ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
13241.
ბიოლოგია | თავი VII
მეორე, უფრო სერიოზული პრობლემა სენდვიჩის მოდელთან დაკავშირებით, ცილების ადგილი იყო.
A second, more serious problem with the sandwich model was the placement of the proteins.
13242.
ბიოლოგია | თავი VII
მემბრანის სტრუქტურის ერთი მოდელის ჩანაცვლება მეორით არ გულისხმობს, რომ თავდაპირველი მოდელი არ იყო ღირებული.
Replacing one model of membrane structure with another does not imply that the original model was worthless.
13243.
ბიოლოგია | თავი VII
მემბრანები არ არის მოლეკულების სტატიკური შრეები, რომლებიც უძრავად შემოსაზღვრავს სივრცეს.
Membranes are not static sheets of molecules locked rigidly in place.
13244.
ბიოლოგია | თავი VII
ზოგიერთი მემბრანული ცილა, პლაზმური მემბრანის ციტოპლაზმის მხარეს, ადგილზე ციტოჩონჩხის საშუალებით მაგრდება, ხოლო გარეთა მხარეს – ცალკეული მემბრანული ცილების უჯრედგარე მატრიქსის ბოჭკოებით არის მიმაგრებული.
On the cytoplasmic side of the plasma membrane, some membrane proteins are held in place by attachment to the cytoskeleton. And on the exterior side, certain membrane proteins are attached to fibers of the extracellular matrix.
13245.
ბიოლოგია | თავი VII
თუ უჯრედს მოვათავსებთ ხსნარში, რომელიც ჰიპოტონიურია უჯრედის მიმართ (ჰიპო "ნაკლებს" ნიშნავს), წყალი უფრო სწრაფად შევა უჯრედში ვიდრე გამოვა, უჯრედი სივდება და წყლით გადავსებული ბუშტის მსგავსად ლიზისს (სკდება) განიცდის.
If we place the cell in a solution that is hypotonic to the cell (hypo means "less"), water will enter the cell faster than it leaves, and the cell will swell and lyse (burst) like an overfilled water balloon.
13246.
ბიოლოგია | თავი VII
თუ მცენარის უჯრედები და მათი გარემო იზოტონურია, წყლის ნეტ შესვლის ტენდენცია არ არის და უჯრედები იჩვარება, დუნე ხდება.
If a plant's cells and their surroundings are isotonic, there is no net tendency for water to enter, and the cells become flaccid (limp).
13247.
ბიოლოგია | თავი VIII
თუმცა, ორგანიზმი მატერიისა და ენერგიის ორგანიზებულ ფორმებს გარემოდანაც იღებს და მათ ნაკლებად მოწესრიგებული ფორმებით ჩაანაცვლებს.
However, an organism also takes in organized forms of matter and energy from the surroundings and replaces them with less ordered forms.
13248.
ბიოლოგია | თავი VIII
იმისთვის, რომ სისტემა არ გადავიდეს წონასწორობის მდგომარეობაში, ერთი რეაქციის პროდუქტი კი არ აკუმულირდება, არამედ მომდევნო საფეხურის რეაგენტი ხდება; საბოლოოდ, ნარჩენი პროდუქტები უჯრედიდან გამოიდევნება.
The key to maintaining this lack of equilibrium is that the product of one reaction does not accumulate, but instead becomes a reactant in the next step; finally, waste products are expelled from the cell.
13249.
ბიოლოგია | თავი VIII
შემდეგ, ამონიუმი ჩაანაცვლებს ფოსფატურ ჯგუფს და წარმოიქმნება გლუტამინი.
Second, ammonia displaces the phosphate group, forming glutamine.
13250.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის განხილვა მისი ეკოლოგიური კონტექსტით დავიწყოთ.
Let's begin by placing photosynthesis in its ecological context.
13251.
ბიოლოგია | თავი X
ზოგიერთ ადგილას, თილაკოიდის ტომსიკები სვეტებს ქმნის, რომელთაც გრანები ეწოდებათ.
In some places, thylakoid sacs are stacked in columns called grana.
13252.
ბიოლოგია | თავი X
თუ პიგმენტი შთანთქავს ყველა სიგრძის ტალღას, ის შავად მოჩანს.
If a pigment absorbs all wavelengths, it appears black.
13253.
ბიოლოგია | თავი X
ეს ელექტრონები, სათითაოდ P680-ის მოლეკულას მიეწოდება და თითოეული მათგანი პირველად ელექტრონულ აქცეპტორში ელექტრონის დანაკარგს ჩაანაცვლებს.
The electrons are supplied one by one to the P680 molecules, each replacing an electron lost to the primary electron acceptor.
13254.
ბიოლოგია | თავი X
შევნიშნავთ, რომ NADPH, ატფ-ის მსგავსად მემბრანის სტრომისკენ მიმართულ მხარეს წარმოიქმნება, სადაც ადგილი აქვს კალვინის ციკლის რეაქციებს.
Notice that NADPH, like ATP, is produced on the side of the membrane facing the stroma, where the Calvin cycle reactions take place.
13255.
ბიოლოგია | თავი X
ამ შაქრის ერთი მოლეკულის სუფთა სინთეზისთვის ციკლი სამჯერ უნდა მოხდეს, და სამი მოლეკულა CO2 უნდა დაფიქსირდეს.
For the net synthesis of one molecule of this sugar, the cycle must take place three times, fixing three molecules of CO2.
13256.
ბიოლოგია | თავი X
ამას გარდა, რუბისკოს CO2-ს ადგილზე O2-ის დაკავშირება შეუძლია.
In addition, rubisco can bind O2 in place of CO2.
13257.
ბიოლოგია | თავი XXIX
სხვა წყალმცენარეების პეროქსისომებში ასეთი ფერმენტები არ არის.
The peroxisomes of other algae lack these enzymes.
13258.
ბიოლოგია | თავი XXIX
29.7 სურათზე წყვეტილი ხაზი ბრიფიტების ჯერ გაურკვეველ ფილოგენიას აღნიშნავს. მაგრამ ხავსებსა და ჭურჭლოვან მცენარეებს ზოგიერთი საერთო შეძენილი ნიშან-თვისება აქვს, მაგალითად მრავალუჯრედიანი ჩანასახი და აპიკალური მერისტემა, თუმცა ხავსებს არა აქვს ჭურჭლოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელი სიახლეები, როგორიცაა ფესვები და ჭეშმარიტი ფოთლები.
The broken lines in Figure 29.7 reflect the current uncertainty regarding bryophyte phylogeny Whether or not bryophytes are monophyletic, they share some derived traits with vascular plants, such as multicellular embryos and apical meristems, while lacking many innovations of vascular plants, such as roots and true leaves.
13259.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ კლადებში გაერთიანებულ მცენარეებს არა აქვს თესლი, ამიტომ ამ ორ კლადას ხშირად არაფორმალურად უთესლო ჭურჭლოვან მცენარეებს უწოდებენ.
Each of these clades lacks seeds, which is why collectively the two clades are often informally called seedless vascular plants.
13260.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების ფესვებისგან განსხვავებით, რიზოიდები არ შედგება ქსოვილებისგან, არ აქვს სპეციალიზებული გამტარი უჯრედები და არ არის წამყვანი წყლისა და მინერალური მარილების აბსორბციაში.
Unlike roots, which are characteristic of vascular plants, rhizoids are not composed of tissues, lack specialized conducting cells, and do not play a primary role in water and mineral absorption.