ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
6941.
მედიასისტემების შედარება | მედიასისტემების პოლიტიკური კონტექსტი
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერი ლეგალურ-რაციონალური სისტემის პირობებში ბიზნესს საჯარო პოლიტიკაზე გავლენა არა აქვს ან მისი ინტერესები უგულებელყოფილია.
This does not mean that businesses will lack influence on public policy in a system with strong rational-legal authority, nor that their interests will be disfavored.
6942.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
ქვეყნები განთავსებულია ისე, რომ ასახავს ჩვენს წინასწარ შეფასებებს სამი მოდელის იდეალურ ტიპებთან მათი მსგავსებისა თუ განსხვავებების მხრივ.
The placements of the individual countries represent our tentative judgments about their similarity or difference from the ideal types represented by the three models.
6943.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
მაგრამ გერმანია ჩვენი სამკუთხედის შუაში, პოლარიზებულ პლურალიზმსა და დემოკრატიულ კორპორატიზმთან ახლოს განვათავსეთ.
But we have placed it toward the middle of the triangle, closer to both the Polarized Pluralist and Democratic CorporatistModels.
6944.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
ისევე, როგორც ლიბერალურ სისტემაში, პრესის სუბსიდირება აქაც არ ხდება და მედია პოლიტიკაში უპირატესობას კერძო მფლობელობას ანიჭებს.
Similar to the Liberal systems, it lacks press subsidies and tends to give strong emphasis to the privileges of private ownership in much media policy.
6945.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
პრინციპში, შეიძლებოდა ამ სამკუთხედში ქვეყნების რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით განთავსება, მაგრამ წიგნის I თავში აღწერილი მონაცემთა ბაზის ლიმიტირებულობისა და რაც მთავარია, კონცეპტუალური პრობლემის გამო, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმის იმგვარ შეფასებას უკავშირდება, რაც კონტრასტების ჩვენებისას სწორ მიმართულებას მოგვცემს და შეცდომაში არ შეგვიყვანს.
In principle, itwould be possible to place countries in such a space on the basis of some set of quantitative indices, but the limitations of data noted in Chapter 1 and, more importantly, conceptual problems about how to weight various criteria that might be used to construct such indices make that approach seem more misleading than enlightening.
6946.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
რა თქმა უნდა, ეს კონცეპტუალური პრობლემა იმას ნიშნავს, რომ ცხრილში ქვეყნების განთავსების საკითხი ერთობ საკამათო შეიძლება იყოს.
Of course, these conceptual problems mean that the placement of particular countries is very much subject to debate.
6947.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
წიგნის II ნაწილში ჩვენ შედარებით მეტ აქცენტს მედიასისტემების ისტორიულ და თანამედროვე განსხვავებებზე გავაკეთებთ და შევეცდებით უფრო მკაფიოდ წარმოვაჩინოთ ის ლოგიკა, რომელზე დაყრდნობითაც ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემები განვითარდნენ და რომელთა სრულყოფილი კონცეპტუალიზაცია მედია მკვლევარებს არ მოუხდენიათ, როგორც ამას პირველ თავში აღვნიშნავდით.
To some extent, in Part II we will place relatively greater emphasis on the differences among media systems, both historical and present, in an effort to show the distinct logics of the patterns that have developed among liberal democratic systems, which, as we argued in Chapter 1, have never been fully conceptualized by media scholars.
6948.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
პირველ რიგში, იყო გეოგრაფიული მსგავსება ევროპული ისტორიის განვითარებაში, რაც გარკვეული ქვეყნების ჯგუფს ახასიათებდა, რისი მაგალითიცაა: პროტესტანტიზმი და ინდუსტრიალიზაცია, რომელიც ერთდროულად ჩრდილოეთში უფრო წარმოიშვა, ვიდრე სამხრეთში.
There were, in the first place, geographical patterns in European historical development that accounted for the similarities of groups of countries – Protestantism and industrialization, for example, occurring together in the north rather than the south.
6949.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
ლუჰმანი განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რასაც თავად საჯარო კომუნიკაციის პროცესის „თვითკმარ ხასიათს“ უწოდებს და მიაჩნია, რომ მედია „ავტონომიურია საკუთარი სელექციურობის რეგულირებაში“.
Luhmann places great emphasis on what he calls the “self-referential character” of the process of public communication and argues that the media “are autonomous in the regulation of their own selectivity”.
6950.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
საკომუნიკაციო თემების განზოგადებას, სოციალურ სუბსისტემებს შორის ამოცანების განაწილებაში, სპეციფიკური ადგილი უკავია.
The generation of communication themes has a specific place in the functional distribution of tasks among the various social subsystems.
6951.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
პოლიტიკური პარალელიზმის მრავალი ელემენტი, პარტიებსა და მედიას შორის ორგანიზაციული კავშირების ყველაზე მკაფიო გამოვლინებით, მედიასა და პოლიტიკურ სისტემას შორის დიფერენცირების ხარისხით ან მისი არარსებობით შესაძლოა აიხსნას.
Many elements of political parallelism, organizational links between parties and media most obviously, can be understood in terms of the degree of differentiation or lack of differentiation between the media and the political system.
6952.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
თუმცა ბოლომდე ნათელი არ არის, შეიძლება თუ არა პოლიტიკური პარალელიზმის ნებისმიერი ფორმა მედიასისტემაში დიფერენციაციის ნაკლებობაზე მეტყველებდეს?
Though it is not clear that any form of political parallelism can be seen as indicating a lack of differentiation of the media system.
6953.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
შესაბამისად, სახელმწიფოს როლის შესახებ ჩვენეული ანალიზის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მედიასა და სახელმწიფოს შორის დიფერენცირების არსებობად ან არარსებობად განვიხილოთ.
Similarly some, though not all, of our analysis of the role of the state can be understood in terms of the differentiation or lack of differentiation between media and state.
6954.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
ბრიტანეთში რუპერტ მერდოკის, კანადაში კონრად ბლეკის ან გერმანიაში აქსელ სპრინგერის პოლიტიკური როლი შესაძლოა, მნიშვნელოვანწილად ინსტრუმენტალიზაციის თვალსაზრისით განვიხილოთ.
The political role of Rupert Murdoch in Britain, Conrad Black in Canada, or Axel Springer in Germany can be seen to a significant extent in instrumentalist terms.
6955.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
რა თქმა უნდა, ამ პროცესის გარკვეული ელემენტები მედიტერიანულ ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთსა და სამხრეთ იტალიაში, ადრეც არსებობდა.
Certain elements of this process did, of course, take place in the Mediterranean countries, especially in France and in northern Italy.
6956.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
გაზეთების მომხმარებელთა რაოდენობამ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი საჯარო ადგილებში – კაფეებში ვრცელდებოდა, არისტოკრატიისა და ბურჟუაზიის აუდიტორიას გადააჭარბა.
The newspaper public, multiplied by the location of newspapers in public places such as cafes, reached substantially beyond the aristocratic and bourgeois readers of earlier periods.
6957.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
თუმცა, კომერციულმა პრესამ, რომელიც აპოლიტიკურობის დეკლარირებას ახდენდა, ვერ ჩაანაცვლა პრესა, რომელიც თვალსაზრისის გამოხატვაზე იყო ორიენტირებული, როგორც ეს ლიბერალური მოდელის ქვეყნებში მოხდა.
But the commercial press, which claimed to have no politics, did not displace the press of opinion in the way it did in the Liberal countries.
6958.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
ამ სუბკულტურის ნაწილი Festa del’Unità – ყოველწლიური ერთიანობის ფესტივალი იყო, რომელიც ქვეყნის მემარცხენეების კოლექტიურ სოციალურ ცხოვრებაში კვლავაც მნიშვნელოვან დღესასწაულად რჩება და იტალიის ბევრ ქალაქში დღესაც აღინიშნება.
Among its activities was the organization of the Festa del’Unit`a, an annual festival that still takes place in cities around Italy and has always been an important part of the collective social life of the left.
6959.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
ფრანგულ კულტურაში არსებულ ღირებულებათა სისტემის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ, როდესაც 2001 წელს ამ იდეოლოგიზირებული გაზეთის გადარჩენისათვის, მისი აქციების გაყიდვა გახდა აუცილებელი, ინვესტიცია მთავარმა კომერციულმა ტელეკომპანია TFI-მ განახორციელა.
The value placed in French culture on the survival of this kind of ideological newspaper is suggested by the fact that in 2001, when L’Humanit´e was forced to sell shares in an effort to stay alive, the main commercial television company, TF1, became an investor.
6960.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
წევრთა მესამედი ყოველ ორ წელიწადში იცვლება და ამდენად თავიდან არის აცილებული CSA-ის დანიშვნის ხელისუფლების ცვლასთან კავშირი.
A third of the members are replaced every two years, breaking the association between the appointment of the CSA and the formation of governments.