული მომენტისთვის სახეზე არ იქნებოდა.
In establishing this initial set of metrics, we took the perspective that all the measures identified as KPIs would not have to currently be in place.
1295.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
ამ შემთხვევაშიც, ჩვენი „სტრუქტურის“ ამ პირველი ვერსიის მიზანია, ძირითადი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფუნდამენტური საზომების დადგენაზე, რომლებიც გვსურს სხვადასხვა „წარმადობის უმთავრესი სფეროსთვის“ შემუშავდეს.
Again, the goal in this first version of our framework is to focus primarily on identifying the fundamental metrics we would like to see in place for the various Key Performance Areas.
1296.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
წარმატებისთვის კრიტიკული ფაქტორები საოპერაციო მოღვაწეობის არსებითი ელემენტებია, რომლებიც სახეზე უნდა იყოს თითოეულისთვის ჩვენ „წარმადობის 10 უმთავრეს სფეროთაგან“, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო წარმატება ჩვენი ხედვის რეალიზაციის საქმეში.
Critical Success Factors are the essential elements of operation that should be in place in each of our 10 Key Performance Areas to assure ultimate success in achieving our vision.
1297.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
თქვენი ამოცანა უნდა იყოს მომავალზე ისეთი ცოცხალი და საინტერესო ოცნების შექმნა, რომ ხალხს დაავიწყოს იმაზე ფიქრი, თუ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება, და სანაცვლოდ ამ ოცნების რეალობად ქცევის მტკიცე გადაწყვეტილებით აღავსოს ისინი.
Your objective should be to create a dream of the future that is so vivid and exciting that people replace their thoughts of why it cannot be done with a determination to make it a reality.
1298.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
გამოავლენინეთ და შეასწავლინეთ თქვენს სტრატეგიული დაგეგმვის გუნდს თქვენს საბაზრო მოღვაწეობის სფეროში მოქმედი ის ძალები, რომელთაც ზეგავლენა შეუძლიათ იქონიონ თქვენი ოპერაციის წარმატებაზე.
Engage your strategic planning team in identifying and examining the various forces in your marketplace that may have an impact on the success of your operation.
1299.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
გარეშე ძალები, რომლებიც JA ოფისების მიერ ბაზრის შესაძლებლობებისა და საფრთხეების განხილვისას ხშირად წარმოჩნდება ხოლმე, მოიცავს მოხალისეთა ტენდენციებს.
External forces that often come up as JA Offices consider marketplace Opportunities and Threats include volunteer trends.
1300.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
• როდესაც გადაწყვეტილება ორივე კრიტერიუმის საფუძველზე მიღებულია, კრიტიკული საკითხის საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაიწერება გადაწყვეტილების კოორდინატთა ბადის შესაბამის მეოთხედში.
• Once a decision is made on the basis of both criteria, the identifying number for the critical issue is then placed in the appropriate quadrant of the decision grid.