ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3301.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
ობიექტური დეფინიციის ალტერნატივად, ავსტრო-მარქსისტების მიხედვით, არსებობს სუბიექტური, კოლექტიური (რენანის მიხედვით „ერი, როგორც ყოველდღიური პლებისციტი“) ან ინდივიდუალური დეფინიცია: თუკი ადამიანი მოითხოვს „ნაციონალობას“, იგი მას მიიღებს ყველა შემთხვევაში, სადაც და ვისთან ერთადაც უნდა ცხოვრობდეს იგი.
The alternative to an objective definition is a subjective one, whether collective (along the lines of Renan's 'a nation is a daily plebiscite') or individual, in the manner of the Austro-Marxists, for whom 'nationality' could attach to persons, wherever they lived and whoever they lived with, at any rate if they chose to claim it.
3302.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
ორივე ეს ახსნა არის აპრიორული ობიექტივიზმის იძულებისგან თავის დაღწევის აშკარა მცდელობა, ორივე შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდით ეცადნენ „ერის“ გაგება დაეკავშირებინათ განსხვავებული ენების და სხვა „ობიექტური“ კრიტერიუმების მქონე ადამიანების ჯგუფებთან, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე სახლობენ, როგორც ეს ჰაბსბურგთა იმპერიაში და საფრანგეთში იყო.
Both are evident attempts to escape from the constraints of a priori objectivism, in both cases, though in a different manner, by adapting the definition of 'nation' to territories in which persons of different languages or other 'objec tive' criteria coexist, as they did in France and the Habsburg empire.
3303.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
ნაციონალიზმი, რომელიც ხანდახან ადრეულად არსებულ კულტურებს ერებად გარდაქმნის, ზოგჯერ ხელახლა გამოიგონებს ხოლმე მათ და ხშირად, ანადგურებს: აი, ეს არის რეალობა.
Nationalism, which sometimes takes pre-existing cultures and turns them into nations, sometimes invents them, and often obliterates pre-existing cultures: that is a reality.'
3304.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
„ეროვნული საკითხი“, როგორც მას ძველი მარქსისტები უწოდებდნენ, მჭიდრო კავშირშია იმ სივრცესთან, სადაც პოლიტიკა, ტექნოლოგიები და სოციალური ტრანსფორმაციები გადაიკვეთება.
The 'national question', as the old Marxists called it, is situated at the point of intersection of politics, technology and social transformation.
3305.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
ერები არსებობენ არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სახის ტერიტორიული სახელმწიფოს ან მისი დაფუძნების ფუნქციები – ზოგადად რომ ვთქვათ, საფრანგეთის რევოლუციის სამოქალაქო სახელმწიფო – არამედ ისინი, აგრეთვე, არსებობენ ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების გარკვეული ფაზის კონტექსტშიც.
Nations exist not only as functions of a particular kind of territorial state or the aspiration to establish one - broadly speaking, the citizen state of the French Revolution - but also in the context of a particular stage of technological and economic development.
3306.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
მეორე: ჩვენ ვერ ვივარაუდებთ, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის ეროვნული იდენტიფიკაცია – თუ იგი არსებობს – სოციალური ყოფის ყველა სხვა იდენტიფიცირების ფორმას აღემატება ან გამორიცხავს.
Second, and more specifically, we cannot assume that for most people national identification - when it exists — excludes or is always or ever superior to, the remainder of the set of identifications which constitute the social being.
3307.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | შესავალი
ეს სიცარიელე გამოიხატება იმ უგულებელყოფაში, რომელიც ბრიტანეთში ინგლისური ნაციონალიზმის მიმართ არსებობს – თვით ეს ტერმინიც კი ბევრს უხეშად ხვდება ყურში – შოტლანდიურისა თუ უელსურისგან განსხვავებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ირლანდიური ნაციონალიზმების აქტუალობის შესახებ.
The existence of this gap is illustrated by the neglect, in Britain, of any problems connected with English nationalism - a term which in itself sounds odd to many ears - compared to the attention paid to Scots, Welsh, not to mention Irish nationalism.
3308.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
შემდგომ განვითარებაში, ეს სიტყვა აღწერდა დიდ, ჩაკეტილ და თვითმყოფ ჯგუფებს, როგორიც იყო, მაგალითად, გილდიები ან სხვა კორპორაციები, რომლებიც განსხვავდებოდნენ მათ გვერდით არსებული სხვა დაჯგუფებებისგან.
As elsewhere, it develops in the direction of describing larger self-contained groups such as guilds or other corporations which require to be distinguished from others with whom they coexist.
3309.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
იგივეობა სახელმწიფო – ერი – ხალხი, ორივე გაგებას კარგად ერგებოდა, მაგრამ ნაციონალისტებისთვის პოლიტიკური ერთობები მანამდელი გაერთიანებების საფუძველზე ჩამოყალიბდა, როდესაც მათ თავი განისხვავეს უცხოებისგან, ხოლო რევოლუციონერი დემოკრატებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო სუვერენული ხალხის და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება, რომელიც დანარჩენი კაცობრიობისგან გამოიყოფოდა და ერთ „ერს“ ქმნიდა.
The equation state = nation = people applied to both, but for nationalists the creation of the political entities which would contain it derived from the prior existence of some community distinguishing itself from foreigners, while from the revolutionary-democratic point of view the central concept was the sovereign citizen-people = state which, in relation to the remainder of the human race, constituted a 'nation'.
3310.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ XIX საუკუნეში ნაციონალურ სახელმწიფოთა რაოდენობა მცირე იყო, იმ დროის მოაზროვნეთა გონება ერთი საკითხით იყო დაკავებული, კერძოდ იმით, თუ რომელი ერთობები იქნებოდნენ აღიარებული სახელმწიფოდ (ან უფრო მცირე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ან ადმინისტრაციულ ერთეულად) ევროპის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ჯგუფებიდან, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო „ეროვნებად“ ითვლებოდნენ, და მრავალ არსებულ სახელმწიფოთაგან რომლები დახასიათდებოდნენ ცალკე „ერად“.
However, since the number of nation-states in the early XIX century was small, the obvious question for enquiring minds was which of the numerous European populations classifiable as a 'nationality' on some ground or another, would acquire a state (or some lesser form of separate political or administrative recogni tion), and which of the numerous existing states would be imbued with the character of 'nation'.
3311.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
ედვინ ქენანი ფიქრობდა, რომ ადამ სმითის „ერი“ შედგებოდა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოსახლე ინდივიდთა ერთობლიობისგან და აქედან გამოჰქონდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ის ფაქტი, რომ ასი წლის შემდეგ ყველა ეს ადამიანი გარდაიცვლებოდა, „ერზე“, როგორც უწყვეტად არსებულ ერთობაზე, საუბარს შეუძლებელს ხდიდა.
Edwin Cannan thought Adam Smith's 'nation' con sisted only of the collection of individuals living on the territory of a state and considered whether the fact that in a hundred years' time all these people would be dead, made it impossible to speak of the 'nation' as a continuously existing entity.
3312.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
სახელმწიფოთა არსებობა სავალუტო მონოპოლიით, საჯარო ფინანსებით და აქტიური ფისკალური პოლიტიკით, უბრალოდ, ფაქტი იყო.
The existence of states with a monopoly of currency and with public finances and therefore fiscal policies and activities was a fact.
3313.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ლუქსემბურგის და ლიხტენშტაინის სახელმწიფოთა არსებობა ძალზე შემაცბუნებელი ფაქტი იყო, რაც უნდა მოსაწონი ყოფილიყო ფილატელისტებისთვის.
Between the wars the existence of Luxemburg and Liechtenstein remained a slight embar rassment, however welcome these polities were to philatelists.
3314.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
თავისუფალი ქალაქი დანციგის არსებობა არ ახარებდა არა მხოლოდ მის ორ მეზობელ სახელმწიფოს, რომელთაც ამ ტერიტორიის მითვისება სურდათ, არამედ არ იყო სასურველი იმათთვისაც, ვინც თვლიდა, რომ XX საუკუნეში ქალაქ-სახელმწიფოები ვეღარ იარსებებდნენ, როგორც ეს ჰანზას დროს იყო.
Nobody felt happy about the existence of the Free City of Danzig, not only in the two neighbouring states each of which wanted it within its territory, but more generally among those who felt that no city-state could be viable in the twentieth century as it had been in Hanseatic days.
3315.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
სწორედ ეს იყო ნაციონალობის იმგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი, რომელსაც გვიანდელი ავსტრო-მარქსისტები ემხრობოდნენ და რომელიც მას არა ტერიტორიას, არამედ ხალხს უკავშირებდა.
This was to be the basis of interpretations of nationality such as the later Austro Marxist one, which attached it not to territory but to people.
3316.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
არც ის იყო შემთხვევითი, რომ ამ საკითხის წამოწევის ინიციატივა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში უმეტესად იმ სლოვენიელებისგან მოდიოდა, რომლებიც სლოვენიელებით და გერმანელებით დასახლებულ, არამყარი საზღვრების მქონე ანკლავურ რეგიონებში ცხოვრობდნენ, რაც მის გამოცალკევებას ძალზე ართულებდა.
Nor was it an accident that the initiative in this matter within the Austrian social democratic party came largely from the Slovenes, who lived in an area where Slovene and German settlements, often existing as enclaves within enclaves or border zones of uncertain and shifting identification, were particularly hard to disentangle.
3317.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
„ზღურბლის პრინციპი“, ბუნებრივია, ყველაზე პრაქტიკული იყო, რამდენადაც იგი მრავალ ხალხთა მცირე დაჯგუფებებს გამორიცხავდა, მაგრამ არ იყო გადამწყვეტი, როდესაც საქმე ეხებოდა მოკრძალებული სიდიდის ნამდვილი „ერების“ საკითხს, რომელთა სრულ, სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოებად ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, როგორც, მაგალითად, ირლანდიის შემთხვევაში.
The 'threshold principle' was naturally more useful, since it eliminated a number of small peoples, but, as we have seen, it was not decisive either, since there existed unquestioned 'nations' of quite modest size, not to mention national movements like the Irish, about whose capacity to form viable nation-states there were divided opinions.
3318.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
მეორე კრიტერიუმი იყო დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული კულტურული ელიტის არსებობა, რომელიც დაწერილ ეროვნულ ლიტერატურას და ადმინისტრაციულ ენას ფლობდა.
The second criterion was the existence of a long-established cultural elite, possessing a written national literary and administra tive vernacular.
3319.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
მოსახლეობას სჭირდებოდა, ყოფილიყო იმპერიული ერი, რათა საკუთარი ეგზისტენცია (არსებობა) გაეცნობიერებინა, როგორ კარგადაც იცოდა ფრიდრიხ ლისტმა.
There is nothing like being an imperial people to make a population conscious of its collective existence as such, as Friedrich List well knew.
3320.
ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან: პროგრამა, მითი, რეალობა | თავი 1
პრეზიდენტი ულის ს. გრანტი და კარლ კაუცკი ფიქრობდნენ ერთ, საყოველთაო ენაზე, რომელიც რასაკვირველია, შინაურულ და სენტიმენტალურ დიალექტთა დონეზე დაყვანილ ნაციონალურ ენებთან ერთად იარსებებდა.
A single world language, no doubt coexisting with national languages reduced to the domestic and sentimental role of dialects, was in the minds of both President Ulysses S. Grant and Karl Kautsky.