ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7101.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
როგორც ბევილაკვამ დაახასიათა 1880-1920 წლები, გლეხობა ერთმანეთს უფრო ებრძოდა, ვიდრე სოფლის საზოგადოების სხვა ფენებს. ეს ქიშპი ფარავდა ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ წინააღმდეგობებს.
As Bevilacqua has written for the period 1880-1920: The peasant classes were more at war amongst themselves than with the other sectors of rural society. This war was foreshadowing conomic, psychological and cultural disagreements.
7102.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ყოველივე ამას ემატებოდა ჩაგრულთა გაბოროტება, შურისძიების წყურვილი, იმგვარი შეგნება, რომ თუ შენი ვერ გაგაქვს, ღირსებაც არ გაქვს.
All this was accompanied by the bitterest of hatreds, by a passion for revenge, by the idea that whoever did not provide justice for himself lacked honor.
7103.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ამ საყოველთაო უნდობლობისა და ყოველი მხრიდან წამოსული საფრთხის პირობებში, როცა მშველელი არც სახელმწიფოა და არც სამოქალაქო ნორმები, მაფიოზები ხალხს პრივატიზებული ლევიათანის ნაირსახეობას სთავაზობდნენ.
Given this pervasive lack of trust and security, ensured neither by the state nor by civic norms and networks, mafiosi provided a kind of privatized Leviathan.
7104.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ფეოდალური ურთიერთობებისგან გათავისუფლებული ეს ბოროტმზრახველები კლიენტელური სისტემის წამყვან ძალად ჩამოყალიბდნენ.
These malefactors, freed from the pure system of feudal relations, became an essential factor in the clientelistic system that took its place.
7105.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
მაგალითად, პინო არლაკი დეტალურად აღწერს ცხოვრებას მეცხრამეტე საუკუნის კალაბრიის სამ სხვადასხვა მხარეში და ერთმანეთს უპირისპირებს კროტონეს ღია ავტორიტარიზმს, ჯოია ტაუროს კლანურ ძალადობას და თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მოულოდნელ ატმოსფეროს, კოზენტინოს შემოგარენში რომ სუფევს.
For example, Pino Arlacchi's careful description of life in three areas within nineteenth-century Calabria contrasts the open authoritarianism of Crotone and the clan violence of Gioia Tauro with the unexpected tradition of cooperatives and mutual aid in nearby Cosentino.
7106.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ამ სამი განსხვავებული ტრადიციით არლაკი ხსნის თვალსაჩინო სხვაობას სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ პროგრესში, რაც ომის შემდგომ პერიოდში შეიმჩნევა ამ სამ მხარეში.
To these contrasting traditions, Arlacchi traces the marked differences in social stability and economic progress that have characterized these three areas in the postwar period.
7107.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ჯერ ერთი, რესპუბლიკური ქალაქების აღმოცენება, როგორც ჩანს, არ ყოფილა არაჩვეულებრივი ფუფუნების შედეგი.
In the first place, the emergence of communal republicanism does not seem to have been the consequence of unusual affluence.
7108.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ათასი წლის განმავლობაში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული განსხვავებები სამოქალაქო კულტურის თვალსაზრისით გაცილებით უცვლელი იყო, ვიდრე განსხვავებები ეკონომიკური განვითარების დონეებში.
In the second place, civic differences between the North and South over this millennium appear to have been more stable than economic differences.
7109.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
თუ ევროგაერთიანების ოთხმოც რეგიონს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლების მიხედვით დავალაგებთ, დავინახავთ რომ ემილია-რომანიამ 1970 -1988 წლებში 45-ე ადგილიდან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.
If we rank the eighty regions of the European community by GDP per capita we will see thay Emilia-Romagna jumped from 45th to 17th place between 1970 and 1988.
7110.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
კალაბრია კი ამ პერიოდის განმავლობაში ბოლო ადგილზე ჩარჩა.
Calabria remained locked in last place throughout the period.
7111.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო ტრადიციები ძალიან კარგად წინასწარმეტყველებს სამოქალაქო კულტურის დღევანდელ მდგომარეობას, ხოლო სოციოეკონომიკური განვითარების ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა ინდუსტრიალიზაცია და ჯანდაცვა, არანაირი ზეგავლენა სამოქალაქო კულტურაზე არა აქვს.
In the first place, civic traditions are a very powerful predictor of contemporary civic community, and indicators of socioeconomic development such as industrialization and public health have no impact whatsoever on the culture.
7112.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
სამხრეთის ფიზიკური ნაკლოვანებები, როგორიცაა გასაღების ბაზრებიდან სიშორე, არახელსაყრელი მდებარეობა და ბუნებრივი რესურსების სიმწირე.
Physical disadvantages of the South, such as distance from markets, unfavorable terrain and lack of natural resources.
7113.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი V
ცხრა მილიონზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა 1955 წლიდან მოყოლებული სულ რაღაც თხუთმეტი წლის განმავლობაში.
More than nine million of them have changed their living place in the fifteen years since 1955.
7114.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
თავად დაინტერესებული მხარეები ვერ შეძლებენ ამგვარი ინსტიტუტის შექმნას იმ მიზეზით, რომლის გამოც მათ ის სჭირდებათ, ხოლო მიუკერძოებელი „კანონშემოქმედის“ არსებობა ისევე პრობლემურია, როგორც ჰობსისეული მიუკერძოებელი სუვერენისა: ჩვენ ვერ დავწერთ კონტრაქტს (ე. ი. კონსტიტუციას), რომ დავიცავთ უკვე მიღებულ კონსტიტუციას, რადგან ამ გზას შეთანხმებათა დადების უსასრულო რეგრესისაკენ მივყავართ.
It would seem that the participants themselves cannot create the institution, for the same reason that they need it in the first place, and an impartial "lawgiver" is as problematical as an impartial Hobbesian sovereign: We cannot write a contract (i.e., a constitution) to abide by our constitution without falling into an infinite regress of such contracts.
7115.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ამგვარი რისკის პირობებში საერთოდ რატომ დებენ სხვები ფულს?
Seeing that risk, why would anyone else contribute in the first place?
7116.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
რაკი ქონება არ გააჩნიათ, ასოციაციის წევრები საკუთარ სოციალურ კავშირებს აგირავებენ.
Lacking physical assets to offer as surety, the participants in effect pledge their social connections.
7117.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში ეკონომიკური ჩამორჩენილობის მიზეზი, ძირითადად, ურთიერთნდობის ნაკლულობაა.“
It can be plausibly argued that much of the economic backwardness in the world can be explained by the lack of mutual confidence."
7118.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
მხოლოდ კადნიერი და თავზეხელაღებული ხელქვეითი, რომელსაც კოლეგებთან სოლიდარობის გრძნობა არ აკავშირებს, შეეცდება დასაჯოს ზემდგომი.
Only a bold or foolhardy subordinate, lacking ties of solidarity with peers, would seek to punish a superior.
7119.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ერთი და იმავე პატრონის ორი კლიენტი, რომლებსაც არა აქვთ ურთიერთობა, ვერაფერს შესთავაზებენ ერთმანეთს.
Two clients of the same patron, lacking direct ties, hold nothing hostage to one another.
7120.
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიცია თანამედროვე იტალიაში | თავი VI
ვინაიდან განსხვავებულია ყოველი პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა და განსხვავებულია ერთი და იმავე პარტიის რეგიონული ორგანიზაციების სტრუქტურებიც კი (ზოგან ვერტიკალური სტრუქტურა შეიძლება იყოს, ზოგან – ჰორიზონტალური), უნდა ველოდოთ, რომ პარტიის წევრობა, როგორც ასეთი, არაა რაიმე კავშირში კარგ მმართველობასთან.
Since the organizational realities of political parties vary from party to party and region to region (vertical in some places, horizontal in others), we should expect party membership as such to be unrelated to good government.