ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2941.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ასეთი ცოდნა საჭიროა, რათა მოზრდილობაში მათი რელიგიური მიკუთვნებულობა არ ემყარებოდეს ბაზისური უფლებების არცოდნას ანდა შიშს იმ სასჯელისადმი, რომლის შესაბამისი დანაშაული არც არსებობს.
All this knowledge is needed to insure that their continued membership when they come of age is not based simply on ignorance of their basic rights or fear of punishment for offenses that do not exist.
2942.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
როგორც წესი, ჩვენ არ გაგვაჩნია ბოლომდე ყოვლისმომცველი რელიგიური, ფილოსოფიური თუ მორალური თვალსაზრისები, არც საზოგადოებაში არსებული სხვა თვალსაზრისების შესწავლას ვესწრაფვით მაინცდამაინც და მეტწილად არც საკუთრის აგებას ვცდილობთ.
Usually we do not have anything like a fully comprehensive religious, philosophical, or moral view, much less have we attempted to study the other views that do exist in society, or to work one out for ourselves.
2943.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
არისტოკრატულ და ავტოკრატიულ რეჟიმებში საზოგადოების სიკეთის საკითხი არა საზოგადოების, თუკი იგი საერთოდ არსებობს, არამედ მმართველთა მიერ განიხილება.
In aristocratic and autocratic regimes, when the good of society is considered, this is done not by the public, if it exists at all, but by the rulers, whoever they may be.
2944.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
ხალხის დამფუძნებელი ძალაუფლება ქმნის ჩვეულებრივი ძალაუფლების მარეგულირებელ ჩარჩოს და იგი საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც არსებული რეჟიმი უქმდება.
That constituent power of the people sets up a framework to regulate ordinary power, and it comes into play only when the existing regime has been dissolved.
2945.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VI ლექცია
არ არსებობს ისეთი ინსტიტუციური პროცედურა, რომლის ხელყოფა და დამახინჯება არ შეიძლებოდეს იმგვარი წესების შემოღებით, რომლებიც ბაზისურ კონსტიტუციურ დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ.
No institutional procedure exists that cannot be abused or distorted to enact statutes violating basic constitutional democratic principles.
2946.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ამისათვის დავუშვათ, რომ არსებობდა ბუნებრივი მდგომარეობა, რომელშიც შედარებით უზრუნველი ცხოვრება იყო და, რომელშიც მორალურ კითხვებს არ ბადებდა ის, თუ ვინ რას ფლობდა.
We assume that a state of nature once existed in which there was relative abundance and the actual configuration of people’s holdings raised no moral questions.
2947.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
თუ დავიწყებთ ბუნებრივი მდგომარეობიდან, რომელშიც საკუთრებათა არსებული განაწილება სამართლიანია, და თუ შემდგომ ყველა მოქმედებს შეძენისა და გადაცემის სამართლიანი პრინციპების შესაბამისად, მაშინ საკუთრებათა ყველა შემდგომი განაწილება, ასევე, სამართლიანი იქნება.
If one starts from a state of nature in which the existing array of holdings is just, and if everyone always acts subsequently in accordance with justice in acquisition and transfer, then all later configurations are likewise said to be just.
2948.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
არსებული ქონება უნდა იყოს შეძენისა და გადაცემის სამართლიანი პრინციპების სათანადო დაცვით შეძენილი და ყველას უნდა ჰქონდეს შემოსავლის მიღების, საჭირო უნარების შესწავლის და ა. შ. თანაბარი შესაძლებლობა.
The existing wealth must have been properly acquired and all must have had fair opportunities to earn income, to learn wanted skills, and so on.
2949.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ამდენად, ეკონომიკური რეჟიმი არსებული სურვილებისა და მისწრაფებების დაკმაყოფილების ინსტიტუციური ჩარჩო კი არ არის მხოლოდ, იგი იმისაც განსაზღვრავს, თუ რა სურვილები და მისწრაფებები შეიძლება გაგვიჩნდეს მომავალში.
So an economic regime, say, is not only an institutional scheme for satisfying existing desires and aspirations but a way of fashioning desires and aspirations in the future.
2950.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ამდენად, პოტენციური უნარიც კი მოცემულ დროში არაა ისეთი რამ, რაზეც გავლენას არ ახდენდეს არსებული სოციალური ფორმები, მოცემულ მომენტამდე ცხოვრების გზაზე თავს გადამხდარი შემთხვევითობები.
Thus even a potential ability at any given time is not something unaffected by existing social forms and particular contingencies over the course of life up to that moment.
2951.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
არ არსებობს პრაქტიკული გზა, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ განსჯის ეს პროცესი და თან დავრწმუნდეთ, რომ იგი დაწესებულ პირობებს შეესაბამება.
There exists no practicable way actually to carry out this deliberative process and to be sure that it conforms to the conditions imposed.
2952.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ამდენად, კერძო შეთანხმებები იდება ბაზისური სტრუქტურის ფარგლებში არსებული და სავარაუდო ურთიერთობების კონტექსტში; საკონტრაქტო გათვლების საფუძვლად სწორედ ამ ურთიერთობების კონფიგურაცია აიღება.
Thus, particular agreements are reached in the context of existing and foreseeable configurations of relationships within the basic structure; and it is these configurations that provide a basis for contractual calculations.
2953.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ორი პრინციპი გამოხატავს იდეას, რომ იმაზე ნაკლები, ვიდრე პირველადი სიკეთეების თანაბარი გაყოფით მიიღებდა, არავის უნდა ჰქონდეს; და როდესაც ნაყოფიერ სოციალურ თანამშრომლობას ზოგადი გაუმჯობესება მოაქვს, არსებულმა უთანასწორობამ იმათ სასარგებლოდ უნდა იმუშაოს, ვისაც გაუმჯობესება ყველაზე ნაკლებ შეეხო (მას პირველადი სიკეთეების თანაბარი გაყოფის სკალაზე გავზომავთ.
The two principles express the idea that no one should have less than they would receive in an equal division of primary goods, and that when the fruitfulness of social cooperation allows for a general improvement, then the existing inequalities are to work to the benefit of those whose position has improved the least, taking equal division as the benchmark.
2954.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
შემოსაზღვრა მიმდინარეობს: ქონების (განსაკუთრებით თუ წარმოების საშუალებების კერძო მფლობელობაში არსებობა შესაძლებელია) დაგროვებაზე შეზღუდვით, რასაც მოითხოვს ნამდვილი პოლიტიკური თავისუფლება და შესაძლებლობათა სამართლიანი თანასწორობა.
Among these constraints are the limits on the accumulation of property (especially if private property in productive assets exists) that derive from the requirements of the fair value of political liberty and fair equality of opportunity.
2955.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
თუმცა, ჩვენივე მიზნებისათვის მე ვუშვებ, რომ იგი სრულიად აუცილებელია ისეთ ვითარებაში, როგორსაც მე „გონივრულად ხელსაყრელ პირობებს“ ვუწოდებ და, რაც ისეთ სოციალურ გარემოს ნიშნავს, რომლის არსებობის შემთხვევაში, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, შესაძლებელი ხდება ამ თავისუფლებათა ეფექტიანი დაკანონება და მათი სრულფასოვანი განხორციელება.
For our purposes here, however I assume that it is required under what I shall call “reasonably favorable conditions,” that is, under social circumstances which, provided the political will exists, permit the effective establishment and the full exercise of these liberties.
2956.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
რა თქმა უნდა, სულ სხვა საკითხია, არსებობს თუ არა საამისო პოლიტიკური ნება.
Of course, whether the political will exists is a different question entirely.
2957.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
მაშინ, როდესაც კარგად მოწესრიგებულ საზოგადოებაში ასეთი ნება არსებობს, ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური ამოცანა, ნაწილობრივ, ასეთი ნების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
While this will exists by definition in a well-ordered society, in our society part of the political task is to help fashion it.
2958.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ასეთი სქემა არსებობს, არ გამომდინარეობს არც მხოლოდ ორი მორალური უნარის მქონე პიროვნების კონცეფციიდან და არც მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ ამ მორალური უნარების განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია გარკვეული თავისუფლებებისა და სხვა პირველადი სიკეთეების, როგორც მიზნის მისაღწევი საშუალებების, არსებობა.
But that such a scheme exists cannot be derived solely from the conception of the person as having the two moral powers, nor solely from the fact that certain liberties, and other primary goods as all-purpose means, are necessary for the development and exercise of these powers.
2959.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
ამდენად, პოლიტიკური სამართლიანობა კავშირშია ბაზისურ სტრუქტურასთან, როგორც ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, რომლის ფარგლებშიც ვითარდება და ფრთას ისხამს ინდივიდის ნიჭი და შესაძლებლობანი, ასევე, მოქმედებს სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანება.
Thus political justice concerns the basic structure as the encompassing institutional framework within which the natural gifts and abilities of individuals are developed and exercised, and the various associations in society exist.
2960.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების შესახებ ამგვარი განსხვავებული შეხედულებების არსებობა სრულიად ნორმალურ მოვლენად ითვლება, რაც მხოლოდ სახელმწიფო ძალაუფლების ავტორიტარული გამოყენებით შეიძლება შეიცვალოს.
In a modern democratic society the existence of such diverse ways of life is seen as a normal condition which can only be removed by the autocratic use of state power.