ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2521.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
ფეოდალიზმის ისტორიული თვალსაზრისით უფრო სწორი განმარტება შემოგვთავაზა ისტორიკოსმა მარკ ბლოკმა, რომელმაც ფოკუსი გადაიტანა ფეოდისა და ვასალური ურთიერთობის ინსტიტუტებზე, როგორც ისინი შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა.
A more historically accurate definition of feudalism was laid out by the historian Marc Bloch, focusing on the institutions of the fief and vassalage as they existed in medieval Europe.
2522.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
დაპყრობაზე აგებული მრავალი დინასტიის მსგავსად, რომელთაც მანამდე თუ შემდეგ უარსებია, ჯოუს მეფემ აღმოაჩინა, რომ მას პერსონალური კონტროლის ქვეშ არ ჰყავდა საკმარისი სამხედრო ძალები ან რესურსები, რათა მის ხელთ არსებული ტერიტორიები ემართა.
Like many conquest dynasties that existed before and after, the Zhou king found that he did not have the forces or resources under his personal control to rule the territories he had acquired.
2523.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
ევროპული ფეოდალიზმი იყო მექანიზმი, რომელიც აკავშირებდა ერთმანეთის არანათესავ ბატონებს და ვასალებს, რაც ხელს უწყობდა სოციალურ თანამშრომლობას საზოგადოებაში, სადაც ნათესაური კავშირების რთული სისტემა აღარ არსებობდა.
European feudalism was a mechanism for binding unrelated lords to unrelated vassals, facilitating social cooperation in a society where complex kinship no longer existed.
2524.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 6
აღწერილია ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ქვედა დონის მეთაურმა არ შეასრულა ნომინალური ლიდერის ბრძანება, რადგან მართვის და კონტროლის ხისტი იერარქიული სისტემა არ არსებობდა.
Numerous cases were described in which a subordinate overrode the orders of a nominal lord because no strict command and control hierarchy existed.
2525.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
შან იანი თავდაპირველად ვეის სამეფოს სახელმწიფო მოხელე იყო, ვიდრე შედარებით ჩამორჩენილ ცინის სამეფოში გადაინაცვლებდა და მისი მმართველის, სიაოს მთავარი მრჩეველი გახდებოდა და სამეფოში ჩასვლისთანავე იგი ადგილობრივ პატრიმონიალურ ადმინისტრაციას დაუპირისპირდა.
Shang Yang began his career as a minister in the state of Wei before moving to what was then the relatively backward state of Qin and becoming the chief adviser to its leader, Duke Xiao and upon his arrival, he struggled with the existing patrimonial administration.
2526.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
არსებული ქალაქების, უბნების და სოფლების შერწყმით ორმოცდაერთი ახალი პრეფექტურა ჩამოყალიბდა, რომელთაც არა ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული პრეფექტი ხელმძღვანელობდა.
Forty-one new prefectures were created by amalgamating existing towns, districts, and villages, presided over by a prefect not selected by the locality but appointed by the central government.
2527.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
მაგრამ ლეგალისტებმა ცალსახად უარყვეს მორალურ მთავრობაზე მოთხოვნილებაც კი, ისინი ღიად ამტკიცებდნენ, რომ მართულები არსებობდნენ მმართველთა ინტერესებისთვის და არა პირიქით.
But even the pretense of moral government was stripped away by the Legalists, who openly argued that the ruled existed for the sake of the rulers and not the other way around.
2528.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
დასავლეთში, ინდოეთსა და მუსლიმურ სამყაროში სახეზე იყო ადრიდანვე არსებული სამართლის კორპუსი, რომელიც კურთხევას იღებდა რელიგიისგან და მას სასულიერო პირების იერარქია იცავდა, ის სახელმწიფოს შექმნამდე არსებობდა და მისგან დამოუკიდებელი იყო.
In the West, in India, and in the Muslim world, there was a body of preexisting law, sanctified by religion and safeguarded by a hierarchy of priests and clerics, that was prior to and independent of the state.
2529.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
სამართლის უზენაესობას ამგვარი შინაარსით არასდროს უარსებია ჩინეთში, მით უფრო ლეგალისტურ დოქტრინაში.
Rule of law in this sense never existed in China, and least of all for the Legalists.
2530.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
ჩინეთში არც სოციალური მოდერნიზაცია მომხდარა: ინდივიდუალიზმმა ვერ ჩაანაცვლა ნათესაური კავშირები, რომელიც განაგრძობდა და დღემდე განაგრძობს სახელმწიფოს იმპერსონალურ ადმინისტრაციასთან თანაარსებობას.
Nor was China accompanied by social modernization: kinship was not superseded by modern individualism but continued to coexist with impersonal administration, up to the present day.
2531.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
საკუთრების უფლებები კი არსებობდა, მაგრამ ის თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ უწყობდა.
Property rights existed, but they were not configured to support development of a modern market economy.
2532.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
არსებულ ტრადიციებზე შეტევამ და ტოტალიტარიზმის ზღვარზე მყოფმა ამბიციურმა სოციალურმა ინჟინერიამ მოსახლეობის თითქმის ყველა ფენის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა წარმოშვა, რამაც ცინის დინასტია დამხობამდე მიიყვანა მისი შექმნიდან თოთხმეტ წელიწადში.
The assault on existing traditions and the ambitious social engineering undertaken verged on the totalitarian and provoked such heavy opposition from virtually all segments of the population that the dynasty collapsed and was replaced a mere fourteen years after its founding.
2533.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
მიუხედავად ამისა, მაინც აღნიშვნის ღირსია იდეოლოგია, რომელიც სულ მცირე, პრინციპის დონეზე მაინც ამტკიცებს, რომ მმართველი ანგარიშვალდებული უნდა იყოს მართულთა წინაშე და რომელიც არსებული სოციალური ინსტიტუტების სახელმწიფო ძალაუფლებისაგან დაცვას ცდილობს.
Nonetheless, there is something to be said for a governing ideology that asserts, at least in principle, that the ruler ought to be accountable to the ruled and that seeks to preserve existing social institutions against the power of the state.
2534.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
შედეგად, წინა ეკვილიბრიუმი ირღვევა და პოლიტიკური წესრიგი დაკნინებას განიცდის მანამ, სანამ არსებული აქტორები წესებისა და ინსტიტუტების ახალ ნაკრებს არ შექმნიან წესრიგის აღსადგენად.
As a result, the preceding equilibrium no longer holds, and political decay results until the existing actors come up with a new set of rules and institutions to restore order.
2535.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
ვინაიდან არ ჰყავდათ საკუთარი ოჯახები, ფსიქოლოგიურად პატრონებზე იყვნენ დამოკიდებული და თავიანთი (არარსებული) შვილების ინტერესების დასაცავად ინტრიგებს არ ხლართავდნენ.
Without families of their own, they were psychologically dependent on their masters and would not scheme to advance their (nonexistent) children’s interests.
2536.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
თუმცა ხანის დინასტიის ჩინეთი თომას მალთუსის „ნარკვევი მოსახლეობის საფუძვლებზე“ მიხედვით აღწერილ სამყაროს უფრო მოგვაგონებდა, ვიდრე იმას, რაც ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომი ბოლო 200 წლის მანძილზე არსებობს.
But economic life in Han Dynasty China resembled the world described by Thomas Malthus in his Essay on the Principle of Population much more than the world that has existed since the beginning of the Industrial Revolution of the last two hundred years.
2537.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
მალთუსიანურ ეკონომიკაში, სადაც ინტენსიური ზრდა წარმოუდგენელია, საკუთრების ძლიერი უფლებები მხოლოდ განამტკიცებს რესურსების განაწილების არსებულ მოდელს.
In a Malthusian economy where intensive growth is not possible, strong property rights simply reinforce the existing distribution of resources.
2538.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
საკუთრების უფლებათა მკაცრი დამცველები ივიწყებენ, რომ დღესაც, მობილური, სამეწარმეო კაპიტალისტური ეკონომიკის პირობებშიც კი, სიმდიდრის არსებული განაწილება ყოველთვის არ ასახავს მდიდრების უფრო ღირსეულობას და არც ბაზრები მუშაობს ყოველთვის ეფექტიანად.
Even in today’s mobile, entrepreneurial capitalist economy, rigid defenders of property rights often forget that the existing distribution of wealth doesn’t always reflect the superior virtue of the wealthy and that markets aren’t always efficient.
2539.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
რომელ მიმართულებას აირჩევს მონარქი – არსებულ ოლიგარქიას კიდევ უფრო განამტკიცებს თუ დაუპირისპირდება მას, დამოკიდებულია ისეთ გარემო ფაქტორებზე, როგორებიცაა: როგორც არისტოკრატიის, ასევე გლეხობის შეკავშირების უნარი, სახელმწიფოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხის დონე და სამეფო კარზე არსებული დაპირისპირებები.
Which course the monarch chose—to reinforce the existing oligarchy or to lean against it—depended on a host of contextual factors like the cohesiveness of both the aristocracy and the peasantry, the degree of external threat faced by the state, and rivalries within the court.
2540.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
ცინის დროს გაერთიანების შემდეგ ჩინეთის ყველაზე ხანგრძლივი ხანის დინასტია ჩვ.წ 220 წელს დაემხო და მომდევნო სამასი წლის განმავლობაში, ერთი ხანმოკლე გამონაკლისის გარდა, ჩინეთის გაერთიანებულ სახელმწიფოს აღარ უარსებია.
China’s longest enduring dynasty after the Qin unification, the Han, collapsed in A.D. 220, and with one brief exception no unified Chinese state existed for the next three hundred years.