ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2081.
აველუმი | თავი IX
მაგრამ კომენტარისგან მაინც თავს იკავებს, რადგან საბჭოური კომისიებისა არ იყოს, იმასაც არ გააჩნია თურმე საამისოდ საჭირო დამატებითი მასალა, სპეციალური დამსჯელი რაზმის გასამართლებელი საბუთი - გაბზარული ფარი, ჩაჭეჭყილი მუზარადი თუ ტყვიით დაბეგვილი ჟილეტი.
But he still refrains from comment, because, like the Soviet commissions, he lacks the extra material needed, evidence exonerating the special punitive squad: a cracked shield, a crushed helmet or a flak jacket dented by a bullet.
2082.
აველუმი | თავი IX
ჯერ ისე, კერიასთან რომ ამეწვებოდა ხოლმე, სოფელში, ფუტი თუ გადამცდებოდა შემთხვევით.
At first, it was like lying by the fireplace at home in the country, breathing in too much smoke.
2083.
აველუმი | თავი IX
ბუნება, კაცისგან განსხვავებით, ვერ გუობს ძალადობას (ქვემოთ ტექსტი ალაგ-ალაგ გადაშლილია, ეტყობა, რაღაც ცხიმიანი იყო გაზეთში გახვეული, მაგრამ გადაშლილი ადგილების გამოტოვებითაც აზრი უცვლელი რჩება).
Nature, unlike mankind, can’t put up with violence (the text that follows is erased in places, something fatty seems to have been wrapped in the newspaper, but even omitting the erasures, the sense remains unchanged).
2084.
აველუმი | თავი IX
თუკი ყველანი მეტ-ნაკლებად დაავადებულნი ვართ ფსიქიკურად და სახუმაროდ აღარ გვცალია, საერთოდ კეთილდღეობასა და ინტელექტზე საუბარი, მეტი რომ არ ვთქვათ, უხერხულია.
If we are more or less all mentally ill, then we don’t have time for jokes, and any talk of decency or intellectual things is out of place, to say the least.
2085.
აველუმი | თავი IX
თავად სცენაც ბნელით მოცულ სამყაროს - იგივე ბოროტების იმპერიას - განასახიერებს თურმე (ამგვარი რამეები ახლა ნებადართულია), სადაც, სტატიის ავტორის დაკვირვებით, მხოლოდ სიმბოლოები მოქმედებენ, ადამიანისთვის ადგილი არ არის, ადამიანი ჯერ არ დაბადებულა, ანდა ესესაა დაიბადა შიფერის კუნძულზე (ასე უნდა ვიგულისხმოთ ალბათ).
The stage itself apparently incarnates a world plunged in darkness — the Empire of Evil (this sort of thing is permitted nowadays) — and here, to the amazement of the author of the article, only symbols act, there is no place for a human being, man has not yet been born, or has only just been born on an island of roofing slate (as we’re meant to understand it).
2086.
აველუმი | თავი IX
სამაგიეროდ, პატარა ბიჭუნას, მუყაოს „ნერგებში“ რომ ჩაუყენებია რეჟისორს და ხელში ანთებული სანთელი დაუჭერინებია.
On the other hand, a little boy, whom the director has placed among cardboard "saplings" and given a lit candle to hold.
2087.
აველუმი | თავი IX
მდინარეს შაოსანი ქალები მიუძღვიან წინ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვანაირ ვითარებაში დაღუპულთა გადიდებული სურათებით.
The river is led by women dressed in black, carrying enlarged pictures of victims who perished at various times and stages of the events.
2088.
აველუმი | თავი IX
თითქოს ნებისმიერი ნივთივით და საგანივით, იმასაც დანიშნულების, ზომისა თუ მოყვანილობის მიხედვით ჰქონდა ოთახში ადგილი შერჩეული.
As if she had her own place in the room, based on purpose, size or shape, like any inanimate object.
2089.
აველუმი | თავი VIII
ამ ვიზიტის დროს ადგილი არ ჰქონია არც სავალუტო ოპერაციასა და არც პორნო თუ პოლიტლიტერატურის გადაცემის ფაქტს.
No hard currency deal or handover of pornographic or political literature took place during this visit.
2090.
აველუმი | თავი VIII
აველუმს კი მაინც ეცინებოდა, რა თქმა უნდა, ნერვიულობისგან, ემოციური, გონებრივი, ფიზიკური დაძაბულობის გამო და იმის წარმოდგენაზეც, მისი უახლოესი მეგობარი და თანამოკალმე (თქვენი მონა-მორჩილი), შიშისგან თვალებდაყვლეპილი, ბოლთას როგორ სცემდა რუსთაველზე, მთავრობის სასახლის წინ, პიონერთა და კავშირგაბმულობის სასახლეებს შორის.
But Avelum was laughing, from nerves, of course, from emotional, mental and physical tension, and because he could imagine his closest friend and fellow-writer (your humble servant) pacing up and down between the Pioneer’s and Trade Union palaces in front of the Government Building on Rustaveli Avenue, his eyes popping with fear.
2091.
აველუმი | თავი VIII
სახე თეთრი აქვს, ცარცივით, ფეხები - ყვითელი; მოწითალო, იმ ორი ყვავილის ფერი პერანგი, ნაცრისფერი ქვედაკაბა და შავი ქოშები აცვია.
Her face is as white as chalk, her legs were yellow; her blouse, like the two flowers, was reddish; she wore a grey skirt and black shoes.
2092.
აველუმი | თავი VIII
მკლავებისა არ იყოს, არც ცხვირი აქვს.
She lacked not just arms, but a nose.
2093.
აველუმი | თავი VIII
ფრანსუაზა წარმართავდა საერთოდ მის ცხოვრებას და ფრანსუაზასგან ჰქონდა ადგილი მიჩენილი აველუმის ცხოვრებაში, ანუ, დროებით იკავებდა იმ ადგილს, რომელიც სამარადისოდ ეკუთვნოდა ფრანსუაზას.
Françoise controlled her life and dictated the place she occupied in Avelum’s life, or rather she temporarily filled a place that belonged permanently to Françoise.
2094.
აველუმი | თავი VIII
შვილიც ვერ ამოუვსებს აველუმის დანატოვარ სიცარიელეს.
Her daughter can not fill the empty place left by Avelum.
2095.
აველუმი | თავი VIII
შეიძლება გული უგრძნობს (თუ ყურში არ ჩააწვეთა უკვე ვიღაცამ), „სულ მოწყენილი“ რომ არ არის აველუმი, უფრო ზუსტად, მისი მაგიერი, მისი ნაცვალი მოვლენია იქაურობას (მისგანვე შთაგონებული, მისნაირობის ჟინით წაქეზებული და თავიდანვე მის შესაცვლელად, მის „განსასახიერებლად“ გამოსული სკოლის საპირფარეშოდან, როგორც დებიუტანტი მსახიობი - საგრიმიოროდან).
Possibly, she feels in her heart (if nobody whispered it in her ear) that Avelum isn’t "altogether at a loose end", or, to be precise, that a stand-in, a replacement had appeared on the scene (inspired by her, provoked by the same drive, emerging from the school washrooms to replace her altogether, to "impersonate" her, like an actress making her debut from the make-up room).
2096.
აველუმი | თავი VII
აი, შენს გვერდით კოხტა გოგონა რომ ზის და ნიფხვის მაქმანი მოუჩანს, იმან გამასინჯოს რას სვამს.
The pretty girl next to you, the one with the lace knickers showing: I’d like to try what she’s drinking.
2097.
აველუმი | თავი VII
აველუმი კი ნახევრად ხუმრობით ყვებოდა, თუ როგორ ჩააკითხათ სოფელში, ბებიასთან შეხიზნულებს, ვიღაც „დეიდა ელომ“ შავი მანქანით.
But Avelum would tell the story half jokingly of some "Aunt Elo" coming to see them in a black car to the village where they were sheltering with his grandmother.
2098.
აველუმი | თავი VII
„დეიდა ელო“, ეტყობა მანქანაში დასიცხულიყო, წამონთებულ სახეს ფარშევანგის გაშლილი კუდისხელა მარაოთი ინიავებდა.
"Aunt Elo" seemed to have had sun-stroke in the black car: she was fanning her flushed face with a fan the size of a peacock’s tail.
2099.
აველუმი | თავი VII
მასპინძელმა შავი თიკანი დაკლა ლეღვის ძირას და ამან კიდევ უფრო განაცვიფრა და აღაფრთოვანა ბატონი რელუ.
Their host slaughtered a black kid under a fig tree and this astonished and inspired Mr. Relou even more.
2100.
აველუმი | თავი VII
წარმოგიდგენიათ, ხმელთაშუა ზღვის აუზში აღარავის ახსოვს, სწორედ შავი რომ უნდა იყოს დიონისესთვის შეწირული თიკანიო - იძახდა ამ მოულოდნელი აღმოჩენით აღგზნებული, მღელვარებისგან ლოყებშეფაკლუკლი.
"Just imagine, in the Mediterranean basin nobody remembers any more that a kid sacrificed to Dionysos must be black", he exclaimed fierily, his cheeks flushed with excitement at this unexpected discovery.