ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
15941.
ბიოლოგია | თავი V
ცილების მნიშვნელობა მათი სახელიდანაც ჩანს. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან პროტეიოს, რაც პირველ ადგილს ნიშნავს.
The importance of proteins is implied by their name, which comes from the Greek word proteios, meaning first place.
15942.
ბიოლოგია | თავი V
მისი მიდგომა იყო შემდეგი: გამოეყენებინა ცილის გამხლეჩი ფერმენტები და სხვა კატალიზატორები, რომლებიც ცილებს სპეციფიკურ უბნებში ხლეჩენ, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა ჯაჭვის სრული, ამინომჟავებამდე ჰიდროლიზი.
His approach was to use protein-digesting enzymes and other catalysts that break polypeptides at specific places rather than completely hydrolyzing the chains to amino acids.
15943.
ბიოლოგია | თავი V
Pპროკარიოტულ უჯრედებს ბირთვი არ ააქვს, მაგრამ ისინი მაინც რნმ-ს იყენებენ გზავნილის გასაგზავნად დნმ-დან რიბოსომებისაკენ და უჯრედის სხვა მოწყობილობებისაკენ, რომლებსაც კოდირებული ინფორმაცია ამინომჟავების თანამიმდევრობებში გადაჰყავთ.
Prokaryotic cells lack nuclei, but they still use RNA to send a message from the DNA to the ribosomes and other equipment of the cell that translate the coded information into amino acid sequences.
15944.
ბიოლოგია | თავი V
ამ ორ შაქარს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დეზოქსირიბოზას რგოლის მეორე ნახშირბადთან აკლია ჟანგბადის ატომი, აქედან გამომდინარეობს მისი სახელი.
The only difference between these two sugars is that deoxyribose lacks an oxygen atom on the second carbon in the ring; hence its name.
15945.
ბიოლოგია | თავი IX
ლიმონმჟავა ციკლი, რომელიც მიტოქონდრიულ მატრიქსში მიმდინარეობს, გლუკოზის დაშლის პროცესს ასრულებს პირუვატის წარმოებულის ნახშირორჟანგამდე დაჟანგვით.
The citric acid cycle, which takes place within the mitochondrial matrix, completes the breakdown of glucose by oxidizing a derivative of pyruvate to carbon dioxide.
15946.
ბიოლოგია | თავი IX
პროკარიოტებში, რომელთაც არც მიტოქონდრია და არც ქლოროპლასტები არ ააქვთ, H+-ის გრადიენტის წარმოქმნა ხდება პლაზმური მემბრანის გამჭოლ.
Prokaryotes, which lack both mitochondria and chloroplasts, generate H+ gradients across their plasma membranes.
15947.
ბიოლოგია | თავი IX
ორ გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს სპირტული დუღილი და რძემჟავა დუღილი.
Two common types are alcohol fermentation and lactic acid fermentation.
15948.
ბიოლოგია | თავი IX
ადამიანის კუნთოვანი უჯრედები, როცა ჟანგბადის ნაკლებობაა ატფ-ს რძემჟავა დუღილის გზით აწარმოებენ.
Human muscle cells make ATP by lactic acid fermentation when oxygen is scarce.
15949.
ბიოლოგია | თავი IX
ლაქტაზას, რომელიც აკუმულირდება, შეუძლია გამოიწვიოს კუნთების დაღლა და ტკივილი, მაგრამ ჩვეულებრივ, იგი სისხლის საშუალებით ღვიძლში გადაიტანება.
The lactate that accumulates may cause muscle fatigue and pain, but the lactate is gradually carried away by the blood to the liver.
15950.
ბიოლოგია | თავი IX
ღვიძლის უჯრედების მიერ, ლაქტაზა უკანვე პირუვატად გარდაიქმნება.
Lactate is converted back to pyruvate by liver cells.
15951.
ბიოლოგია | თავი IX
დუღილის დროს ელექტრონის საბოლოო აქცეპტორი არის ისეთი ორგანული მოლეკულა როგორიცაა პირუვატი (რძემჟავა დუღილი), ან აცეტალდეჰიდი (სპირტული დუღილი).
In fermentation, the final electron acceptor is an organic molecule such as pyruvate (lactic acid fermentation) or acetaldehyde (alcohol fermentation).
15952.
ბიოლოგია | თავი VIII
თუმცა, ორგანიზმი მატერიისა და ენერგიის ორგანიზებულ ფორმებს გარემოდანაც იღებს და მათ ნაკლებად მოწესრიგებული ფორმებით ჩაანაცვლებს.
However, an organism also takes in organized forms of matter and energy from the surroundings and replaces them with less ordered forms.
15953.
ბიოლოგია | თავი VIII
იმისთვის, რომ სისტემა არ გადავიდეს წონასწორობის მდგომარეობაში, ერთი რეაქციის პროდუქტი კი არ აკუმულირდება, არამედ მომდევნო საფეხურის რეაგენტი ხდება; საბოლოოდ, ნარჩენი პროდუქტები უჯრედიდან გამოიდევნება.
The key to maintaining this lack of equilibrium is that the product of one reaction does not accumulate, but instead becomes a reactant in the next step; finally, waste products are expelled from the cell.
15954.
ბიოლოგია | თავი VIII
შემდეგ, ამონიუმი ჩაანაცვლებს ფოსფატურ ჯგუფს და წარმოიქმნება გლუტამინი.
Second, ammonia displaces the phosphate group, forming glutamine.
15955.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბრიოფიტებში ასევე არ არის განვითარებული ტრანსპორტირების სისტემა; ასე რომ, მათ მხოლოდ ძალიან ტენიან გარემოში შეუძლიათ არსებობა.
Bryophytes also lack an extensive transport system and are confined to living in very moist environments.
15956.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წარმოიდგინეთ, რომ ეს უჯრედი ამოვლებულია თავად უჯრედთან შედარებით გახსნილი ნივთიერების უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარში (სადაც ხსნარის პოტენციალი მეტად უარყოფითია).
Suppose this flaccid cell is bathed in a solution of higher solute concentration (more negative solute potential) than the cell itself.
15957.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ახლა იგივე მისუსტებული უჯრედი მოვათავსოთ სუფთა წყალში.
Now let's place the same flaccid cell in pure water.
15958.
ბიოლოგია | თავი XXXVI
დასუსტებული უჯრედისგან განსხვავებით, კედლიანი უჯრედი, რომელსაც გახსნილი ნივთიერებების მეტი კონცენტრაცია აქვს მის გარემოსთან შედარებით, დაბერილი ან ძალიან მაგარია.
In contrast to a flaccid cell, a walled cell that has a greater solute concentration than its surroundings is turgid, or very firm.
15959.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სიმტკიცის დაკარგვის შედეგებს ხედავთ ჭკნობაში, ფოთლებისა და ღეროს დასუსტებაში, რაც უჯრედების დასუსტების შედეგად ხდება.
You can see the effects of turgor loss in wilting, the drooping of leaves and stems as a result of cells becoming flaccid.
15960.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამ წყალგამტარ უჯრედებში არ არის საკმარისი პროტოპლასტი, როცა ისინი ზრდასრულობას აღწევს და მაშასადამე, აპოპლასტის ნაწილი ხდება.
These water-conducting cells lack protoplasts when mature and are therefore part of the apoplast.