ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
16041.
ბიოლოგია | თავი VI
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველური უჯრედებისათვის, რადგან მათ უჯრედის კედელი არ გააჩნია.
This is especially important for animal cells, which lack walls.
16042.
ბიოლოგია | თავი VI
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრიოლებს შეუძლიათ მიკრომილაკების აწყობის ორგანიზება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ევკარიოტში ამ ფუნქციას ცენტრიოლები ასრულებენ. მცენარეთა უმეტესობის ცენტროსომებს ცენტრიოლები არა აქვთ, მაგრამ აქვთ კარგად ორგანიზებული მიკრომილაკები.
Although centrioles may help organize microtubule assembly, they are not essential for this function in all eukaryotes; centrosomes of most plants lack centrioles but have well-organized microtubules.
16043.
ბიოლოგია | თავი VI
როდესაც უჯრედიდან წამწამები ან შოლტები გამოიზრდება, რომლებიც ადგილზე დამაგრებული არიან როგორც ქსოვილის ფენის (შრის) ნაწილი, მათ შეუძლიათ ქსოვილის ზედაპირის ზემოთ სითხე ამოძრაონ.
When cilia or flagella extend from cells that are held in place as part of a tissue layer, they can move fluid over the surface of the tissue.
16044.
ბიოლოგია | თავი VI
წამწამებსა და შოლტებში, მიკრომილაკების წყვილები, როგორც ჩანს, ადგილზე დამაგრებულია გარეთა წყვილების შიდა მხარეზე არსებული განივად დამაკავშირებელი ცილებით, სხივური (რადიალური) თვალის მანებით და სხვა სტრუქტურული ელემენტებით.
In cilia and flagella, the microtubule doublets seem to be held in place by the cross-linking proteins just inside the outer doublets and by the radial spokes and ocher structural elements.
16045.
ბიოლოგია | თავი VI
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველურ უჯრედებს არ გააჩნია მცენარეული უჯრედის მსგავსი კედელი, ისინი წარმოქმნიან რთულ უჯრედგარე მატრიქსს (უგმ).
Although animal cells lack walls akin to those of plant cells, they do have an elaborate extracellular matrix (ECM).
16046.
ბიოლოგია | თავი XLIII
ბოლოდროინდელი კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ უხერხემლოებს ლიმფოციტების უჯრედული ანალოგები არ აქვთ.
Recent research indicates that invertebrates lack cells analogous to lymphocytes.
16047.
ბიოლოგია | თავი XLIII
გამოყოფილი ანტისხეულები ანუ იმუნოგლობულინები, სტრუქტურულად B უჯრედების რეცეპტორების მსგავსია, მაგრამ მათ არ აქვთ ტრანსმემბრანული უბანი, რომელიც რეცეპტორს პლაზმურ მემბრანასთან აკავშირებს.
Secreted antibodies, or immunoglobulins, are structurally similar to B cell receptors, but they lack the transmembrane regions that anchor receptors in the plasma membrane.
16048.
ბიოლოგია | თავი XLIII
პირველი ორი (B ლიმფოციტებისთვის ძვლის ტვინში და T ლიმფოციტებისთვის თიმუსში) ლიმფოციტების მომწიფებისას მიმდინარეობს, სანამ ისინი ანტიგენთან კონტაქტში მოვლენ.
The first two events take place as a lymphocyte matures in the bone marrow (B cell) or thymus (T cell) well before the cell has contact with any antigen.
16049.
ბიოლოგია | თავი XLIII
ინფიცირებული უჯრედის სიკვდილი არა მარტო ზღუდავს პათოგენის გამრავლებას, არამედ მათ წარუდგენს ცირკულაციაში მყოფ ანტისხეულებსაც, რომლებიც მათ მონიშნავენ.
The death of the infected cell not only deprives the pathogen of a place to reproduce but also exposes it to circulating antibodies, which mark it for disposal.
16050.
ბიოლოგია | თავი XLIII
გამოყოფილ ანტისხეულს B უჯრედის რეცეპტორის მსგავსი Y ფორმა აქვს, მაგრამ არ აქვს ტრანსმემბრანული უბანი, რომელიც მას პლაზმურ მემბრანასთან დააკავშირებდა.
A secreted antibody has the same general Y-shaped structure as a B cell receptor but lacks a transmembrane region that would anchor it to the plasma membrane.
16051.
ბიოლოგია | თავი XLIII
პასიური იმუნიზაცია ბუნებრივად ვლინდება, როდესაც ფეხმძიმე ქალების IgG ანტისხეულები გადიან პლაცენტას და გადადიან ჩანასახში.
Passive immunization occurs naturally when IgG antibodies of a pregnant woman cross the placenta to her fetus.
16052.
ბიოლოგია | თავი XLIII
როგორც ჩანს, პლაცენტის სტრუქტურა, რომელიც 46-ე თავშია აღწერილი, წამყვანია ამ მდგრადობისთვის.
Apparently, the structure of the placenta― described in Chapter 46 is the key to this tolerance.
16053.
ბიოლოგია | თავი XLIII
A ანტიგენების, როგორც უცხოს შეცნობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ისინი სხვა ორგანიზმში გადაიტანება.
The A antigen may recognized as foreign if placed in the body of another person.
16054.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს კარგია ორსულობაში, რამდენადაც, IgM არ გადის პლაცენტას და, ამდენად, ჩანასახთან არანაირი საფრთხე არ მიდის დედის სისხლიდან, რომელიც მასთან შეუთავსებელი შეიძლება იყოს.
This is fortunate in pregnancy because IgM does not cross the placenta, so no harm comes to a fetus with a blood type that is not compatible with its mother's.
16055.
ბიოლოგია | თავი XLIII
პოტენციურად საშიში ვითარება შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც რეზუსუარყოფითიანი დედა (რეზუსის ფაქტორის არმქონე) ატარებს რეზუსდადებით შვილს, რომელსაც ფაქტორი შთამომავლობით მამისგან გადაეცა.
A potentially dangerous situation can arise when a mother who is Rh-negative (lacks the Rh factor) carries a fetus that is Rh-positive, having inherited the factor from its father.
16056.
ბიოლოგია | თავი XLIII
თუ ჩანასახის სისხლის მცირე რაოდენობა გადის პლაცენტას, რაც შეიძლება ორსულობისას მოგვიანებით ან მშობიარობისას მოხდეს, დედას უჩნდება ჰუმორული პასუხი რეზუს ფაქტორის მიმართ.
If small amounts of fetal blood cross the placenta, which may happen late in pregnancy or during delivery, the mother mounts a humoral response against the Rh factor.
16057.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს B უჯრედები წარმოქმნიან ანტი რეზუს IgG ანტისხეულებს, რომლებსაც პლაცენტის გავლა და ჩანასახის სისხლის წითელი უჯრედების დაშლა შეუძლიათ.
These B cells produce anti-Rh IgG antibodies, which can cross the placenta and destroy the red blood cells of the fetus.
16058.
ბიოლოგია | თავი XLIII
შედეგად ის პასიურად (ხელოვნურად) იმუნიზებული ხდება, რათა საკუთარი იმუნური სისტემის ჩართვამდე და იმუნოლოგიური მეხსიერების გამომუშავებამდე, განადგურდეს ჩანასახის რეზუს ფაქტორის შემცველი სისხლის წითელი უჯრედები, რომლებიც პლაცენტას კვეთენ და რომელიც მომავალ რეზუსდადებითიან ბავშვებს დააზიანებს.
She is, in effect, passively immunized (artificially) to eliminate any fetal Rh-bearing red blood cells that cross the placenta before her own immune system responds to them and generates immunological memory that would endanger future Rh-positive babies.
16059.
ბიოლოგია | თავი XLIII
მწვავე ანთებით პასუხს ხანდახან ანაფილაქსიურ შოკამდეც მივყავართ, როდესაც მთელი სხეული ახორციელებს სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციას, რაც ალერგენის წარდგენის შემთხვევაში, წამების განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს.
An acute allergic response sometimes leads to anaphylactic shock, a whole-body, life-threatening reaction that can occur within seconds of exposure to an allergen.
16060.
ბიოლოგია | თავი XLIII
ანაფილაქსიური შოკი ვითარდება, როდესაც ფართოდ გავრცელებული მასტოციტების დეგრანულაცია მიმდინარეობს, რაც იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას და სისხლის წნევის სწრაფ დავარდნას.
Anaphylactic shock develops when widespread mast cell degranulation triggers abrupt dilation of peripheral blood vessels, causing a precipitous drop in blood pressure.