ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2281.
სისტემებით აზროვნება | თავი III
გრამატიკოსებისა და ლოგიკოსებისთვის მაინცდამაინც აუცილებელი არც იყო ზოგადობის ან უნივერსალობის თაობაზე ყურადღების გამახვილება იმისათვის, რომ ენის ფუნქციისთვის პირველადი მნიშვნელობა მიენიჭებინათ.
It is not even necessary for grammarians and logicians to postulate the actual existence of any generality or universal to make language work.
2282.
სისტემებით აზროვნება | თავი III
უილიამის აზრით, სულაც არ არის აუცილებელი რეალობაში არსებობდეს ამგვარი ზოგადი რამ, რომელთან მიმართებაშიც შესაძლებელი იქნებოდა ხსენებული ზოგადი ტერმინების გამოყენება.
William believes that it is not necessary for any such general thing to exist for it to be possible to use words intelligibly in this way.
2283.
სისტემებით აზროვნება | თავი III
ირონიაა, რომ ბოეთიუსის აზრით, მნიშვნელობა არ ჰქონდა (პრაქტიკული თვალსაზრისით) „ზოგადი საგნები“ რეალურად არსებობდა თუ არა, მაგრამ შუა საუკუნეებში სწორედ მისმა ნააზრევმა განაპირობა მსგავსი შეხედულების დამკვიდრება.
It is an irony that although Boethius thought it did not matter for practical purposes whether or not ‘things-in-general’ actually exist, he set in train centuries of mediaeval endeavour to settle the point.
2284.
სისტემებით აზროვნება | თავი III
სიღრმისეულ დონეზე საკითხი საკუთარ თავში მოიცავს უნივერსალიების თემასაც და ასევე იმას, შეგვიძლია თუ არა ისეთ რამეზე საუბარი, რაც შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს რეალობაში.
At a deeper level the issue includes the case of universals and the question whether we could speak of them at all if they did not exist.
2285.
სისტემებით აზროვნება | თავი III
ისინი სვამდნენ კითხვებს შემდეგ საკითხებზე: შეიძლება თუ არა, რომ სიტყვებმა დაკარგონ თავიანთი მნიშვნელობა, ან არსებობდეს გარკვეული კატეგორიის სიტყვები, რომლებიც არაფერს ნიშნავს და ასევე სხვა კითხვები, რომელთა მიზანი იყო გამოწვევის წინაშე დაეყენებინათ არსებული განმარტებები.
They asked whether words could lose their signification and whether there can exist classes with no members, and other questions designed to challenge existing explanations.
2286.
სისტემებით აზროვნება | თავი III
საკმაოდ რთული იყო ამ კაუზალობის პრინციპის არ გათვალისწინება, როცა ვინმე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ გამოწვეულ ეფექტს თავისი რეალური ექსისტენცია უნდა ჰქონოდა.
It was difficult not to read into this ‘causation’ view of signification the assumption that the effects caused must have some real existence.
2287.
სისტემებით აზროვნება | თავი III
XII საუკუნის მოაზროვნეთა უმეტესობა, გარკვეული აზრით, „რეალისტები“ იყვნენ მენტალური სამყაროს არსებობასთან დაკავშირებით (XI-XII სს.-ის მიჯნაზე მოღვაწე ცნობილი როსცელინი და, ალბათ, აბელიარიც, გამონაკლისებს წარმოადგენდნენ ამ დროს).
Most XII century thinkers were in some sense ‘realists’ about the existence of mental words (the notorious late XI century and early XII century Roscelin of Compiègne, and perhaps Abelard, being exceptions).
2288.
სისტემებით აზროვნება | თავი III
ის ცდილობდა გადაეჭრა საკითხი quo est-ის რეალური არსებობის შესახებ იმ ვარაუდის დაშვებით, რომ quo est ვერ იარსებებს quod est-ის გარეშე ანუ შესაბამისი საგნების მეშვეობით.
He tried to resolve the question of the real existence of the quo est by arguing that no quo est can exist except through a quod est, that is, through the particular thing; while the quod est cannot itself exist except by that (universal or species) by which it exists (quo est).
2289.
სისტემებით აზროვნება | თავი III
თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ღმერთი არსებობს ღვთაებრიობის წყალობით და მისი მეშვეობით, მაშინ შესაძლებელი ხდება იმის თქმა, რომ რასაც ღვთაებრივს ვუწოდებთ, თავად ღმერთის არსებობის მიზეზი ყოფილა.
If we say that Deus exists divinitate, ‘by divinity’, it seems possible that we are saying that something called ‘divinity’ is being postulated as the cause of God himself.
2290.
სისტემებით აზროვნება | თავი III
უილიამ ოკამს არ მოსწონდა საკითხის ასეთი გადაწყვეტა, რადგან, მისი აზრით, ამ შემთხვევაში გამოდიოდა, რომ უნივერსალიები რაღაც გონების მიღმა რეალურად არსებულს ეფუძნებოდა.
William of Ockham disliked this solution because it seemed to him to imply that universals are based on something which really exists, outside the intellect.
2291.
სისტემებით აზროვნება | თავი III
უნივერსალიების ფორმალური არსებობის აღიარებაც კი უცხო იყო ოკამისთვის.
Even the acceptance of a formal existence for universals was too much for Ockham.
2292.
სისტემებით აზროვნება | თავი III
მისი აზრით, რაც რეალურად არსებობს და უნივერსალურია, ეს არის სიტყვები და მენტალური კონცეპტები.
He held that everything which really exists in particular, and only words or mental concepts can be universal.
2293.
სისტემებით აზროვნება | თავი III
მოგვიანებით გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით (რომელიც არისტოტელეს ნააზრევს ეფუძნებოდა), სწორედ რეალურად არსებული საგნები იწვევენ აზრებს გონებაში და ეს აზრებიც იმდენად არის რეალური, რამდენადაც რეალურ საგნებს ეხება.
For the older, Aristotle-derived, view that things which really exist cause thoughts in the mind (from which it is to be inferred that thoughts are of real things), he substituted the idea that a thought in the mind (ficta) ‘stands for’ (supposit) a thing in the world.
2294.
სისტემებით აზროვნება | თავი III
ოკამის განცხადებით, არ არსებობს საჭიროება, რომ ამგვარ ჯგუფებს დამოუკიდებელი და „რეალური“ არსებობა გააჩნდეთ.
There is no need, says Ockham, to regard the classes as having any independent or ‘real’ existence.
2295.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ღმერთის არსებობის დამტკიცება.
Proving the existence of god.
2296.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
აქ უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ანსელმის თეოლოგიაში, ღმერთი წარმოდგენილია არა მხოლოდ რეალურად არსებულად, არამედ ყოვლისშემძლედ, ყოვლისმცოდნედ, ყოვლადსახიერად და თვითკმარ არსებად, რომელიც ყოველი ქმნილების წყაროა.
It is of the first importance here that Anselm’s Highest is described in one breath as not only existing but omnipotent, good, sufficient to itself and the source of the being of all creatures.
2297.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ამის შემდეგ მან დაიწყო ძებნა ერთიანი არგუმენტისა, რომელიც დაამტკიცებდა არა მხოლოდ იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ ყველა სხვა თანმხლებ ჭეშმარიტებასაც, მათ ერთობლიობაში, სახელდობრ იმას, რომ ღმერთი უზენაეს სიკეთეს წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი არსებობისთვის არ ესაჭიროება სხვა, წყაროა ყველა არსების ყოფიერების და კეთილდღეობის.
He had since been looking for a single argument which would prove not only that God truly exists, but also all the other concomitant truths in the ‘package’, that he is the Highest Good, needs no other, and is the source of the being and well-being of all creatures, and whatever else we believe about the divine Being (substantia).
2298.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ანსელმის პრიორიტეტული მიზანი ღმერთის არსებობის დამტკიცებაა.
In a sense, it is for this reason that we must say that, Anselm's priority is to prove the existence of God.
2299.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ეს ანსელმს საშუალებას აძლევს ამტკიცოს, რომ უზენაესი არსება თავისთავად არსებობს და რომ მას არ სჭირდება არსებობის წყარო.
It enables Anselm to prove that the supreme Nature exists through itself and has no prior cause.
2300.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
თავისთავად ცხადია, რომ თუ არსება „ვისზე დიადის მოაზრებაც შეუძლებელია“, რეალობაშიც ისევე არსებობს, როგორც ადამიანის გონებაში, მაშინ ის სინამდვილეში უფრო მეტია იმაზე, „ვისზე დიადის მოაზრებაც შეუძლებელია“ და რომელიც მხოლოდ გონებაში არსებობს.
It is self-evidently true that if ‘that than which nothing greater can be thought’ exists in reality as well as in the mind, it is in fact greater than a ‘that than which nothing greater can be thought’ which is only in the mind.