ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2301.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
თუკი არ არსებობს არა მხოლოდ აზროვნების შესაძლებლობა, არამედ ასევე თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება ამ შესაძლებლობის შესახებ, ამ შემთხვევაში ანსელმს მაინც საკამათოდ და წინააღმდეგობრივად მიაჩნია აზრი, რომლის მიხედვითაც ღმერთი მხოლოდ აზროვნებაში არსებობს.
If there is not only a possibility we can think of, but also a self-evident truth about that possibility, Anselm would argue that to say that God exists only in thought must involve a contradiction.
2302.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ვინაიდან ამგვარი არსებობა შეუძლებელია, ანსელმის ამბობს რომ, არ შეიძლება რაიმე ეჭვი არსებობდეს, რომ ის, „ვისზე დიადის მოაზრებაც შეუძლებელია,“ არსებობს როგორც აზროვნებაში, ისე რეალობაში.
Since that is manifestly impossible, Anselm says that there can be no doubt that ‘that than which a greater cannot be thought’ exists both in the understanding and in reality.
2303.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
თუ ჩვენ შეგვეძლებოდა გვეფიქრა, რომ ის, „ვისზე დიადის მოაზრებაც შეუძლებელია“, არ არსებობს, მაშინ ის არ არის იმგვარი, „ვისზე დიადის მოაზრებაც შეუძლებელია“, რადგან მისი მოაზრება საერთოდ არ იქნებოდა შესაძლებელი.
If it were possible for us to think that this ‘that than which a greater cannot be thought’ did not exist, then it would manifestly not be ‘that than which a greater cannot be thought’, for it would not be being thought at all.
2304.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ღმერთის ცნება დაკავშირებულია სამართლიანობასთან, ბედნიერებასთან და ა.შ. ეს ყოველივე მისი არსიდან მომდინარეობს.
God is whatever it is than not to be, just, truthful, happy, and so on, as can be proved in the same way as his very existence.
2305.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ანსელმის კონცეფციაში ღმერთის არსებობა არასოდეს არის სრულად გამოცალკევებული ღვთაებრივი არსის შესახებ წმინდად პლატონური დებულებების ნაკრებისგან, რაც კარგად ჩანს, როგორც ანსელმის ადრეულ ნაშრომში „მონოლოგიონი“, ისე ავგუსტინეს შემოქმედებაშიც.
It is important that God’s existence is never fully separated in Anselm’s mind, or in Anselm’s system, from the complement of ultimately Platonic assumptions about the divine nature with which it is accompanied in Augustine and in Anselm’s own earlier Monologion.
2306.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
მარმოუტერელი ბერი – გაუნილო იყო ის ადამიანი, რომელიც მიუთითებდა, რომ საკითხის მთელი არსი ღმერთის რეალური არსებობის შესახებ არგუმენტში მდგომარეობს.
Monk of Marmoutiers - Gaunilo, was the one who insisted that the nub of the matter was the argument for God’s actual existence.
2307.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
მან უპასუხა რომ, ღმერთი უნიკალური არსება უნდა ყოფილიყო ისეთ ყოფიერებაში, რომ მისი არსებობის დამტკიცება შესაძლებელი იქნებოდა ანსელმის არგუმენტით.
His answer was that God must be unique in being of such a kind that his existence can be proved by Anselm’s argument.
2308.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ის მას სხვა არგუმენტებთან ერთად განიხილავს შემდეგ საკითხთან მიმართებაში: არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი.
He considers it apart from other arguments, under the question whether the existence of God is self-evident.
2309.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
დანამდვილებით რთულია იმის თქმა, გამოავლინა თუ არა თომა აკვინელმა ანსელმის კონცეფციის სუსტი ადგილები, მაგრამ ის კი ნათელია, რომ ანსელმი მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა ღმერთის არსებობასთან დაკავშირებული საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრაში.
It is hard to say, whether or not Aquinas put his finger on a real weakness, it is certainly the case that Anselm did not succeed in settling the matter of God’s existence once and for all.
2310.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ჟილელმ ქონჩესი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეეცადა ღმერთის არსებობის შესახებ მტკიცებულების შემუშავებას, რომელიც აკვინელმა უფრო სრულად განავითარა თავის Summa Theologiae-ში.
William of Conches made an early attempt at a type of proof of the existence of God which Aquinas was to exploit more fully in the Summa Theologiae.
2311.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ამრიგად ჩვენ იძულებულნი ვართ მივიღოთ დებულება შემოქმედის არსებობის შესახებ.
So we must postulate the existence of a Creator.
2312.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
თუკი არსებობს არაფერი, რომლის არსიც აუცილებელია, ვითარება შეიძლება იმგვარი იყოს, როდესაც ყველა შესაძლო არსება ერთდროულად არ იყოს და ასე რომ, ყოფიერებაში საერთოდ აღარაფერი შემოვიდოდა.
If there were nothing whose being was necessary, a situation might arise when all possible existences at once were not, and so there would be nothing in existence at all.
2313.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
თუ ასე მოხდებოდა, არაფრისთვის და არავისთვის არ იქნებოდა შესაძლებელი არსებობაში შემოსვლა.
If that happened it would not have been possible for anything to come into existence.
2314.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
აკვინელი თავის მესამე არგუმენტში განმარტავს, რომ თუ ჩვენ თეორიულად დავუშვებთ არა მხოლოდ ერთ, არამედ მთელ ჯაჭვს ამგვარი აუცილებელი არსებობისა, სადაც ერთი დამოკიდებულია მეორეზე, ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვიდეთ უზენაესი არსების აღიარებამდე ისევე, როგორც პირველმამოძრავებლის და პირველმიზეზის შემთხვევაში, რომელსაც თავისი ყოფიერება და არსი არავისგან აქვს მიღებული და რომელიც არის ღმერთი.
Aquinas completes the third proof by explaining that if we postulate not only one but a chain of such necessary existences, one dependent upon the next, we must, as in the case of the Prime Mover and the First Cause, come ultimately to a Necessary Being which has its being of no other, and which is God.
2315.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
შუა საუკუნეებში შექმნილი ტრაქტატები, რომელთა მიზანია ღმერთის არსებობის დამტკიცება, იმ საკითხის კონტექსტში უნდა მოვიაზროთ, რომლის მიმართაც ხშირად იჩენდნენ ინტერესს კლასიკოსი ფილოსოფოსები.
The mediaeval essays in proving the existence of God need to be set in the context of a question which was of much more frequent interest to the classical philosophers.
2316.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
თავად აკვინელისთვისაც კი, მნიშვნელოვანი იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა არა იმ ვითარებას, შეგვიძლია თუ არა საერთოდ ღმერთის არსზე საუბარი, არამედ არის თუ არა ღმერთის არსებობა ანუ მყოფობა თავისთავად ცხადი და შესაძლებელია თუ არა მისი დემონსტრირება.
Even for Aquinas the important questions are not to do with whether we may speak of God’s being at all, but whether God’s existence is self-evident and whether it can be demonstrated.
2317.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
ავეროესი ფიქრობდა, რომ ღმერთის არსებობის დამტკიცება უფრო ფიზიკის ამოცანა იყო და არა მეტაფიზიკის, ვინაიდან ფიზიკას შეუძლია იმის დამტკიცება, რომ არსებობს პირველმამოძრავებელი ძალა.
Averroes thought the task of proving the existence of God belonged to physics, not metaphysics, because physics can prove that there must be a Prime Mover.
2318.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
საკმაოდ ხანგრძლივ დებატებს ჰქონდა ადგილი მეცამეტე საუკუნის დასავლურ ფილოსოფიურ სკოლებში აღნიშნული პრობლემის შესახებ და ასევე მომიჯნავე საკითხებზე, არსება და არსებობა და თუ არა, მაშინ როგორ შეიძლება იყვნენ ისინი დაკავშირებულნი ერთმანეთთან.
A lengthy debate took place in the thirteenth-century schools about this problem and the related one of whether essence, being and existence are the same thing, and if not, how they are connected.
2319.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
აქ ღმერთის არსებობის ფორმა ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან, როგორც ჩანს, თუკი ის მყოფობს, მაშინ მისი ესენცია და არსებობაც ერთი ანუ ერთი და იგივე უნდა იყოს მასში.
Here God presents the central problem, for it seems that if he exists, essence and existence must be one in him.
2320.
სისტემებით აზროვნება | თავი IV
უფრო ფართო კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ, მეცამეტე საუკუნის ბოლოს სამი თვალთახედვა არსებობდა და ამგვარი ვითარება კი საკმაოდ კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი კომპლექსური იყო ის ურთიერთობა, რომელიც შემდეგ ორ პრობლემატურ საკითხს უკავშირდებოდა: ერთი მხრივ, საგანთა რაობის განსაზღვრასა და, მეორე მხრივ, მათი არსის გამოთქმას შორის.
Broadly speaking three views were current at the end of the thirteenth century, and their range illustrates very well the complexity of the relationships which were understood to exist between the problem of determining what things are and the problem of saying what they are.