ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2421.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 1
საზოგადოებას, მეორე მხრივ, გააჩნია მნიშვნელოვანი ინტერესი წესრიგის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, ეროვნული უშიშროების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და პოტენციურ მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ.
Society, on the other hand, has a considerable interest in order, peaceful coexistence, security, physical integrity, and the safety of potential victims.
2422.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 1
ეს არის მიდგომა, რომელსაც ხშირად იყენებენ ენ-ჯი-ო-ები და რომელიც მრავალი ფორმით არსებობს.
This is the attitude often embraced by NGOs and it exists in many forms.
2423.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 1
თუმცა ეს არ არის აუცილებლად ის მიდგომა, რომელსაც საჭიროებს ადამიანის უფლებათა მოქმედი სამართლის განმარტება, განსაკუთრებით სისხლის სამართლის პროცესის სფეროში და იურისპრუდენციის კონტექსტში, ვინაიდან ის ძალზე აზვიადებს ინდივიდის ინტერესების მნიშვნელობას საზოგადოების ინტერესების საპირისპიროდ.
It is, however, not necessarily the approach needed for the interpretation of existing human-rights law, particularly in the area of criminal proceedings and in a jurisprudential context, because it tends to overstate the interests of the individual vis-a`-vis those of society.
2424.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 2
დაკისრებულ სანქციას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის ბრალდება, თუ პირს არ ემუქრება მსჯავრდადება და სასჯელი.
The sanction incurred has a decisive importance in the sense that there is no criminal charge unless the possibility of a conviction and sentence exists.
2425.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 2
მსგავსი ტიპის დავების განხილვის მიზნით, როგორც წესი, არსებობს საბჭოები, რომლებშიც წარმოდგენილი არიან შესაბამისი პროფესიების წარმომადგენლები და იურისტები.
Usually special boards exist on which representatives of the profession sit together with lawyers to hear cases.
2426.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 2
სასურველია პირველ კრიტერიუმზე მთლიანად უარის თქმა - უკიდურეს შემთხვევაში მასზე მითითება შეიძლება გაკეთდეს იმის განსაზღვრის დროს, არსებობს თუ არა სერიოზული ეჭვები „სისხლისსამართლებრივი” ბრალდების არსებობასთან დაკავშირებით.
The first criterion ought to be dropped—at most it can be referred to in order to determine whether there are serious doubts as to whether there exists a ‘criminal’ charge.
2427.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 3
შეიძლება ასევე დავფიქრდეთ, რეალურად იარსებებდა თუ არა თვით სამართალი სასამართლოს გარეშე.
One may even wonder whether the law itself can have any real existence in the absence of the judiciary.
2428.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 3
ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში: „კომიტეტი აღნიშნავს, რომ მრავალ ქვეყანაში არსებობს სამხედრო თუ სპეციალური სასამართლოები, რომლებიც სამოქალაქო პირთა საქმეებს განიხილავენ.
The HRC referred to this in its General Comment: ‘The Committee notes the existence, in many countries, of military or special courts which try civilians.
2429.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 3
წლების მანძილზე კი შემდეგი ფორმულირების სახე მიიღო: „სასამართლო იმეორებს, რომ იმის გადასაწყვეტად, სასამართლო ’დამოუკიდებელია’ თუ არა მე-6(1) მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, inter alia, მისი წევრების დანიშვნის წესი და ვადა, გარე ზეწოლის საწინააღმდეგო გარანტიების არსებობა და საკითხი იმის შესახებ, ტოვებს თუ არა დამოუკიდებლობის შთაბეჭდილებას.
Over the years it has taken the following formulation which is quoted here from Incal v. Turkey: ‘The Court reiterates that in order to establish whether a tribunal can be considered ‘‘independent’’ for the purposes of Art.6 x 1 regard must be had, inter alia, to the manner of appointment of its members and their term of office, the existence of safeguards against outside pressures and the question whether it presents an appearance of independence’.
2430.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 3
ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით არსებობს მოსამართლეთა დანიშვნის მრავალი განსხვავებული სისტემა.
There exists in Europe and around the world a great number of different and varied systems for appointing judges.
2431.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 3
ეს მოსაზრება არა მხოლოდ ბელგიის საკასაციო სასამართლომ აღიარა სწორად საკუთარ პრეცედენტულ სამართალში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, არამედ შვეიცარიის ფედერალურმა ტრიბუნალმაც, რომელიც ადრე კანონიერად თვლიდა კუმულატიური ფუნქციების არსებობას, ამ უკანასკნელმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას მიანიჭა უპირატესობა დე კუბერის (De Cubber) გადაწყვეტილების შემდეგ.
This view was not only accepted by the Belgian cour de cassation which changed its case-law accordingly, but also adopted by the Swiss Federal Tribunal which had, earlier on, accepted as legitimate the existence of cumulative functions: it adopted the Court’s approach as a reaction to the De Cubber judgment.
2432.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
მაგალითად, კრემცოვის საქმეში მან აღნიშნა, რომ „დაცვას არ განუცდია ზიანი არსებული განსხვავების გამო” და შესაბამისად, დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
Thus, in Kremzow the Court stressed that ‘the defence was not in any way prejudiced by the difference’ which had been found to exist, therefore there was no violation.
2433.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, inter alia, წარდგინებების მრავალფეროვნება, რომლებითაც მომჩივანმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს და ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებული განსხვავებები საკანონმდებლო ნორმების, ჩვეულებითი წესების, სამართლებრივი მოსაზრების და გადაწყვეტილებების ფორმულირების თვალსაზრისით.
It is necessary to take into account, inter alia, the diversity of the submissions that a litigant may bring before the courts and the differences existing in the Contracting States with regard to statutory provisions, customary rules, legal opinion and the presentation of judgments.
2434.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 4
დიდი ოდენობის თანხებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობა, ყალბი ფულადი ბანკნოტების დამზადება და გასაღება, მასშტაბური თაღლითობა, კონტრაბანდა, ტრეფიკინგი, ბავშვთა პორნოგრაფია და ტერორისტული დანაშაულები, როგორც წესი, ორგანიზებული ქსელის ფარგლებში ხდება, რომელიც ყველაფერს აკეთებს კვალის დაფარვისა და გამოძიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.
Certain crimes which promise huge profits, such as drug trafficking, the production and distribution of counterfeit money, large-scale fraud, smuggling, ‘slave trade for the purpose of prostitution’, child pornography, and terrorist crimes are regularly committed within an organized network which will often go out of its way to conceal its existence and fight criminal prosecutions.
2435.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 5
ამ წესის მიზანია წესრიგის უზრუნველყოფა და სასამართლო პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, რაც სრულებით შეესაბამება საჯარო სასამართლო განხილვის ფუნდამენტურ უფლებას.
This rule exists to protect both the privacy of the persons involved and the order of the proceedings, and is fully compatible with the fundamental right to a public hearing.
2436.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 6
ხანგრძლივ სამართალწარმოებას შეუძლია მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ მოაქციოს ბრალდებულები და გაამძაფროს ბუნდოვან მომავალთან, მსჯავრდადების შიშთან და სასჯელის გაურკვეველ სიმძიმესთან დაკავშირებული განცდები.
Prolonged proceedings can put a considerable strain on accused persons and have the potential to exacerbate existing concerns such as uncertainty as to the future, fear of conviction, and the threat of a sanction of an unknown severity.
2437.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 7
სამართლებრივ ინსტრუმენტებში მოცემული პრეზუმფცია უნდა გავიგოთ როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც არეგულირებს იმ პირთა მიმართ მოპყრობას, რომლებიც ჯერ არ არიან მსჯავრდადებულნი.
The presumption referred to in the legal instruments must be regarded as a guiding principle which exists in order to regulate the treatment of persons who have not yet been convicted.
2438.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 7
მსგავსი კანონმდებლობა არსებობს იურიდიულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, კორპორაციული დანაშაულის კონტექსტში, როდესაც ბრალის განსაზღვრა შეუძლებელია ისე, როგორც ეს ხდება ფიზიკური პირების მიმართ.
Such legislation exists in relation to the criminal liability of legal persons, particularly in the context of corporate crime where ‘mens rea’ cannot be determined in the same way as it is used in relation to natural persons.
2439.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 7
მიუხედავად ამისა, არსებობს არადასჯადი ან დაუსჯელი დანაშაულებრივი ქმედებები და კონვენციის მე-6 მუხლი არ განასხვავებს მათ სხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისგან: ის მოქმედებს ყველა შემთხვევაში, როდესაც პირს ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.
Nevertheless, nonpunishable or unpunished criminal offences do exist and Article 6 of the Convention does not distinguish between them and other criminal offences: it applies whenever a person is ‘‘charged’’ with a criminal offence’.
2440.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 7
სამოქალაქო პროცესში მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი.
In civil proceedings it is generally the plaintiff who must prove that his claim exists.