ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2361.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
როდესაც ამბობენ, „მოსე არ არსებობდა“, ეს შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს.
If one says 'Moses did not exist', this may mean various things.
2362.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
მაგალითად, თუ ვინმე ამბობს, რომ „არისტოტელე არ არსებობს“ ნიშნავს „არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ესა და ეს გააკეთა“, ან, ვიტგენშტაინის მაგალითში, „მოსე არ არსებობს“ ნიშნავს „არც ერთ ადამიანს არ გაუკეთებია ესა და ეს“, ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს (და, ჩემი აზრით, არის კიდეც დამოკიდებული) ამ თეორიის მიღებაზე სახელის „მოსე“ მნიშვნელობის თეორიად, და არა მხოლოდ მისი რეფერენციის თეორიად.
For example, if someone said 'Aristotle does not exist' means 'there is no man doing such and such', or in the example from Wittgenstein, 'Moses does not exist', means 'no man did such and such', that might depend (and in fact, I think, does depend) on taking the theory in question as a theory of the meaning of the name 'Moses', not just as a theory of its reference.
2363.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
თუ „მოსე“ ნიშნავს იმავეს, რასაც „ადამიანი, რომელმაც გააკეთა ესა და ეს“, მაშინ იმის თქმა, რომ მოსე არ არსებობდა, არის იმის თქმა, რომ ადამიანი, რომელმაც ესა და ეს გააკეთა, არ არსებობდა, ანუ, არც ერთ პიროვნებას არ გაუკეთებია ესა და ეს.
If 'Moses' means the same as 'the man who did such and such' then to say that Moses did not exist is to say that the man who did such and such did not exist, that is, that no one person did such and such.
2364.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
ამრიგად, სინგულარული არსებობის დებულებების ზემოთ აღნიშნულ ანალიზზე უარი უნდა ითქვას, თუკი ის არ არის დაფუძნებული რაიმე სპეციალური, სახელების მნიშვნელობის ზოგადი თეორიისგან დამოუკიდებელი არგუმენტით; იგივე ეხება იგივეობის დებულებებსაც.
So the analysis of singular existence statements mentioned above will have to be given up, unless it is established by some special argument, independent of a general theory of the meaning of names; and the same applies to identity statements.
2365.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, არასწორია, რომ „მოსე არსებობს“ საერთოდ ამას ნიშნავს.
In any case, I think it's false that 'Moses exists' means that at all.
2366.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
მე ქვემოთ ვამტკიცებ, რომ ისინი კოექსტენსიურიც კი არ არის − რომ არსებობს როგორც აუცილებელი აპოსტერიორული ჭეშმარიტებები, ისევე, ალბათ, შემთხვევითი აპრიორული ჭეშმარიტებები.
I will argue below that in fact they are not even coextensive-that necessary a posteriori truths, and probably contingent a priori truths, both exist.
2367.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
რასაკვირველია, არ მოვითხოვთ, რომ ობიექტები არსებობდეს ყველა შესაძლო სამყაროში.
Of course we don't require that the objects exist ill all possible worlds.
2368.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
რა თქმა უნდა, ნიქსონს შეიძლებოდა არ ეარსება, მისი მშობლები, სხვა მხრივ ჩვეულებრივ ვითარებებში, რომ არ დაქორწინებულიყვნენ.
Certainly Nixon might not have existed if his parents had not gotten married, in the normal course of things.
2369.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
როდესაც ამა თუ იმ თვისებას ობიექტისათვის არსებითად მივიჩნევთ, ჩვეულებრივ, ვგულისხმობთ, რომ ის ჭეშმარიტია ობიექტისათვის ყველა იმ შემთხვევაში, რომელშიც ის იარსებებდა.
When we think of a property as essential to an object we usually mean that it is true of that object in any case where it would have existed.
2370.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
აუცილებლად არსებული ობიექტის ხისტ აღმნიშვნელს შეგვიძლია ვუწოდოთ მკაცრად ხისტი.
A rigid designator of a necessary existent can be called strongly rigid.
2371.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
იმავე წესით, აღმნიშვნელი ხისტად აღნიშნავს გარკვეულ ობიექტს, თუ ის აღნიშნავს ამ ობიექტს ყოველთვის, როცა ეს ობიექტი არსებობს; თუ, გარდა ამისა, ობიექტი აუცილებლად არსებულია, აღმნიშვნელს შეიძლება ეწოდოს მკაცრად ხისტი.
In the same way, a designator rigidly designates a certain object if it designates that object wherever the object exists; if, in addition, the object is a necessary existent, the designator can be called strongly rigid.
2372.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
ამის მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება შეგვეძლოს პასუხის გაცემა კითხვაზე იმის შესახებ, მაინც შეადგენდა თუ არა მოლეკულების გარკვეული გროვა T მაგიდას, თუმცა კი ზოგიერთ შემთხვევაში პასუხი შეიძლება გაურკვეველი იყოს.
Similarly, given certain counterfactual vicissitudes in the history of the molecules of a table, T, one may ask whether T would exist, in that situation, or whether a certain bunch of molecules, which in that situation would constitute a table, constitute the very same table T.
2373.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
თუ „მოსე“ ნიშნავს „ადამიანი, რომელმაც გააკეთა ესა და ეს“, მაშინ, თუ არავის გაუკეთებია ესა და ეს, მოსე არ არსებობდა; ხოლო „არავის გაუკეთებია ესა და ეს“ შეიძლება გაანალიზებული ფორმაც კი იყოს წინადადებისა „მოსე არ არსებობდა“.
If 'Moses' means 'the man who did such and such', then, if no one did such and such, Moses didn't exist; and maybe 'no one did such and such' is even an analysis of 'Moses didn't exist'.
2374.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
მაგრამ თუ დესკრიფცია გამოიყენება რეფერენციის ხისტად დასაფიქსირებლად, მაშინ ნათელია, რომ ეს არ არის ის, რაც იგულისხმება წინადადებით „მოსე არ არსებობდა“, რადგან, თუკი ვლაპარაკობთ კონტრფაქტობრივ სიტუაციაზე, რომელშიც მართლა არავის გაუკეთებია ესა და ეს, ვთქვათ, არავის გამოუყვანია ებრაელები ეგვიპტიდან, შეგვიძლია დავსვათ კითხვა, გამომდინარეობს კი აქედან, რომ ასეთ სიტუაციაში მოსე არ იარსებებდა?
But if the description is used to fix a reference rigidly, then it's clear that that is not what is meant by 'Moses didn't exist', because we can ask, if we speak of a counterfactual case where no one did indeed do such and such, say, lead the Israelites out of Egypt, does it follow that, in such a situation, Moses wouldn't have existed?
2375.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ასეთ შესაძლო სამყაროში მოსე არ იარსებებდა.
That doesn't in itself mean that in such a possible world Moses wouldn't have existed.
2376.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
თუ ასეა, მაშინ „მოსე არსებობს“ ნიშნავს რაღაც განსხვავებულს იმისგან, რომ „გარკვეული დესკრიფციის არსებობისა და უნიკალურობის პირობები შესრულებულია“; ამდენად, ბოლოს და ბოლოს, ეს არ გვაძლევს სინგულარული ეგზისტენციალური დებულებების ანალიზს.
If so, then 'Moses exists' means something different from 'the existence and uniqueness conditions for a certain description are fulfilled' ; and therefore this does not give an analysis of the singular existential statement after all.
2377.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
სინგულარული ეგზისტენციალური დებულებები და სახელებს შორის იგივეობის დებულებები სხვა სახის ანალიზს მოითხოვს.
Singular existential statements and identity statements between names need some other analysis.
2378.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
დებულება „თუ X არსებობს, მაშინ X-ს აქვს თვისებების უმრავლესობა“ მოსაუბრემ აპრიორულად იცის.
The statement, 'If X exists, then X has most of the cp's' is known a priori by the speaker.
2379.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია I
დებულება „თუ X არსებობს, მაშინ X-ს აქვს თვისებების უმრავლესობა“ გამოხატავს აუცილებელ ჭეშმარიტებას (მოსაუბრის იდიოლექტში).
The statement, 'If X exists, then X has most of the cp's' expresses a necessary truth (in the idiolect of the speaker).
2380.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
მე არც იმას ვგულისხმობ, რომ ასე აღნიშნული საგანი ყველა შესაძლო სამყაროში არსებობს, არამედ მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს სახელი ხისტად რეფერირებს ამ საგანზე.
I also don't mean to imply that the thing designated exists in all possible worlds, just that the name refers rigidly to that thing.