ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 53, პეტროლოგია
კალიშპატების განსხვავებული სტრუქტურულ–ოპტიკური ტიპი ძირითადად გაპირობებულია სხვადასხვა ტემპერატურაზე კრისტალიზაციით.
The differing optical and structural type of the potash-soda feldspars results predominantly from their crystallization under different temperature conditions.
2.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
1. მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე საუკუნეებში ქართველმა მეფეებმა ევროპასთან, კერძოდ ესპანეთთან, უშუალო კონტაქტი დაამყარეს, აგზავნიდნენ ელჩებს, წერილებს, საჩუქრებს.
1. In the fifteenth and sixteenth centuries Georgian kings established direct contacts with Europe, sending their ambassadors, letters and gifts, predominantly to Spain.
3.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ქართველთა ისტორიული მეხსიერება რუსთველს უპირატესად ამ კუთხის მკვიდრად მოიაზრებს და დიდ პოეტთან დაკავშირებული მატერიალური მემკვიდრეობაც (ძველ ხელნაწერთა ფრაგმენტები, არქეოლოგიური ნივთები, ტოპონიმები) უმეტესად ამ რეგიონში ჩანს.
Incidentally, the historical memory of the Georgian people predominantly links Rustaveli to this region, and the material heritage connected with MPS (fragments of old manuscripts, archeological artefacts, place names) are found here.
4.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ისინი წარმოშობით ქვემო ქართლის რეგიონიდან, უპირატესად იმ ოლქებიდან იყვნენ, რომლებსაც ქართულ წყაროებში ხან საბარათიანო (ბარათილი) და ხან სომხითი ეწოდებოდა.
They hailed from the Lower Kartli region, predominantly from the areas called Sabaratiano (Baratili) or Somkhiti in Georgian sources.
5.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 56, ლითოლოგია
დადგენილია, რომ თიხის მინერალები ძირითადად წარმოდგენილია კაოლინიტითა და ჰიდროქარსით (უმეტესად გვხვდება პარაგენეტული ასოციაციების სახით).
It has been ascertained that clay minerals are predominantly represented by kaolinite and hydromica, occurring mainly as paragenetic associations.
6.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
დადგენილია, რომ ესენციალური ჰიპერლიპიდემიის მემკვიდრეობა ატარებს დომინანტურ ხასიათს. დასაშვებია აგრეთვე ამ დაავადების რეცესიული მემკვიდრეობაც.
It has been ascertained that the heredity of essential hyperlipemia is of dominant character, recessive heredity of this disease being also possible.
7.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მათემატიკა
აგებულია მარტივი სახის რეგულარიზატორი. გამოთვლილია ინდექსი და ამოხსნილია სახასიათო განტოლება.
The regularizing operator of this operator is constructed and its index computed. The dominant equation is solved.
8.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკა
ეს არხები ძირითადად შედგება მეტალური გალიუმისაგან, კონტაქტების მასალა კი შეიმჩნევა უპირატესად ელექტროდების მახლობლად.
The channels mainly consist of metallic Ga; The contact material is predominantly found in the regions near the electrodes.
9.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქალასშიდა ტრავმის მძიმე ფორმების შემთხვევაში ძირითადად ვითარდება მხოლოდ ზერელე ძილი.
In newborns with severe forms of intracranial parturient trauma predominantly light sleep develops.
10.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
დიდი მიწისძვრები კავკასიაში უმეტესად ხდება ზამთრობით - დეკემბრის მესამე დეკადიდან თებერვლის ჩათვლით და წელიწადის თბილ სეზონებში - აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გარდამავალ პერიოდში (მარტი, ოქტომბერი, ნოემბერი) ხსენებული სიდიდის მიწისძვრები იშვიათია.
Major earthquakes occur predominantly in winter (January, February) and in the warm seasons (April, May, June, July, August, September). Whereas in transition periods (March, October, November) strong earthquakes are of rare occurrence.
11.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკა
მაღალი იმპულსების შემთხვევაში კი განმსაზღვრელია α-ნაწილაკის ფორმფაქტორი.
But in the range of the high values of the momentum transfer the α–article form factor is predominant.
12.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
აქტინომიცეტების მიცელიალური და სპოროვანი ფორმების დიფერენცირების მეთოდით, რაც ემყარებოდა მათ სხვადასხვა თერმოგამძლეობას, დადგენილია, რომ მცენარის სავეგეტაციო პერიოდში აქტინომიცეტები ნიადაგში იმყოფება უმთავრესად აქტიურ მდგომარეობაში - მიცელიუმის ზრდისა და განვითარების სტადიაში.
Application of the method of differentiation of mycelia, and sporiferous forms of actinomycetes – based on their different thermoresistance – has revealed that during plant vegetation actinomycetes in the soil are predominantly in an active state – in the stage of growth and development of the mycelium.
13.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ფიზიკა
გამოვლენილია InP-ს ქვემესერის უპირატესი გავლენა მყარი ხსნარების თვისებებზე.
The predominant influence of the InP sub-lattice on the properties of solid solutions has been revealed.
14.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ნიადაგმცოდნეობა
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყავისფერ და ძველალუვიურ ნიადაგებში ჭარბობენ ჰიდროქარსები და ქლორიტი; ტყის ყომრალებში - მონტრომიდონიტი; მთა-მდელოს და მთა-ტყე-მდელოს ნიადაგებში - ქარსები და ჰიდროქარსები; ყვითელ - ყომრალ და წითელ მიწებში - კაოლინიტის ტიპის მინერალები.
In cinnamonic and old alluvial soils hydromica and chlorite preponderate; in brown forest soils montmorillonite prevails; in mountain-meadow and mountain-forest-meadow soils hydromicas are predominant, whereas in yellow-brown and red earth ones kaolinite-type minerals are prevalent.
15.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
წყალბადის მიერთების მიმართულება დიენური სისტემის მიმართ ინაცვლებს 1,4-მიერთების პროდუქტების უპირატესი წარმოქმნისაკენ.
The direction of hydrogenation in respect to the diene system changes towards the predominant formation of the addition products in the position-1,4.
16.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, გენეტიკა და სელექცია
შრომაში განხილულია N-ნიტროზოეთილშარდოვანას და 1,4-ბის-დიაზოაცეტილბუთილის ზემოქმედებისას M<sub>1</sub>-ში საშემოდგომო ხორბლის სხვადასხვა ფორმის დომინანტური მუტაციებისადმი მგრძნობიარობის გამოკვლევის შედეგები და მათი მუტაბელურობა M<sub>2</sub>-ში.
The results of a study of the responsiveness of different forms of winter soft wheat to dominant mutations in M<sub>1</sub> under the action of N – nitrosoethyl urea and 1,4-bis-diasoacetyl butane, as well as of their mutability in M<sub>2</sub> are presented.
17.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, გენეტიკა და სელექცია
ფორმების მუტაბელურობის ერთ-ერთ მაჩვენებლად M<sub>2</sub>- ში შეიძლება მიჩნეულ იქნეს შესასწავლი ფორმების დომინანტური მუტაციებისადმი მგრძნობიარობის ხარისხი M<sub>1</sub>-ში.
The degree of responsiveness of forms to the dominant mutations in M<sub>1</sub> may apparently serve as one of the indices of form mutability in M<sub>2</sub>.
18.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ფიზიკა
ნიმუშის ფორმის გათვალისწინებით და იმ დაშვებით, რომ გაბნევის უპირატეს მექანიზმს წარმოადგენს გაბნევა ნეიტრალურ მინარევებზე, მიღებულია თეორიული დამოკიდებულება კუთრი წინააღმდეგობისა ძლიერი მაგნიტური ველისაგან, რომელიც კარგად აღწერს ექპერიმენტულ მონაცემებს.
Assuming that the scattering on neutral impurities is the predominant scattering mechanism and taking into account the sample form, the dependence of resistivity on high transverse magnetic field was calculated, being in good agreement with the experimental data.
19.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
მიტოქონდრიების სუბოპტიმალური სიჩქარით გაყინვისას ნაჩვენებია თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის მნიშვნელოვანი ზრდა უპირატესად გარე მემბრანებში როგორც ნელი, ისე სწრაფი გალღობის პირობებში.
The cooling of mitochondria at suboptimal rate caused a substantial increase of the content of free fatty acids, predominantly in the outer membranes in conditions of both slow and rapid rewarming.
20.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბოტანიკა
დადგენილია, რომ ადრეულ ჰოლოცენში აქ გაბატონებული იყო უტყეო ლანდშაფტები.
The early Holocene seems to have been predominantly represented by woodless landscapes.