ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
15081.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტაქსონომისტებმა ბაქტერიები მცენარეთა სამეფოს მიაკუთვნეს, ვინაიდან მათ უჯრედებს მკვრივი გარსი აქვს.
Taxonomists placed bacteria in the plant kingdom, citing the rigid cell walls of bacteria as justification.
15082.
ბიოლოგია | თავი XXVI
უიტეკერი უჯრედების ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ტიპს, პროკარიოტებს და ევკარიოტებს გამოყოფდა. მან პროკარიოტები ევკარიოტებისგან ცალკე, მონერას ჯგუფში მოათავსა.
Whittaker's system recognized the two fundamentally different types of cells, prokaryotic and eukaryotic, and set the prokaryotes apart from all eukaryotes by placing them in their own kingdom, Monera.
15083.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ სხვაობაზე დაყრდნობით ბაქტერიები და არქეები სხვადასხვა ზესამეფოში (დომენში) მოათავსეს.
These differences justify placing bacteria and archaea in separate doEsben mains.
15084.
ბიოლოგია | თავი XIII
შეიძლება ისეთი ადგილების მოძებნა, სადაც საწყის სიგნალს ნუკლეოტიდების საკმაოდ გრძელი ფრაგმენტები მოჰყვება, სანამ სტოპ სიგნალს აღმნიშვნელი სამი ნუკლეოტიდიდან ერთ-ერთი არ გამოჩნდება. მაგრამ ეს შეიძლება შემთხვევითაც მოხდეს.
You can also look for places where that start signal is followed by a fairly long stretch of nucleotides before one of the three-nucleotide stop signals appears, but that can easily occur by chance.
15085.
ბიოლოგია | თავი XIII
საოცარია, რომ დღევანდელი ორგანიზმების გენომები ამ ექსპერიმენტის ლაბორატორიულ ჩანაწერებს ინარჩუნებს. ამიტომ შეგვიძლია უკან დაბრუნება და იმ მოვლენების აღდგენა, რომლებიც უძველეს წარსულში მოხდა.
And, wonderfully, the genomes of today's organisms retain the lab notes of these experiments, so that we can go back and reconstruct the events that took place.
15086.
ბიოლოგია | თავი XIII
X ქრომოსომის გენების უმეტესობას პატარა Y ქრომოსომაში ანალოგი არა აქვს, Y ქრომოსომას კი ის გენები აქვს, რომლებიც X-ს აკლია.
Most of the genes carried on the X chromosome do not have counterparts on the tiny Y, and the Y chromosome has genes lacking on the X.
15087.
ბიოლოგია | თავი XIII
კროსინგოვერის ერთი მოვლენისას ორი არატყუპი ქრომატიდის დნმ-ის მოლეკულები (ჰომოლოგიური წყვილის ერთი დედისეული და ერთი მამისეული ქრომატიდის დნმ) ერთსა და იმავე ადგილას წყდება და შემდეგ მათი დნმ-ის მონაკვეთები ერთმანეთს უკავშირდება.
In a single crossover event, the DNA molecules of two non-sister chromatids - one maternal and one paternal chromatid of a homologous pair-are broken at the same place and then rejoined to each other's DNA.
15088.
ბიოლოგია | თავი XIII
ამის შედეგად ორი ჰომოლოგიური სეგმენტი ადგილს იცვლის ან კროსინგოვერს გადის. ამიტომ დედისეული და მამისეული გენების ახალი კომბინაციის მქონე ქრომოსომებს ვიღებთ.
In effect, two homologous segments trade places, or cross over, producing chromosomes with new combinations of maternal and paternal genes.
15089.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო A-11
ჩვენ ამ ადგილთან დაკავშირებული სასიამოვნო ასოციაციები გვაქვს.
We have pleasant associations with the place.
15090.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო A-11
ეს ორი ადგილი ერთმანეთისგან შორს იმყოფება.
The two places lie far asunder.
15091.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენ ნებისმიერ წყალგამყოფში ვპოულობთ ადგილს, სადაც ძირითადი ბაზისი ზედაპირთან ახლოსაა და იქ ჰიდრომეტრიულ სადგურს ვაშენებთ, რომელსაც ასევე წყალსაცავი ჰქვია.
In each watershed, we find a place where the bedrock is close to the surface, and then build a gauging station, also called a weir.
15092.
ბიოლოგია | თავი L
საუკუნეზე მეტი ხნის წინ დარვინმა, ვალასმა და სხვა ბუნებისმცოდნეებმა დაიწყეს დისტრიბუციის ფართო მოდელების იდენტიფიკაცია ბიოგეოგრაფიული არეალების დასახელებით.
More than a century ago, Darwin, Wallace, and other naturalists began to identify broad patterns of distribution by naming biogeographic realms.
15093.
ბიოლოგია | თავი L
დიდკუდა შოშია, დიდი ზომის თვალსაჩინო ჩიტი, რომელიც ენათესავება შაშვსა და მოლაღურს, კიდევ ერთი იმ სახეობათაგანია, რომელმაც დროთა განმავლობაში გავრცელების არეალები გაიფართოვა და მექსიკის ყურის სანაპიროებიდან და რიო-გრანდეს ხეობიდან ჩრდილოეთისკენ გავრცელდა.
The great-tailed grackle, a large, conspicuous bird related to blackbirds and orioles, is another species that has expanded its range over time, moving northward from the coast of the Gulf of Mexico and the Rio Grande Valley.
15094.
ბიოლოგია | თავი L
ღამით ჰაერი ახლა უკვე თბილი ოკეანიდან ანდა ტბიდან მაღლა იწევს, ხმელეთიდან კი გრილი ჰაერის მასები წყლისკენ გადაინაცვლებს და ამგვარად, თბილი ჰაერის მასებს ცვლის სანაპირო ზოლიდან გადმონაცვლებული გრილი ჰაერის მასები.
At night, air over the now warmer ocean or lake rises, reversing the circulation and drawing cooler air from the land out over the water, replacing it with warmer air from offshore.
15095.
ბიოლოგია | თავი L
დაახლოებით 16.000 წლის წინანდელ პერიოდში ჩრდილო ამერიკისა და ევრაზიის კონტინენტები დაფარული იყო კონტინენტური მყინვარებით.
Until about 16,000 years ago, continental glaciers covered much of North America and Eurasia.
15096.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად ჩრდილო-ამერიკის ჩრდილოეთის წიწვოვან ტყეში (ტაიგაში), წითელი ნაძვი გავრცელებულია აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ არ გვხვდება სხვა დანარჩენ არეალში, სადაც შავი და თეთრი ნაძვი უხვადაა.
For instance, in the northern coniferous forest (taiga) of North America, red spruce is common in the east but does not occur in most other areas, where black spruce and white spruce are abundant.
15097.
ბიოლოგია | თავი L
იმის გამო, რომ არ ხდებოდა პერიოდული გადაწვა, ფიჭვი შეცვალა ფართოფოთლიანმა ხეებმა.
Without periodic burning, broadleaf trees tended to replace the pines.
15098.
ბიოლოგია | თავი L
ადამიანმა გადააკეთა დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი, შეცვალა ბუნებრივი ბიომები ურბანული და სოფლის მეურნეობის ბიომებით.
Humans have altered much of Earth's surface, replacing original biomes with urban and agricultural ones.
15099.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო A-12
ბაკინგემის სასახლე ყველაზე მეტ ტურისტს იზიდავს.
Buckingham palace is a major tourist attraction.
15100.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება სლოვენიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ
ეს კონსულტაციები იმართება დიპლომატიური არხების მეშვეობით შესათანხმებელ ადგილზე და დროს.
These consultations shall be held at a place and a time to be agreed upon through diplomatic channels.