ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2901.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
გარკვეულ გარემოებებში, ფირმამ შესაძლოა დაასკვნას, რომ ნაკლოვანების არსებობის დასადგენად უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო აღმოჩენილ ფაქტებთან დაკავშირებით.
In some circumstances, the firm may determine it appropriate to obtain more information about the findings in order to determine whether a deficiency exists.
2902.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
გამოვლენილი ნაკლოვანების მასშტაბი, რამდენად სწრაფად წარმოიქმნება და დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის არსებობდა და გავლენას ახდენდა ხარისხის მართვის სისტემაზე.
The magnitude of the identified deficiency, how quickly it occurred and the duration of time that it existed and had an effect on the system of quality management.
2903.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
ფირმამ შესაძლოა დაასკვნას, რომ არსებობს ნაკლოვანება, ვინაიდან ბევრ გარიგებაში გამოვლინდა მსგავსი ფაქტები.
The firm may determine that a deficiency exists because similar findings have occurred across multiple engagements.
2904.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
ზემოაღნიშნული ზომების გატარება ფირმას არ ათავისუფლებს იმის პასუხისმგებლობისგან, რომ სხვა დამატებითი ზომები უნდა გაატაროს ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებით აღმოჩენილ ფაქტებთან მიმართებით, მათ შორის შეაფასოს აღმოჩენილი ფაქტები, რათა გამოავლინოს ნაკლოვანებები, ხოლო თუ გამოვლინდება ნაკლოვანება, გამოიკვლიოს მისი გამომწვევი მიზეზები.
The actions taken by the firm do not relieve the firm of the responsibility to take further actions relating to the finding in the context of the system of quality management, including evaluating the findings to identify deficiencies and when a deficiency exists, investigating the root causes of the identified deficiency.
2905.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
ამგვარი ინფორმაცია შესაძლოა ფირმამ გამოიყენოს სხვა შესაფერისი ინფორმაციის განხილვის პროცესში იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ნაკლოვანებები ქსელის იმ მოთხოვნებში ან მომსახურებებში, რომლებსაც ფირმა იყენებს ხარისხის მართვის სისტემაში.
Such information may be used by the firm as part of other relevant information considered by the firm in determining whether deficiencies exist in the network requirements or network services used by the firm in its system of quality management.
2906.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
თუ გარიგების პარტნიორისთვის ცნობილი ხდება, რომ სათანადო ეთიკური მოთხოვნების დაცვას საფრთხე შეექმნა, მან უნდა შეაფასოს ეს საფრთხე ფირმის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად, ფირმის, გარიგების გუნდის ან სხვა წყაროებიდან მოპოვებული შესაფერისი ინფორმაციის საფუძველზე და გაატაროს სათანადო ზომები.
If matters come to the engagement partner’s attention that indicate that a threat to compliance with relevant ethical requirements exists, the engagement partner shall evaluate the threat through complying with the firm’s policies or procedures, using relevant information from the firm, the engagement team or other sources, and take appropriate action.
2907.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
ქსელებთან დაკავშირებული წინამდებარე ასს-ის დებულებების გამოყენება ასევე შესაძლებელია ნებისმიერი სტრუქტურის ან ორგანიზაციის მიმართ, რომელიც არ არის ფირმის ნაწილი, მაგრამ არსებობს ქსელში.
The provisions in this ISA in relation to networks also apply to any structures or organizations that do not form part of the firm, but that exist within the network.
2908.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
მაშასადამე, ასს 300-ის შესაბამისად აუდიტის საერთო სტრატეგიის შემუშავებისას გარიგების გუნდს შესაძლოა დასჭირდეს იმის განხილვა, არსებობს თუ არა ასეთი პირობები მოცემულ აუდიტის გარიგებაში, ხოლო თუ არსებობს, რა ზომების მიღება შეიძლება დასჭირდეს ფირმას ამგვარი დაბრკოლებების შესასუსტებლად.
Accordingly, when developing the overall audit strategy in accordance with ISA 300, the engagement team may need to consider whether such conditions exist in the audit engagement and, if so, what actions the firm or the engagement team may need to undertake to mitigate such impediments.
2909.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
დადასტურების მიკერძოება, რაც გულისხმობს უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭების ტენდენციას იმ ინფორმაციისთვის, რომელიც არსებულ მოსაზრებას ადასტურებს, ვიდრე ისეთი ინფორმაციისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ან ეჭვქვეშ აყენებს მას.
Confirmation bias, which is a tendency to place more weight on information that corroborates an existing belief than information that contradicts or casts doubt on that belief.
2910.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
ხმსს 1 ეხება ხარისხის მიმართ ფირმის ერთგულებას, რაც მიიღწევა მთელ ფირმაში დამკვიდრებული კულტურის მეშვეობით, რომელიც აღიარებს და განამტკიცებს ფირმის როლს საზოგადოების ინტერესების დაცვის საკითხში მუდმივად ხარისხიანი გარიგებების შესრულების მეშვეობით და ხარისხის მნიშვნელობას ფირმის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში, მათ შორის ფირმის ფინანსურ და საოპერაციო პრიორიტეტებში.
ISQM 1 addresses the firm’s commitment to quality through its culture that exists throughout the firm, which recognizes and reinforces the firm’s role in serving the public interest by consistently performing quality engagements, and the importance of quality in the firm’s strategic decisions and actions, including the firm’s financial and operational priorities.
2911.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | შესავალი
როგორც უკვე ვთქვი, პოლიტიკური ლიბერალიზმი თავისთავად არსებულ ფაქტად იღებს არა უბრალოდ პლურალიზმს, არამედ გონივრულ პლურალიზმს და ვარაუდობს, რომ ამ ძირითად, გონივრულ და ყოვლისმომცველ დოქტრინათაგან ზოგიერთი რელიგიურია.
As I have said, political liberalism takes for granted not simply pluralism but the fact of reasonable pluralism; and beyond this, it supposes that of the main existing reasonable comprehensive doctrines, some are religious.
2912.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | შესავალი
როგორც უკვე აღვნიშნე, პოლიტიკური ლიბერალიზმის პრობლემა შემდეგია: როგორ არის შესაძლებელი თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეებისგან შემდგარი სამართლიანი საზოგადოება დროთა განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდეს, როდესაც მოქალაქეები არსებითად განსხვავებულ, მაგრამ გონივრულ რელიგიურ, ფილოსოფიურ და მორალურ დოქტრინებს იზიარებენ?
As I noted earlier, then, the problem of political liberalism is: How is it possible that there may exist over time a stable and just society of free and equal citizens profoundly divided by reasonable religious, philosophical, and moral doctrines?
2913.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | შესავალი
უნდა გავიაზროთ, რას ითხოვს ჩვენგან ახალ გარემოებებში ძველი პრინციპები, და მოვითხოვოთ დღევანდელი ინსტიტუტების პირობებშიც მათი დაცვა.
I think it a matter of understanding what earlier principles require under changed circumstances and of insisting that they now be honored in existing institutions.
2914.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | შესავალი
ასეთი პოლიტიკური კონცეფციის მოსაძებნად უკვე ცნობილი ყოვლისმომცველი დოქტრინები არ უნდა მიმოვიხილოთ, რათა მათ შორის ბალანსი დავამყაროთ ან მათი გასაშუალოებული ვარიანტი გამოვიყვანოთ; არც იმის ცდაა გამართლებული, რომ საზოგადოებაში არსებულ დოქტრინათა საკმარის რაოდენობასთან კომპრომისს მივაღწიოთ მათზე პოლიტიკური კონცეფციის მორგებით.
To find this political conception we do not look at known comprehensive doctrines with the aim of striking a balance or average between them, nor do we attempt to strike a compromise with a sufficient number of those doctrines actually existing in society by tailoring the political conception to fit them.
2915.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | შესავალი
ეს რომ შევაფასოთ, უნდა ვიპოვოთ კონსტიტუციის არსებითი ელემენტებისა და ბაზისური სამართლიანობის საკითხების (IV:5) ძირეული თემები, რომელთა გონივრულად გადაჭრა ვერ ხერხდება იმ პოლიტიკური ღირებულებებით, რომლებიც გამოხატულია მოქმედი გონივრული პოლიტიკური კონცეფციით და ვერც ნებისმიერი იმ კონცეფციით, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ ღირებულებებზე დაყრდნობით.
To establish this, we must find pressing questions of constitutional essentials or matters of basic justice (IV:5) that cannot be reasonably resolved by political values expressed by any of the existing reasonable political conceptions, nor also by any such conception that could be worked out.
2916.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
ორივე კითხვის შეჯამებით ვიღებთ შემდეგს: როგორ არის შესაძლებელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავისუფალ და თანასწორ მოქალაქეთა სამართლიანი და სტაბილური საზოგადოების არსებობა, როცა ეს მოქალაქეები, არსებითად, განსხვავებული, თუმცა გონივრული რელიგიური, ფილოსოფიური და მორალური დოქტრინების მაღიარებელნი არიან?
Combining both questions we have: how is it possible for there to exist over time a just and stable society of free and equal citizens, who remain profoundly divided by reasonable religious, philosophical, and moral doctrines?
2917.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
საზოგადოება ასევე განიხილება როგორც სამარადჟამოდ არსებული: თაობიდან თაობამდე იგი წარმოქმნის და კვლავწარმოქმნის საკუთარ თავს, თავის ინსტიტუტებსა და კულტურას და არ დადგება მომენტი, როცა იგი ხელიდან გაუშვებს მართვის სადავეებს.
A society is also conceived as existing in perpetuity: it produces and reproduces itself and its institutions and culture over generations and there is no time at which it is expected to wind up its affairs.
2918.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
ეს განსაკუთრებით ნათელი ხდება, როდესაც საზოგადოებას ვიაზრებთ როგორც თაობებს შორის უწყვეტად არსებულს, როგორც (რეალურ კაპიტალთან და ბუნებრივ რესურსებთან ერთად) საჯარო კულტურის, პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების წარსულიდან მემკვიდრეობით მიმღებს.
This seems particularly evident once we think of society as extending over generations and as inheriting its public culture and existing political and social institutions (along with its real capital and stock of natural resources) from those who have gone before.
2919.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მეთოდი არ გულისხმობს არსებულ ყოვლისმომცველ დოქტრინებში ჩახედვას და ისეთი პოლიტიკური კონცეფციის აგებას, რომელიც მათ შორის ძალთა ბალანსის დაცვას ეცდებოდა.
To this end, we do not look to the comprehensive doctrines that in fact exist and then draw up a political conception that strikes some kind of balance of forces between them.
2920.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
ეს საუკეთესო გზა იქნებოდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩამონათვალში მოხვდეს ის აუცილებელი ბაზისური ელემენტები, რომლებმაც არსებულ დოქტრინებთან ასოცირებული სიკეთის ცნების გაგებას უნდა შეუწყონ ხელი და, ამდენად, გაზარდონ საყოველთაო კონსენსუსის მიღწევის ალბათობა.
Doing this might seem the best way to insure that the index provides the basic elements necessary to advance the conceptions of the good associated with existing doctrines and thus improve the likelihood of securing an overlapping consensus.