ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3001.
ნატაშას ცეკვა | 1812 წლის შვილები
და თუ გვინდა, რომ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიყოთ, ვაღიაროთ: თუ რუსეთს მისი წარსულისგან განსხვავებული არსებობის უნარი არ შესწევს, მაშინ არსებობის უფლებას არ იმსახურებს“.
And if we want to be honest with ourselves, then we must recognize that if Russia cannot exist otherwise than she existed in the past, then she does not deserve to exist.
3002.
ნატაშას ცეკვა | ნატაშას ცეკვა. მოსკოვი, მოსკოვი
ფერფლის გორები და შემთხვევით შემორჩენილი კედლები ან ცალად შემორჩენილი კოლონა ცოტა ხნის წინ იქ ქუჩების არსებობაზე მიუთითებდა.
Heaps of ashes and an occasional section of a wall or a broken column alone indicated the existence of streets.
3003.
ნატაშას ცეკვა | ნატაშას ცეკვა. მოსკოვი, მოსკოვი
ყოველდღიურობის ტვირთი სულს უხუთავთ, უფრო მაღალი რიგის არსებობას ესწრაფვიან, რომლის მიღწევის შესაძლებლობები მოსკოვში ეგულებათ, თუმცა გულის სიღრმეში იციან, რომ ასეთ არსებობას ვერსად ჰპოვებენ.
Stifled by the petty routines of their daily life, they strive for a higher form of existence, which they imagine there to be in Moscow, yet in their hearts they know does not exist.
3004.
ნატაშას ცეკვა | ნატაშას ცეკვა. მოსკოვი, მოსკოვი
მუშაობა არსებობის მიზნად მიაჩნდა, ცოდვათა თავისებურ გამოსყიდვად: მისი რელიგიური რწმენა ამ აზრს ეფუძნებოდა, თვითონ შრომა იყო მისი რელიგია.
He believed in work as the purpose of existence and as a form of redemption: it was at the heart of his own religious faith.
3005.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
მოულოდნელად ნათელი გახდა, რომ გლეხობის იდეა, რომელსაც ამდენი წელი ელოლიავებოდნენ, არ არსებობდა – ეს თეორია და მითი აღმოჩნდა, მეტი არაფერი, სინამდვილეში კი მათ გლეხობასთან კულტურული, სოციალური და ინტელექტუალური უფსკრული აშორებდათ, რომელზეც ხიდის გადების არანაირი იმედი აღარ იყო.
It was suddenly made clear that the idea of the peasantry they had in their minds did not in fact exist – it was no more than a theory and a myth – and that they were cut off from the actual peasants by a cultural, social and intellectual abyss that they could not hope to bridge.
3006.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
ტოლსტოი პრივილეგირებული არსებობის რაც შეიძლება მალე უარყოფაზე და გლეხური ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობდა და მცირე ხნით სცადა კიდეც ეს.
Tolstoy dreamed of abandoning his privileged existence and living like a peasant on the land and for a while he even tried.
3007.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
მარქსისტებმა, რომელთაც საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად უგდებდა ყურს, „გლეხები“ მოიწონეს, მათი აზრით, მოთხრობა ცხადყოფდა, როგორ დააკნინა სოფელი კაპიტალისტური ქალაქების ზრდა-განვითარებამ.
The Marxists, whose opinions were beginning to be heard, praised the story for revealing the way the rise of the capitalist town had caused the decline of the village.
3008.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
მედასავლეთეებისთვის, ლიბერალებისა და მარქსისტებისთვის კი ქალაქი მოდერნიზებული ძალის განსახიერებას წარმოადგენდა, ხოლო გლეხობა ჩამორჩენილი და დრომოჭმული ფენა იყო, რომელსაც, მათი აზრით, გადაშენება ეწერა.
For Westernists, the liberals and the Marxists, who embraced the city as a modernizing force, the peasantry was backward and bound to die away.
3009.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
ამ ესეებმა წინააღმდეგობრივი დისკუსიების და კრიტიკის ქარიშხალი მოიმკა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ავტორები (ყოფილი მარქსისტები, როგორებიც იყვნენ პიოტრ სტრუვე და ნიკოლაი ბერდიაევი) უმწიკვლო რეპუტაციის (ანუ პოლიტიკურად რადიკალური) ხალხი იყო, მათი განქიქების მცდელობა ინტელიგენციის ახალი, ურწმუნო და ეჭვიანი განწყობილებისთვის უკვე თავისთავად სიმპტომური იყო.
The essays caused a huge storm of controversy – not least because their writers (former Marxists like Pyotr Struve and Nikolai Berdyaev) had all had spotless (that is, politically radical) credentials – which in itself was symptomatic of the intelligentsia’s new mood of doubt and self-questioning.
3010.
ნატაშას ცეკვა | გლეხური ქორწინება
იგი ძირითადად ტავერნის მეპატრონის დამთრგუნველი ყოველდღიურობის აღწერისგან შედგება, რომელსაც გონიერება მხოლოდ საიმისოდ ჰყოფნის, რომ საკუთარი არსებობის უაზრობას აცნობიერებდეს.
It consists of a description of the dreary existence of a tavern keeper who has just enough intelligence to realize the emptiness of his own life.
3011.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
ხაზებისა და ფერების სადა ჰარმონიულობითა და „შებრუნებული პერსპექტივის“ (როცა ხაზები ერთმანეთს ნახატის წინ არსებულ წერტილში კვეთს) ოსტატური გამოყენებით, რაც, რუსეთის უდიდესი ხატთმცოდნის, ლეონიდ უსპენსკის სიტყვებით, „ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მოქმედება, რომელიც შენ თვალწინ ხდება, მიწიერი არსებობის კანონებს არ ემორჩილება“.
A simple harmony of line and colour and a captivating use of ‘inverse perspective’ (where lines seem to converge on a point in front of the picture) to draw the viewer into the picture space and to symbolize the fact, in the words of Russia’s greatest icon scholar Leonid Ouspensky, that ‘the action taking place before our eyes is outside the laws of earthly existence’.
3012.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
ასევე: „მოხეტიალეები“ (სტრანნიკი) რომლებიც არსებულ სახელმწიფოს და საზოგადოებას ანტიქრისტეს საუფლოდ მიიჩნევდნენ, მათთან კავშირი გაწყვიტეს და რუსეთის თვალუწვდენელ მიწა-წყალზე თავისუფალ სულებად მიდი-მოდიოდნენ.
Also, the ‘Wanderers’ (Stranniki), who believed in severing all their ties with the existing state and society, seeing them as the realm of the Antichrist, and wandered as free spirits across the Russian land.
3013.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
უფრო ზუსტად, ეს ხმები სტრანნიკების სექტამ გაავრცელა, რომლის წევრებს სწამდათ, რომ ასეთი ზეციური საუფლო დედამიწაზე, შორს, ქვეყნის დასალიერში მართლაც არსებობდა.
It was taken up, in particular, by the Wanderers, who believed in the existence of a divine realm somewhere at the edge of the existing world.
3014.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
წიგნიერიც რომ ყოფილიყო (უიშვიათესი შემთხვევა), გლეხს რუსულ ბიბლიაზე (რომლის სრული ვერსია 1870-იანების შუა წლებამდე არ გამოცემულა) ხელი მაინც არ მიუწვდებოდა.
Even peasant readers had little means of access to the Russian Bible (which did not exist in a complete published version until the middle of the 1870s).
3015.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
სწორედ ეს შემთხვევა მოაქვს ივანე კარამაზოვს, რაციონალისტური ფილოსოფიის მიმდევარს, არგუმენტად, როცა ალიოშას, თავის უმცროს ძმას და მონასტერში ახლად შემდგარ მორჩილს უხსნის, რომ არ შეუძლია ირწმუნოს ღმერთის არსებობა, თუ მის სამყაროში პატარა ბავშვების ტანჯვისთვისაც რჩება ადგილი.
This incident is cited by Ivan, the rationalist philosopher among the three Karamazov brothers, to explain to Alyosha, his younger brother and a novice at the monastery, why he cannot believe in the existence of a God if his truth entails the suffering of little innocents.
3016.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
თუმცა როგორც ნაციონალისტი, პოლონელ პატიმრებში ამ სიკეთის არსებობას უარყოფდა
Although, always the nationalist, he denied its existence in the Polish ones.
3017.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
გონებისა და ეჭვების ხმას მწერალი ეგზისტენციალური „credo ergo sum“-ის მსგავს პასუხს აგებებდა, რომელიც „რუსული ტიპებით“ – ბერებით, მისტიკოსებით, წინასწარმეტყველებით და უბრალო რუსი გლეხებით საზრდოობდა – წარმოსახვითი თუ რეალური პერსონაჟებით, რომელთა რწმენაც გონების მიღმა იდგა.
Dostoevsky’s answer to the voice of doubt and reason was a sort of existential ‘credo ergo sum’ that took its inspiration from those ‘Russian types’ – hermits, mystics, Holy Fools and simple Russian peasants – imaginary and real, whose faith stood beyond reasoning.
3018.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
უარი თქვეს ყველაფერზე: საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, სიმდიდრეზე, კავშირებზე, ნათესავებზე, ყველაფერი ზნეობრივ მოვალეობას ანაცვალეს, ყველაზე თავისუფალი არჩევანით, რაც კი ოდესმე არსებულა ამ ქვეყანაზე.
They gave up everything: their social position, wealth, connections, relatives, and sacrificed it all for the supreme moral duty, the freest duty that can ever exist.
3019.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
და თუ ეს კავშირი ჯერ არ არსებობს, თუ ეს ეკლესია ჯერ სრულად არ შექმნილა და მხოლოდ ლოცვებში არსებობს და არა სინამდვილეში, მისი თანაგრძნობა და წყურვილი მილიონობით ჩვენი ადამიანის გულებში ცოცხლობს.
And if this union does not yet exist, if the Church has not yet been fully established – not merely in prayers alone, but in fact – then the instinct for this Church and the ceaseless longing for it is still to be found in the hearts of the millions of our people.
3020.
ნატაშას ცეკვა | რუსული სულის ძიებაში
ჩეხოვი ღმერთის არსებობის აბსტრაქტული საკითხით გატაცებული არასდროს ყოფილა.
Chekhov was not overly concerned with the abstract question about the existence of a God.