ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7041.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
ეს იმ კრიტიკულ პროფესიონალიზმსაც უკავშირდება, რომლის განვითარება, ჩვენ მიერ აღწერილ ქვეყნებში კომერციალიზაციის სრულ აყვავებამდე მოხდა.
They are also connected with the rise of critical professionalism, which in many countries took place before the full flowering of commercialization.
7042.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
აღარავინ დაობს იმაზე, რომ ჰომოგენიზაცია ძლიერი პროცესია და რომ მედიასისტემების კონვერგენციის პროცესი, უმთავრესად ლიბერალური მოდელის მიმართულებით, სახეზეა.
There is no question that the forces of homogenization are strong, and that considerable convergence has taken place, primarily in the direction of the Liberal Model.
7043.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
უსაფუძვლო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც მედიის როლის სხვადასხვა კონცეფციებს იცნობენ, თანდათან ძველი თაობის ჟურნალისტების ადგილებს იკავებენ, მაუწყებლობის კომერციალიზაციის - რაც ბევრი ევროპული ქვეყნისათვის ჯერ კიდევ ახალია - შედეგი თავისით იმკვიდრებს თავს.
It is very reasonable to assume that this trend will continue in the future, as, for example, younger journalists socialized to different conceptions of the media’s role replace earlier generations, and as the consequences of commercialization of broadcasting – still relatively new in many European countries – continue to work themselves out.
7044.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
მაგალითისათვის, არსებობს რიგი ნიშნები იმისა, რომ პარტიებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ და დიფერენცირებამ, რომელიც ევროპის უმეტეს ქვეყნებში ბოლო წლების განმავლობაში შესუსტდა, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში მედიის პოლიტიკური პარალელიზმის ხარისხი შემცირდა, თავი კვლავ იჩინა და ბოლო წლების ეს კონტრტენდენცია მედიასისტემებსაც შეეხო.
There is, for example, some evidence that the decline of political polarization and of ideological differences among parties that has taken place in most if not all of the countries considered here, and which seems clearly to undercut political parallelism in media systems, has been affected by countertendencies in recent years.
7045.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
ეს პროცესები მიმდინარეობდა აქ შესწავლილ ყველა ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე ადრე ლიბერალურ, შემდეგ კი დემოკრატიულ კორპორატისტულ და პოლარიზებულ პლურალისტურ სისტემებში.
These processes took place in all of the countries studied here, but earliest in the Liberal and later in the Democratic Corporatist and Polarized Pluralist systems.
7046.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
ეს პროცესი თავად ახალი ამბების ორგანიზაციის შიგნით განხორციელებულ დიფერენცირებასაც მოიცავს, როგორც ჟურნალისტური განაცხადი პროფესიულ ერთიანობაზე, წმინდა კომერციულ მიდგომებზე ჟურნალისტური კრიტერიუმების უპირატესობის დეკლარირება, მფლობელების ან ბაზრის ინტერესებისაგან თავისუფლება და სარეკლამო სამსახურისგან იზოლირება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.
It involves a form of differentiation that often takes place within news organizations themselves, as journalists assert the integrity of journalistic criteria against purely commercial ones, and their own autonomy against the intervention of owners, marketers, and advertising sales staff.
7047.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
უნდა ითქვას, რომ კომერციალიზაცია დიფერენცირების ამ ფორმას ფაქტიურად ძირს უთხრის და ამას არა მარტო ინფორმირებასა და გართობას შორის საზღვრების წაშლით, არამედ ე.წ, „პროდაქთ ფლეისმენთის“ პრაქტიკითაც აკეთებს, მაგალითად, მედია პროგრამებში გართობის ელემენტს ზრდის და ახალი ამბების აუდიტორიას მედია კონგლომერატების მიერ წარმოებულ პროდუქტებს სთავაზობს.
But clearly commercialization undercuts this form of differentiation, not only by blurring the boundaries between news and entertainment, in fact, but also those between advertising and the other two, as product placement, for example, increases in entertainment and as news is used to cross-promote other products of media conglomerates.
7048.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
როგორც ვნახეთ, მეცხრამეტე საუკუნეში პრესის თავისუფლების ტენდენცია გაჩნდა, რამაც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ძალით იჩინა თავი.
During the nineteenth century, as we have seen, there was a general shift toward press freedom, which took place at different rates in different countries.
7049.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
ამგვარად, კომერციული მედიის მიერ პარტიული გაზეთებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩანაცვლება, ზოგადად მედიასისტემაზე კონკრეტული სოციალური კლასის გავლენის განახლებად შეიძლება მივიჩნიოთ.
The displacement of party papers and public broadcasting by commercial media could thus be seen as reinforcing the power of a particular social class over the media system as a whole.
7050.
მედიასისტემების შედარება | ჰომოგენიზაციის ძალა და ლიმიტები
როგორც ჩანს, სწორია მოსაზრება, რომ 1969-1970-იან წლებში „კრიტიკული პროფესიონალიზმის“ ზრდამ მედიის კონცენტრაციისა და ახალი ამბების ორგანიზაციების პოლიტიკური მრავალფეროვნების შემცირების კონტრბალანსირება მოახდინა და გარე პლურალიზმის წარმავალი ტენდენცია, მან შიდა პლურალიზმის გაძლიერებით ჩაანაცვლა.
It is probably true that the rise of “critical professionalism” in the 1960s and 1970s to an important degree counterbalanced the effect of media concentration and the diminution in the political diversity of news organizations that accompanied it, producing greater degrees of internal pluralism to replace declining external pluralism.
7051.
მედიასისტემების შედარება | დასკვნა
ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება ამ ქვეყნებში ერთ-ერთი ცენტრალური ღირებულებაა და სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს ამ ნაკადს.
A strong value is placed on the free flow of information in these countries, and the state is seen as having a positive obligation to promote that flow.
7052.
მედიასისტემების შედარება | დასკვნა
მედიის საქმიანობაში სახელმწიფო ინტენსიურად ერევა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მედიის ავტონომიას.
State intervention in the media is extensive, but a high value is placed on media autonomy.
7053.
მედიასისტემების შედარება | დასკვნა
განსაკუთრებული ყურადღება მედია სივრცეში სახელმწიფოს ინტერვენციის შეზღუდვაზე კეთდება.
Strong emphasis is placed on limiting government intervention in the media sphere.
7054.
მედიასისტემების შედარება | დასკვნა
ამ წიგნში განსაკუთრებული აქცენტი ისტორიაზე გავაკეთეთ: მიგვაჩნია, რომ პრესისა და პოლიტიკური სისტემის საწყისებისაკენ მიბრუნება არსებითია იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ფუნქციონირებს მედიასისტემა დღეს.
We have placed considerable emphasis in this book on history: we believe that it is essential to go back to the origins of the press and political system to understand how media systems function today.
7055.
მედიასისტემების შედარება | დასკვნა
ეს არ ნიშნავს, რომ წარსული აწმყოს მუდმივად განსაზღვრავს ან რომ ცვლილება არ ხდება.
This does not mean that the past entirely determines the present, or that change does not take place.
7056.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი II
ინსტიტუტთა შესახებ თეორიების ავტორები ვერ ახერხებენ მოგვცენ ის პარამეტრები, რომლებითაც ემპირიულად შევაფასებდით წესების შეცვლის შედეგებს.
Theorists of institutions have lacked controlled settings in which to assess empirically the effects of changing the rules.
7057.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი II
კვების რაციონი გაუმჯობესდა; უწიგნურობა და ბავშვთა სიკვდილიანობა ორი მესამედით შემცირდა; ველოსიპედები „ვესპამ“ ჩაანაცვლა, „ვესპა“ – „ფიატმა“.
Diets improved; illiteracy and infant mortality were cut by two thirds; bicycles were replaced by Vespas, and then Vespas by Fiats.
7058.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი II
ისეთმა ქარიზმატულმა ლიდერებმა, როგორებიც იყვნენ ლომბარდიის ქრისტიან-დემოკრატი პრეზიდენტი პიერო ბაზეტი, ემილია-რომანიას კომუნისტი პრეზიდენტი გვიდო ფანტი, ტოსკანას სოციალისტი პრეზიდენტი ლელიო ლაგორიო, დატოვეს რეგიონული პოლიტიკური სცენა და მათი ადგილი უფრო პროზაულმა, მენეჯერის ტიპის პოლიტიკოსებმა დაიკავეს.
Charismatic crusaders, such as Piero Bassetti, Christian Democrats President of Lombardia, Guido Fanti, the Communists President of Emilia-Romagna, and Lelio Lagorio, Socialist President of Toscana, moved up and out of regional politics and were replaced by more prosaic managerial types.
7059.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი II
რეგიონულ მთავრობებს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება კი სურდათ, მაგრამ არ გააჩნდათ საჭირო ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა და ხშირად თვით სამართლებრივი უფლებამოსილებაც ძირეული სოციალური რეფორმების გასატარებლად.
Seeking public support, but lacking the necessary administrative infrastructure and often even the legal authority for carrying out substantial social reforms.
7060.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი II
რეგიონული მთავრობების არსებობის პირველი ოცი წლის განმავლობაში რეგიონმა თანდათან ჩაანაცვლა პროვინცია ადმინისტრაციული რგოლი რეგიონსა და ადგილობრივ მთავრობას შორის, როგორც იტალიური პოლიტიკური იერარქიის საკვანძო საფეხური.
Over the first two decades of the regional government, the region itself gradually replaced the province, the administrative unit between the region and the local government, as a crucial step in the Italian political hierarchy.