ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2381.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
თუ თქვენ იტყვით: „დავუშვათ, ჰიტლერი არასოდეს დაბადებულიყო“, მაშინ „ჰიტლერი“ აქ რეფერირებს, ისევ ხისტად, რაღაც ისეთზე, რაც ამგვარად აღწერილ კონტრფაქტობრივ სიტუაციაში არ იარსებებდა.
If you say 'suppose Hitler had never been born' then 'Hitler' refers here, still rigidly, to something that would not exist in the counterfactual situation described.
2382.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
ეს, ალბათ, არის ის, რასაც ენციკლოპედიების არსებობის ტრანსცენდენტალური დედუქცია უნდა ვუწოდოთ.
This is what is called a transcendental deduction of the existence of encyclopedias.
2383.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
როგორც გითხარით, ბიბლიის მკვლევრები ფიქრობენ, რომ იონა მართლა არსებობდა.
Biblical scholars, as I said, think that Jonah really existed.
2384.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია II
მაგრამ, თუმცა საზოგადოდ ასეთი ჯაჭვები მართლაც არსებობს ცოცხალი ადამიანისათვის, თქვენ არ გეცოდინებათ, რა ჯაჭვია ეს.
However, although in general such chains do exist for a living man, you won't know what the chain is.
2385.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ეს დებულება ჭეშმარიტი იქნებოდა, თუნდაც ადამიანთა მოდგმას არასოდეს ეარსება, ან, მისი არსებობის შემთხვევაში, არასოდეს წარმოექმნა სახელების ფენომენი.
This statement would be true even though the human race had never existed or, though it did exist, never produced the phenomenon of names.
2386.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
თუ ცოტა მეტი სიფრთხილე გვინდა, შეგვიძლია, დებულება „ჰესპეროსი არის ფოსფოროსი“ შევცვალოთ პირობითი დებულებით „თუ ჰესპეროსი არსებობს, მაშინ ჰესპეროსი არის ფოსფოროსი“ და, მეტი სიფრთხილის გამო, მხოლოდ ეს უკანასკნელი მივიჩნიოთ აუცილებლად.
If we wish to be somewhat more careful, we could replace the statement 'Hesperus is Phosphorus' by the conditional, 'If Hesperus exists then Hesperus is Phosphorus', cautiously taking only the latter to be necessary.
2387.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
სამწუხაროდ, ეს პირობითი დებულება თავს მოგვახვევს არსებობის სინგულარული ატრიბუციების პრობლემას, რომლის განხილვასაც აქ ვერ შევძლებ.
Unfortwlately this conditional involves us in the problem of singular attributions of existence, one I cannot discuss here.
2388.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
სახელდობრ, სახელდების დესკრიფციის თეორიის მომხრე ფილოსოფოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ ვერასოდეს ვიტყვით რომელიმე საგანზე, რომ ის არსებობს.
In particular, philosophers sympathetic to the description theory of naming often argue that one cannot ever say of an object that it exists.
2389.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ნებისმიერ შემთხვევაში, აქ მართლა ვერ შევძლებ, არსებობის პრობლემას ჩავუღრმავდე.
Anyway, I can't really go into the problems of existence here.
2390.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ინტერნალისტი გვეუბნება, რომ ვერ წარმოვიდგენთ, რომ ამ ინდივიდის, რომელსაც ჩვენ დედოფალს ვუწოდებთ, თვისება იყოს ის, რომ თავისი არსებობის არც ერთ ეტაპზე ის არ ყოფილა ადამიანი.
The internalist suggests that we cannot imagine that particular we call the Queen having the property of at no stage in her existence being human.
2391.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
მაშინ ეს იქნებოდა სიტუაცია, რომელშიც, მართალია, ტრუმენს და მის ცოლს ჰყავთ შვილი, რომელსაც ელისაბედის ბევრი თვისება აქვს, მაგრამ თვითონ ელისაბედი საერთოდ არ არსებობს.
It would than be a situation in which, though Truman and his wife have a child with many of the properties of Elizabeth, Elizabeth herself didn't exist at all.
2392.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
განა ამის საფუძველზე გაზეთები დაბეჭდავდნენ ასეთ განცხადებას: „აღმოჩნდა, რომ ოქრო არ ყოფილა, ოქრო არ არსებობს და ის, რაც ჩვენ ოქროდ მიგვაჩნდა, ფაქტობრივად არ არის ოქრო.“
Would there on this basis be an announcement in the newspapers:'It has turned out that there is no gold, Gold does not exist and what we took to be gold is not in fact gold.'
2393.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
თუ ასეთები იარსებებდნენ, ისინი არ იქნებოდნენ კატები, არამედ იქნებოდნენ „სულელის კატები“.
Were such to exist, they would not be cats, but 'fool's cats'.
2394.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
მაგრამ რაც არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ კონტრფაქტობრივად, როგორც მის თავს გადამხდარი, აქტუალურად მომხდარისაგან განსხვავებული ამბავი, ერთი რამ, რასაც ვერ წარმოვიდგენთ, რომ ამ საგანს შემთხვეოდა, არის ის, რომ, თუ მოცემულია, რომ ის მოლეკულებისგან შედგება, მას მაინც ეარსება, მაგრამ არ ყოფილიყო მოლეკულებისგან შედგენილი.
But whatever we imagine counterfactually having happened to it other than what actually did, the one thing we cannot imagine happening to this thing is that it, given that it is composed of molecules, should still have existed and not have been composed of molecules.
2395.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
იქნებოდა თუ არა ეს ის სიტუაცია, რომელშიც სინათლე არ არსებობს? მე მეჩვენება, რომ არ იქნებოდა.
Would that have been a situation in which light did not exist? It seems to me that it would not.
2396.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
მაგრამ თუ ახლა ვილაპარაკებდით კონტრფაქტობრივ სიტუაციაზე, რომელშიც ადამიანები, ვთქვათ, უსინათლოები არიან, მაშინ არ ვიტყოდით, რომ, რადგან ასეთ სიტუაციებში ამ სახით ვერაფერი იმოქმედებდა მათ თვალებზე, სინათლეც არ იარსებებდა.
But now, talking about counterfactual situations in which let's say, people were blind, we would not then say that since, in such situations, nothing could affect their eyes, light would not exist.
2397.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ამის ნაცვლად, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს იქნებოდა სიტუაცია, რომელშიც სინათლე − ის ობიექტი, რომლის იდენტიფიკაციაც ჩვენ გავაკეთეთ, როგორც რაღაცისა, რის მეშვეობითაც ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია რამე დავინახოთ − არსებობს, მაგრამ ვერ გვეხმარება რამის დანახვაში ჩვენი გარკვეული დეფექტის გამო.
Instead, we would say that that would be a situation in which light-the thing we have identified as that which in fact enables us to see-existed but did not manage to help us see due to some defect in us.
2398.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ჯერ ერთი, ადამიანები შეიძლება არ ყოფილიყვნენ სითბოს მიმართ მგრძნობიარენი, მაგრამ სითბოს მაინც ეარსება გარე სამყაროში.
For first, people might not have been sensitive to heat, and yet the heat still have existed in the external world.
2399.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
ზუსტად ამ ფენომენს შეიძლებოდა ეარსება, მაგრამ ჩვენს ნეიროფიზიოლოგიურ ან სხვა სტრუქტურებში განსხვავებების გამო ის ჩვენ არ შეგვეგრძნო, როგორც სითბო.
This very phenomenon could have existed, but due to differences in our neural structures and so on, have failed to be felt as heat.
2400.
სახელდება და აუცილებლობა | ლექცია III
პირველი, ამ „დეფინიციაში“ იგივეობა არ გამოხატავს (ბოლომდე) აუცილებელ ჭეშმარიტებას: მართალია, ამ ნივთებიდან თითოეული, მართლაც, არსებითად (აუცილებლად) არის ოქრო, მაგრამ ოქროს შეიძლება ეარსება, თუნდაც ამ ნივთებს არ ეარსებათ.
First, the identity in the ' definition' does not express a (completely) necessary truth: though each of these items is, indeed, essentially (necessarily) gold, but gold might have existed even if the items did not.