ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3381.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | I თავი
თუ არჩევანი არსებობს და მაინც მისი არქონა დაშვებულია, საღი განსჯა შესაძლოა, წარმატებით ჩაანაცვლოს კონფორმისტული ქცევის უკრიტიკოდ მიღებამ, რაც უნდა მარტივად უარსაყოფი იყოს ის.
If choices do exist and yet it is assumed that they are not there, the use of reasoning may well be replaced by uncritical acceptance of conformist behavior, no matter how rejectable it may be.
3382.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | I თავი
მართლაც, ტრადიციული უთანასწორობები, როგორიც სექსისტურ საზოგადოებებში ქალთა მიმართ ცუდი მოპყრობა (ძალადობრივიც კი) ან განსხვავებული რასობრივი ჯგუფის დისკრიმინაციაა, შეძენილი რწმენების ბრმად აღიარებით საზრდოობენ (რაც ტრადიციული აუტსაიდერის დაქვემდებარებულ როლსაც მოიცავს).
Indeed, traditional inequalities, such as unequal treatment of women in sexist societies (and even violence against them), or discrimination against members of other racial groups, survive by the unquestioning acceptance of received beliefs (including the subservient roles of the traditional underdog).
3383.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | I თავი
ბრიტანეთში, დაბნეულობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მულტიეთნიკურმა საზოგადოებამ, გამოიწვია სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მუსლიმანური, ინდუისტური, სითხური და სხვა სკოლების განვითარება, რათა ისინი დაემატონ ქრისტიანულ სახელმწიფო სკოლებს.
In Britain a confounded view of what a multiethnic society must do has led to encouraging the development of state-financed Muslim schools, Hindu schools, Sikh schools, etc., to supplement preexisting state-supported Christian schools.
3384.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | II თავი
მართლაც, ხანდახან იდენტობის ჯგუფი შესაძლოა, ძალზე ხანმოკლე და შემთხვევითი აღმოჩნდეს.
Indeed, sometimes an identity group may have a very fleeting and highly contingent existence.
3385.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | II თავი
ფრანგმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა პიერ ბურდიომ აღნიშნა, რომ სოციალურ აქტივობას შეუძლია „წარმოქმნას სხვაობა, სადაც ეს არ არსებობდა“ და რომ „სოციალურ ჯადოქრობას შეუძლია გადააკეთოს ადამიანები იმის თქმით, რომ ისინი განსხვავებულნი არიან“.
Pierre Bourdieu, the French philosopher and sociologist, has pointed out how a social action can end up "producing a difference when none existed," and "social magic can transform people by telling them that they are different".
3386.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | II თავი
გავლენა სრულ განსაზღვრას არ ნიშნავს და მიუხედავად კულტურული გავლენებისა და მათი დიდი მნიშვნელობისა, არჩევანი მაინც არის.
Influence is not the same thing as complete determination, and choices do remain despite the existence—and importance—of cultural influences.
3387.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | II თავი
იდენტობის „აღმოჩენის“ ალტერნატიული თეზისი არ გულისხმობს ნებისმიერი იდენტობისგან „თავისუფალი“ პოზიციიდან არჩევანს (როგორც ამას ზოგი კომუნიტარიანისტი ოპონენტი ვარაუდობს), არამედ სწორედ ამ იდენტობით დატვირთული პოზიციიდან არჩევანის არსებობის გაგრძელებას.
The alternative to the "discovery" view is not choice from positions "unencumbered" with any identity (as some communitarian polemicists seem to imply), but choices that continue to exist even in any encumbered position one happens to occupy.
3388.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | V თავი
ახლა, როდესაც მოგონებები ბრიტანული რაჯის შესახებ ბრიტანეთში მნიშვნელოვნად მინელდა, ხოლო ნოსტალგია მის მიმართ საკმაოდ ძლიერია, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ბრიტანეთის მიმართ სამხრეთ აზიელთა კომპლექსური დამოკიდებულება მოიცავს რეაქციებს კონკრეტულ არამომხიბვლელ კომპონენტებზე, რომლებიც იმპერიული გონების სხვა ელემენტებთან ერთად თანაარსებობდა.
Now that the actual memory of the British Raj has largely faded in Britain and the nostalgia for it is quite strong, it is worth recollecting that the complex attitude of South Asians to Britain include reactions to some particularly unattractive components, which coexisted with other elements, of the imperial mind.
3389.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | V თავი
აქ მიკუთვნებების სიმრავლისა და მრავალი იდენტობების თანაარსებობის აღიარების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ აფრიკის დეკოლონიზაციის პროცესშია.
Here again the understanding of a plurality of commitments and appreciation of the coexistence of multiple identities are extremely important, and it is especially so in the decolonization of Africa.
3390.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VI თავი
კულტურული თავისუფლების მნიშვნელოვნება უნდა გაიმიჯნოს ნებისმიერი ფორმის კულტურული მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმისგან, დამოუკიდებლად იმისა, აირჩევენ თუ არა მოცემული ადამიანები მემკვიდრეობით მიღებულ კონკრეტულ პრაქტიკებს, როდესაც კრიტიკული ანალიზისა და სხვა, რეალურად ხელთ არსებულ ალტერნატივებზე ადეკვატური ცოდნის მიღების საშუალება არსებობს.
The importance of cultural freedom has to be distinguished from the celebration of every form of cultural inheritance, irrespective of whether the persons involved would choose those particular practices given the opportunity of critical scrutiny and an adequate knowledge of other options and of the choices that actually exist.
3391.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VI თავი
მაგალითად, კულტურული მრავალფეროვნების უმარტივესი გზა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ყველა იმ აქამდე არსებული კულტურული პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც კონკრეტული დროის მომენტში ხელთ არის (მაგ. შესაძლებელია ახალი ემიგრანტები წაახალისო, რომ მისდიონ თავიანთი ძველი და მყარი ცხოვრების სტილსა და ტრადიციებს და ამავდროულად – პირდაპირ ან ირიბად – საკუთარი ქცევის ნიმუშის შეცვლის მოტივაცია სრულიად გაუქრო).
For example, the simplest way of having cultural diversity may, in some circumstances, be a total continuation of all the preexisting culture practices that happen to be present at a point in time (for example, new immigrants may be induced to continue their old, fixed ways and mores, and discouraged—directly or indirectly—from changing their behavior pattern at all).
3392.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VI თავი
იმის მაგივრად, რომ ამგვარი სკოლები შემცირდეს, სახელმწიფო პირიქით, უკვე არსებულ ქრისტიანულ სკოლებს სხვებსაც უმატებს – მუსლიმურს, ინდუისტურს, სიქჰურს და სხვა; ამან შესაძლოა, ბავშვებში მსჯელობის კულტივირების და გამოყენების შესაძლებლობა შეამციროს.
Rather than reducing existing state-financed faith-based schools, actually adding others to them—Muslim schools, Hindu schools, and Sikh schools to preexisting Christian ones—can have the effect of reducing the role of reasoning which the children may have the opportunity to cultivate and use.
3393.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
მიზეზთა სწორი დიაგნოზი შეიძლება მიკარგულიც იყოს, მაგრამ ეს მაინც საკმარისია განმანათლებლური გამოკვლევის ჩასატარებლად, იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო რეალურად არსებული პრობლემების გადასალახად.
A serious diagnosis of causes can be somewhat misplaced and yet help to initiate an enlightening inquiry into what needs to be done to overcome the serious problems that undoubtedly exist.
3394.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
გლობალური უკმაყოფილება, რომელსაც საპროტესტო მოძრაობები გამოხატავს, გლობალური იდენტობის განცდისა და გლობალური ეთიკის არსებობის ერთგვარი დადასტურებაა.
Global discontent, to which the protest movements give voice, can be seen as evidence of the existence of a sense of global identity and some concern about global ethics.
3395.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
„ანტიგლობალისტური“ მოძრაობების მიერ არჩეული ტერმინოლოგიის მიუხედავად, მათი კრიტიკის ცენტრალური საკითხი, რაღაც მხრივ მაინც, აუცილებლად უნდა ეხებოდეს რეალურად არსებულ, მასობრივ გლობალურ უთანასწორობასა და სიღარიბეს და არა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების გარეშე, საქმის წარმოების წარმოსახვით ნაყოფიერებას.
Despite the terminology chosen by the “antiglobalization” movements, the central issue in the reproach has to relate, in one way or another, to the real existence and resilience of massive global inequality and poverty, rather than to the alleged fruitfulness of doing without global economic relations.
3396.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
პირველი არის იმის აღიარების აუცილებლობა, რომ დღეს არსებული გლობალური დაუდევრობების გათვალისწინებით (მათ შორის გამორჩენის და უფლებამოსილებით აღჭურვის პრობლემების), მრავალი ადამიანი გლობალურ ეკონომიკაში საერთოდ ვერ ერთვება.
The first is the need to recognize that given the global facilities that exist today, including problems of omission as well as commission (to be discussed presently), many people find it hard to enter the global economy at all.
3397.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
ამგვარად, მართებულია დავსვათ კითხვა შემოსავლის დისტრიბუციის სამართლიანობისა და აღიარების შესახებ და არა იმის შესახებ, არსებობს თუ არა რაღაც სარგებელი ყველა მხარისთვის, თანამშრომლობის გარეშე წარმოდგენილ სიტუაციასთან შედარებით (რაც თავის მხრივ, შესაძლოა, მრავალი სხვაგვარი ღონისძიების გატარების შემთხვევა იყოს).
It is appropriate, therefore, to ask whether the distribution of gains is fair or acceptable, and not just whether there exist some gains for all parties in comparison with no cooperation (which can be the case for a great many alternative arrangements).
3398.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
იმის დასამტკიცებლად, რომ რომელიმე კონკრეტულ, უთანასწორო და სექსისტურ ოჯახში შემოსავლის დანაწილების შეთანხმება არასამართლიანია, ჩვენ არ ვიტყვით, რომ ქალების ყოფა უკეთესი იქნებოდა, ოჯახი საერთოდ რომ არ არსებობდეს („თუ თვლით, რომ მიმდინარე ოჯახური დაყოფა ქალთა მიმართ უსამართლოა, გადით საკუთარი ოჯახიდან“).
To argue that a particularly unequal and sexist family arrangement is unfair, it does not have to be shown that women would have done comparatively better had there been no families at all (“If you think that the ongoing family divisions are unfair to women, why don’t you go and live outside families?”).
3399.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
განხეთქილების ვაშლი არის შემდეგ კითხვაში: ოჯახის სისტემის ყველა სხვა ალტერნატიულ შეთანხმებასთან შედარებით, არის თუ არა მოცემული შეთანხმება მნიშვნელოვნად უსამართლო?
The bone of contention is whether the sharing of the benefits within the family system is seriously unequal in the existing institutional arrangements, compared with what alternative arrangements can be made.
3400.
იდენტობა და ძალადობა: ბედისწერის ილუზია | VII თავი
ხშირად გვხვდება უცნაურად გავრცელებული ცრურწმენა, რომ არსებობს „საბაზრო შედეგი“, რომელიც კერძო საქმიანობის წესების, საჯარო ინიციატივების და არასაბაზრო ინსტიტუტების, ბაზართან კომბინირებულად თანაარსებობის მიუხედავად მოქმედებს.
There is, in particular, an oddly common presumption that there is such a thing as “the market outcome,” no matter what rules of private operation, public initiatives, and nonmarket institutions are combined with the existence of markets.